არა, ეს მარტო ჩემი აზრი არაა. აი, გადაიკითხეთ ფორუმ.გე-ს თემა ამ "სახალხო" პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ "სრულიად ჯეომოსახლებისათვის" იყო "სახალხო". მე თუ მაგთის აბონენტი ვარ, ბალის, ბილაინის ჯანდაბას ამათი თავი, არა ვარ "ჯეომოსახლე" და ჩემთვის არაა ეს პროექტი? არ მევასება ეს ჯეოსელი და არ გადავალ მასზე. ამის გამო არ ვითვლები ხომ "ჯეომოსახლედ". ჯანდაბას მაგათი თავიც, ახლა მინდა ჩემი აზრი ვთქვა
ხრამში ხალხო, ხრამში გადავხტეთ. რომელ ქვეყანაში გამოგვეყოფა თავი, როდესაც 3 "ნიჭიერიდან" სამივე მომღერალი იყო და აქედან ორმა ისევ ის იმღერა, რაც პირველად. ნიჭიერია თუ ჯეოსტარი ხალხო? რომელ ქვეყანაში გამოვყოთ თავი სირცხვილით და ვთქვათ, რომ ბიტბოქსერი, ილუზიონისტი, პარკურისტები და თუნდაც ის გიტარისტი ან მოცეკვავეები არ იყვნენ იმაზე ნიჭიერები, ვინც "მეგანიჭიერი" გახდა? არ შეიძლება ბრბოს მიანდო ნიჭიერის არჩევა, არ შეიძლება ესემესებით გადაწყვიტო ვინ იქნება შენი ქვეყნის სახე. არ შეიძლება მარტო შენი ქსელის აბონენტებს მიანდო არჩევანი, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა შენი კონკურენტი ქსელის აბონენტია. მერე კიდევ იტყვიან რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდანო. ციტატა ფორუმიდან: "რატომღაც მერე ყველას უკვირს ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა და მართლა ნიჭიერი ხალხი რომ გარბის. სადმე მერე რაიმეს მიაღწევენ, ჩავა ვიღაც მაჩვი რეპორტიორი და დაუსვამს ქლიბ შეკითხვას: სამშობლო არ გენატრებათ? ხომ მალე დაბრუნდებით? აი უნდა ააწნა მერე და იმ მიკროფონზე დასვა" - ავტორი Ninoza.
1 comment:
მერე მაყუთი საიდან შეუვიდეთ, მესიჯებზე რომ არ იყოს დამოკიდებული?
არ მიყვარს სმს-ებზე დამოკიდებული პროექტები!..
Post a Comment