Sunday, December 30, 2012

ბოლო თავისუფალი დღე 2012 ში

ენ თარო ადუნ, ექსექუთორ! წლის დასაწყისშივე ვთქვი, რომ 2012 წელი მომწონს თქო. არ ვიცი რატომ, იდეაში მოსაწონი არაფერი ქონდა, ერთი ჩვეულებრივი წელი იყო, ჩვეულებრივად დაიწყო, შვეულებრივ ვიყავით დეიდაჩემთან სტუმრად 1 რიცხვში და შესაბამისად - მამაჩემის მძღოლიც გახლდით იმ საღამოს.. სამუშაოზე მისულს ისევ ჩვეულებრივი ცირკი დამხვდა და ვერ ვიტყოდი, რომ წლის უმეტესი დრო არაჩვეულებრივად გავატარე. სამაგიეროდ შემიძლია ვთქვა რომ


1. 2012 და სამყაროს დასასრული არა, ზანგი და ისიც ქვაზე დახატული!
2. წელს პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ რევოლუცია არ მომხდარა. ამაში მეც მივიღე მონაწილეობა და ძლიერ ამაყი ვარ, რომ მე ჩემი პოზიცია მაქვს, სხვას თავისი და ამის გამო ერთმანეთს არ ვხოცავთ.
3. დიდი ხნის ოცნება ასრულდა და სახლის სახურავი გამოვცვალე. სრულიად თუნუქისაა და ყველა სხვა სახურავის თავზეც გავიარე!


4. ვიყავი ერთ-ერთ საუკეთესო ქორწილში, რომელიც ოდესმე ყოფილა და ბუნებას ხომ ბალანსი უყვარს - ამომადინა ზოგ-ზოგიერთმა ყელში თავის პათოლოგიური სლეობით.
5. სამუშაოდ გადავედი თბილისში. ვერ ვიტყვი რომ ამით ძალიან აღფრთოვანებული ვარ - ყველაფერს აქვს თავის პლუსი და მინუსი და მე ჯერ-ჯერობით მარტო მინუსებს ვხედავ თბილისში. იმედია ზაფხულში რამე გაპლიუსდება.. ტემპერატურა მაინც..
6. ამის გამო ვერა და ვერ ჩავედი მცხეთაში ველოსიპედით, ხოლო იმის გამო, რომ მელანოც თბილისში გადმოვიდა, ხაშურში ჩასვლამაც ფაქტიურად აზრი დაკარგა.
7. ვერაფრით ვერ მოვახერხე დამწერა ა) ბაკურიანში ჩემს ყოფნაზე, ბ) რესტორან მზიურზე და გ) თბილისში გადარჩენის წესებზე.
8. სამაგიეროდ მომეცა საშულება დავიწყო C# ის სწავლა და გავაკეთე რამდენიმე პაწაწინა და სახალისო პროგრამა.
9. მანქანა არ მიყიდია და შესაბამისად არც ცოლი მყავს.
10. და გადავწყვიტე საფუძვლიანად შევცვალო სტრატეგია: სახლს იმდენად ბევრი ფული დავახარჯე, რომ ახლა, თბილისში გადასვლის მერე, ხელში არაფერი მიჭირავს, თან არაფერი წამიღია, ერთ პაწაწინა ოთახში ვცხოვრობ, დილით ფეხით დავდივარ სამუშაოზე და თითო ლარს ვიზოგავ. სტრატეგიის შეცვლა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემს თავის უნდა მივხედო. ლინზები უკვე ჩამომივიდა და შემიძლია უსათვალოდ ვიარო. დავაფურთხებ ერთ ხელფასს და კბილებსაც მივხედავ. მანქანასაც ვიყიდი და მაგრადაც ჩავიზმანები, ისემც შემეწევა ადუნი!


ჩემს სამუშაო მაგიდასთან, ჭერზე, სარკესთან და სახლის კარებთან გამოვაკრავ წარწერას,  რომ არასოდეს დამავიწყდეს: Today is a Good Day to live, Exequtor!

No comments: