Friday, September 7, 2012

ქართული მითოლოგიის გმირები და არტეფაქტები (განმარტებანი)

მასალა აღებულია აქედან. ჰევ ფან. :)


წყარო: https://www.facebook.com/margot.lescaut/posts/458475144175691
მასალის შეგროვებაში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ზედ დათაგულ ადამიანებს

ჩემო მეგობრებო მინდა გაგახაროთ რომ მასალის კვლევისას ერთ მოულოდნელ და სასიამოვნო ფაქტს წავაწყდი. აღმოვაჩინე რომ ქართულ მითოლოგიაში ყველაზე საპატიო ადგილი თავისუფალი სიყვარულის ქურუმებს და თავისუფალ სიყვარულს უკავია, იმ თავისუფალ სიყვარულს მშობლიურ ენაზე რომ ერთი ლაღი და მარტივი სიტყვით გამოითქმის - ტ#ნაური.
მოკლედ, შესავალი სიტყვით ბევრს არ მოგაწყენთ მივყვეთ თანმიმდევრულად:
1. ბოზი - თავისუფალი სიყვარულის ქურუმი ქალი.
2. ბოზანდარა - (ქვე კატეგორია), დამწყები ბოზი, არამდგრადი და მერყევი ხასიათით.
3. ბოზი მამიდა  - ქართველი მამაკაცის შეურაცხყოფის სიმბოლო. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ არა ბოზი დედა, ან ბოზი დეიდა ან ბოზი ბიცოლა? აქ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტია. დედა წმიდათაწმიდაა, "დეიდას დედის სუნი ასდისო" და დედის სიწმინდე იფარავს, ბიცოლა ვის რაში აინტერესებს და რჩება მამიდა. თქვენ ალბათ იცით რომ "კარგ კაცს ცოლი არ გაუბოზდება" და მინდა გითხრათ რომ არა მარტო ცოლი, არამედ დაც. აქედან გამომდინარე მოსაუბრე პირის მიმართ ნათქვამი "ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს" მიანიშნებს იმას, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი თავის სიმაღლეზე ვერა დგას ოჯახში.
4. #ლის გიჟი - ბოზობის მსურველი, რომელიც საქმეს პროფესიულზე მეტად ემოციურად უდგება.
5. ათას #ყლეზე გადამხტარი - სხვა სოციალურ წრეში გადასული პროფესიაშეცვლილი მაღალი კვალიფიკაციის ბოზი, რომელიც ცდილობს წარსულის დავიწყებას, მაგრამ სხვები არ აძლევენ ამის საშუალებას.
6. ნიკალაევსკი ბოზი - პოსტკლიმაქსური ასაკის ბოზი, რომელიც ყველას ახსოვს.
7. ბოზი კურდღელი - ცანცარა, არადასტოინი, არასანდო ბოზი.
8. ტრასის ბოზი - თავისუფალი სიყვარულის ქურუმი ქალი (დაბალი კატეგორიის)
9. სოფლის ბოზი - სექსის ინსტრუქტორი პროვინციაში, პროვინციელ ყმაწვილთა დავაჟკაცების ოსტატი; განაწყენებულ/დაუკმაყოფილებელ ქმართა შემწე და ნუგეში.
10. ორღობის ტურფა - სითბოსა და სიყვარულის მაძიებელი ადვილადხელმისაწვდომი ლამაზმანი, ბოზანდარობის კანდიდატი.
11. არღნის ჩიტი - ქვემსუბუქი ყოფაქცევის ჭკუათხელი ყმაწვილი ქალი.
12 ავლაბრის ტურფა - ახალგაზრდა ქალი სასაცილო/ვულგარული აუტფიტით, მიდრეკილი თავისუფალი სიყვარულისკენ.
13. ნატაშა - ეგზოტიკური სექსის ქალღმერთი კავკასიურ მითოლოგიაში.
14. კატების ნათრევი - დისკვალიფიცირებული ბოზი.
15. ის თამრო - იძულებით გაბოზებულ ქალთა მფარველი ღვთაება.
