ნუ, ყველას მოეხსენება რომ პარკურით ვარ გატაცებული.. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჯერ-ჯერობით არაფერი ილეთი არ გამიკეთებია პრაქტიკაში გარდა ხტომისა და ტრიალისა, მარა იმედი მაქვს რომ უფრო რთულ ილეთებსაც ავითვისებ. როგორც ბათუმელი პარკურისტები ამბობენ, მთავარია არ გეშინოდესო. ხოდა არ მეშინია. ჩავრთე კამერა, რომ ჩემი ნაწვალევი გადამეღო, გავშალე მატრასი ძირს რბილად დაცემისათვის და დავიწყე "მერცხლის ნახტომის" დამუღამება. სიმართლე გითხრათ ეს არაა პარკურის ილეთი, მარა მაინც კარგი რამეა.
პირველ რიგში სიმაღლეზე ხტომა ავითვისე. ეს ადვილი საქმეა. უნდა ოდნავ დაიხარო, მერე ხელები მთელი ძალით მაღლა აიქნიო, ახტე და ტანს ფეხებიც მიაყოლო და აკეცო. სურათზე რასაც ხედავთ, ეს მინიმუმ 90 სანტიმეტრიანი ნახტომია. ანუ იატაკს ამ სიმაღლით ავშორდი. მერე გადავედი "მერცხლის" დამუღამებაზე. იდეაში უნდა გამოსულიყო ასეთი.
მაგრამ გამოვიდა ასეთი.
მერე გაგრძელდა და გახდა ასეთი
დაბოლოს დამთავრდა ეს ყველაფერი თავპირის მტვრევით მატრასზე ასეთი ფორმით.
ნუ, ეგ არაფერი. ახლა იხილეთ ჩემი პარკუროთეკა. ნახტომები. გაშლილი ფეხით (ანუ ერთ ფეხზე დახტომა მე-8 საფეხურიდან)
ნორმალურად გადმოხტომა (ანუ ორივე ფეხით)
ადგილზე ნახტომი პირველი პირის ხედიდან (კამერა დავიჭირე ხელში და ასე გადავიღე. სიმაღლე სადღაც 60-70 სმ)
დაბოლოს, ჩემი სიამაყე: ნაბიჯები კედელზე. .
პირველი ნაბიჯი ადვილია. აი მეორე..
ოღონდ მერე შეიძლება ყველაფერი მთლად უმტკივნეულოდ არ დამთავრდეს. :)
შედეგად მივიღეთ დაჟეჟილი სხეული და ჩემს საცოდავ ბოტასებზე გაცვეთილი ასეთი საამაყო ზოლები ცხვირზე. :( ეეჰო, ვთქვი მე, ვერ მიყიდია წესიერი პარკურის ბოტასიო და შეშვა 35 ლარიანი პარკურის ბოტასების ყიდვას. და აქვე, ბოტასის გუგვლაში მივაგენი მაგარ საიტს: პარკუროპედია. :)
პ.ს. გიორგობას გილოცავთ.
No comments:
Post a Comment