Thursday, December 30, 2010

სვანებზე

პატარა ისტორიები სვანებზე. :)


სვანი ხელ-პირს იბანს და დაიხჩობა;

სვანს დაეკარგება ცხენი...და იტყვის კიდეკაი ზედ რო არ ვიჯექიო;

სვანი ინტერნეტში შევა და ანტივირუსი მოკლავს.

სვანი მეკობრეობას გადაწყვეტს და თვალს ამოითხრის;

სვანი ვიაგრას დალევს და სიმაღლეში გაიზრდება;

სვანი 50 ლარიანს იპოვის და პოლიციაში მიიტანს თამარ მეფის პასპორტი ვიპოვეო

სვანი კამიკადზე მისიიდან დაბრუნდება.

სვანი კედლის ხალიჩაზე გორაობს;

სვანი კენტავრს გაეკიდება. დაეწევა და ცხენს წაართმევს;

სვანს ტუფლები უჭერს და ტკივილის გამაყუჩებელს დალევს;

სვანმა გოლი გაიტანა და განმეორებით ჩვენებაში ძელს გაარტყა.

სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად

სვანი დაინახავს მონაზონს, ვა დედალი მღვდელიო;

სვანი ოქროს ტევზს დაიჭეს და გადაადნობს;

სვანი აფთიაქთან გაივლის და პირჯვარს გადაიწერს.

სვანს თავისი ხვრინვა შეაწუხებს და მეორე ოთახში გავა.

სვანი მივა გასვენებაში ყვავილებს ვერსად ვერ იშოვის და ბამბანერკას მიიტანს.

სვანებს როიალი დაუგორდებათ და ერთი ამბობს: არიქა პედალს პეხი დააჭირეთ პედალს!

სვანს მობეზრდება პრეზერვატივი და ლამინირებას გაიკიტებს.

სვანს მიასვენებენ და სურათი შემოტრიალებული მიაქვთ, კითხავენ: რატომ?… – ძებნაშიაო.

თვითმფრინავში შუქი ჩაქრება და სვანი იძახის: -ვაა, ტუნელში შევფრინდით.

სვანი ეკლესიაში შედის. იქვე მდგომი ქალი სანთელს აწვდის:
_ აჰა, შვილო, სანთელი.
_ არა, გმადლობ, ფანარი მაქვს.


სვანს აჩვენებენ ჭას და ეტყვიან: შენი წინაპრები აქედან სვამდნენ წყალსო.
სვანი:ვახ რამხელა კისერი ქონიათო…

სვანი ზის სვანურ კოშკზე და აგურებს ყრის, მეზობელი ეკითხება რას შვები კაცოო? სვანი: მაცალე ტეტრისს ვთამაშობო.

სვანი ჩაივლის ფოსტა–ტელეგრაფის შენობასთან და „საქართველოს ტელეკომს" რეკლამას 8-10-ს დაინახავს.
– ვაა, ცხრის ათი წუთია.

როგორ მოვიქცე პარაშუტი თუ არ გაიხსნა?_კითხულობს სვანი.
_ხელები მაგრად იქნიე ფრთებივით,_პასუხობს ინსტრუქტორი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ილუმინატორზე კაკუნია.
_მერე რა ვქნა?

სვანი ამბობს-”ჩემი ცოლი დებილია” ეკითხებიან-”კი მაგრამ რატომ?” სვანი-”რატომ და როდესაც ვჟიმავ, მკოცნის” “მერე რა?” სვანი-”რა და, მე რომ მჟიმავდნენ, ვაკოცებ კი არა, დედასაც არ მო#^&ავ

შვანმი კატას ბანს და კატა ჩხავის. შემოუვარდება მეზობელი და ეტყვის: მეც მყავს კატა მაგრამ როცა ვბან ასე არ ჩხავის! სვანი ეუბნება: შენ ალბათ არ წურავო.

სვანი მიდის მაღაზიაში და ეუბნება მოღუნული იარაღი გააქვთ?
- გამყიდველი:რად გინდა
- მოსახვევში კაცი უნდა მოვკლა.