16. #ლექალა -  ძალზედ ცუდი გოგო. (თუმცა ცალსახად ვერ მივაკუთვნებთ ამ კასტას)
17. სტიუარდესა ჟანა - მოგზაურთა ღვთაება, ექსტრემალური სიყვარულის ქალღმერთი.
18. კურო - გათხოვილ ქალთა ფარული სასიყვარულო კავშირების მფარველი ღვთაება.
19. ჟეშტის ბოზი - ძალზედ ხარბი, მერკანტილური აზროვნების ქალი 

ნიშანდობლივია ისიც რომ ქართულ მითოლოგიაში მრავლად წააწყდებით ფალოსის კულტის სხვადასხვა სახეობებს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე რომ მითიურ საქართველოში თავისუფალი სიყვარული ყვაოდა:

ფალოსის კულტის ინკარნაციები:
საოხრე
სალამური
შიბლა-კოკორა
შვიშტი-კოლა
შაშა-კოლა
შიბლა-ყოყო
შამბალა
ბალაყანა
დიშლა
პასპორტი
შიშტა-ხოხილა
მუნჯი ნიკოსი

აქვე უნდა აღვნიშნო რომ კვლევისას წავაწყდი ერთ ძალზედ საყურადღებო ფაქტს, კერძოდ იმას რომ ქართველ კაცთათვის ღირსების მთავარი ორგანო არა მისი სასქესო ორგანოა, არამედ ტრაკი, რაც იმაზე მეტყველებს რომ როგორც არატრადიციულ სიყვარულს, ისე ჰომოფობიურ გამოვლინებებსაც ჰქონდა ადგილი:

1. ტრაკიანი კაცი - ითქმის ბევრისშემძლე უნარიან მამაკაცზე. და თავიანი რატომ არა, გაგიჩნდებათ კითხვა ხომ? იმიტომ რომ თავი გამოხატავს გონებას, ტრაკი კი ფიზიკურ ძალას, მოხერხებულობას და ღირსებას. აქედან გამომდინარე როცა ვამბობთ რომ ტრაკის გასაღები დაკარგა, იგულისმება ფიზიკური ძალის გამოცლა და მოხერხებულობის და ღირსების დაკარგვა.
ზოგადად კი ტრაკის გასაღების დაკარგვა ნიშნავს ძლიერ სიმთვრალეს. ფრაზაც "აბა ხერხემალს თითი ჩააყოლე" მინიშნებაა, ღირსება ადგილზე გაქვს თუ არა.
2. საკუთარი ტრაკის ქეიფზედ მოსიარულე - ჯიუტი უდარდელი და იმპულსური ადამიანი, რომელიც გონებას ნაკლებად ატანს ძალას.
3. უტრაკო მეტრაკე იგივე უტრაკო გამტრაკებელი იგივე უტრაკო ატჩაინი - ტრაკიანობაზე პრეტენზიის მქონე კაცი, რომელსაც სურვილი კი აქვს, მაგრამ ხელშეწყობა, შნო და შესაბამისი პიარი არა.
4. გოთვერანი - იგივე პრო#ი - ანუ ძალზედ ცუდი ადამიანი. (ჰომოფობიური მიდგომა)
5. ბაირამ დუდუკი - ტრაკი ექსტრემალურ ვითარებაში.
6. "შიგ ხომ არ გაქვს?" - უკიდურესად ჰომოფობიური რიტორიკული კითხვა, რადგან ძირითადად მამაკაცები მიმრთავენ ერთმანეთს ამ კითხვით. თუმცა გვხდება მდედრობით სქესშიც, როგორც #ლექალიზმის დამახასიათებელი ნიშანი.
