Wednesday, August 22, 2012

ენ ცალი და ქუნ ცალი

ეს პოსტი კაი ხანი მეგდო დრაფტებში და ამ ხნის მანძილზე ფინანსური კალკულატორი ვერ ვნახე ინტერნეტში, რომ პოსტში ჩამერთო. ასე რომ როგორც არის, ისე ვაქვეყნებ. თუ ვერაფერი გაიგეთ, არა უშავს, ძალიან ბევრი ვერ იგებს. :დ



ეს -ესაა დაბრუნდი გოროდიდან ფინანსური მათემატიკითა და იდეებით დახუნძლული. ხოდა მინდა ორიოდე სიტყვით გაგაგებინოთ, როგორც კლიენტებს და ბანკის მომხმარებლებს, რანაირა შეიძლება გავარჩიოთ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.


დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ბანკი გეუბნება კრედიტს ამა და ამ პროცენტში მოგცემო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კლიენტი მართლა ამ პროცენტში დააბრუნებს ამ ფულს. როგორც წესი არსებობს გაცემის საკომისიო, არის შეღავათიანი პერიოდები, მომსახურების საკომისიოები და ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულად მოქმედებს კლიენტის ჯიბეზე და შესაბამისად - ზრდის ეფექტურ პროცენტს. ეროვნული ბანკის ბრძანებით, ყველა საკრედიტო ხელშეკრულებას უნდა ქონდეს თავსართი, სადაც მინიშნებული იქნება ეს ეფექტური პროცენტი, მაგრამ ამ თავსართს როგორც წესი უკვე კრედიტის გაცემის წინ ნახულობს ხოლმე კლიენტი და თუ პირობა მიუღებელია, სესხის ასაღებად დახარჯული დრო ფაქტიურად დაკარგულია.


ეს არის ძალიან მარტივი გამოსახულება, თუ როგორ უნდა გავიაზროთ კრედიტის გატანა და მისი დაბრუნება. ვთქვათ გავიტანეთ 1 000 ლარი სესხი. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ის უნდა დავაბრუნოთ 12 თვეში. დავუშვათ ბანკი გვეუბნება, რომ კრედიტს გვაძლევს 20%-ად. იდეაში 1000-მა ლარმა უნდა მოიმატოს 200 ლარი, რომელიც უნდა გადანაწილდეს ამ 12 თვეზე. პლუს ეს ჩვენი სესხის ძირი 1000 ლარიც უნდა 12 თვეზე გადანაწილდეს. ანუ a = 1000 / 12 + 200 / 12 = 83.33+16.66 = 100 ლარი. აი ახლა სწორედ რომ დროა გავიცნოთ ერთი ძალიან საინტერესო სიდიდე, რომელსაც ქვია "ქუ"
ქუ_პე დურო მყავს მეზობლად, მას აქვს ერთი ნივაი, მაგას პლიუს ი ვყოთ სი ზე, სი_ვაი და პი_ვაი 

ამ გრანდიოზულ მათემატიკურ გამოსახულებაში, ერთი შეხედვით რომ ძალიან საშინელებაა, დეპოზიტისა და კრედიტის დათვლის ძრავი იმალება. ქუ_დე - დასაწყისში რაც წერია, იმას ნიშნავს, რომ ითვლება დღიური პროცენტი. როგორც წესი ბანკები ყოველდღიურად არიცხავენ ხოლმე პროცენტებს კრედიტებსაც და დეპოზიტებსაც. 0.20 - ეს ჩვენი ნაცნობი 20%-ია, ბანკმა რაც შემოგვთავაზა. 360 - ესაა დღეების რაოდენობა წელიწადში - სურვილისამებრ შეიძლება 365 ან 366 ის ჩაწერაც. უბრალოდ 360 ძალიან მოსახერხებელი ფორმატია მარტივად საანგარიშოდ. დაბოლოს - 12 - ესაა შემოტანების რაოდენობა წელიწადში - კლიენტს ხომ თვეში 1-ჯერ შემოაქვს თანხა ანუ წელიწადში 12 შემოტანა გამოვა. ამ ფორმულაში ყველაზე რთულია ხარისხში აყვანა, თუმცა აგერ კომპის კალკულატორს გადაიყვანთ სამეცნიერო რეჟიმში და წავიდა ესემესებიი.. ერთი ისაა, ხარისხისა და ფრჩხილებში მოცემული გამოსახულების ცალ-ცალკე დათვლა გახდება საჭირო.


