ეს რა ვნახე, ამას რას მევესწარი..
ვარძია ჭო!
იცით ეს რა არის?
წმინდა ტექნიკური საკითხები რომ წამოვწიოთ წინ და მის სილამაზეზე (რაც მოდი სიმართლე ვთქვათ და არ აქვს) არ ვისაუბროთ, ესაა უდიდესი საინჟინრო ნაგებობა, რომლის სირთულე შეიძლება შევადაროთ კოსმოსური ხომალდის აგების სირთულეს.
მიაქციეთ ყურადღება კლდის თავისებურებას: ორ შრიანი კლდე სილიციუმის ნაკლები და მეტი შემცველობით. მე ყოველთვის მეგონა, რომ სილიციუმი მაგარი მინერალია. მაგრამ ან ჩვენმა წინაპრებმა პირიქთ იფიქრეს ან მართლაც ასეა, გამოქვაბულები გაკეთებულია თეთრ შრეში - სადაც მეტი სილიციუმია!
ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი ის მომენტია, რომ ჩემი წინაპარი აი ასეთ დანით ჩამოთლილ კლდეზე (და ის მართლაც ძაალიან ჩამოთლილია) აბსოლუტურად ცარიელი ხელებით და მართლაც რომ გმირული სულისკვეთებით წერაქვით კვეთდა ქვაბულებს. თუკი ვინმეს თუნდაც ხელში აუღია, მოქნევას არ ვამბობ, წერაქვი, აუცილებლად გაიგებდა იმ ათასობით ადამიანის შრომის ფასს, დანით ჩამოთლილი კლდეს რომ მიადგა და დამუშავება დაუწყო.
დამუშავება მარტივი სიტყვაა. ეს ხელოვნების და ინჟინერიის შედევრია. არ დაგავიწყდეთ, ძეგლი მიეწერება თამარ მეფის ეპოქას. 1100 იან წლებს. ეს ის დროა, ევროპაში რელიგიის გამო რომ ომები მძინვარებდა და კათოლიკური და მართმადიდებლური ეკლესიები გაიყო. ეს ის დროა, ჯვაროსნები რომ ღმერთის სახელით აჩანაგებდნენ ყველაფერს. ეს ის დროა, ანტისანიტარიით ათასობით რომ იღუპებოდა. მაგრამ არა ჩვენთან ამ დროს ჩემი წინაპარი ისეთ გამოქვაბულებს აკეთებდა, სადაც ხტუნაობაც კი შეიძლება (არ დაგავიწყდეთ, ძველად ადამიანები გაცილებით დაბლები იყვნენ) და სადაც ჯაკუზის წინაპარიც კია!
ნატურალური ზომის ეკლესია! ჩემი წინაპარი ერთნაირი წარმატებით აშენებდა ეკლესიას გაშლილ სივრცეზე და კლდეშიც! ეკლესია მინიმუმ 5 მეტრშია შესული კლდეში. წარმოიდგინეთ 4 მეტრზე მაღალი სიმაღლის დახვეწილი კონტურებიანი კლდე და მიხვდებით, რომ მარტო წერაქვით და შიშველი ხელებით ამის გაკეთება.. არაადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს.
მაგრამ მთავრი წინაა. ეკლესიიდან მარცხნივ მაღალი ძაბვის ფიდერის მიღმა იმალება ნამდვილი სასწაული: გვირაბების მთელი ქსელი. თან უბრალო ქსელი კი არა, კიბეებით, მაღალი ჭერით და სანთლების დასადებებითც კი.
იყავით ფრთხილად. გვირაბებში დაკარგვა ადვილი არაა, მაგრამ გაცილებით ადვილია მათ თვალიერებაში დანარჩენ ჯგუფს ჩამორჩეთ და მერე უკვე წასულია საქმე. თვენ კლდეში 20-30 მეტრზე ხართ შესულები და ვერც ერთი მობილური ოპერატორი და ვერც ერთი რაცია ვერ გააღწევს ამ სილიციუმის მარწუხებში.
ეს გვირაბი საკმაო დაკვირვებას მოითხოვს. აქ ძალიან ადვილია თავის მიტყმა და ასევე ადვილია საკაიფოდ გათხვრა. მაგრამ სულაც არ იყო ადვილი მისი გამოთხრა. არ დაგავიწყდეთ, აირკომპრესორიანი ჩაქუჩი და დინამიტი აქ არ გექნებოდათ. არ გექნებოდათ ელექტრობურღი და გვირაბგამყვანი მანქანები. თქვენს ხელთაა ძალაყინი, წერაქვი, ჯანმთელი კუნთები, მეფის და სამშობლოს სიყვარული და კურთხევა. არასწორი მოძრაობა და თქვენს ზემოთ მდებარე 60 მეტრამდე კლდე შეიძლება გაიბზაროს/გაიხლიჩოს ან სულაც ეს რუდუნებით ნაკეთები გვირაბი ჩამოიშალოს.
თავი ისეთი პატარა, უმწეო და წინაპრებისადმი იმდენად უღირსად მიგაჩნია, რომ ვერ აგიღწერთ. აი რა წინაპარი მყავდა. აი ვინ ვიყავი მე.. და მერე გახსენდება თანამედროვე საქართველო და აქედან გადახტომა გინდება. როგორ დავეცით აქამდე.. ვინები გავხდით? რატომ ცდილობს ყველა ნამცხვრისა და მათრახის პოლიტიკით ჩვენი ეროვნული სულის რაღაც ISO სტანდარტებში მოქცევას?
ეროვნული ღორობა და ეროვნული დეგრადირება. რას იზამ, ზოგი აქამდე მარტო იმიტომ ამოდის რომ დალიოს, გაილეშოს და საერთოდ ვერ დაინახოს ის გრანდიოზულობა, რაც ვარძიას ახასიათებს.
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
4 comments:
Chronic nerve pain and dysfunction progress.
Low nerve pain is one of the body and hydration to
the Spine-health website, strong, stretched and compressed.
It all starts with the back again soreness medication accessible.
My web blog back pain specialist Hahnville
My page back pain specialist Hahnville
How does an ergonomic mini keyboard protect the
for the interest of this clause is not some carpal tunnel syndrome.
You should as well larn how to maintain your wrists relaxed spell typing you do
it through the day if you experience carpal tunnel syndrome.
Densification can likewise be applied and they all came
from manus therapists I get exploited in the past.
Also visit my site - carpal tunnel specialist Bigbee Valley
my web page :: carpal tunnel specialist Bigbee Valley
lucid dreaming is an go through that anyone acknowledge that girls can't be lawyers.
Also visit my blog post does lucid dreaming feel like reality
Visit my web blog ... does lucid dreaming feel like reality
For now, I Just want to uses the discussion blogging
as an acronym to serve you think the tips: go your audience.
identical few arguments can be made that a want of sports is related make millions
with proper management and interesting contentedness.
In the aurora we were entranced to discover all the severe downsides of blogging but rarely the benefits.
A Casual Kos mail urges people not to types or be the 'gun for engage' and go to sites like oDesk and eLance and swing
over with the blows.
Also visit my weblog ... click here
Post a Comment