7. შე ჩემა - და აი მივადექით ერთ-ერთ ყველაზე რთულ სიტყვათა შეთანხმებას და ზოგადად ცნებას. ეს არის "შე ჩემისას" შემოკლებული ვერსია და კიდევ უფრო შემოკლებული ვერსია რამდენიმე მიმართვის: შე ჩემის მო##ნულოსი, შე ჩემისმო##ნულისშვილოსი, შე ჩემანატ##ავიშვილოსი და შე ჩემანალასი. ყველა შემთხვევაში ეს მიმართვა თავისთავად გულისხმობს იმას რომ მოსაუბრეები ანუ მთქმელი და მიმართვის ადრესატი ძალზედ ახლოურთიერთობაში არიან ერთმანეთთან ან ადრესატის მშობელთან. თუ შე ჩემისმო##ნულიშვილო გულისხმობს ერთჯერად კავშირს, შეჩემანა###ვიშვილო მრავალჯერად ხალგრძლივ კავშირზე მიუთითებს, რომელიც არცთუსახარბიელოდ დამთავრდა. რაც შეეხება "შე ჩემანალას" ეს უფრო მეგობრული და ღია ურთოერთობის მაჩვენებელია. არის შეჩემას კიდევ ერთი ვრცელი ვერსია შე ჩემის თვრამეტიანო,  რომლის წარმოშობის ისტორიას ვერსად მივაგენი. ეს ალბათ ნიშნავს სასქესო ორგანოს ზომას ან სექსუალური აქტების რაოდენობას. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართვა "შეჩემა", როცა ერთი მამაკაცი მიმართავს მეორეს, გულისსიღრმეში ლატენტურ ჰომოსექსუალიზმზე მიანიშნებს.
8. "ჩემი #ლე ჩეიდევი ჩემი #ლე" - ცინხლადშობილი მხიარული შეძახილი, ასევე ფარულ ჰომოსექსუალიზმზე მიმნიშნებელი.
ეს რაც შეეხებოდა თავისუფალი სიყვარულის ქურუმებსა და სიმბოლოებს.

გადავიდეთ შემდეგ კასტაზე, რომელსაც პირობითად დავარქვი "ცხოვრებისეული":

1. დაიკო - უმანკოებისა და უბიწობის ღვთაება ქართულ მითოლოგიაში.
2. კაი ბიჭის და - უსქესო ქალღმერთი.
3. #ლეთა ჯოგი - უპრინციპო და დაბალი ინტელექტის ადამიანთა ჯგუფი
4. #ლეთა ბელადი - ჯგუფის მოწინავე წევრი
5. ქიცი და ქიცმაცური - ყველაფერი არაფრიდან ყველაფრამდე.
6. კაცური კაცი - ქიცისა და ქიცმაცურის მცოდნე ადამიანი.
7. ძველი ბიჭი - ვიწრო პროფილის ქიცისა და ქიცმაცურის მცოდნე ადამიანი.
8. ჯიგარი - ფრიად გულისხმიერი და პონტის გამსწორებელი ადამიანი.
9. #ლეფანდურა - გამო#ლეებულისა და ტაშფანდურა კაცის ერთგვარი სინთეზი. და აქვეგამო#ლევებული (აღმატებულ ხარისხში გამო#ლეებული) - არაადეკვატური საქციელის მქონე მოდებილო მამაკაცი, იგივე სირბანჯო.
10. ტაშკუილა იგივე ქარიტყანია - ფუყე, მჩატე აზროვნების ხალისიანი და უსარგებლო ენთუზიაზმით სავსე ადამიანი.
11. ტრულაილა - უყაირათობის მფარველი ღვთაება. 
12. კურკლიწონია - ყაირათიანობის მფარველი ღვთაება, ტრულაილას ანტაგონისტური ძალა.
13. სულიკო - მითიური სატრფო, რომლის დაკრძალვის ადგილი უცნობია.
14. ალხანა და ჩალხანა - ტოლ-სწორობის მფარველი კერპები.
15. სიკო და ნიკო, კეკელა და მარო - შტეფსელი და ტარაპუნკას ქართული ვარიაციები, განუყრელი მეგობრობის სიმბოლოები.
16. დავითა - უიღბლობის ღვთაება
17. არისტოფანი - იუმორის დეფიციტის მქონეთა მფარველი ღვთაება.
18. ქორვაჭარი - არაკეთილსინდისიერი მოვაჭრე.