მოკლედ, ქუ_დე ვიცით, სესხის ვადა ვიცით რომ 12 თვე ანუ 360 დღეა და შეგვიძლია ვიანგარიშოთ რეალური შენატანი. შემოდის მეორე ფორმულა, რომელიც გვაძლევს შენატანის რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას. არ შეგეშინდეთ, ეს წინაზე უარესი რამეა

ა - ვიცით რომ შენატანია, პ - ესაა გატანილი კრედიტის რაოდენობა - 1000 ლარი. ქუ_დე - ქე გავიგეთ ორი აბზაცით ზემოთ რაცაა. ხოდა -360 ე ხარისხში აყვანას იმედია შეძლებს ჩვენი კომპის კალკულატორი. მე სპეციალისტური ფინანსური კალკულატორი მაქვს, რომელიც მეუბნება რომ ჩვენი კრედიტის პირობებში, თუ კრედიტს პროცენტი რთულად ერიცხება, შენატანმა უნდა მოუწიოს 92,71 მა ლარმა და არა 100 მა. ორი სიტყვით, რომ ვთქვათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროცენტი ანგარიშდება კრედიტის დარჩენილი ძირიდან. ახლა კი გავიგოთ ჩვენი კრედიტის ეფექტური პროცენტი, რომლის გასაგებადაც, პრინციპში, შენატანების გამოთვლა არც გვინდოდა.


ჩვენს მაგალითში 20% ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ყოველდღიური დარიცხვით გვაძლევს 22.13 % ეფექტურ პროცენტს. სწორედ ეს პროცენტები უნდა შედარდეს სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებისას და რომელიც უფრო ცოტა აღმოჩნდება, სწორედ ისაა ყველაზე მომგებიანი პირობა.
მაგრამ! როგორც ზემოთ ავღნიშნე, კრედიტის გაცემისას კლიენტს აკლდება გაცემის საკომისიო. ანუ 1000 ლარზე 2% რომ იყოს გაცემის საკომისიო, კლიენტი ათასს კი არა, მასზე 20 ლარით ნაკლებს გაიტანს, თუმცა მაინც 1000 ლარის პროცენტებს აბრუნებს უკან (ჩვენს სქემაზე, ზემოთ, ეს საკომისიო აღნიშნულია f ასოთი). ხოდა ეს ფაქტორი საკაიფოდ ცვლის ეფექტურ პროცენტს. სამწუხაროდ კომპის კალკულატორი ამდენს ვერ ქაჩავს, ამიტომ გამოვიყენე ფინანსური კალკულატორი და მან მითხრა, რომ თვეში 2% ია ასეთი საკომისიოანი კრედიტის ნომინალური პროცენტი. იგივე ფინანსური კალკულატორი მეუბნება, რომ ასეთი კრედიტის ეფექტური პროცენტი იქნება 26.94 პროცენტი. ხოდა რევიც..

კასტელის "საიუბილეო" ლუდი

გამარჯობა მკითხველო. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ მემგონი მთელი თვე გავიდა რაც არაფერი დამიწერია. სამაგიეროდ ახლა მინდა დავწერო ლუდზე, კასტელის საიუბილეო, 15 წლისადმი მიძღვნილ ლუდზე, რომელსაც ასეც ქვია: კასტელი "საიუბილეო"


პირველ რიგში არ შემიაძლია არ ავღნიშნო, რომ ეს ლუდი გამოდგა უკიდურესად დეფიციტური. გორის ცენტრში მდებარე 20 მდე მაღაზია მოვიარე და პატარა, ნახევარლიტრიან ბოთლს ვინ ჩივის, საერთოდ არც გაეგოთ ამ ლუდის არსებობა. ბოლოს როგორღაც რომ მივაგენი ზემოაღნიშნულ სურათზე მოყვანილ ბოთლში ჩამოსხმულ კიდევ უფრო ზემოაღნიშნულ ლუდს და გადავიხადე მასში 5 ლარი და წამოვიღე სახლში და შევინახე მაცივარში და ნახევარ საათში გამოვიღე, დავასხი, მოვყლუპე და გამახსენდა რომ მაწონი მქონდა ნაჭამი და დავასკვენი, რომ ლუდი და რძის პროდუქტები ჭეშმარიტად, ნამდვილად, დიახ რომ არ უხდებიან ერთმანეთს. :(


