Tuesday, June 14, 2011

აგვისტოს 5 დღე

გუშხამ, რომელ არს კვირა, ვიყავი ამ "ავოიეე, ჰოლივუდეე, ქართველებეე" სტილით მაყურებლამდე მიტანილ კინოზე. ახლა მივყვები და ნელა-ნელა, წყნარად განვიხილავ. არ დავმალავ არც ცუდს და არც კარგს. ჰო, ამას ვწერ ვინმე გურამ მელექსე, მე გორელისა ამითა..
მააშ ასეე: ბიუჯეტი 20 მილიონი.. ნორმალური ფულია. კაი 200 ხინკალს იყიდი და ცოტაც დაგრჩება. და რა მაინტერესებს: ეს ფული სულ ასაფეთქებლებში წავიდა თუ სცენარისტებსაც მისცეს რამე? ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ მინახავს მე ასეთი ომი. ნუ, ჯანდაბას, გრძნობების გასაძლიერებლად საჭირო იყო ქვა არ დარჩენილიყო ქვაზე და დაენახა მაყურებელს, როგორი საშინელებაა ომი. მარა რა არის იცი? ადამიანი ეჩვევა.. და ეჩვევა მალე. როდესაც მთელი კინოს მანძილზე ფეთქდება, ისვრიან და ბრაგაბრუგი ისმის, ამას ვეღარ აღითქვავ მძაფრად.
სამაგიეროდ მშვენივრად არის გადმოცემული ქვეყნის სილამაზე. არის გადმოცემული ტრადიციები, თუმცა რაღაცნაირად.. ეე.. მარკეტინგულად? ფილმი მოგვითხრობს აგრეთვე, თუ როგორი მამაცები ვართ ეს ქართველები და როგორ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძვით.

 აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფილმი არ მოგვითხრობს, თუ როგორი ცუდები არიან რუსები. პირიქით, ერთად-ერთი რუსი ჯარისკაცი, რომელიც სულ ღლაპია და ავტომატს ძლივს ერევა, დადებითად არის წარმოჩენილი მარა რაღაცნაირად, საცოდავადაც კი. კაზაკები თავში უტყავენ, სამხედრო ფორმა ძველი და მოუვლელია, ბათინკების ნაცვლად ბოტასები აცვია.. სად ჩვენი, ქართული ფორმა - კბილებამდე შეირაღებული რემბოები, რომელთაც ტყვიები არ უთავდებათ და მიზანს არ აცელენ.


ენდი გარსია, რომელმაც არ უნდა დავუკარგოთ და მშვენივრად შეასრულა სააკაშვილის როლი, იშვიათად ჩანს ეკრანზე. ალბათ რაზეც ეყოთ ფული, რომ გადაეხადათ ჰონორარი, ის დრო გამოჩნდა. ნუ, სხვა ვერსია ნაღდად არ მაქვს. ენდი სააკაშვილის სცენები კინოში ისეა მიმოფანტული, ნაღდად ვერავინ გაიგებს, რა ხდებოდა მთავარსალდალთან, რა დღეში იყო მთავრობა და საერთოდ, რა საჭირო იყო ეს სცენები, თუ სიუჟეტს ვერ დაალაგებდა? სცენარისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჰალსტუხის ეპიზოდი არის კინოში. ასევე კოსტუმის დიზაინერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ამ სცენაშია ეს ჰალსტუხი, მაშინ როდესაც მთელი ომის მანძილზე მიშას სწორედ ეს ჰალსტუხი ეკეთა.


რამდენაც კომერციულია კინო? აი, ისრით მითითებულ ადგილზე, სადაც ფოსტის შენობა იყო და სადაც ცხოვრებაში არაფერი გაკრულა, მიტყეპნილია საქართველოს ბანკის მთელიანი პლაკატი. ამერიკელი მაყურებელი კი ვერ გაიგებს, სად ფოსტაა და სად ბანკი, მარა ცუდი ისაა, რომ კვამლი, რომელიც ნამდვილია, ამ პლაკატის ქვეშ გადის, და აშკარად ჩანს, რომ მიტყეპნილ-მიკომპიუტერებულია. სხვა ფარული რეკლამა ვერ ვნახე, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მთელი კინოს განმავლობაში ავტომატ-კალაშნიკოვის ქვენა მიდის, მაშინ როდესაც ქართულ არმიას სულ ახალი დარიგებული ქონდა კოლტ-კომანდო. ალბათ მოერიდათ კინოში ამერიკული ელემენტის გამოჩენა, არა? კაი, მარა სულ ბოლოს რომ ჩანს ძირს დაყრილი მ16 ები და გვერდით დადებული მუზარადები, არა უშავს?

