რაღაც დიდი პაუზა გამოგვივიდა ჩხირკედელაობაში, არა? :) ასე რომ გავაგრძელოთ ჩხირკედელაობა და სხვადასხვა პრაქტიკული ელექტრონული წრედების აწყობა. დღეის თემა იქნება კოლიდორი. მაშ ასე. ამოცანა საჭირბოროტოა. გვაქვს გრძელი კოლიდორი და თან ბნელი კოლიდორი, სადაც აყენია ორი ნათურა და სამი გადამრთველი.
ამოცანა ასეთია: საიდანაც გინდა მოდიოდეს მგზავრი და აზრი არ ქონდეს, სხვა გადამრთველები როგორ მდგომარეობაში იქნება, ყველა ვარიანტში პირველი გადამრთველის გაჩხაკუნებისას უნდა აინთოს პირველი ნათურა, შუაში რომაა გადამრთველი - გამოირთოს პირველი და ჩაირთოს მეორე ნათურა, დაბოლოს მესამე გადარმთველით გამოირთოს მეორე ნათურაც. მარტივია რა. შეხვედი კოლიდორში, ასცხე ჩამრთველს, აინთო ნათურა, გაიარე ნახევარი კოლიდორი, ასცხე მეორე ჩამრთველს, უკან გამოირთო ნათურა და წინ ჩაირთო, გახვედი კოლიდორის ბოლოში, მიარტყი ხელი მესამე გადამრთველს და მეორე ნათურაც ჩაქვრა. ვიცი, ვიცი რომ ძნელი ამოცანაა, ამიტომ აგერ პასუხი და აბა თქვენ იცით.
No comments:
Post a Comment