ხოდა იმას ვამბობდი, რომ დავივიწყოთ თქო საღამოს გამოღებული მაცივარი და იქედან გამქრალი ლუდი, დავივიწყოთ დღეს მეორედ ძლივს (ეს ერთად-ერთი ბოთლიღა იყო დარჩენილი იმ ერთად-ერთ მაღაზიაში, სადაც ეს ლუდი ვიპოვე) ნაყიდი ლუდი და გადავიდეთ მის ღირსებებზე. პირველ რიგში უცილობლად უზარმაზარი პლიუსია აი ეს ხელის მოსაკიდი ბოთლზე. არც ერთ სხვა ქართულ ლუდზე არ მინახავს ასეთი ხელმოსაკიდი და ამის გამო იღებს მარტო 5 ქულას 10 დან. თუ ჩვეულებრივ ამ ზომის ბოთლს მაქსიმუმ 2 ცალს დაიჭერ თითო ხელში, ეს დამატება საშუალებას იძლება გაიზარდოს ეს ციფრი 4-5 მდე. ვურჩევ ყველა ლუდის მწარმოებელს დაამატონ ხელის მოსაკიდი.


დასხმის დროს იქცევა ისევე, როგორც ყველა სხვა ლუდი. ქაფდება ნორმალურად. წესივრად დასხმისას ასევე არ ქაფდება როგორც წესია. იკეთებს საშუალო რაოდენობის ბუშტუკებს, რომლებიც 10 წუთში ქრებიან. იჟანგება 1 დღე ღამეში რაც არ უნდა მაცივარში გედოთ და გემო ეძლევა ფრიად მწარე.


სიმწარეზე გამახსენდა და სიმწარით ყბადაღებულ "ზედაზენზე" რამდენადმე მწარეა. თუმცა ამ ლუდის სარეკლამო სლოგანი "თქვენ ასეთი ლუდი ჯერ არ დაგილევიათ" არ ამართლებს. ყაზბეგის ყველა ლუდს იგივე სიმწარე აქვს. რა შეიძლება გემოზე გამორჩეული ითქვას? არაფერი იმის გარდა, რომ მისი გადაბმულად სმა რამდენადმე რთულია ამ მწარე გემოს გამო. ანუ ყლუპებით უნდა დაილიოს. ათრობს საკმაოდ კარგად, თუმცა ერთი საინტერესო თვისება აქვს - ისმევა და ისმევა. არც გჭყიპავს "ქარვა"-სავით და არც ზედმეტად გათრობს "მთიელი"-ვით.


საერთო შეფასებაა 8 / 10 - ესაა ლუდი, რომლითაც შეგიძლია ლაშქრობაში წასვლა. აქვე დავწერ ბარემ: შეგიძლიათ იხილოთ სხვა ლუდების ჩემი მიმოხილვებიც: სტუმრის სტატუსით დაწერილი ნატახტარის "ექსტრა",  "ზეკარი" და "ზედაზენი". 

Thursday, August 2, 2012

ანეგდოტი

ეკითხებიან სნაიპერს:
- რას გრძნობთ როდესაც ადამიანს ესვრით?
- უკუცემას.
ბლოგი და ბლოგის ავტორი ცოცხალია. დასაწერი თემებიც ბევრია. უბრალოდ ვერ ავწიე ერთი ადგილი და ვერ მოვაღწიე აქამდე, რომ დავწერო რამე. ბაკურიანზე მაქვს დასაწერი კაკ მინიმუმ და კიდევ Assasin's Creed 2-ის თარგმნა დავიწყე Gamezona-სთან ერთად. AcidLabz-ი ჩაჩუმებულია ჯერ ჯერობით. არადა ამ უკანასკნელის გარემო ჯობდა. ჯიგრულად ხდებოდა ყველაფერი. :) გეიმზონასაც არა უშავს, უბრალოდ ძალიან სერიოზული გეგმები და ადმინი ყავს. :)

Sunday, June 10, 2012

საბჭოთა ნაციონალური სიფათოლოგია

მაშ ასე, ფეისბუქზე დაიდო და საინტერესოდ მეჩვენა, ამიტომ გადმოვაბლოგე საბჭოთა ხალხების სახეების გასარჩევი სახელმძღვანელოს სურათი. ადამიანურ ენაზე ასე ჟღერს: სურათში საბჭოთა 15 რესპუბლიკის ხალხის სახეების მოყვანილობაა და ასე უნდა გაარჩიოთო. ვოტ. ჰმ.. არადა კაცო 18 სახეა..


