მე რომ ავტომობილი ვიყო, ასეთი მონაცემები მექნებოდა ტექ-პასპორტში: ავტომობილი "ვანიშვილ 4", გამოშვების წელი: 1985, ტიპი: მამრი, ფერი: მოწითალო-თეთრი 1/4, სახელმწიფო ნომერი: 59001.. , გაცემის საფუძველი: ოჯახის ერთობლივი განცხადება, გამცემი ორგანო: ქ. გორის სახ. მთ. სამშობიარო, კუთვნილება: კაცობრიობა. :) დღეს 26 წლის გახდა ეს ნახშირბადოვან-ცილოვანი დამოუკიდებლად მოძრავი ერთეული.
მაშ ასე. შევაჯამოთ გავლილი წელი. გვერდით მაქვს გახსნილი ჩემი წინა წლის პოსტი და ვნახოთ რა მომისწრია.
1. გამელესა სახლი - შესრულებულია.
2. შევეცდები ავტომობილიშ შეძენას - ჩაიშალა და შესაბამისად
3. შევეცდები მეგობარი გოგონას პოვნას - ჩაიშალა
4. წავალ და ვითამაშებ აირსოფტს - შესრულებულია.
5. გავიცნობ გორელ ტრეისერებს - შესრულებულია
6. მექნება სამუშაო - მაქვს
7. ალბათ ვიყიდი ველოსიპედსაც - შესრულებულია
8. აიცილებლად ვივარჯიშებ ყოველ დილას და გავაკეთებ 10 აზიდვას - ისე არაა ჩემი მტერი
9. არ დავივიწყებ ბლოგს - ვცდილობ
10. ვთარგმნი რამეს - ვთარგმნე ჰალფ-ლაიფ 2.
გეგმები შემდეგი წლისათვის:
1. მქონდეს სტაბილური შემოსავალი
2. ბოლო-ბოლო მოვნახო მეგობარი გოგო
3. ვთარგმნო კიდევ რამე და/ან დავწერო რამე სასარგებლო პროგრამა
4. რაში მჭირდება, მარა ვიყოლიო ავტომობილი (ეგდოს, ბავშვები შეჭამენ)
5. შევცვალო სახლის სახურავი.
6. ჩავველოსიპედდე ხაშურში და ბორჯომში.
7. ვიარო აირსოფტის თამაშებზე
8. გადავიღო კლიპი ჯგუფი "თუმანის" სიმღერაზე "მზეო ამოდი"
9. მქოდეს ერთ დღიანი, სამ დღიანი, ერთ და ორ კვირიანი მობილურის კარანტინი
10. არ ავცდე 95 კილოგრამს.
ახლა კი დღევანდელი დღის სტატისტიკა: პირველი მილოცვა მივიღე 12:10 წუთზე მშობლებისაგან და მათი მეგობრებისაგან, რომელ არს სტუმრები, ეგრეცა გიტრიმკვრელი ზურა ცოლითა თვისითა. ჯამში მომილოცა ოხრად ადამიანმა, რომელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემი დის უზარმაზარი სითბოთი სავსე მოლოცვა. მიყვარს ჩემი ძმა დაიკო. :* ჩვენმა თითქმის მთლა უფროსმა აი ასეთი საჩუქარი გამომიგზავნა.
საჩუქრებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და არანაკლებ სამიგინალური საჩუქარი მაჩუქა საჯაროს ნინომ, რომელ არს თანამშრომელი ჩემი.
გუშინვე დედამ მიყიდა ესეთი ცნაური (ცნაური) რაღაცისფერი ქუდი..
გუშინწინ კი რაჭის მაღალმთიანეთმა მაჩუქა ყველაზე მისტიკური ხედი, რაც კი მინახავს ოდესმე. Silent Hill - ამაფორიაქებელია.
არავის უჩუქნია ღიმილი ჩემთვის.. თუმცა არა, ჩიხლამ მაჩუქა ღიმილი. და საერთოდაც, ადრენალინის დონე საშუალოზე დაბალია. არ მქონია ტორტი, არ მქონია ფართო პურიჭამა და არ მყოლია სტუმრები. Fuck Yeah..

სლავა, სოკები არ დავლიოთ?

No comments:
Post a Comment