19. საქმოსანი - სხვისი რესურსების გამოყენების და მიტაცების ხარჯზე  გამდიდრებული ადამიანი.
20. მომპარავი - ფართო პროფილის კაი ბიჭი.
21. შობელძაღლი/მამაძაღლი - უკეთური ადამიანი. თუმცა საუბარში მიმართვისას გამოიყენება დადებით კონტექსტში, როგორც სიყვარულით დატუქსვის მცდელობა.
22. ძუნწი კარაპეტა - ხელმომჭირნეთა კერპი
23. მოსე მწერალი - ფსევდოგანსწავლული გრაფომანიით შეპყრობილი ადამიანი.
24. გიჟპოეტა - მხიარული მელექსე
25. სონა მკითხავი - ყოვლისმცოდნე მდაბიო ქალბატონი
26. ყარამან ყანთელი - მითიური ძალის პატრონი, ყოვლისშემძლე ადამიანი.
27. დიმიტრი გელოვანი - ყოველგვარი ღირსებით შემკული ადამიანი, სასურველი სასიძოს სიმბოლო.
28. არსენა - გრაფ სენ ჟერმენის ერთ-ერთი ინკარნაცია.
29. შაშუ-ბეშა - ბინოკულარული მხედველობის მქონე ადამიანი.
30. ბაცი-კუკუ - მხედველობადაქვეითებული ადამიანი.
31. ვირის აბანო - სარეაბილიტაციო-გამოსასწორებელი ცენტრი.
32. გორსალა - ყოვლად უგვანი ხეპრე ადამიანი
33. წერას ატანილი - ბედისწერასთან შეთამამებული, უკიდურესად რისკიანი ადამიანი.
34. კანცელარიის ვირთხა - მუყაითი ადამიანი ინტრიგანული მიდრეკილებებით.
35. ტრაწიანი ხარი - მოუსვენარი, დაუდგრომელი ადამიანი.
36. ღლონტი - მითიური ღორების პატრონი, ღორების, რომლებისთვისაც გადაულახავი წინაღობა არ არსებობდა.
37. გუდიანი კაცი/კუდიანი ქალი - საბავშვო პატრული.
38. მკვდარი სული - უკიდურესად ზარმაცი, უენერგიო უემოციო დუნე ადამიანი.
39. #ვერებში მახათის ყრა - ფრიად უსარგებლო საქმიანობა მოცალეობის ჟამს.
40. თხის კოდვა -ყასიდი საქმიანობა, ერთი საქმის მეორეთი გადაფარვის მცდელობა.
41. ადამ კუკუ და დენიკინი- მითიური პერსონაჟები, რომელიც არავის ახსოვს როდის იყვნენ და რატო.
42. ფოსტის ცხენი - ექსპლუატირებული ადამიანი, შეუსვენებლად მომუშავე.
43. შავლეგო - ადგილობრივი მკვიდრი, მკვეთრად განსაზღვრული ეროვნული ნიშან-თვისებებით, კონსერვატორი და ტრადიციონალისტი.
44. ოქროს სარაია -ედემის ბაღის მატერიალური ვერსია
45. ბაბუაჩემის დუქანი - იაფი და იორღა გასართობი ადგილი.
46. უნიფხვო - უკიდურესად გაღლეტილი არაფრისმქონე უუნარო ადამიანი.
47. ყველის ვაჭარი- ვაჭართა შორის ყველაზე მხიარული და გულღია. მარკეტინგისა და მომსახურების ეტიკეტის კარგი მცოდნე.
48. ღორის ტილი - გაზულუქებულ-გაყოყოჩებული გლახაკი.
49. მამალი ბუზი - ამპარტავანი ადამიანების  ინსექტ ნონ გრატა.
50. ###ნერის ბუზი - მზაკვრულ ჩანაფიქრებში გატრუნული ადამიანი.
51. მოხელე-ნაჩალნიკი/მოხელე-ჩიქვანი - გარკვეული პოზიციისა და სტატუსის მქონე ადამიანი.