Thursday, May 17, 2012

ტროლინგის მენდელისეული თორია

მენდელი - ერთი მაგარი როჟა იყო, ვინც გენეტიკა და გენების გავლენა გამოიკვლია შთამომავლობაზე. მერე ვიღაცამ მოიგონა ე.წ. რეიჯები და მემეები. ბოლოს კი თბილისის ფორუმზე, რომელიც როგორც ცნობილია ქართული ფორუმის ძალაა, დაიდო ამ ზედა ორის საკაიფო სინთეზი.


Sunday, May 13, 2012

გორი - ქარელი

როგორც იქნა მოვახერხე და დავამონტაჟე ეს ვიდეო. ასე რომ ვუყურებთ და გვსიამოვებს ასეთი ენთუზიაზტი ბაიკერის არსებობა და ვბაძავთ მას. :)


ჯგუფი "თუმანი" - მზეო ამოდი

ამ კლიპის გადაღებისთვის წელიწადზე მეტი დრო და 5 ლოკაცია დამჭირდა (თბილისი, სტეფანწმინდა, ბაკურიანი, ქობულეთი, გორი). პლუს ამას 3 ტიპის კამერა (ბაზური, წყალქვეშა, ფოტოაპარატის) და 3 ტიპის მსახიობები - რომ გამოსდით და ხათრს ვერ მიტეხავენ, რომ არ გამოსდით და ხათრს რომ ვერ მიტეხავენ და თავისი ხოდით რომ "მსახიობობენ". კლიპის ბიუჯეტია 2 ჩებურეკი და ლობიანი, რომელიც სოლისტმა თავისი ჯიბიდან იყიდა. :დ სამაგიეროდ სახალისო იყო არა მარტო გადაღების პროცესი, არამედ მონტაჟის 3 ვერსიაც და საერთოდაც, ხარისხს თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, ხოხმა სიმღერა და კლიპია.

27 წლის..

"5 წლის მერე 27 წლის ვიქნები. ჩემი ბიზნესი მექნება, ვფიქრობ, ცოლი მეყოლება 2 წლის მოყვანილი და ბიჭი მეყოლება, სახელად ხვიჩა. მეყვარება ჩემი ცოლი, ჩემი ქვეყანა. ფორუმზე აღარ შემოვალ ხოლმე, ქაუნთერს აღარ ვითამაშებ და კომპს დავიკიდებ საერთოდ... ერთი შეიძლება მუსიკები დავქოქო ან დავაპროგრამო რამე.


5 წლის მერე ვფიქრობ მექნება თბილისში ბინა, რომ ჩამოვიდე ხოლმე და დავრჩე როგორღაც. მეყოლება ჩემი ოცნები ჯიპი, ახლა პატრულებს რომ დაურიგეს კუზაოიანი მასეთი.. 


ეჰ, დედაი მამაი კატაი. ბინა თუ არა ჯიპი მაინც მეყოლება. ჯიპი თუ არა შვილი მაინც. შვილი თუ არა ცოლი მაინც. და თუ არც ცოლი და 27 წლისა ვიქნები, ამის დედაც!"

გურამ ვანიშვილი - 2007 წლის  21 სექტემბერი

ზედ დაბადების დღის წინა დღეს გამახსენდა, რომ სწორედ 5 წლის წინ ფორუმზე დავწერე ეს პოსტი და აი დღეს, როდესაც ბლოგზე დასაწერად მოვიცალე, ამოვატივტივე კიდეც თემა და მინდა გულდაწყვეტილმა ავღნიშნო, რომ მხოლოდ და მხოლოდ 27 წლის ვარ დასახული გეგმებიდან.


