Wednesday, November 14, 2012

1 თვისა და 1 დღის შემდეგ

უკვე მთელი თვე და მეტიც კი გავიდა რაც აიტიში გადმოვედი. რა პლუსები და მინუსები აქვს ახლა ამ ფაქტს.


1. ხალხს ვეხმარები უშუალოდ. პირადად მაქვს შეხება ტექნიკასთან და ჩემს გამოისობითაა სისტემა თუ სტაბილურად მუშაობს. ნუ, რა თქმა უნდა სისტემური ადმინისტრატორები გაცილებით დიდ საქმეს აკეთებენ, მარა მეც შემაქვს ჩემი საკაიფო წვლილი.
2. პირადად გავიცანი ისეთი ლეგენდარული ხალხი, მუშაობის წინა 6 წელიწადში მარტო ვირტუალური შეხება რომ მქონია და რომ ვიცოდი რომ არსებობდნენ და არ მყავდა ნანახი.
3. ჩემგან ხელის გაწვდენაზე მუშაობენ ახალი პროგრამული მოდულების შექმნაზე. მე კი ვაფშე არ მაქვს შეხება, მარა მაინც გულს უხარია. :)
4. კი ვერაფერში ვიყენებ, მარა ვარ თბილისში და ვცდილობ შემიყვარდეს რამენაირად.
5. მაქვს უფრო მეტი თავისუფალი დრო და ინტერნეტთან წვდომა. შესაბამისად ვამხეცებ ფლეშ-სკრიპტს და შემდეგ გადავალ მონაცემთა ბაზების პროგრამირებაზე და კაროჩე, პროგრამისტებში მინდა გადასვლა მე..


1. რა უბედურებაა ეს ამოდენა თბილისი კაცო? სამუშაომდე რომ მივიდე ნახევარი საათი მინდა და ეს დაჟე ცოტაა. ხალხი 1 საათით ადრე გამოდის ზოგიერთი ადგილიდან. 1 საათში ატენის სიონში ჩავიდიოდი ველოსიპედით და ბეზ პიტი მინუტ უკანაც ვბრუნდებოდი, ნე ტო 10 წუთი მინდოდა სამუშაომდე.
2. ამათ კაცო ვალი აქვთ თუ რა პონტშია ასეთი ძვირი ვაააფშე ყველაფერი ამ ქალაქში? ჭამა გინდა - ძვირია ნახრენ! მგზავრობა გინდა - ძვირია ნახრენ! ქირა გინდა - ძვირია ნახრენ! ქალი გინდა - ძვირია ნახრენ! ერთი მარტო ჰაერია უფასო და ისიც რა მძიმე და გასანიავებელია..
3. თქვე კაი ხალხო, ყველას რომ გამოგიჩენიათ ფეხები და ძუძუები, აღარაა საინტერესო ნახრენ! აი პლაჟის ვარიანტია რა. მერე კიდე უკვირთ რატომაა ამდენი ცისფერიო. მამენტ კაცები კი არ ევასება ზოგს, ქალები აღარ ევასება ალბათ და ახალ შთაბეჭდილებებს ეძებს. :დ
4. არ ვიცი რა.. რა აუცილებელია ყველას ყავდეს მანქანა და ყველას სასურველია ჯიპი ყავდეს. აფსუს ჩემი გორი. მარა მანდაც მოიმატა ამ ბოლო დროს მანქანებმა, მარა რა შედარებაა კაცო. აგერ ჩემს სამუშაოსთან არის შუქნიშანი და მთეეელი დღე რომ დაიწყებენ 9 საათიდან სიგნალებს, ამეხადა თავი ბლია!
5. წინა ფაქტორიდან გამომდინარე ქალაქში თბილა. აქედან გამომდინარე შენობაში უფრო თბილა. და ჩემ სართულზე იმენა ცხელა. ვერ ვიტან სიცხეს! ახლა ზამთარი მოდის და კიდე არა უშავს, აი ზაფხულში რა მეშველება..

არა, მე არაფერს ვნანობ. ძალიან კარგად ვიცოდი სადაც მოვდიოდი და ძალიან კარგად მქონდა გათვლილი ხარჯები. ერთად-ერთი რაზეც გული მწყდება, მცხეთაში და ხაშურში ჩაველოსიპედება გადაიდო გაურკვეველი ვადით. თუუუმცა გაიხსნა ახალი პერსპექტივები - ჯვარზე ავალ აუცილებლად და წყნეთი, კოჯორი და ადგილობრივი კარაველი ველოსიპედისტები. პროსტა.. ველოსიპედის გამოცვლა გახდება საჭირო. ვყიდი ველოსიპედს.. 

