მე გორელი ვარ. გორი ის ქალაქია, რომელიც რუსებს ეკავათ 2008 წელს. ასევე გორი ის ქალაქია, სადაც იოსებ ჯუღაშვილი დაიბადა. რაც მთავარია, გორი ის ქალაქია, საიდანაც ისე მოიპარეს ზემოაღნიშნული პიროვნების ძეგლი, საკრებულოსაც რომ არ გააგებინეს და ახლა აპირებენ 11 უგზო-უკვლოდ მიმავალი ადამიანის ვეება მონუმენტის დადგმას ქალაქის ცენტრში, ისევ საკრებულოსადმი შეუკითხავად. ამ ჯერ არ დადგმულ "ამაოებას არ ამოება"-ს უკვე დაარქვეს გორელებმა საფეხბურთო გუნდ "გორის დილა"-ს სახელი მისი უგზო-უკვლოობის გამო.
ძალიან დიდი ხანია ქართული არხებისათვის არ მიყურებია. იმიტომ კი არა, რომ ტელევიზორი არ მაქვს. უბრალოდ სახურავზე ასვლა გვეზარება, რომ ანტენა გავასწოროთ (ცალკე ამ მოვლენაზე: ხვალე "ნიჭიერი" იწყება და მის სანახავად კაბელი ვიყიდე ანტენისათვის, მაგრამ ასვლა მაინც მეზარება). სამაგიეროდ მაქვს სატელიტური თეფში, რომელიც საშუალებას იძლევა ვუყურო მათ შორის რუსულ არხებსაც. გუშინ შემთხვევით ადგილობრივი ტელეკომპანია "თრიალეთი" დაიჭირა ტელევიზორმა და იქ ვნახე ცოტა უცნაური სიუჟეტი რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვასთან დაკავშირებით.
მააშ ასე, წარმოგიდგენთ სიტუაციას ქვეყანაში: გვაქვს ზემძლავრი, თუმცა რამდენად ეფექტური არ ვიცი, პროპაგანდა პატრულზე (სიუჟეტები, სიმღერები, ბავშვის სიმღერები და ბოლოს ეს თამაში "პოლიცია") როგორც იტყვიან, რეკლამა იმ პროდუქტს ჭირდება, რომელიც არ იყიდებაო. გვაქვს "ელიტური კორუფცია" როგორც სადღაც გავიგე და რომელმაც გამახსენა 2004 წელს გაზეთში წაკითხული სტატია კორუფციის დონეებზე და იმაზე, რომ ეს გაზეთი ვარაუდობდა, შევარდნაძის მასობრივი კორუფციიდან ქვეყანა სავარაუდოდ ელიტარულ კორუფციაზე გადავაო. სიმართლე გითხრათ, ეს ელიტარული კორუფცია ცოტა გაუგებარი ტერმინია ჩემთვის. დაბოლოს, გვაქვს სიტუაცია, როდესაც დემოკრატიის შუქურის პრეტენზია გვაქვს აღმოსავლეთში და რაღაც სტილის სიმღერებს კი ვკრძალავთ.

მულატკა
და რა მაინტერესებს: რომ შევუკვეთო, მაია მულატკას არ იმღერებენ რესტორანში? ნუ, ჯანდაბას, ბელიე როზი არ იმღერონ, მარა ეს შეზღუდვა არ დაარღვევს მომხმარებლის უფლებებს? პირდაპირ რა თქმა უნდა ვერავინ იტყვის, ისევ დემოკრატიის შუქურობიდან გამომდინარე, რომ არ დაუკრათ, არ იმღეროთ და ასეთი რამეები. მაგრამ ხომ შეიძლება მივიდეს ვინმე და რესტორნის დირექტორს უთხრას, მოგვივა ინფორმაცია რომ დაუკარით რუსული და დაგერხევათო. ჩვეულებრივი ქართული პრინციპით "მე ვიცი, შენ იცი, იმან იცის, მაგრამ არავინ ამბობს, ესე იგი არავინ იცის"-ო.
მე არ ვამბობ, რომ ამ როჟაზე ვგიჟდები ან რუსეთის მონა-მორჩილი ვარ. მაგრამ ზემფირას რომ ვუსმენდე და ვიღაც მოვიდეს და მითხრას, იცი რა, ეგ რუსულია და ამიტომ ცუდია, მოდი მაგალითად აჩი მეფარიძეს უსმინე, ქართულია და ჯობიაო.. მმ.. აი ეს იყო ჩემი კომენტარი. როგორც სამუშაო და ძმაკაცობა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, ასე კულტურა და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ. წავედი ახლა, დეტევეზე ბრუსლის კინო გადის, უნდა ვუყურო. პუწ დრაკონა!
5 comments:
გეთანხმები! კულტურა და პოლიტიკა ვაბშე სხვადასხვა რამეა. მარტო ზემფირაზე კი არა, ბევრ რამეზე - ლიტერატურა, პოეზია, ფილოსოფია...
მარტო იმიტომ, რომ რუსულია - არ ნიშნავს რომ ცუდია.
იდიოტური მიდგომაა ეგ, ასე ცალსახად როცა უყურებენ საკითხს. და ვერაფერს ვერ მოვიგებთ ამით.
fhghgfmghfmghfmh
სრულიად გეთანხმები არავითარ შენთხვევაში არ შეიძლება პოლიტიკის და კულტურის ერთმანთში არევა..ესენი სრულიად განსხვავებული სფეროა..
პოლიტიკა ძალიან ბინძური თამაშია და სამწუხაროა რომ ამ თამაშში უბრალო მშვიდობიან მოსახლეობას რთავენ..
რაც შეეხება რუსულ კულტურას, მე პირადად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს და ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ თუ ქართველი ხალხი გაეცნობა მათ კულტურას და ეყვარებათ მათი სიმღერები თუ ლიტერატურა ...რუსებსაც ჰყავდათ საკმაოდ კარგი პოეტები და მწერლები..და აქვთ მსოპლიო დონის სიგერებიც..
რაც შეეხება ზემფირას მე პირადად ძალიან მომწონს მისი სიმგერები და ზალიან ბერ ქართველ მომღერალს მირჩევნია..(აქვე ბოდიშს მოვუხდი ქართველ მომღერლებთან რა თქმაუნდა ძალიან კარგი მომგერლებიც გვყავს და თავდახრილი მივესალმები)
Pain doesn't have to sit up very high if you have chronic nerve pain. Pilates is to try and diagnose the health care practitioner and that is, they advise against using back muscles the erector muscle.
my homepage - back pain clinic Kyburz
My webpage ... back pain clinic Kyburz
These may include mutual family accidents to occupational therapy
or hired man therapy and this can alleviate their carpal tunnel.
my site; Lyles carpal tunnel treatment
Here is my webpage : Lyles carpal tunnel treatment
Post a Comment