ენივეი, 5 წლის წინანდელი და რეალობასთან უფრო ახლოს მყოფი წინა წლის გეგმები განვიხილოთ ჯერ და მერე გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მაშ ასე:

გეგმები შემდეგი წლისათვის:
1. მქონდეს სტაბილური შემოსავალი - ო, დიახ, ეს მაქვს.
2. ბოლო-ბოლო მოვნახო მეგობარი გოგო - ნუუუ.. გააჩნია რას იგულისხმებ.. ვფიქრობ არ მყავს.
3. ვთარგმნო კიდევ რამე და/ან დავწერო რამე სასარგებლო პროგრამა - სამწუხაროდ არაფერი მახსენდება. 
4. რაში მჭირდება, მარა ვიყოლიო ავტომობილი (ეგდოს, ბავშვები შეჭამენ) - ეს შეუსრულებელ მისიად გადაიქცა ამდენი წელია.
5. შევცვალო სახლის სახურავი. - ამას წელს ვაპირებ. ასე რომ ფაქტიურად შესრულებულია.
6. ჩავველოსიპედდე ხაშურში და ბორჯომში. - ზატო ჩავედი ქარელში და ვიდეოსაც დავამონტაჟებ სადაცაა.
7. ვიარო აირსოფტის თამაშებზე - ეს თემა ჩაკვდა. ვფქრობ აღარ უნდა ჩავწერო ხოლმე გეგმებში.
8. გადავიღო კლიპი ჯგუფი "თუმანის" სიმღერაზე "მზეო ამოდი" - ო, დიახ, ეს ვიდეო გადავიღე და ერთად დავამონტაჟეთ მე და შო-მ.
9. მქოდეს ერთ დღიანი, სამ დღიანი, ერთ და ორ კვირიანი მობილურის კარანტინი - კარანტინი არა ზანგი.
10. არ ავცდე 95 კილოგრამს. - ვარ ზედ ზღვარზე.


გეგმები შემდეგი წლისათვის:
1. მქონდეს სამუშაო
2. მყავდეს მეგობარი გოგო
3. მყავდეს მანქანა.
4. არ ავცდე 95 კილოს
5. გადავიღო რაიმე კლიპი ან 
6. ვთარგმნო/გავახმოვანო რამე სასარგებლო
7. მოვინახულო სამშობლოს რაც შეიძლება მეტი კუთხე
8. ჩავველოსიპედდე ხაშურში და/ან მცხეთაში
9. შეძლებისდაგვარად მივხედო მხედველობას
10. მივხედო კბილებს.


გადავიდეთ საჩუქრებზე. ეს შოკოლადის კურდღელი მაჩუქა ჩემმა დამ და ჯერ-ჯერობით დევს მაგიდაზე და ვერ ვიმეტებ შესაჭმელად.


ეს ჯეოსელისფერი პერანგი თავის შესაფერისი ჰალსტუხით და ზემოთ მოცემული ტორტი მაჩუქა დედამ. მადლობა დედას.

ეს მაგიდის გადასაფარებელი მაჩუქა დავით "ჯუგლაძე" ქრისტესიაშვილმა და დათო არის თაფლივით ადამიანი. სუფრა ჩაატარა, ეტყობა ადამიანს რომ ცოლ-შვილიანი კაცია და ამავე დროს დროსტარებასაც არ ივიწყებს და ღმერთსაც. მადლობა დათოს.


ეს საკაიფო სუნამო მაჩუქა იოსებ "ჯადო" დონგუზაშვილმა და მადლობა მას. ჩემი ტრუსიკის ძმაკაცი. :) ჯადოზე რა დავწერო არ ვიცი. ადამიანი - ყველაფერი შემიძლიაა. :)


დაბოლოს, მინდა მოხარულმა ავღნიშნო, რომ იმდენმა და ისეთმა ადამიანებმა მომილოცა, რომ არ წარმომედგინა. მინდა გამოვყო ჩვენი ფუმფულა თანამშრომელი ეკა, რომელმაც ისეთი ფერად-ფერადი მეილი გამოგზავნა, მარტო მე რომ შემიძლია ასეთი. :) შევპირდი დაგწერ ბლოგზე თქო და აჰა, დავწერე. მინდა მადლობა გადავუხადო მწვანეთვალებას - არ დავვიწყებივარ. ასევე მადობას მოვახსენებ ხაჩიძის ქალს და ვაფშეტა, მთელ კანტორას. იმდენი ადამიანი მცნობს თურმე, ნამეტანი გამიხარდა.


