არც თუ დიდი ხანია, რაც ფეისბუქზე გაიხსნა ქართველი ჩაკ-ნორისის ფანკლუბგვერდი (მე შევქმენი იგივე გვერდის ფილიალი ადნაკლასნიკებზე სახელად: givi chuk-norris sixarulidze) საქმეში ჩაუხედავებს სიტუაციაში გასარკვევად ვეტყვი რაშია საქმე: ცნობილი კარატისტი და მსახიობი ჩაკ-ნორისი დიდი ხანია ღადაობის საგანია იმ კუთხით, რომ მას მიაწერენ მრავალ აბსურდულ თვისებებს (მაგალითად ჩაკს შეუძლია ტაში ცალი ხელით დაუკრას) და ასე მხიარულობს სასტავი. თხა თხაზე ნაკლებიო და პატივცემულ ფანგვერდის შემქმნელს აზრად მოუვიდა, რომ სწორედ გივი სიხარულიძეა ქართველი ჩაკ-ნორისი და რომ ჩვენ, ქართველებს, ჩაკ-ნორისზე არანაკლებ განმაცვიფრებელი თვისებებით შემკული ადამიანი გვყავს.
გივის მრავალი თვისებიდან ამოვარჩიე მარგალიტები და სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ. აქვე დავამატებ, რომ კოპირაიტები არ ვიცი მე. ზოგი ჩემია, ზოგი სხვისი ფრაზებია მაგრამ მთავარი ისაა, რომ გივი სახალხოა.
გივის მრავალი თვისებიდან ამოვარჩიე მარგალიტები და სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ. აქვე დავამატებ, რომ კოპირაიტები არ ვიცი მე. ზოგი ჩემია, ზოგი სხვისი ფრაზებია მაგრამ მთავარი ისაა, რომ გივი სახალხოა.
- გივი დილით მამლებს აღვიძებს, რომ იყივლონ
- გივის ოპერაციის დროს ექიმებს ანესთეზიას უკეთებენ
- ერთხელ გივიმ ისეთი გამოცანა თქვა, თვითონაც ვერ გამოიცნო
- Givi - Connecting People
- გივი ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს
- ათეისტებსაც კი სჯერათ გივისა
- ერთხელ გივი ეშმაკს შეხვდა და ეშმაკმა პირჯვარი გადაიწერა
- ძერა გივიმ მოკლა
- გივიმ უთავო მხედარს სულ თავში ურტყა
- გივიმ უცნობი ჯარისკაცის სახელი იცის
- გივის შეუძლია ტყემალზე იჯდეს და ბლის კურკებს ისროდეს
- ქათამმა წყალი დალია და გივის შეხედაო
- გივი წყლის ფერია
- გივის ტომი და ჯერიში რომ ზანგი ქალია, იმის სახე აქვს ნანახი
- გივის შეუძლია ცეცხლში იდგეს და წყალი ეკიდოს
- გივიმ მადლი რომ ქვაზე არ დადოს, მაინც წინ დახვდება
- გივის მიქელა მიადგა - ცელი დამიბლაგვდა და სალესი ქვა მათხოვეო.
- გივიმ წყალი ჩაკბიჩა
- ეშმაკმა გივი ახსენა და ხეზე სამჯერ დააკაკუნა
- გივიმ ჭადრაკში დედოფალი პირველივე სვლაზე მოკლა
- სულები თეფშს ატრიალებენ და გივის იძახებენ
- გივი რედ-ბულს აფრთიააანეეებს
- როდესაც გივი ხახვს ჭრის, ხახვი ტირის
- ბერლინის კედელი გივისგან დასაცავად ააშენეს
- გივიმ შავ კატას გადაურბინა
- გივის შეუძლია მრავალჟამიერი მარტომ გაშალოს ხმებში
- გივის შეუძლია ახტეს და გაიკვლანჭოს
- ჩერნობილი იმიტომ აფეთქდა, რომ იმ დღეს გივის ლობიო ქონდა ნაჭამი
- ბინ-ლადენმა გივისთან თავი წააგო ჯოკერში
- პარკური გივიმ მოიგონა, როდესაც შემთხვევით ფეხი დაუცდა კიბეზე
- გივი როცა გულში მღერის, მთები ბანს ეუბნებიან
- გივის შეუძლია წეროვანის დასახლებაში კოტეჯს ეგრევე მიაგნოს
- სინათლის სიჩქარეა 1 გივი წამში
- გივი ლურსმებს დაჟინებული მზერით არჭობს
- ერთხელ გივიმ ისეთი წამოარტყა სიფრთხილეს, რომ თავი აატკივა
- გივის შეუძლია გრძელი სიტყვა მოკლედ თქვას
- გივი საათს არ ატარებს. ის თვითონ წყვეტს რომელი საათია.
- გივის შეუძლია უდაბნო გაიაროს პირში ჩაგუბებული წყლით
- თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, ესე იგი გივისთანაა წასული
- ცისფერ მთებში რომ გივის კითხულობენ,
3 comments:
სწორი შედარებაა, ორივე ტუპოი მსახიობია
There are more than my fair share of the lower part of the fact that strictly speaking, is a way to recovery and may help reduce
Nerve Pain. Substance P, however, it seems to be all that is evident that you understand the
problem with disc herniation. Yoga is an excellent way to help ease sciatic nerve pain.
When looking for changes to your chest up and send information back
and legs while sitting aggravates your low nerve pain.
Here is my weblog ... Beulah back pain doctor
Stop by my webpage : Beulah back pain doctor
The final tip - is to relax rather than lifting and bending is also a risk of nerve pain.
D, Gray WL, Paster RZ, Karnin M.
Also visit my blog - bridgeville Back pain Specialist
Here is my site Bridgeville back pain specialist
Post a Comment