სვანი დგას შუა მდინარეში პალტოთი, ერთი კაცი ეკითხება მანდ რასაკეთებო? პალტოს ვრეცხავო. მერე სარეცხი მანქანა არა გაქო? იქ თავბრუ მეხვევაო.

სვანი ცოლს მოიყვანს და როცა განმარტოვდებიან ეკითხება:
– ქალწული ხარ?
– არა-პასუხობს ცოლი.
ამოიღებს სვანი ხანჯალს და მოუქნევს…
ქალი კვდება და განწირული ხმით ამბობს:
– თხის რქა ვარ

სვანი ზის კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე და წიგნს კითხულობს. ჰკითხეს:
_ აქ რატომ კითხულობ?
_ უმაღლესი განათლება უნდა მივიღო.

სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან. რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი,გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა:-კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი

სვანი უფროსი მდივანს აძლევს ორ ქაღალდს:
_ ეს ორიგინალია, ეს ქსეროკოპია, შეადარე, შეცდომა არსად იყოს გაპარული



ვოტ.. ეს იყო სულა. :) მრავალ ახალ წელს დაესწარით.

Sunday, December 19, 2010

კომპიუტერშიკობა იკრძალება 1-ლი იანვრიდან.

ინტერნეტთან და კომპიუტერებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად როგორ უნდა მოვიქცეთ, საქართველოში ყველამ ვიცით, მაგრამ ახალი წლიდან ამის დავიწყება და ახალ წესებთან შეგუება მოგვიწევს. საქმე ის არის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობისას ვეღარ შეძლებენ.

ამას კი მთავრობის მიერ ინიცირებული „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ზონების“ შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. აქამდე ეს კანონი საერთოდ არ არსებობდა და ამით მოხდება აღნიშნულ სფეროში საქმიანობის დარეგულირება.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე მეორედ შევიდა. პირველად საშემოდგომო სესიის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელმაც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. გილაურმა მაშინ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას.

„როგორც გვაქვს შექმნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები ეძლევათ, ასევე გვინდა, საქართველო გამოვაცხადოთ თავისუფალ საგადასახადო ზონად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმუშავებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე; ე.წ. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე, ანუ კომპიუტერული პროგრამების დაწერაზე“, - აღნიშნა 18 ივნისის მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა.

კანონპროექტი პარლამენტში ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა, მაგრამ საშემოდგო სესიის დაწყებისთანავე უკან გაიწვიეს. არგუმენტად კი „კანონპროექტის დახვეწა“ დასახელდა. გადამუშავებული თუ დახვეწილი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და უნდა ითქვას, რომ თავადაპირველი ვარიანტიდან თითქმის არაფერი აღარ არის დარჩენილი.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათებით უნდა ესარგებლათ. ამასთან, პირვანდელ ვარიანტში, ვირტუალური ზონის პირად მიჩნეული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. პროექტის განახლებულ ვარიანტში კი, ვირტუალური ზონის პირი უკვე მხოლოდ იურიდიული პირია.

შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობისთვის და შესაბამისი შეღავათების სარგებლობისთვის, ამ სფეროში დასაქმებულ პირებს იურიდიული პირების შექმნა მოუწევთ. პროექტში საინფორმაციო ტექნოლოგიებიც არის განმარტებული. კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიებია კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრინველყოფის პროდუქტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ამ სფეროში საქმიანობა აქამდე კერძო პირებს შეეძლოთ, ახლა ეს აეკრძალებათ.

ჯერჯერობით არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, თუ ფიზიკური პირები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში რა სანქციით დაისჯებიან, მაგრამ კანონპროექტში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს და იურიდიულ პირთა გაერთიანებებს.

რატომ მოხდა ფიზიკური პირებისთვის ამ უფლების ჩამორთმევა, ამაზე მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი განმარტებები არ კეთდება. ექსპერტი სოსო არჩვაძე კი ვარაუდობს, რომ „შესაძლოა, ეს ინტერნეტსივრცის დაცვის მიზნით იყოს განპირობებული“. მისი განმარტებით, უფრო ადვილი იქნება ერთის მხრივ ადმინისტრირება იმისა თუ ვინ აწარმოებს ასეთ საქმიანობას.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რომ იურიდიული პირის შექმნა და მათი საქმიანობის ადმინისტრირება ბიუჯეტის შესავსებად იქნეს გამყენებული. ამას კი ისიც ამყარებს, რომ იურიდიული პირის შექმნა და საქმიანობა უფრო მეტად არის ხარჯიანი, ვიდრე ფიზიკური პირის მიერ გაწეული საქმიანობა. ვინაიდან, იურიდიული პირი უკვე ყველა გადასახადით იბეგრება.

სწორედ ამ კონტექსტში არის საინტერესო ისიც, რომ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების დაწესება იყო გათვალისწინებული. მეორე ვარიანტში კი მთავრობამ ამ შეღავათების დაწესება გადაიფიქრა.

პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ ვირტუალური ზონის პირი, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიებით არის დასაქმებული, არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, მოგების გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადს, აქციზს და საბაჟო გადასახადს.

პარლამენტში ხელმეორედ შესულ პროექტში კი, ეს ჩამონათვალი აღარ არსებობს. გადამუშავებულ ვარიანტში ცალსახად წერია, რომ არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით და ექსპორტის გადასახდელით.

ფაქტია, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ვინც დღეს ამ საქმიანობით არის დაკავებული, წესების შეცვლა ან საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც, ცხადია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

წყარო: Presa.Ge

სტატიის მისამართი: http://forum.ge/?f=32&showtopic=34189669&st=0

ვერ გიტან!!!

ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან! ვერ გიტან!

არადა მიყვარხარ.. http://www.youtube.com/watch?v=rYdETQWboSQ

Friday, December 17, 2010

რატომ გავიყინე ერთ ადგილას..

შეკითხვა დაიდო ბლოგზე, რატომ აღარ წერო, არ გეწერინებაო? და გამახსენდა რომ აი რამდენი ხანია ერთი პოსტის სათაურიც კი არ ჩამინიშნავს მობილში. ეს ორი რამის ნიშანია: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ან მე ვერ ვამჩნევ. პირველი ობიექტური მიზეზია და ვერაფერს მოვუხერხებ, მაგრამ აი მეორეს მიზეზებზე კი მინდა შეძლებისდაგვარად სახალისოდ მოგიყვეთ. ლაპარაკია ჩემს სამუშაო რეჟიმზე.

მაშ ასე, ტბილი ძილიდან მაღვიძარას ხმას გამოვყავარ. "როცა წვიმს და გარეთ ბნელა, შენთან არის ძია გელა და ქოლგის ქვეშ მოდით ყველა, ელა, ელა.." - მღერის რიჰანა. უკვე ორგანულად ვეღარ ვიტან ამ სიმღერას, არადა სხვა უკეთესი გასაღვიძებელი მელოდიაც ვერ ვნახე. ჩემი დასავით საქართველოს ჰიმნს ხომ არ მოვუსმენ გასაღვიძებლად და მერე ალბათ ვეღარც ამას ავიტან ორგანულად. მოკლედ, გავიღვიძე. ზაფხულში კიდევ არა უშავს, მაგრამ აი ზამთარში თბილი საწოლიდან ადგომა ერთი სიკვდილია. ამიტომ რამდენჯერმე გადავაწევინებ მობილურის მაღვიძარას დარეკვის დროს და უეცრად ვამჩნევ, რომ უკვე 15 წუთით გადავცდი დაყენებულ დროს. "ბლინ, ნე სმეშნო" - ფეხის გრაციოზული მოძრაობით გადასროლილ საბანს უცივესი ჰაერი შემოყვება და სიცოცხლის სიმშვენიერეზე ფიქრს გაიძულებს. "..და ქოლგის ქვეშ მოდით ყველა, ელა, ელა.."
მადლობა ღმერთს უშესანიშნავესი მშობლები მყავს და განსაკუთრებით მამაჩემი, რომელიც უფრო ადრე დგება სამუშაოზე წასასვლელად (ძველი ჯარისკაცია, მურმიანსკში მსახურობდა -40 გრადუსი სადაც იყო და რომ უხაროდათ, არც თუ ცივი ზამთარიაო) და მიმზადებს ჩაის და მისაყოლებელს რამეს და მელოდება, რომ მისი შვილი სამუშაოზე თბილი მანქანით მიმიყვანოს.