პ.ს. დაბ.დღე 10 მაისს მაქვს. პროსტა დღეს მოვახერხე რომ ბლოგისთვის დამეთმო დრო.. გამოცდები და ჭირი და ჯანდაბა და დოზანა და არ გადარჩენებია კანტორაში. მაგას პლუს ოოოოხრად საქმეები და ვერ ვიცლი რა.
პ.პ.ს. დამავიწყდა დამეწერა: 
კაროჩე კახელი მივა ცოლთან და ისეთი რამე მითხარი, თან რომ მეწყინოს და თან რომ გამიხარდესო და ცოლი ეუბნება: შენ საძმაკაცოში ყველაზე დიდი შენ გაქვსო. :დ
თელაველები ილოცებიან ლუდით: ეს იმ რუს პილოტს გაუმარჯოს, გურჯაანის თავზე რომ გადაიფრინა და გორი რომ დაბომბაო. :დ

Friday, April 6, 2012

ზედაზენი - "ლუდია რა.."

ორი სათაური მქონდა მოფიქრებული: "ზედაზენი - ამისთვის ღირდა ლოდინი" და "ზედაზენი - ეპიკ ფეილ". საბედნიეროდ გზაში შემხვდა ჩემი კლასელი და სწორედ მისი დამსახურებაა ის სათაური, რაც ახლა დავწერე. "ლუდია რა.."


ისტორიით დავიწყოთ. ჯერ კიდევ 29 მარტს, ხუთშაბათს (?) ერთი ბიზნეს საინფორმაციო ვებ-გვერდის ინფორმაციით აპირებდა ეს ლუდი გამოსვლას. დღეს კი 6 აპრილია. ანუ 1 კვირა ისეა გასული, როგორც არაფერი. ეს კიდევ ცოტაა. როგორც ერთ მაღაზიაში მითხრეს, როდესაც 29 მარტს მე და ჩემი კანტორის ხალხი ამ ლუდის გასასინჯად გავედით, "ზედაზენი" ჯერ კიდევ 15 მარტს უნდა მოეტანათ, მარა დღემდე არ ჩანსო. გულმოსულებმა ხინკალი შევუკვეთეთ უახლოეს "ზავედენიაში" და ყ ასოზე დაწყებული ლუდიც დავაყოლეთ. შემდეგ ორშაბათს მივედი ერთ-ერთ მსხვილ მაღაზიაში, სადაც მაცნობეს, რომ "ზედაზენის" სასტავი კი იყო, მარა ჯერ მაცივრები უნდა დადგანო და მერე მოიტანენ ლუდსო. სავარაუდოდ ერთ კვირაშიო. ამაზე ფრიად უსიამოვნო შეფასებები გამიჩნდა "ბაზრის ლიდერი" ლუდის მიმართ. იმავე დღეს კი ჩემი კანტორის ერთ თანამშრომელს ზედაზენის სასაჩუქრე პაკეტი მიუტანეს - მშვენიერი ბორდოსფერი ჩანთა შიგნით ჩადებული ორი ბოთლი ლუდით. იმედი გაჩნდა! ოთხშაბათს სახლთან მდებარე მცირე სასურსათო მაღაზიის გამყოდველმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ მხოლოდ დიდ მაღაზიებში შეაქვთ ჯერო, სადაც მაცივრები დადგესო. ისიც დაამატა, ყველა სხვა ლუდის დისტრიბუცია შეჩერებულია. დღეს ყ ასოზე დაწყებული ლუდი უნდა მოეტანათ, მარა ასე მითხრეს, ჯერ ზედაზენს ვატარებთო. გუშინ, ხუთშაბათს, ისევ იმ დიდ მაღაზიაში შევედი, საიდანაც ნატახტარის "ქარვა"-თი გამოვედი - ზედაზენი ისევ არ ქონდათ. დღეს ერთმა კლიენტმა აღნიშნა, რომ გუშინ კი შემოიტანეს "ზედაზენი"-ო, მაგრამ ჯერ ერთი პროგრამა გაეჭედათ, რითაც თურმე საქონლის ჩაბარება და მერე საგადასახადოსთან ურთიერთობა ხდება, და მერე კიდე რაც შემოვიდა, ეგრევე დაიტაცესო. როგორც ხედავთ, დღეს, პარასკევს, 6 აპრილს მომიხერხდა ქართული ბაზრის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ლუდის შეძენა და ახლა დავწერ შეფასებას.


მაშ ასე, "ზედაზენი"-ს 0.5 ლიტრიანი შუშის ბოთლი ღირს 1.5 ლარი. აქვს მომწვანო ფერის შუშა, ისევე როგორც ყაზბეგს და მისი ეტიკეტის დიზაინი ძალიან მოგვაგონებს ყაზბეგისა და კრომბახერის ნაზავს. ამ თეორიას არ ეთანხმება ჩემი თანამშრომელი, რომელიც ამბობს, რომ სხვა ლუდის დიზაინს გავს, მარა რომელს, ვერ ვიხსენებო.


როგორც სურათიდან ჩანს, ამ ლუდს არ აქვს სწრაფი გასახსნელი, როგორც "თბილისური"-ს ან ხრახნი, როგორც "ქარვა"-ს. მის ასახსნელად საჭიროა გამხსენელი, რაც უპირობოდ მინუსად უნდა ჩავთვალოთ. პრინციპში ზოგიერთი ლუდის მოყვარული სახურავს საერთოდ ხელით აძრობს. ან არიან ლუდები, რომლის ძირიც სწორედ ასახსნელს გავს და  ორ ბოთლს თუ იყიდი, ერთმანეთს გახსნი. "ზედაზენი" ასეთ უპირატესობებს არ ფლობს.


პირველი, რაც ვიგრძენი სახურავის მოხდისას, იყო თევზის სუნი. შეიძლება მომეჩვენა და ეს ფაქტი მართლაც საჭიროებს გადამოწმებას, მაგრამ თუ ეს ზედაზენის "ფიშკაა", მაშინ კარგად გამოუვიდათ. "მისაყოლებელიც არ ჭირდება" @ მამაჩემი. სურათზე მოცემული წესით დასხმისას იკეთებს საკმაოდ დიდ ქაფს: ჭიქის 1/4 ლუდი - 3/4 ქაფი. ქაფის მოყვარულებმა გაიხარეთ. ლუდის მოყვარულებმა - წესივრად დაასხით. არის საკაიფოდ გაზიანი. უხდება გემრიელად გაცივება.


"ზედაზენი" არის საკმაოდ ალკოჰოლიანი ლუდი. ბალტიკას საზომით გავს ბალტიკა 7 -ს. ამავე დროს ის სიმწარე, რასაც მოველოდი, არ იგრძნობოდა. ზემოდხსენებული კლასელის თქმით სიმწარე ბოლოში გასდევს. ჩემი გამოცდილებით - ასე არ ყოფილა. არის თანაბრად გემოვნური. ქართული ლუდებიდან უფრო გავს ყაზბეგის სერიას. მშიერზე სწრაფად ათრობს, საჭიროებს მისაყოლებელს, ალკოჰოლი გადის ნახევარ საათში, შემდეგი ბოთლის დალევის სურვილი რჩება.



ჩემი შეფასება ასეთია: "ძედაზენი" ქართული ბაზრის ლიდერობას მარტო იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ყველა სხვა ლუდის დისტრიბუცია შეჩერდება. მით უმეტეს უცხოურ ლუდებს კონკურენციას ვერ უწევს. ასე რომ სარეკლამო აგიტაცია ბუშტივით გასკდა. არის საშუალო ხარისხის ქართული ლუდი, რომელსაც ზუსტად იგივე სიამოვნებით დალევ, როგორც "კასრის", "ზეკარის", "ყაზბეგის" და "ექსტრა"-ს ლუდებს. რა თქმა უნდა "ზედაზენი" არაა ნატახტარის ლუდებივით ლაითი ლუდი და მით უმეტეს ნატახტარის წყლის დამახასიათებელი გემო არ აქვს. ეს ლუდი კარგად გამოდგება ჯოკერში წაგებული თავანის ჩასაბარებლად. "ლუდია რა.."

აქ ნუ ზასაობთ!

ნუ ზასაობთ თქო, ბლიად! მუშაობაში გვეშლება ხელი და საზოგადოებას ეცით პატივი! :@