აუუ, ეს რა გადაგვიტანია კაცოოო! ნუ, მართალია საკაიფოდ გაბერეს ყველაფერი და ბევრი რაღაცა შეცვალეს, მარა.. კაროჩე მოვიყვეთ მოდი თანმიმდევრობით.
მივედი დილით პატიოსნად ბანკში და თვალში მომხვდა შემდეგი კადრები:
გაფუჭებული ტანკები შუა გზაზე. ამას დაუმატეთ მოსიარულე ტანკებიც.
და დაუმატეთ პიროტექნიკოსების ნამუშევარი გემოვნებით.
ფოსტის შენობის ახრჩოლების მერე აახრჩოლეს უკვე მოედანზე განლაგებული ტექნიკა
და მერე უცებ "ბადაბუუმმმ!" სადღაც 4 საათი იქნებოდა. ხოდა ვაიმე დედაო, ზოგი კლიენტი სად იმალებოდა, ზოგი თანამშრომელი სად გარბოდა.. ეფექტი იყო მაგარი!
მაგრამ ამას არ დასჯერდა რეჟისორი და უეცრად ბუბუნის ხმამ გადაფარა კლიენტთა მრჩევლების ხმა და..
კრაკაძილლ! უკაცრავად, სამი კრაკაძილლ!
ვისაც არ აქვს მოსმენილი ასე, 15 მეტრის სიმაღლიდან, სახურავებს რომ ჰა და ჰა წამოედებიან, სამხედრო ვერტმფრენის გადაფრენა, ვერასოდეს გაიგებს რა გრძნობაა ეს.
ეს მშვიდობიანი მი-8 ც კი საზიზღარ დისკომფორტს იწვევდა. არადა რას აშავებდა, კამერა იყო და იღებდა. მოედანზე ისეთი ამბები ხდებოდა, დედა შვილს არ აიყვანდა. დაჭრილები მიმოფანტულები მთელ არეალზე, ერთი კვამლი და უბედურება.. და ამას კიდევ ემატება ეს კრაკადილების დაგაფრენა.. თან ერთხელ და ორჯერ კი არა.. ასე 6 ჯერ!
შეძრწუნებული ხალხი მშვიდობიანი ადგილიდან ადევნებდა თვალს რა ხდებოდა. სხვისა არ ვიცი, მარა ომის მერე პირველად გამიჩნდა შიშის სიმპტომები. ხომ ვითომ არაფერი, კინოს იღებენ. არადა მაგარი.. მაგარი არასასიამოვნოა.
უფ, ეს რა ყოფილა, ამას რას მევესწარი. ვერც ერთი საბრძოლო სიმულატორი ვერ მოგცემს იმის შეგრძნებას, რაც იქ იყო. იგივე ბეტელფილდში, როდესაც ვერტმფრენი შენსკენ მოტრიალდება და საბრძოლო პოზიციას მიიღებს, მერე რა, თამაშია. მაგრამ აი ახლა, მსახიობმა ვერტმფრენმა რომ მოხაზა რკალი და ჩემსკენ წამოვიდა ცხვირდახრილი.. არაა, ნამდვილად არავის ვუსურვებ ამის გადატანას.
დესერტად კი საშინელი ხმაურით და ზოგჯერ ავტომატის ჯერებით მომავალი რუსული ტანკების კოლონა მივიღეთ. ფანჯრებთან ახლოს მოსვლა ერთმა თავხოტორა ხელში რუპორდაჭერილმა გოგომ ნერვების ბოლო დაძაბვით გამოთქმული თავაზიანობოთ აგვიკრძალა. ამიტომაც არის შორიდან გადაღებული სურათები.
გადათხრილი მოედანი, დამწვარი საბურავები, მინგრეულ-მონგრეული სკამები კაფის წინ, აყროლებული ნაძვები და დასავლეთისკენ მომზირალი დიდი ბელადის ძეგლი.. აი რა დარჩა დღევანდელი გადაღებების მერე..
მე რა.. მე შენობაში მაინც ვიყავი. თქვენ ისინი კიკითხეთ, ვინც მთელი ეს პექტაკლი დადგა, მანქანები მოიტანა, ცეცხლს ნავთს ასხავდა, ამ სულის შემხუთავ ბოლში მკვდრის როლს თამაშობდა და მოედანზე ეგდო.. და ვინც აი ამ კოშკურაზე, ვერტმფრენის ფრთებიდან რამდენიმე მეტრში შეუხრელად იდგა და იღებდა.
და გადაკეტილი მოედანი. და ჩაკეტილი ბანკის კარები. და ნავთის სუნად აყროლებული ჰაერი. და ვერტმფრენებით შეშინებული გოგოები. ომი თამაშებშია სახალისო მარტო. თვით კინოს გადაღების პროცესიც კი ისეთი დამრთგუნველი აღმოჩნდა, რომ არ ველოდი. და ალბათ ხვალაც გააგრძელებენ, რაღაცას კიდევ გადაიღებენ.. აი ახლაც კი, დაღამებულზე, ისევ დაფრინავს მშვიდობიანი მი-8 და ისევ იღებს რაღაცას.
ღმერთმა ქნას კარგი ფილმი გამოვიდეს. 40 მილიონს ეხუმრები? და კიდევ საიდან მოდის ეს ჭორები, მონიკა ბელუჩი, ბრეტ პიტი, ანჯელინა ჯოლი ჩამოდიანო. ვიღაცა იტყვის და ხალხსაც უხარია.. ეჰ.. თუმცა კინოზე გადასახადი მემგონი არაა, ჰო? ხოდა კინოები გადაიღეთ შემოგევლეთ, კინო ქალაქი ააშენეთ სადმე და ჩვენ თავი დაგვანებეთ. რაც იყო, გვყო. დაბავკა არავის უნდა. :)