Thursday, January 17, 2013

Good Day to Live..

შემომეფორმატირა.. ვინდოუსს ვაყენებდი და შემთხვევით D დისკი შემომეფორმატირა. მაგარი ვიცით ეს "შემომე.." ქართველებმა. შემომეხარჯა, შემომაკვდა, შემომეფორმატირა.. პირდაპირი ადამიანი პირდაპირ იტყოდა – დაღლილ გონებაზე საღამოს 20:15 წუთზე ტვინმა ვერ გადახარშა რომ დისკ 0 პარტიშენ 1 შესაძლო იყო C დისკი არ ყოფილიყო, რომ შესაძლო იყო D დისკზე 100 გიგაბაიტი დაეტოვა ვიღაცას და C დისკისთვის 200 მიეცა, როდესაც პირიქით უნდა იყოს წესით.. რომ არ მიაქცია ყურადღება პატრიშენ 2 ზე სისტემური რომ ეწერა და გაუშვა და C-ს მაგივრად D დააფორმატირა, სადაც ძალიან, ძალიან, ძალიან საჭირო ფაილები ეწერა. იმდენად საჭირო, რომ ზემოაღნიშნული დისკების პატრონის გარდა არავის ქონდა მათი ნახვის საშუალება. ნუ, გარდა ალბათ მზეზე მაღალისა და სწორთუპოვარისა.


ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ მომსვლია. ამიტომ ნამდვილად ვერ გავიგე რა მოხდა, როდესაც ვინდოუს 7 თან ერთად გადატვირთვის მერე ძველი ვინდოუს ვისტაც დავინახე.. გულმა რეჩხი მიყო.. გადავტვირთე და ვისტა გავუშვი. არ ჩაირთო გეხვეწები თქო – ვეუბნები თან – წესით ხომ სწორედ ვისტა უნდა წამეშალა და D დისკისთვის ხელი არ მეხლო.. გეხვეწები.. არ ჩაირთო.. გაჭედე.. არ გაჭედა! ჩაირთო! My Computer ზე დავაწკაპე.. გასული 3 წამი 3 წუთად გაიწელა.. D დისკი.. დაკავებულია 4 გიგაბაიტი 100 გიგაბაიტიდან.. მუცელში წვა ვიგრძენი.. წამით ჩაქრა ყველაფერი..


მთელი ღამე ვერ დავიძინე წესივრად. დილით ადრე გავარდი, გამახენდა რომ Get My Files Back – ასეთი პროგრამა ჩამოვქაჩე, მარა არასოდეს გამომიყენებია. წესით ამ პროგრამამ დაფორმატებული ვინჩესტერიდან ფაილები უნდა ნახოს. მაგრამ აღწერაში ეწერა, რომ ყველაზე უხეში შეცდომა, რაც დაფორმატების გარდა შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოსო, ესაა ამ დაფორმატირებულზე რამე ჩაწეროსო. მე კი ჩავწერე! ვინდოუს 7 ჩავწერე!!!

პირველი წარმატება, რასაც მივაღწიე იყო ის, რომ ზემოდხსენებულმა პროგრამამ შეძლო და იპოვა დაკარგული ფაილები. ის კი არა და პრევიუც კი მაჩვენა სურათების და ექსელის ფაილების. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მაგრამ მერე, როდესაც უკვე ნაპოვნი ფაილების შენახვა მივუთითე, ნურას უკაცრავად, ლიცენზიის კოდი მომთხოვა. ხოლო მთელი დღის (მართლა მთელი დღის, შესვენებაზეც არ გავედი) ძებნის მიუხედავად ინტერნეტში არაა ამის ლიცენზიის კოდი. უნდა იყიდო ეს პროგრამა!


საშველად ძველ ნაცად მეგობარს, ფორუმ.გე–ს მივმართე. საბედნიეროდ გამოჩნდა რამდენიმე კეთილი ადამიანი, რომელმაც შეიძლება არც მიაქცია ყურადღება სარეკლამო განცხადებას – "სახინკლეს ვკისრულობ" თქო და მირჩიეს recuva. ესაა უფასო პროგრამა, რომელიც მართალია პრევიუს არ აკეთებს, მარა სამაგიეროდ დამიბრუნა ფაილები, მომავალი და სიცოცხლის ხალისი. Today is a good day to live, Executor!

პ.ს. აქვე დავწერ სხვებისთვის, ვისაც ასეთივე პრობლემა შეექმნებათ, რა რესურსის მოძიება შევძელი. მაშ ასე: ლინკი1 და ლინკი2 – გვასწავლიან როგორ აღვადგინოთ. პროგრამები, რომლებიც ჩამოვქაჩე: Advanced_NTFS_Recovery, rk_free, Ease US recovery, PandoraRecovery, RecoverMyFiles_4.9.4.1343, R-Stu.d 132965 და ჩემი მშველელი rcsetup144 - recuva

No comments: