Monday, October 4, 2010

წვრილი და სქელი დაქალების კომბინაცია

რამდენი ხანია მობილურში მიწერია პოსტის სათაური და ხასიათზე ვერ მოვედი რომ დავწერო. ასე რომ უხასიათოდ ვიწყებ, თვარა სადაა ამდენი დრო, ხავსი მოედო უკვე. :) იმის თქმა მინდა, რომ

ამას წინათ მივდიოდი ქუჩაში მე ჩემთვის, მარტო და გაიჩითა ორი გოგო: წვრილი ია და სქელი ნატო.. ბიჯო და ვუყურებ - თითქოს კარგად აცვია. არადა რაში სჭირდებათ ასეთი კომბინაცია? მერე დავფიქრდი (ფიქრმა შორში გამქანა).. მივდივარ, ვფიქრობ და კინაღამ დამეჯახა მანქანა. ამ ფაქტზე ფიქრი დროებით დავაპაუზე ისევე, როგორც კიკალიშვილი  აკეთებს ხოლმე მოულოდნელ პაუზებს და ისევ გოგოების საკითხს დავუბრუნდი მანქანის მიმართულებით მუშტის ქნევიდან როგორც კი დავბრუნდი. ახლა საკითხი ასე დგას, რომ წვრილი და ტანადი გოგოს გვერდით რატომაა ხოლმე მსუქანი დაქალი, კაი მოჭიდავეს რომ დააგდებს მოგვერდით? მემგონია აქ პრობლემა ფსიქიკაშია, გაგებაშია და კიდევ კაი პური ჭამაშია. იმიტომ რომ სქელ დაქალს, კაცო, აშკარად უყვარს ჭამა. წვრილს არ უყვარს.. ზატო წვრილს ეყოლება ფულიანი მამა.

მამა ფიქრობს ახლა, ჩემი გოგო ასეთი ტანადია, რას მოვა მასთან ან ჟანა და ან ნადია.. აი დაქალი ყავს, ტანი აქვს ბეჰემოტის, ერთად რომ არიან ჩემს გოგოსთან აბეზარი პაკლოვნიკი აღარ მოდის. ჰოოდა ჯერ პატარააო, ფიქრობს მამა, გაიზრდება და მერე სხვა გზით წავა. არადა გოგო ფიქრობს "ჩემი დაქალი ასეთი კეთილია, ერთი ესაა წმინდანი და მეორე კიდევ ილია". ან უფრო ბოროტული აზრები აქვს: "ამ სქელოს გვერდით მე უფრო მაგარი ტანი მაქვს". იქნებ სულაც ასე ფიქრობს: "ჩემი გულის გადაპყრობად ჯერ ჩემი დაქალის გული უნდა მოინადიროსო".. ბლიაა.. არადა კაცს უჩნდება სურვილი როგორმე ის სქელი დაქალი მოაშოროს ტელეფონის ყურმილით.. ან ყურმილით თუ არა ტელეფონის მავთულით მაინც.. ან რამით რა, რას გაიგებ კაცისას: "აინც, ცვაინც.."
ახლა სქელის პოზიციაც გამვიხილოთ მოდი. წვრილს ხომ ფულიანი მამა ყავს, სავსე აქვს კამოდი.. მარა იქნებ სულაც არაა ფულიანის შვილი და უფულო რომაა ამიტომაა წვრილი? ჰოო.. აი სად დამებნა აზრი, ეს ვირიშვილი! მოკლედ, მოდი ჩავთვალოთ რომ საშუალოდ  აქვს ფული, არ დადის ყოველ დღე დისკოტეკებზე და რამე, პლუს სუფთა აქვს გული. განვიხილოთ სქელ დაქალს რად სჭირდება წვრილი: ან მეზობელია მისი ან დედამისის დაქალის შვილი. ხოდა მოუწიათ ერთად სიარული, თორემ იმას სულაც არ მოწონს.. ან იქნებ მოწონს კიდევ.. მომერია რული.. იმას ვამბობდი, რომ სქელი დაქალს დაპატიჟებს ხოლმე წვრილი სადმე და უყვება თავის გულის ნადებს. მსუქანი ხალხი ხომ უმეტესობა არის კეთილი, მოგისმენს, გაგიგებს, დაკიგერებს თუ აგიწყდა ღილი..

ხოდა ასე რა: დავადგინეთ რომ წვრილ დაქალს უნდა სქელი მესაიდუმლედ და მისი გულისკენ გზის რევიზორად ან იმიტომ, რომ მის გვერდით უფრო ლამაზი გამოჩნდეს. ხოლო სქელ დაქალს იმიტომ უნდა, რომ ვიღაცას მიაქციოს ყურადღება, თავი იგრძნოს საჭიროდ, იმიტომ რომ მას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და კიდევ იმიტომ უნდა, რომ მას ენდობიან და ამიტომ დაყავთ პურიჭამებზე და იქ ჭამს პურს. :) წავედი ახლა, მთელი დღეა მშიერი ვარ და რა აზრები მაწუხებს, ღმერთმა იცის. თუ მოგეწონათ რამე ან გაგაჩნიათ თქვენი აზრი, ქთხოვთ ჩასწეროთ კომენტარებში ქვემოთ.

5 comments:

piccolina said...

დიზლაიქ!!!
ძალიან უხეშია შენი მხრიდან ადამიანების წონით გარჩევა. წიპა 'მსუქანი მახინჯია, წვრილი - ლამაზი' გამოგივიდა. არადა ჭარბ წონიანებს თავიანთი სატკივარი საკმარისად აქვთ, რომ არ დაუმატო კიდევ ზემოდან

არასოდეს გამირჩევია ადამიანები გარეგნობის მიხედვით და მეეჭვება ვინმე არჩევდეს ადამიანს მეგობრად მისი წონის მიხედვით. ხო, კარგი, არჩევს ალბათ ვიღაცა, მაგრამ ეგეთ ადამიანებს საერთოდ არ ვცემ პატივს

და შენ რატომ გაარჩიე ასე მათი მეგობრობის მიზეზი? თვითონ თუ ეგრე არჩევ მეგობრებს, ეგრეც გვითხარი

nino said...

guram, me mapatie da aseti ugunuroba arc ert blogze ar wamikitxavs da shengan mitumetes ar velodi :)

Anonymous said...

გურამისგან ასეთი აზრების გადმოფრქვევას არ ველოდი. მაპატიე, მაგარმ სულ წამიხდა შენზე წარმოდგენა :( არა და, ერთი სულიერი ამტკიცემდა გამხრებზე მეტად პუტკუნა გოგოები მომწონსო. ამის შემდეგ სანამ რამეს დაწერ შენივე დაწერილ წინა ბლოგებს გადახედე.

გურამი said...

ჭო, მაინცდამაინც ასეთი ფარჩაკობა უნდა დავწერო რომ კომენტარები დატოვოს ხალხმა? :)

უფრო დიდი პრობლემა იცით რა არის? პოსტის წერის სტილს არავინ მიაქცია ყურადღება, არადა მთავარი პოსტში სწორედ ესაა და არა სქელი და თხელი დაქალები.

პ.ს. ნინო, შენ ყველაზე საყვარელი ხარ. :*

nino said...

ra tqma unda guram, rac ufro provokaciuli iqneba sheni natqvami da mets moxvdeba gulze, mit meti sheiwuxebs tavs komentaris dasatovad :)
vsio, agara var yvelaze sayvareli :S :(