Saturday, December 31, 2011

წლის შეჯამება

მაშ ასე, სინდისმა შემაწუხა და თან საქმე არაფერი მაქვს და სანამ გავალ და ისევ ტელევიზორს ვუყურებ და ცალი ყურით დედაჩემის "მოიყვანე ცოლი, ხომ მომეხმარებოდა ახლა"-ს მოვისმენ, მინდა შევაჯამო გავლილი 2011 წელი..


1. რაღაცნაირად გამორთული რომ ვარ ეს ბოლო თვეები და სავარაუდოდ გადაღლას რომ ვაბრალებ, მიხვდებოდით პოსტების სიხშირის მკვეთრი დაცემით. ასე რომ მივაღწიე შესაძლებლობის მაქსიმუმს. სულ უფრო და უფრო ხშირად მინთებს ტაბლო წარწერით "OverTired" - "გადაღლილობა" - მაგრამ ჩვენ გვკიდია, ჰკიდია მენეჯმენტსაც.
2. წელიწადის თითქმის ყველა დღეს, შუადღის 13:10 დან 13:30 მდე პერიოდში ვიღებდი სურათს ჩემი ოთახის ფანჯრიდან. "One Year Project" - დღეს ბოლო სურათი გადავიღე და შეძლებისდაგვარად იქნება ვიდეოც: მაქსიმუმ 365 კადრისგან შემდგარი კლიპი რომელიც ასევე მაქსიმუმ 5 წუთი გაგრძელდეს.
3. წელს მოვახერხე ვარიანში ველოსიპედით ასვლა. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კასპის მერე არსად არ გავსულვარ. არადა ვარიანი აქვეა, 20 კილომეტრიც არაა.. შემდეგ წელს ჩავალ მცხეთაში და შეძლებისდაგვარად ჩამოვალ ბორჯომიდან.
4. რა თქმა უნდა ვერ ვიყიდე მანქანა. სამაგიეროდ მამაჩემის ავტომობილის აბგრეიდი მოხდა და ახლა მას 20 ლარის საწვავით შეუძლია ქობულეთამდე ჩავიდეს, მაშინ როცა ადრე 50 ლარი არ ყოფნიდა. მამა მაინც წუწუნებს - ცოტა მრჩებაო მუშაობიდანო.
5. დიდი არაფერი, მარა შევიძინე სამხედრო ჩექმები - კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
6. და იგივე თემა რომ გავაგრძელოთ, მოვახერხე მხედველობის კიდევ უფრო გაუარესება. აქედან გამომდინარე არ ვიცი, თვალის ოპერაცია გავიკეთო, სახურავი შევცვალო სახლზე თუ მანქანა ვიყიდო.
7. ისევ წინა თემიდან გამომდინარე, არ მყავს მეგობარი გოგო.. ვერ მყავს.. ალბათ..
8. კარგია, რომ დაბრუდნენ გოგონა ჩრდილომეზობლური სახელით და მწვანეთვალება გოგო. ბალანსისათვის - არ ვიცი რა დაეტაკა თავადის ქალს, კარგად გამომლანძღა და წავიდა.. ნე ფიგა სებე?!..
9. უკვე მეორე წელია ვცდილობ და ბოლო-ბოლო გავსინჯე მარიხუანა, ე.წ. პლანი. ეფექტი ნული. კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ენერგომედეგი ვარ, რედ-ბული, კოცნა და კანაფი ჩემზე არ მოქმედებს. მოქმედებს ადრენალინი. ასე რომ დავეძალოთ ექსტრიმს.
10. შევიყვანე სილკ-ტივი. შემიძლია დისქავერს ვუყურო ხოლმე. :)
11. ნუ, არაფრის სათარგმნი დრო არ მქონია.. მით უმეტეს ხალისი ვაფშე არ მქონია, ასე რომ მეტრო 2033-ს თარგმნა შეწყდა. გზისპირა პიკნიკის თარგმნა იდეაში ტრიალებს. სტალკერის გახმოვანება ფეხს ითრევს.. და საერთოდ, მაგარი ნაკლებადშემოქმედებითი წელი იყო.
12. ზატო "ყიფიანის ეკიპაჟმა" ძალიან ბევრი ადგილი მოვიარეთ და ყველა ეს ადგილი და წუთი ძალიან ტკბილად მახსენდება. აი, ძალიან ძალიან.. კაი იყო მეფობაი..
13. ცოტა შემოქმედებითობა გამოჩნდა "მზეო ამოდი"-ს კლიპის ზაფხულის კარდების გადაღების დროს. იმედი მაქვს ამ შვებულების პერიოდში მოვახერხებ ზამთრის კარდების გადაღებასაც.
14. მოხდა ჩემი პირველი შეხება პატრულთან. მმმაგარი იყო!!!


რაღაცეები არ მახსენდება.. რომ გამახსენდება, მივაწერ. მანამ კი მრავალ ახალ წელს დავესწროთ ერთად, მშვიდობით, ჯანმრთელობით, წარმატებებით და მეტი და მეტი ადრენალინით. ვაშა, ამხანაგებო!!!

3 comments:

vasasi said...

ყველა ვარიანტში, თვალის ოპერაცია უნდა გაიკეთო. მანქანას მერეც იყიდი..

Anonymous said...

კარგი შეჯამება იყო მომეწონა. მინდა მერე ვისაუბროთ რაღაცეებზე. აქ დაწერა არ მინდა :*

ორი რჩევა მექნება. შეცვალე ბლოგის დიზიანი, გახადე უფრო ნათელი. ზანგი ბლოგია ეს :D ანუ კარგად რომ იკითხებოდეს და გახადე კომენტარის დატოვება უფრო მარტივი თორემ დავიტანჯე და დასვი ფეისბუქის და სხვა ქსელების ლაიქ და შეარ ღილაკები :*

პ.ს.დედაშენი რ მაგარია :D

Anonymous said...

I'm no longer sure the place you're getting your information, but great topic.
I must spend some time finding out more or figuring out more.
Thanks for wonderful information I was searching for this info for my
mission.

My blog post: natural cellulite treatment