დროის გადანაწილება, თაიმ მენეჯმენტად წოდებული, ძალიან საჭირო რამაა ჩემი ყოველდღიური საქმინობისას. მაშ ასე. ჩემი ოთახიდან საკრედიტომდე 22 საფეხური ნახევარი სართული, 20 საფეხური - მეორე სართული. ნორმალური სიჩქარისას 36 წამი ასვლას უნდა და 32 წამი ჩამოსვლას. ექსრეს რეჟიმში მოძრაობისას 20 წამი ასვლას უნდა და 9 წამი ჩამოსვლას. არქივი - 102 ნაბიჯი. 53 წამი დრო იქამდე, 12 წამი გაღებას უნდა. ექსპრეს რეჟიმში - 40 წამი იქამდე, 10 წამი გაღებას. ექსპრეს რეჟიმში იხარჯება 3 ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ნორმალური რეჟიმისას. ასეე.. თეორიულად ყველაფერი მარტივია. მაგრამ აი პრაქტიკაში ცოტა სხვანაირადაა საქმე.
როგორც წესი, მისვლისთანავე მოსამზადებლად გამოსაყენებელ ნახევარ საათს ვანდომებ ხოლმე წინა დღით დარჩენილი საქმეების დაბინავებას. ეს ძალიან კარგი რამეა, რომ არა გამუდმებული ზარები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადაცაა კლიენტი მოვა და უნდა მივხედო. არადა იმ ნახევარი საათის განმავლობაში დაკეტილია შენობა. ეს კარგი, თუ მოვასწარი საქმეების დაბინავება ხომ კარგი, თუ არა და საღამოს მივხედავ. მაშ ასე, გავიდა ნახევარი საათი და აი აქ იწყება მხიარულება. მოვა ერთი საქმე, დავიწყებ მის კეთებას და ამ დროს მოვა მეორე საქმე. როგორც წესი, ამ მეორე საქმის კლიენტებს ეჩქარებათ. რომელიმე წევრს მაინც. დროის გადანაწილების მეცნიერება გვეუბნება, რომ ჯერ დაწყებული საქმე უნდა დაამთავრო კაცმა და მერე გადახვიდე ახალზე. მაგრამ მეორე საქმის მომტანი თანამშრომელი დაბეჯითებით ითხოვს მისი საქმის გაკეთებას. ჯანდაბას, ვიწყებ მის საქმეს და ამ დროს მოდის მეორე თანამშრომელი, რომელსაც თავის საქმე მოაქვს და რომელსაც რა თქმა უნდა ასევე ეჩქარება. რიგითობის მოთხოვნით ვაგრძელებ მეორე საქმეს (ამ დროს პირველის შუა გზაზე შენახვა არ ხერხდება დაუხვეწავი სამუშაო პროგრამის გამო) და ისაა ბოლოში გავალ, რომ პროგრამა იჭედება და 10 დან 7 შემთხვევაში ითიშება. ნამუშევარი დაკარგულია.


