Friday, October 12, 2012

ახალი ცხოვრება

ჰო, რა მოხდა კაცო, თუკი ცალკე მომიწევს ცხოვრება. დიდი ამბავი. აგერ ერთ პოსტში ჯერ კიდევ როდის მქონდა ჩამოყრილი ხარჯები და ყველაფერი აჟურში იყო. მთავარი ისაა, რომ დავიწყე მუშაობა თანამდებობაზე, რომელიც სულ მინდოდა.. ნუ, სულ და 24/7-ზე არა, მარა აი_ტი ჩემი სპეციალობაა. მაგრამ სათაო ოფისი თბილისშია.. ჰო კარგი, ნახრენ, რაც გინდათ ის დაარქვით, გინდ მშობლების პატივისცემა და გინდ დედიკოს ბიჭობა. ფაქტი ისაა რომ თბილისში სწორედ მათ გამო არ წავედი არც სასწავლებლად და არც სამუშაოდ. ხოდა მოვიდა დრო, აღარაა გორში ჯდომა კარგი, აღარაა  სახლი-სამსახური-მასარეწყინოსჯანდაბასჩემითავი და მისთანები. წავედი მე თბილისიში. ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან ჩემი საქმის საკეთებლად.
დიახ ვასასი, მე თბილისში გადმოვდივარ.
დიახ მწვანეთვალებავ, ახლოს ვიქნები და მოშნად მკიდია შენ რა გკიდია.
დიახ ჩრდილომეზობლურსახელიანო, არაფერი შეიცვლება.
დიახ მკითხველო, ახალი ღლეობები დაიწერება ამ ბლოგზე.
დიახ ის ადამიანო, ყველა პოსტზე რომ "ფარჩაკობაა"-ს ნიშნავ, ამ ჩემს ყლეს!

ჩემს საკუთარ ცხოვრებას ვიწყებ!



5 comments:

DrAcid said...

გუროო! :)
მართლა მოდიხარ?!

მაგარია! გილოცავ!
სად დაიწყე??

იმას, ვინც ყველა პოსტზე იძახის ფარჩაკობააო: ზანგის ხელსაწყო გამოიყენე!

Anonymous said...

გურიკა, გილოცავ,თან გული მწყდება რომ ხშირად ვეღარ გნახავ :( შენი პოსტები კი ამ ბოლო დროს მართლა ფარჩაკობა იყო

გურამი said...

მოვდივარ მჟავა, აბა მაშ? :) გორში ვერ გნახულობდი და გოროდში ქე მაინც გნახავ.

ბაზილიო said...

მშვენიერი პოსტია, მშვენიალური!!!!

NikolOzzI said...

გილოცავ ბატონო გურამ ძალიან კარგია :) გამიხარდა მართლა :) კარგია დამოუკიდებელი შენი ცხოვრება ჩემთვისაც თუ რამე ნახო მეც მინდა ეგრე :D:D:D:D
წარმატებები ძმა :)