Thursday, November 8, 2012

_root["kaci"+i].hitTest(x, y, true)

ავოიეეე!!! გამოვიდააა!!! რაც ფლეშთან მუშაობა დავიწყე, მას მერე ამ ფორმულას ვეძებდი!!! ანუ შევხედოთ სურათს.


ჩვეულებრივი hitTest ითვლის 1-იანით აღნიშნული მუვი კლიპი, მდაბიურად "ობიექტი", შეეხო თუ არა 2-იანით აღნიშნულ საზღვარს. ეს გამოიყენება მაგალითად სროლის თამაშს რომ აკეთებ და იხვი გინდა მოკლა. მიფრინავს იხვი, აიქნია ფრთა, ამ დროს შენ ესვრი თავის ზემოთ ანუ აცელ, მაგრამ ფლეში ითვლის, რომ თავის სიმაღლიდან მრთის სიმაღლემდე ერთი ობიექტია და შესაბამისად მოარტყი, რაც ტყუილია. ახლა კი ამ დაგრეხილ მწვანე მატლს (3-იანით აღნიშნული) თუ იმენა სხეულზე არ მოკიდებ თაგვს არაფერს დაითვლის. ეს კი ფართო ჰორიზონტებს ხსნის! 1-იანის ნაცვლად რომ მანქანა დავაყენოთ და 3 იანის ნაცვლად ტრასა - სანამ ტრასიდან არ გადავა, მანქანა არ აფეთქდება!!!

Sunday, November 4, 2012

ბალიდან მაგთიზე

აი, სულ ასე ხდება. ასაღელვებელი და საგულისხმო მომენტები რომაა ცხოვრებაში, პირველად რომ აკეთებ და რომ ნერვიულობ. და მერე რომ ფიქრობ: სულ ეს იყოვო. სულ ეს იყოვო, გულნაკლული დავრჩი როდესაც პირველად გამოვიყენე პლასტიკური ბარათი და ბანკომატმა ასე ცივად მომაჩეჩა ფული. სულ ეს იყოვო, ვფიქრობდი როდესაც პირველად ვაკოცე და საერთოდ არ იყო რაღაც არაბუნებრივი და არაამქვეყნიური. სულ ეს იყო თქო, როდესაც პირველად მქონდა სექსი და რაღაც მეტს რომ ელი და გაათავებ და ვსო - პროზაულად. კომპზე ვინჩესტერს ვცვლიდი თუ რაღაც ასეთს ვაკეთებდი და მთელი 4 წლის მასალა ვერ წავშალე ჩემი ხელით, მივიტანე ხელოსანთან და იმან ერთი დააწვა დილეთს და - სულ ეს იყოვო. რაც ვმუშაობ იმის მერე აიტიობა მინდა და აჰა, დამირეკეს გილოცავთ აიტის თანამდებობაზე დაინიშნეთო და - სულ ეს იყო. ახალი წელი მოვიდა - ემზადები, ელოდები და - სულ ეს იყოვო?


რაც მობილური მაქვს, მას მერე არ გამომიცვლია ნომერი. ბალი ვიყავი და ყოველთვის მჯეროდა, რომ ბალი სულ სხვაა. ყველანაირად მაგარი ქსელია, ყველანაირად ჩემი. მაგრამ ახლა სამუშაოდან მთხოვეს მაგთი უნდა გქონდეს რომ კორპორატიული დავქოქოთო. გავქექე ნეტი დუოსების ძიებაში. მე ნოკიას ფანი ვარ. ნოკიები კი ძალიან დაბალი მონაცემებითაა დუოსები. არადა ნ82 მაქვს და ესაა ყველაზე მაგარი ტელეფონი რაც კი შექმნილა ფანრიანი ნოკიას მერე რა თქმა უნდა. ხოდა არის კიდევ სამსუნგები გალაქსის სერია. მე კიდე თაჩსქრინს და მით უმეტეს სამსუნგს ვერ ვიტან. მერე ვიფიქრე, ერთ სიმზე რომ ორი ნომერია თქო, მაგას დავქოქავ. მარა აღმოჩნდა რომ თუ ბალი გაქვს ჩართული, კორპორატიული აღარ იმუშავებს. ზარის გადმომისამართება კი იმდენად ძვირი აღმოჩნდა რომ აზრი არ ქონდა ორ ნომერს. ასე რომ მივიღე ძალიან გულსატკენი გადაწყვეტილება: 5 წელზე მეტი ხნის "ბლობის" მერე "გადავმაქთპორტირდი". ოპერატორმა გოგონამ ერთ ღილაკს დააწვა კომპში და სულ ეს იყო..