აუღელვებლობის მეცნიერების მცნებიდან გამომდინარე, აუღელვებლად (ყოველ შემთხევვაში ვცდილობ) ვიწყებ თავიდან გავაკეთო მეორე საქმე და ამ დროს მოდის კლიენტი, რომელსაც მაგალითად გირაოს მოხსნის წერილის გამზადება უნდა. ესაა ყველაზე საძაგელი პროცედურა, განსაკუთრებით თუ კლიენტს ძალაინ ადრე აქვს ეს გირაო ჩადებული, თუ მისი საქმე არ იძებნება სიძველის გამო და რაც ყველაზე ცუდია, საქმე კი იძებნება, მაგრამ განთავისუფლებისათვის საჭირო საბუთები არაა შიგნით. საძაგელი უფრო იმიტომაა, რომ მიაქვს უამრავი დრო და არაფერი სარგებელი არაა აქედან. მაქსიმალურად თავაზიანად ვთავაზობ კლიენტს დატოვოს ტელეფონის ნომერი და გამზადებისთანავე დარეკვას აღუთქვავ. ცუდია თუ კლიენტი ადგილობრივი არაა და "ზუსტად 1 საათი" აქვს (ხანდახან უფრო ცოტაც) სანამ ავტობუსი გაასწრებდეს. იძულებული ვარ მივატოვო მეორე საქმე (პირველს ვიღა კითხულობს) და წავიდე მისი გირაოს გათავისუფლებისათვის საჭირო საბუთების მოსატანად.

როგორც ხედავთ, რეჟიმი "ნორმალური" აქ აღარ გამოდგება. ასე რომ გადავდივარ "ექსპრეს" რეჟიმზე და ვცდილობ დროზე გავუშვა გირაოს მოხსნის მოსურნე და მასთან ერთად როგორმე დავამთავრო მეორე საქმე. წერილი თავის საქმით და მეორე საქმით ამაქვს საკრედიტოში (20 წამი და სამჯერ მეტი დახარჯული ენერგია) და ვუბრუნდები მეორე საქმეს. ამასობაში მეოთხე თანამშრომელი, დამინახავს რა რომ მის ტერიტორიაზე ვარ, მაჩეჩებს მეოთხე საქმეს. საბედნიეროდ როგორც წესი ამ კლიენტს არ ეჩქარება და როცა მოვრჩები, მაშინ უნდა დავურეკო. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მეორე საქმეში შეცდომაა გაპარული და მის გასასწორებლად ვაკითხავ მეორე თანამშრომელს და მაშინვე ვუბრუნდები წერილს. ჩემს ოთახთან კი მოსულა მესამე კლიენტი და აცხადებს, რომ თუ 10 წუთში ვერ გავუშვებთ, საერთოდ აღარაფერი უნდა. ვცდილობ დავამშვიდო და აღვუთქვავ, რომ ამ დროში შევეცდები ყველაფერს. ექსპრეს რეჟიმი საკმარისი აღარაა.


კმაყოფილი გირაოს წერილის მთხოვნელი მიდის, სამაგიეროდ მოდის პირველი კლიენტი. წესით მისი საქმე მზად უნდა მქონდეს, მაგრამ სიდან აბა, სიდან? ვთხოვ დალოდებას და ვიწყებ მესამეს საქმეს (10 წუთში რომ უნდა მოვუსწრო). ჩვენთან მოთხოვნაა ასეთი: სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. ვცდილობ სტრესულ სიტუაციას გავუძლო და მესამე საქმის კეთების შუა პროცესში პროგრამა ისევ იჭედება. იჭედება ტელეფონიც.. იძულებული ვარ დაველოდო მათ ჩართვას. მაგრამ გვაქვს მითითება: კლიენტს არ უთხრა პროგრამა გაიჭედა და ამიტომ გაგვიანებთო. ასე რომ ფაქტიურად ფანტაზიის გავარჯიშების საშუალებაც გვეძლევა. საბედნიეროდ ფანტაზიის ამოქმედება არ ხდება საჭირო, პროგრამა მუშაობას აგრძელებს და ამ დროს რეკავს მეორე საქმის ავტორი და ამბობს, რომ გაასწორა შეცდომა და ავიდე და წამოვიღო (ანუ დაკარგული 40 წამი და ექვჯერ მეტი ენერგია). მე ვთხოვ ადგეს და თვითონ ჩამოიტანოს, რა უბედურებაა კაცო, არ მცალია მაგდენი. ისიც დგება და მოაქვს. ანუ საუბარში იკარგება 1 წუთამდე. უკეთესი შემთხვევაა, როდესაც ყურმილი მხრით გიჭირავს და თან მუშაობ. მაშინ არ იკარგება ეს დრო. უარესი შემთხვევაა, თუ ამ დროს მობილური ტელეფონიც რეკავს.

