Wednesday, June 24, 2015

საგზაო იერარქია

თუ საჭესთან მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ, ესე იგი ყველაზე დაბალი დონის მძღოლი ხარ.

ფორუმ.გე-ს სიბრძნე.

მოგესალმებით. ნელ-ნელა ფორმას ვიბრუნებ და დასაწერი ამბებიც ჩნდება. ასე რომ დავიწყებ ყველაზე პრობლემატური საკითხით, რომელსაც არაერთხელ შევხებივარ - ესაა მძღოლები და ზოგადად, საგზაო მოძრაობა. მე დღეში 200 კილომეტრამდე გზის გავლა მიწევს. ამ დროს კაცი ძალაუნებურად ფიქრობ ზოგადსაკაცობრიო თემებზე და ამ დროს რომ ვიღაც უტიფარი მძღოლი უეცარ მანევრს გააკეთებს, შექმნის საავარიო სიტუაციას, თვითონ გაისწორებს და სხვა მანქანები ფეხებზე კიდია - საშუალოსტატისტიკური ქართველი შეაგინებს და ხელითაც გამოხატავს ამას. უფრო კარგი ნერვების მქონე მძღოლი გაბმულად დაუსიგნალებს. მე კი ვახარისხებ დონეების მიხედვით და წარმოგიდგენთ ჩემს ნააზრევს 10 პუნქტად. (18+ : მინდოდა სათაურად ყოფილიყო დაყლევების საგზაო იერარქია, მაგრამ ჩვენ ხომ ზრდილობიანი ხალხი ვართ, ამიტომ ნაცვლად სიტყვისა "ყლე"  გამოვიყენებთ სიტყვას "ღლე")

  1. ღლეფანდურა მძღოლი - ღლეფანდურაა მძღოლი, რომელიც თავისუფალ გზაზე მოძრაობს და ვერ ირჩევს რომელ ზოლში იაროს. გადავა მარცხნივ, გადმოვა მარჯვნივ, მთვრალი კაცივით რვიანებს ხაზავს, დაღლეფანდურაობს.
  2. გამოღლევებული - მძღოლი, რომელიც იდეაში კარგად დადის, მაგრამ მოულოდნელად ისეთ უაზრო საქციელს აკეთებს, რომელიც სხვებს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ნერვებზე კი მოქმედებს. მაგალითად მწვანე აენთო და ეს კიდე არ მიდის.
  3. ძალადღლე - როდესაც მანქანაში საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ნორმალური კანონმორჩილი მძღოლი გადაიქცევა დანიელად კინოფილმიდან "ტაქსი" და მისთვისვე წარმოუდგენელ მანევრებს აკეთებს.
       4. ჩვეულებრივი ღლე - ეს გაგება ფრიად სუბიექტურია, ამიტომ მის ზუსტა აღწერას ვერ მოვიტან. ჩვეულებრივი ღლე შეიძლება იყოს როგორც საჭესთან პომადის წამსმელი მდედრი მძღოლი, ისევე ცუდად დაპარკინგებული მამრი.. ჩემთვის ჩვეულებრივი ღლე არის მძღოლი, რომელიც ხედავს, რომ წითელი აინთება ნახევარი წამის მერე და მაინც მიადგავს და გარბის გზაჯვარედინზე.
       5. მამაცი ღლე - რთულად გასავლელ ტრაფიკში საჭიროზე დიდი სიჩქარით მომავალი მანქანით მოძრავი მძღოლი, რომელიც წარმოუდგენელ მანევრებს აკეთებს, აცელს რა სანტიმეტრებით სხვა მანქანებს, გაძვრება, გამოძვრება და დგება ორიოდე პოზიციით წინ, ვიდრე მე. თავისი გაისწორა.
       6. ღლეთა ჯოგი - ამ ფენომენს მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი და საჭიროებს მეტ მეცნიერულ ანალიზს. ღლეთა ჯოგია ერთი მიზნისკენ მოძრავი ჩვეულებრივი ღლეების გუნდი, რომელიც იდეაში წესებს არ არღვევს, მაგრამ მოძრაობას უკიდურესად აფერხებს. მაგალითად თბილისში ვაჟა-ფშაველას მთლიანი გამზირის გადაკვეთა ოთარ ჭილაძის ქუჩიდან. იდეაში სავალდებულო არაა ვაჟაზე გაყვე დინებას, მაგრამ მთელი 20 მეტრი სიგანის გამზირის გადაკვეთა იწვევს მოძრაობის ხუთივე ზოლის სტრესს.

       7. კანონმორჩილი ღლე - ხანდახან წააწყდები ისეთ მძღოლსაც, რომელიც გამოვარდება, მოდის, მოდის, დადგება შენს წინ და მაშინ გაახსენდება, რომ უი, აქ სიჩქარის შეზღუდვაა 60 კმ/სთ და მოდი, ჯობია 50-ით ვივლიო. ამ დროს კი შენ მიდიხარ 70 კმ/სთ -ით, რაც პრინციპში შეიძლება, მაგრამ ამ კანონმორჩილი ღლის გამო იძულებული ხარ მთელი 20 კმ/სთ ით შეამცირო სიჩქარე.
      8. სუპერ-ღლე - სამწუხაროდ ხშირად შეხვდებით ამ კატეგორიის მძღოლებს, რომლებიც მაგალითად ვერ ხედავენ, რომ მარჯვენა ზოლში ტრაილერი მიდის, შენ მარცხენა ზოლში უსწრებ და ესენი არაფრით არ ჩერდებიან, ფარებს ანთებენ, ასიგნალებენ, ხელებს იქნევენ - ტიპა გამატარეო. რა არის, შენი სუპერ-ღლე დედა [ცენზურა], ჩემი მანქანა კი არ დაფრინავს, გავასწრებ და გაგატარებ, რატომ მიდღნავ ტვინს?
      9. ღლეთაღლე - ესაა ისეთი მძღოლი, რომელიც საკუთარ მანქანაში ჩაჯდომის მერე (არაა აუცილებელი დიდი და შავი ჯიპი იყოს) რატომღაც ვეღარ ხედავს მოძრაობის სხვა მონაწილეებს, პარკირების ადგილებს, ქვეითთა გადასასვლელებს და საგზაო ნიშნებს. მისთვის მთელი გზა თავისუფალია, ფაქტიურად მინდორზე დადის და არ რეაგირებს არც გამაფრთხილებელ სიგნალზე, არც შუქნიშნის ფერზე - ქართველ ვაჟკაცს ეჩქარება.


      10. პოლიცია - ძალიან სამწუხაროა, როდესაც კანონის დამცველი თვითონ არღვევს კანონს, მოძრაობს რა გამორთული ციმციმებით და გადის წითელზეც და უწყვეტსაც კვეთავს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დგას, მოძრაობას აწესრიგებს, მის ცხვირწინ ხდება წესების დარღვევა და ამას ფეხებზე კიდია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც მხოლოდ შუქნიშნის წითელ ფერზე მოძრაობის ნების დამრთველად იქცა პოლიცია და მანქანებით გატენილ ქალაქში მას იმედით და პატივისცემით კი აღარ უყურებენ, არამედ ზიზღით და შემაფერხებლად აღქმით.