ეკონომიკა ისეა მიწებებული ყველაფერზე, რომ როდესაც ძალიან ამაღლებულ რამეზე ფიქრობ, ისეთზე როგორიცაა დედაქალაქში და სათაო ოფისში მუშაობა, მაინც ეკონომიკა და რესურსების გადანაწილება ერთვება საქმეში. რამდენიც გინდა აწკაპუნო, თბილისში ცხოვრება საკმაოდ დიდ ფინანსებს საჭიროებს და აქედან გამოსავალი მარტო სამია:
1. ფასების გლობალური შემცირება - რაც მომავალი 10 წლის მანძილზე რთული წარმოსადგენია.
2. შემოსავლების საგრძნობი მატება - რაც ჩემი პირადი და საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი-ორი წელი კიდე არ მოხდება
3. რესურსების ეფექტური გადანაწილება - რისი საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მაქვს.
ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე, როგორც მე მას დავარქვი, გადასვლა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. პირველი მადგანი იყო თითქმის პირში ჩალაგამოვლება, როდესაც მეგონა, რომ თბილისში ბინის უცებ შეძენა შეიძლებოდა. საქმე იმაშია, რომ 13 000 დოლარად, რასაც ჩემი კანტორა მომცემს, სარდაფს თუ იყიდი. ხოლო საოცნებო 20 000 დოლარი, რომლითაც ჩემი გათვლებით ბინა უნდა მეყიდა, არ აღმოჩნდა საკმარისი ნორმალური ბინის საყიდლად.
შესაბამისად ქირით დავიწყე ცხოვრება ჩემს დასთან ერთად 10 კვადრატულ მეტრს ფართობის ბინაში. ეს ფართობი წავა ერთი ადამიანისთვის, მარა ორისთვის ცოტა დისკომფორტს ქმნის. ასე რომ ვეძებდი უფრო დიდი სახლს საბურთალოზე რომ 500 ლარში ჩავტეულიყავი. და მინდა გითხრათ, რომ ასეთ ფასად სახლს კი ნახავთ, მარა ნორმალურს ვერა. მერე ვიფიქრე, მარტო ჩემთვის მოვძებნი სახლს თქო ისე, რომ მეტრო ახლოს იყოს და 200 ლარამდე გამომივიდეს კომუნალურებიანად თქო. და მინდა გითხრათ, რომ ასეთ სახლს ნახავთ, მარა კომფორტულს ვერა.. და საბოლოოდ მივედი იმ სტრატეგიამდე, რითაც დავიწყე.
ახალი ეკონომიკური სტრაგედიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაოზე ვიარო გორიდან. რას გვაძლევს ახლა ეს:
1. თვეში მაქსიმუმ 22 სამუშაო დღეა. ტაქსით სიარულში შესაბამისად თვეში მაქსიმუმ დამეხარჯება 220 ლარი. ეს იმ მოგებას იძლევა, რომ მაგალითად შვებულებების და დღესასწაულების დროს ფული დაიზოგება, რაც არ დაიზოგებოდა ქირის დროს. ქირა კი როგორც მოგეხსენებათ უნდა ყოფილიყო 250 ლარი - ჩემ დასთან თანაცხოვრების შემთხვევაში. ან 200 ლარი - ცალკე არაკომფორტულად ყოფნისას.
2. კვება სულაც არ ჯდება იაფი თბილისში. და ჩემი აზრით სწორედ ამიტომ დადის ახალგაზრდობის უმეტესობა დაბალი და გამხდარი. მათ უბრალოდ საშენი მასალა არ აქვთ ორგამიზმისთვის. ჩემი გათვლებით თუკი საერთო თვიურ გასავალს დავიანგარიშებდი, ეს გამოდიოდა 5 ლარი დღეში ანუ 120 ლარამდე თვეში. აეს-ის პირობებში მოხდება ამ თანხის დაზოგვა, წავიღებ რა საჭმელს გორიდან.
3. შევიძინო ავტომობილი გაზზე და მე თვითონ ვიარო თბილისში. მამაჩემის გათვლებით 10 ლარის გაზი საკმარისია რომ ჩავიდე და ჩამოვიდე. ხოლო თუ კიდევ ორ თანამშრომელს მივამატებთ, რომლებიც ასევე ტაქსით დადიან და ისინი მე გადამიხდიან არა 5, არამედ 2 ლარს - გამოდის რომ 4 ლარი აკლდება ამ 10 ლარს და საერთო ჯამში 22 x 4 = 88 ლარს ვიგებ მაქსიმუმ.
4. აეს-ის შედეგად დაზოგილი ფულით და კარგი მუშაობისათვის მომატებული ხელფასით მოვაგროვო თანხა და ვიყიდო სახლი თბილისში. იდეაში თუკი თვეში 400 ლარს გადავდებ, წელიწადში ეს თანხა იქნება 12 x 400 = 4 800 ლარი რაც დაახლოებით 2800 დოლარის ტოლფასია 1,67 კურსის პირობებში.
5. საკმაოდ კარგი ანაზღაურება ქონიათ პროგრამისტებს. ასე რომ დაპროგრამების ენების (როგორიცაა C#, Java, Php, HTML, SQL..) სრულყოფილი ათვისება, რამეთუ აგერ საიტზე ვნახე - 5 000 ლარს იხდიან ერთი ბანძი საიტის გაკეთებაში. ბანძი რა.. გაკეთების სირთულეა ბანძი, როცა სრულყოფილად გესმის როგორ უნდა გააკეთო.
აეს-ის განხორციელება დაგეგმილი მაქვს 4 ეტაპად.
1. ახლა ორშაბათიდან 1 კვირა ვივლი ტაქსით და შევხედავ რამდენად პრაქტიკული და შესაძლებელია აეს-ის განხირციელება. თუ ეს შეიძლება, გადავდივარ მეორე ეტაპზე.
2. ავტომანქანის ყიდვა, მისი მართვის სრულყოფა და მისით სიარული თბილისში.
3. საკმარისი რესურსების მოგროვება, შოვნა, მოგება, სესხება - ორ ოთახიანი ბინის ყიდვა თბილისში ავტოფარეხით.
4. ცოლის მოყვანა.
ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეები. ასე რომ განვიხილოთ ესენიც. აეს-ის გამო
1. კინოში ვეღარ ვივლი ასე თავისუფლად.ასევე თბილისში სადმე სტუმრად წასვლის პონტი კლებულობს
2. ჩემ დას ისე ხშირად ვეღარ ვნახავ.
3. შესაბამისად - თანამშრომლების "საღამოს ხომ არ დაგველია" პონტიც გაიმაზება.
4. სპეციალური დაგეგმვისა და მომზადების გარეშე ვერ წავალ აირსოფტისა და სხვა ასეთ კულტურულ ღონისძიებებზე, რომელსაც ასე ვაპირებდი.
თუმცა ვისაც ქონია შეხება ეკონომიკურ სტრატეგიებთან, ყველამ იცის, რომ დროული ქამრის შემოჭერა გაცილებით მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე რესურსების გეგმაზომიერი ხარჯვა იმედით - იქნებ რამე გამოჩნდეს. მე მჯერა საკუთარი თავის და აეს-ის ეფექტურობის. ენ თარო ადუნ!

No comments:
Post a Comment