მოკლედ, მესამე საქმე მოვრჩი როგორღაც, გავედი, მივხედე კლიენტს.. და.. ახლა ორი ვარიანტია: ან დაველოდო ვინმე თანამშრომელს, რომელიც ამ საქმეს მაღლა აიტანს ან მეორე და პირველი საქმეები ავიტანო მე თვითონ მესამე საქმესთან ერთად და სანამ მესამე მოწმდება და გადის, გავაკეთო პირველი და შეძლებისდაგვარად მეორეც. შეიძლება მაქსიმალური სიამოვნების მონიჭების განზრახვით ამ კრიტიკულ მომენტში მოვიდეს მეოთხე კლიენტი (რომელიც რომ დავურეკავდით, მერე უნდა მოსულიყო) და განაცხადოს, რომ მასაც ნამეტანი ეჩქარება. ან ალტერნატივაა, რომელიმე თანამშრომელს დაჭირდეს (რა თქმა უნდა სასწრაფოდ) საქმის ამოტანა არქივიდან. სრულიად შესაძლოა სათაო ოფისმა გამოგზავნოს რამე დავალებაც, რომელიც რა თქმა უნდა სასწრაფოდაა შესასრულებელი. და ზემაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, ეს ყველა ზემო ჩამოთვლილი შესაძლოა ერთადაც მოხდეს.

ასეთ რეჟიმში გრძელდება სიამოვნება 4 საათი, მერე მოდის შესვენება 1 საათი (5-10 წუთი სახლამდე, 5-10 წუთი უკან, 20 წუთი ჭამა, დანარჩენი "დასვენება"), შესვენების დროის გამოყენება კრიტიკულ სიტუაციებში შესაძლოა საქმეს დავუთმო (ჭამა - 10 წუთი, დანარჩენი მუშაობა), შემდეგ ისევ 4 საათი სამუშაო საათები, რომლის შემდეგ, საქმიდან გამომდინარე, უკვე ნორმალურ რეჟიმში გადასულმა (იმიტომ, რომ სამუშაო საათები მორჩა და კლიენტები სავარაუდოდ აღარ არიან) შესაძლოა 9-10 საათამდეც ვიმუშაო და დღის მანძილზე აწეწილი საქმეები დავვარცხნო და დავაბინაო. ამავე დროს შესაძლოა სათაოდან მოსული დავალების შესრულებაც გახდეს საჭირო და მოკლედ, საკმაოდ მხიარულად ვატარებ დროს.
ხოლო იმის გამო, რომ მიწევს ექვსმაგი, რვამაგი და ხანდახან ათმაგი ენერგიის ხარჯი, მიწევს ე.წ. "ცეცხლი გამდიოდეს ხელებში" და ფეხებში (და შესაბამისად - ბოლი სხვა ადგილას) და მოკლედ რომ ვთქვათ, ვიღლებოდე, აი სწორედ ამიტომ გავიყინე ერთ ადგილზე ბლოგის თვალსაზრისით და თითქმის ბოლოში გაყვანილი (90 % ნათარგმნია) Half-Life 2 ის პროგრესი გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. აღარაფერს ვიტყვი "მეტრო 2033" ის თარგმანსა და სხვა ნაკლები პრიორიტეტის გამო შუა გზაზე შეჩერებული პროექტების ბედზე. ვსო, წავედი მე, დავიძინო. ხვალაც ქე ვმუშაობ მე. :)

