მსგავსი დასახელების სიმღერისაგან გასხვავებით ამ პოსტს არაფერი რომანტიკული არ ექნება. აბა რა რომანტიკაა იმაში, რომ ადამიანი კვდებოდეს ისე ეზარებოდეს სახლიდან გამოსვლა, შენი გულისათვის გამოერთვას (როგორც "Green Family" იტყოდა) და შენ კიდე 10 წუთი ალოდინო სადღაც, რომელიღაც სკვერში და ამ დროს ტოტალიზატორში სუფევდე და ნევრები გეშლებოდეს დაცვაზე, ფული და ფურცელი რომ გამოგატანა - კაცურად, პროსტა მიიტანე, ბილეთს მოგცემენო 2 წუთში და აქეთა გზაზე შემომაწოდეო.
ჰო, ეგ არის, არ გატყიებთ თვალები. ლეტ ჩერეზ ტრი ჩვენ საბოლოოდ შევხვდით და აგერ, კასრის ნატახტარიც ავითვისეთ. :) სურათი ჩაფიქრებული იყო როგორც მოს-ფილმის ლოგო.
მაგრამ გამოვიდა ასეთი.
ნუ რისი თქმა შემიძლია.. ამხელა პარამეტრების ქალს უაღრესად პატარა ზომის ფეხი აღმოაჩნდა. ძველ ჩინეთში ასეთ ტერფებს "ყვავილს" ეძახდნე და სილამაზის მწვერვალად ითვლებოდა. სამწუხაროდ პატარა ზომის ტერფის გამო ზოგჯერ ასეთი ქალები ვერ დადიოდნენ ხოლმე, რაც აისახა ბაზილიოზეც: 3 მოტეხილობა მარჯვენა, 2 მარცხენა ფეხზე, ხოლო რამდენჯერ გაბზარული და ნაღრძობი, ღმერთმა იცისო. :)
ხოო.. კიდევ შეჭრილი თმა მაინც საკმაოდ გაფუებულად გამოიყურებოდა, ამის გამო სახის დანახვა ერთობ სირთულეს წარმოადგენდა. :) ვისაუბრეთ საკაცობრიო თემებზე, როგორიცაა რომანტიზმის დაკარგა თანამედროვე ქართულ რეალობაში, ბლოგერობის გავლენა ცხოვრების სტილზე, დრაფტების რაოდენობა ბლოგში, სამუშაო/ოჯახი/სწავლა-განათლება, მაღალ და კეთილ ქალებზე და დავასკვენით, რომ ბრუსლი მოერევა ჩაკ ნორისს.
ხოდა სანამ ჩვენ ისეთ საჭირბოროტო საკითხზე ვკამათობდით, რატომ არაა ასანთის ქარხანა საქართველოში და რატომ უნდა გვჯობდეს სომხეთი მარილის წარმოებით (რაზეც არც გვისაუბრია პრინციპში), ბაზილიომ ამ საცოდავ ლუდის ბოთლს სულ გააცალა ტანსაცმელ/სტიკერ/მისაკრობი ქაღალდი თუ რაც ქვია და მივიღეთ შიშველი ნატახტარის ლუდი კასრში.
აქეთობისას ცხელ გულზე მე დავლიე ფანტა,
მეგონა მისგან დატოვებულ დარდს გამიფანტავს,
ავხედე ცაში, დავინახე ღრუბლების გროვა,
გახსოვს იმ ღამეს ვიგუნდავეთ, რომ იყო თოვა.
ლუდის კაიფში დავადექი ბანკისკენ გზასა
მზე ჩადიოდა, მთვარის სხივი მომჭრიდა თვალსა
ვნახე სტალინის ძეგლი იდგა, შორს გასცქეროდა,
რა დროს შარფია, ო, რას გვიშვება ეს მოდა, მოდა.
ავიღე ტელი, გადავტენე, ჩავრთე კამერა,
ძეგლი კი იდგა, გასცქეროდა შორეთს.. და მე რა?!
ეს ყველაფერი კი ჩემს გულში ნათლად დარჩება,
ო, როგორ მიჭირს ფიჭვისაგან ნაძვის გარჩევა.
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
1 comment:
shemdegi shekreba ar gamomaparot... :user:
:))
Post a Comment