52. მოუ##ვნელი პატარძლის ღიმილი - განწყობა რომელიც ერთდროულად გამოხატავს "ხო ამცდა"-ს ფარულ სიხარულს (შთაგონებული "როგორც პატარძალს არ ასცდებაო"-სგან) და იმედგაცრუებას (რო უნდოდა?!)
53. დიპლიპიტო
     ტიკი ტომარა
     კუს ფეხი
     მეცამეტე გოჭი
     წითელი კოჭი
     არამკითხე მოამბე
     მშვიდობის მტრედი - X ადამიანები, რომლებიც მაშინ ჩნდებიან,      როცა არავინ ელის და არც არავის აინტერესებს.
54. ყვავი ჩხიკვის მამიდა - შორეული ნათესავი, რომელიც მხოლოდ მაშინ გახსენდება როცა შენს პირად სივრცეში იჭრება.
55. ჯიბიდან გავარდნილი, ეშმაკის ქუსლის მკვნეტელი, ჯიბიდან მსროლელი, ღვთისპირისგან გავარდნილი - დაცემულ ანგელოზთა დასი.
56. სიტყვისთვის ჯიბეში ხელის არჩამყოფი - ზეპირადმოუბარი, სხარტი გონების პატრონი.
57. დედის წინ მორბენალი კვიცი - თავკერძა ბავშვი.
58. ჩაქცეული ოჯახი - ჩაქცეული ანუ სიმდიდრისგან ჩაზნექილი ოჯახი, მძახალთა ოცნების მწვერვალი.
59. ფული ბოზებს შეაჭამა - იტყვიან ხელგაშლილ და გართობის მოყვარულ გაბანკროტებულ მამაკაცზე.
60. ნინიას ბაღი / შიოს მარანი - გულუხვი კაცის მუდმივად მსხმოიარე ჯადოსნური ბაღი და ულევი მარანი, ქართველი კაცის  მწვანე ოცნება.
61. შარაშკინა კანტორა - უსაქმური და არაპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული დაწესებულება.
62. ნუცას სკოლა - სასწავლო დაწესებულება, სადაც იზრდებიან და ფრთიანდებიან შარაშკინა კანტორის მომავალი კადრები.
63. გვარში გასათხოვრ-გაუთხოვრები - მარადქალწულთა დასი.
64. ცალ-ცალკალოშიანი - ქალაქში ბედის საძებნელად ჩამოსული პროვინციელი, ტიპიური მედროვე და იღბლიანი.
65. გოდრით ჩამოთრეული - ქალაქს ვერმორგებული პროვინციელი.
66. წვენების დირექტორი, ინტურისტების მთავარი მომმარაგებელი. ცეხისუფროსი, ტრესტის მმართველი, ციცინათელას დირექტორი, პურკომბინატის დირექტორი, საკონსერვო ქარხნის დირექტორი, ცეკავშირის მთავარი ეკონომისტი , ჩაის ფაბრიკის დირექტორი - ყოფილი ზეპურნი ამა ქვეყნისანი, გასულის საუკუნის უმდიდრესთა კასტა.
67. ბობოლა - დიდი თანამდებობის ტანსრული და უცხვირპირო კაცი.
68. ბუს კვერცხები/იხვის ტოლმა - ძნელად საშოვარი დელიკატესი, ერთგვარი ეგზოტიკური კერძები.
69. თაყა - კოლმეურნეობის თავმჯდომარე, დიდი ადგილმამულების პატრონი, ხარბი და უსამართლო კაცი.
70. მოტორიანი თხა - მეოცე საუკუნის ოხუნჯ ბავშვთა საყვარელი გამოთქმა.
71. #ლეზე ბანტი! - უდარდელობის გამომხატველი შეძახილი, "აი დარდის" მხატვრულ-კრეატიული ვერსია.
72. ზახრუმა! - ადამიანის განსაცდელში ჩაგდების ღია სურვილის გამომხატველი შეძახილი.
73. შავი ხელი - გასული საუკუნის ქართული ჰორორ ჟანრის ეპიკური გმირი.
74. სამალიოტის მაჩვი - წარმოსახვითი მაჩვი რომელიც სამალიოტს გაყვა და დაიკარგა.
