Friday, May 14, 2010

სიმღერა ბანაობისას

ხდება ხოლმე ხანდახან ისეც, რომ ვბანაობ. საერთოდ ბანაობის დროს ბანაობაზე უნდა იფიქრო, მაგრამ დღეს  უეცრად გამახსენდა, რომ აი უკვე რამდენი ხანია არ ვმღერი აბაზანაში. არადა ეს ბუნებრივი მოვლენაა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აბა დააკვირდით, ყველა კინოში ადამიანი ბანაობის დროს მღერის. ის კი არა და ერთი ძველი შავ-თეთრი კინოა, ერთი როჟა ცუდი მომღერალია, მეორე როჟას კი ხმა აქვს კარგი და რა ვქნათ, როგორ ჩავიწეროთ მისი სიმღერა, რომ ჩვენად გავასაღოთო და მოიფიქრეს აბაზანაში მიკროფონი დაედგათ.

თქვენ მღერით თუ თქვენც ცხოვრებისეული დეპრესია თუ რა ვიცი, რა დავარქვა ამას, ის შემოგეპარათ?

3 comments:

vasasi said...

არ დავკვრვებივარ ჩემო გურამ ვმღერი თუ არა.. :)
შენ შემოდი ფორუმზე და ხვალ მაიკა არ დაგავიწყდეს.. :)
:D

Anonymous said...

მე არ ვმღერი. მე უსიკა მაქვს ხოლმე ჩართული და ვუსმენ –)

Toma said...

sul vmgerivar. sackali chemi mezoblebi, rogoria gamis 2-3 saatze vinme rom mgeris bazanashi, tan bolo xmzae.