Thursday, November 8, 2012

_root["kaci"+i].hitTest(x, y, true)

ავოიეეე!!! გამოვიდააა!!! რაც ფლეშთან მუშაობა დავიწყე, მას მერე ამ ფორმულას ვეძებდი!!! ანუ შევხედოთ სურათს.


ჩვეულებრივი hitTest ითვლის 1-იანით აღნიშნული მუვი კლიპი, მდაბიურად "ობიექტი", შეეხო თუ არა 2-იანით აღნიშნულ საზღვარს. ეს გამოიყენება მაგალითად სროლის თამაშს რომ აკეთებ და იხვი გინდა მოკლა. მიფრინავს იხვი, აიქნია ფრთა, ამ დროს შენ ესვრი თავის ზემოთ ანუ აცელ, მაგრამ ფლეში ითვლის, რომ თავის სიმაღლიდან მრთის სიმაღლემდე ერთი ობიექტია და შესაბამისად მოარტყი, რაც ტყუილია. ახლა კი ამ დაგრეხილ მწვანე მატლს (3-იანით აღნიშნული) თუ იმენა სხეულზე არ მოკიდებ თაგვს არაფერს დაითვლის. ეს კი ფართო ჰორიზონტებს ხსნის! 1-იანის ნაცვლად რომ მანქანა დავაყენოთ და 3 იანის ნაცვლად ტრასა - სანამ ტრასიდან არ გადავა, მანქანა არ აფეთქდება!!!

2 comments:

DrAcid said...

გილოცვ! :))

დაწერე შე კაცო ფორმულა, თუ იპოვე :D

ისე და, მეც ვიცი ერთი გზა იპოვო იმყოფება თუ არა რაიმე წერტილი (ტყვია, თუ თაგვის წკაპი) რაიმე პოლიგონში (მატლში), ან მის საზღვარზე.
გინდა მოგცე და შეადარო? :P

პ.ს. (ფლეშში მუშაობა როდის დაიწყე??)

გურამი said...

ე, მოიტა კაცო, აბა რა უნდა ქნა. ფლეშში მუშაობა და პროგრამირება ზოგადად დავიწყე 2004 წელს, როდესაც თელავი ნუკე მუშაობდა და ხინკალა იყო ერთი ასეთი პიროვნება, ვინაც ფლეშის ლექციები ქონდა. მერე მეც ჩამსვეს ლექტორებში.. ეჰ, რა დრო იყო.. 4 ლექცია დავწერე მეც.