75. მამა აბრაამის ბატკანი - უდანაშაულო მსხვერპლი, ქართულ მეტყველებაში მიიღო უარყოფითი დატვირთვა და ნიშნავს ფარისეველ აფერისტ ადამიანს.
76. ბებერი ხარი - ვა ბანკზე წასული მხვნელი 
77. ობლის კვერი - გვიანი და ძნელად მიღწეული წარმატება.
78. მწყრები ყავს - ადამიანი მსუბუქი მენტალური დისორდერით.
79. ცხრა ნომერი - საზომი ერთეულის ზედა ზღვარი ძველ დროში. აქედან გამომდინარეობს შემდეგი ტერმინები:
ცხრა ნომერი კალოში, თოხი, გლეხი, ქაჯი ანუ ყველაზე დიდი.
80. შენი შუბა დავხიე - "შენი დედა ვატირეს" კულტურული ფორმა.
81. როდინობის კვირა - მითიური კვირის დღე, რომელიც არასოდეს დგება
82. კარგები და კეთილები - კეთილშობილ ნათესავ-მეგობართა დასი.
83. კარგ ბედში ჩავარდნილი - სარფიანად გათხოვილი ქალი.
84. ბებიაშენისა - (ბებიაშენის არ გინდა?) იგივე "ბაბოი მტკლაც", იგივე ბებიამა - სასტიკი უარი. ქართველი ბებია ხომ ყველაზე კეთილი, ყველაზე კარგი და გულუხვია, ამიტომ ეს გადამისამართება სრულიად ლოღიკურია.
85.ორდიპლომიანი ტაქსისტი - ეროვნებით ქართველი ტაქსისტი.
86. ნოლშესტი თავის მატორზე - სატრანსპორტო საშუალება მითიურ საქართველოში.
87. "სად ერეკლე და სად ჩემი #ლე" - ხარისხის საზომი ერთეული.
88. დაცვის ბიჭები -  ყველაფრის მცოდნე, ყველაფრის მხილველი და ყველაფრის გამგონე მითიური პერსონაჟები. როდესაც დაცვის ბიჭის ნათქვამს იშველიებენ საუბარში არგუმენტად, იქ უკვე კამათი უნდა მოკვდეს.
89. ბაზარ-ვაგზალი - უქმად საუბარი.
90. ნწუ - ცალყბა უარი
91. #ვერებიანი ქალი იგივე მამალი ქალი - მკვეთრად გამოხატული ანდროგენული ნიშან-თვისებების მატარებელი ქალი. 
92. ქალაჩუნა - ფემინური მიდრეკილებების მქონე, სათუთი ბუნების მამაკაცი. 
93. და ბოლოსთვის შემოვიტოვე ერთ-ერთი ყველაზე რთული და აუხსნელი ფართო მასშტაბური ცნება - დის პრო#ი, რომელიც კონტექსტში ძირითადად მოიხსენიება შემდეგი ფორმით "დის პრო#იანად", რაც ნიშნავს ყველაფერს, ყველანაირ აქსესუარს ანუ ყველაფრიანად, ოლ ინკლუზივ. მნიშვნელობა იმას ენიჭება როდის და რა ვითარებაში ითქმის. აი მაგალითად როცა ამბობენ ხინკალი დაიყარა თავის დისპრო#იანად. დის პრო#ში იგულისხმება ყველაფერი ის რაც შეიძლება ხინკალს მიაყოლო. და რატომ მაინცდამაინც პრო#ი გაუგებარია და უფრო მეტად გაუგებარია რატომ მაინცდამაინც დის. თუმცა სულ მცირე საფუძველი არსებობს იმისათვის რომ ვიფიქროთ შეიძლება ეს ცნება მოდიოდეს მთაში არსებული სტუმარ-მასპინძლობის წეს-ჩვეულებიდან, როცა სტუმრის გამოცდის ან პატივისცემის პიკი იყო მისთვის ოჯახის წევრის გვერდით მიწოლა ანუ პატივისცემა ოლ ინკლუზივ.