Saturday, December 4, 2010

გრძნობათა თეორია

გრძნობები ძალიან გვანან ძალას. ყველა მადგანი რაიმე მოქმედებას აიძულებს ჩვენს ზარმაც სხეულს. შესაბამისად - მათ შესაძლოა ქონდეთ მოქმედების კანონები. გრძნობის სიძლიერიდან გამომდინარე შენსაძლოა ადამიანმა გააკეთოს ისეთი რამ, რასაც არასოდეს გააკეთებდა ნორმალურ სიტუაციაში. ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად ჩამოვაყალიბე "გრძნობათა თეორია", რომელიც რაძი კაიფა მქონდა თავში და ახლა რაძი კაიფა გადმომაქვს ბლოგზე.

თეორია 1. - გრძნობის მუდმივობის კანონი. გრძნობა არც არსაიდან წარმოიშობა და არც არსად იკარგება. ის მხოლოდ იცვლის ფორმას ან მიმართულებას, გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე ან აკუმლირდება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მეგობრობა. მეგობრობა არის გრძნობა, რომელსაც აქვს სამი შესაძლო განვითარების შანსი: 1. აკუმლირდეს. 2. გაიზარდოს და/ან გადაიზარდოს სხვა გრძნობაში. 3. გაქრეს. ყველა ამ გარდასახვას აქვს ერთადერთი მიზეზი: სხვა ძალის გრძნობის ურთიერთქმედება. თუ საპასუხო ძალის მეგობრობის გრძნობა დროებით შეჩერებულია, ობიექტში ეს გრძნობა აკუმლირდება. თუ მიღებულმა გრძნობამ დიდ ზომებს მიაღწია, შესაძლოა მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდოს. ასევე შესაძლოა მეგობრობამ იცვალოს ნიშანი და გახდეს -მეგობრობა ანუ მტრობა. ამის მიზეზი იქნება მიღებული უარყოფითი გრძნობის ნაკადი, რომელიც ძალიან გადაწონის ზემოაღნიშნულ გრძნობას. დაბოლოს, თუ უარყოფითმა გრძნობა გაანეიტრალა ობიექტში არსებული მეგობრობის გრძნობა, მივიღებთ მესამე ვარიანტს - გრძნობის გაქრობას.
თეორია 2. გრძნობის ინერციულობა. გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამორიცხვის დროს გრძნობა ან არ არსებობს, ან არსებობს ერთი დონის და ხაზოვანი. პრაქტიკაში ასეთი რამ არ გვხვდება, რამეთუ შეუძლებელია ადამიანზე აბსოლუტურად არაფერმა არ იმოქმედოს. თუმცა იდეალურ შემთხვევაში, როგორც თეორიაშია აღწერილი, მოხდება სწორედ ისე, როგორც მოხდებოდა მაგალითად მოძრავი ბურთის დროს, მასზე რომ არც გრავიტაცია, არც ხახუნის ძალა და არც ჰაერის წინააღმდეგობა რომ არ მოქმედებდეს - ბურთი იგორავებდა სანამ წინააღმდეგობას არ შეხვდებოდა ან იქნებოდა გაჩერებული.
თეორია 3. გრძნობათა თანაფარდობა. გრძნობას გააჩნია სიდიდით ტოლი და ნიშნით საწინააღმდეგო ბუნების ორეული. ეს მოვლენა აღწერილია ანდაზაში "მელას თავის მახრჩობელა უყვარსო". იგივე მოვლენაა აღწერილი ჩინურ სიბრძნეში "ინი და იანი" - ერთი ტიპის გრძნობა ვერ არსებობს საწინააღმდეგო ტიპის და იგივე სიდიდის გრძნობის გარეშე. ფაქტის დამტკიცება შესაძლოა მსოფლიო ისტორიაში არსებული ომების მაგალითზე. ომი ხდება ურთიერთგამომრიცხავი აზრების შეჯახების შედეგად. ასევე ომი ხდება განვითარებული ან მდიდარი ადგილების ხელში ჩაგდების მიზნით ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო ცივილიზაციების დაჯახების შედეგად. თეორიიდან გამომდინარე კონფლიქტები მუდამ იარსებებს, ხოლო მათი ძალისმიერი გზით გადაჭრის ასაცილებლად საჭიროა -F ის მატარებელ მხარეს დავუმატოთ F მანამ, სანამ ის 0 თან მიახლოვებული სიდიდის არ გახდება.
თეორია 4. გრძნობის განვითარების ოქროს წესი. გრძნობის განვითარების წარმატება (M გრძნობის აწევის წარმატება F1) უდრის გრძნობის განვითარებისათვის საჭირო მონდომების (S1) შეფარდებას ობიექტის მონდომების (S2) სიდიდის ნამრავლთან გრძნობის განვითარებაზე (F2) დახარჯულ ძალაზე. F1 = (S2xF1) / S1 . გასაგებად რომ ვთქვათ, ეს სხვა არაფერია, თუ არა "მექანიკის ოქროს წესი" - ვიგებთ მანძილს, ვაგებთ ძალას ან პირიქით. ანუ თუ გინდა სხვა ობიექტისათვის რაიმე გრძნობის მომატება, გვაქვს ორი ვარიანტი: ან ვიმუშაოთ ენერგიულად ან ვიმუშაოდ დროზე = დავახარჯოთ ბევრი ან გავწელოთ ეს საქმიანობა დროში. არის კიდევ ერთი ხერხი - საყრდენი წერტილის შეცვლა. ანუ მიდგომის შეცვლა. სამწუხაროდ საყრდენი წერტილი ძალიან არამყარი რამეა გრძნობის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ბოლო ხერხი და დროზე მუშაობის ხერხი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს - არ უნდა დავაზიანოთ ფაქიზი საყრდენი წერტილი, იმიტომ რომ ისიც გრძნობაა და პირველი თეორიიდან გამომდინარე, შესაძლოა საერთოდ შეიცვალოს ბუნება.
თეორია 5. გავლადობის თეორია. ყველაფერი გავლადია. თეორია პრინციპში გამომდინარეობს გრძნობის მუდმივობის და გრძნობის ინერციულობის კანონებიდან, მაგრამ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოვყავი ცალკე. აღნიშნულ თეორიას აქტიურად ავითარებს გავლადობის თეორიის მკვლევარი, დოქტორი პატაპუტინა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გრძნობა არ იმყოფება იდეალურ მდგომარეობაში. მასზე მუდამ მოქმედებენ დამამუხრუჭებელი ფაქტორები - დრო, უყურადღებობა, ჩაკეტილობა.. ამის გამო შეინიშნება ყველა (ყველა) გრძნობის მილევადობა. გრძნობა საჭიროებს გამუდმებულ კვებას, ზოგჯერ გაძლიერებულსაც, რათა იარსებოს. გრძნობის და ინდივიდის ბუნებიდან გამომდინარე მილევა შეიძლება იყოს ნელი ან სწრაფი. თუმცა მილევა არსებობს და მას ვერ გავექცევით. ისევე, როგორც ხახუნის ძალის შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა გრძნობა გაიპოხოს - შეიფუთოს სხვადასხვა პატარა-პატარა გრძნობუკებით (სურპრიზები, საჩუქრები) ან გადავიდეს საკირასიან-რეზონანსულ მოძრაობის რეჟიმზე - დაენიშნოს მუდმივი გამაღიზიანებელი, რომელიც გამუდმებით შეავსებს გრძნობის დანაკლისს.

თეორია 6. გრძნობის ნაყოფიერება. ამ თეორიას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს პოსტში. ამ დროისათვის თეორიები მეტ არ მახსენდება, Sci-Fi ღადაობაც მომბეზრდა და წავედი მე, თეორია პრაქტიკაში გამოვიყენო. :)