ჰო, სამხედრო თემაზე კიდევ ერთი ლაფსუსი დავინახე: როდესაც მეთაური ხელს ხრის, ზემოთ წევს და მუშტს კრავს, ეს ნიშნავს "შეჩერდი"-ს. აქ კი, კაპირანი რევაზ დარსია ამ ჟესტს აჩვენებს და ყვირის "მომყევით". ა, კიდევ ერთი მახსენდება: რაკეტმტყორცნი, უფრო ცნობილი როგორც "ერ-პე-გე", რომელიც განკუთვნილია ახლოს მოძრავი ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად, საერთოდ უსარგებლოა მფრინავი და მით უმეტეს, შორს მოძრავი მანქანების ჩამოსაღებად. იმიტომ რომ არ მიდის სწორად. სადღაც აუცილებლად აურევს ტრაექტორიას. ეს ჩვენი კაპიტანი კი რომ დაადებს, იქცე დააგდებს ცოტა არ იყოს და გაუგებარ ვერტმფრენს. მემგონი კრაკაძილი იყო სანამ დაფრინავდა და რომ ჩამოვარდა, მერე მუტაცია განიცადა? შეიძლება ვცდები, მარა ეს სატრანსპორტო ვერტმფრენი მი-12 არაა?


ჰოოო.. არის მომენტი, როდესაც მთავრი გმირი ჟურნალისტი ვაშლს მოწყეტავს და ჭამს. ანუ მაინც გორეეეე. :) ერთი კაცია, რომელიც სანახევროდ ოსია და ის ცუდი როჟა და გამყიდველია ფაქტიურად. ჰო, პატარა-პატარა ყველას უკბინეს. უკბინეს ამერიკას - 5 კონტინენტზე რომ ომი იყოს, მაგათ მარტო საკაბელო არ გაეთიშოთ და სხვა ფეხზე არ კიდიათო? უკბინეს ევროპას და სხვათა შორის, ლამაზად შეასრულა ეს გარსიამ - იმათ რა ენაღვლებათ, მოიწვიონ კრებები და გადაწყვიტონ - სანამ ეგენი ლაპარაკობენ თითო წუთში თითო კაცი კვდება აქო. უკბინეს რუსეთს - როგორც ავღიშნე, საცოდავად იყო ის რუსი ჯარისკაცი ჩაცმული და პლუს, კაზაკი, ვინც ცუდ როლშია, ის ამბობს, რეგულარური არმია დემოტივირებულია და ამიტომ ჩვენ გვიძახებენ საპასუხისმგებლო მისიაზეო.


ახლა გეტყვით რას მოაქვს: მოაქვს და მაგრად თან პირველივე კადრებში როცა ჟურნალისტს ცხრილავენ და ესენი იძახიან პრესა ვართო და მაინც ესვრიან. აქვე შენიშვნა: როგორ შეუძლიათ ამ ოხერ ამერიკელებს სულ სექსზე ფიქრი, აზრზე არა ვარ რა!

საკაიფოდ მოაქვს, როდესაც ეს კაზაკი სოფლის თავს და პოლიციის უფროსს ქათმებივით დაჭრის ყელს.


და მოაქვს, აუ რა მოაქვს, როდესაც პატარაძალს ესვრიან მანქანაში. ყველაზე ემოციური მომენტია, მშვენიერი მუსიკით, გაფორმებით და ემოციის ზღვით. ცრემლიც კი წამომივიდა.


მოკლედ, ბევრი რომ არ გავახურო, ფილმი შედგება უამრავი ლამაზი და კარგი მომენტისაგან, რომლებიც არ არიან კარგად გადაბმულები. ფილმის დასრულების მერე გრჩება ნიხვატკა, რაღაც აკლია, რაღაც პატარა და უჩინარი, მაგრამ ისეთივე საჭირო, როგორც წერტილი. და ისა.. რატომ ამოიღეს ეს კადრი, არ ჯდებოდა კინოს დინამიკაში? აბა ჰოლივუდიო?


კინოს მიხედვით გორი ძააალიან პატარა ქალაქია, დაჟე ისეთი პატარა, რომ სულ 8 ტანკია საჭირო, რომ მისი ცენტრი დაიკავო, ასევე საკმარია 5 წუთი, რომ ცენტრიდან ქალაქგარეთ გახვიდე, და რაც მთავარია, გორი ისე დაინგრა კინოს რომ ვუყურებდი, რომ გამიკვირდა, საერთოდ როგორ ვცხოვრობ აქ. წავედი ახლა მე. თქვენ კი შეგიძლიათ გადაიკითხოთ გოგი გვახარიას მიმოხილვა, რასაც კინოს ყურების მერე კიდევ უფრო ვეთანხმები. ასევე შეიარეთ ფორუმ.გე-ზე, სადაც აქტიურად მიდის ფილმის განხილვა. დაბოლოს, ნახეთ ეს სულ პირველი ტრაილერი, რომელიც მემგონი ფილმის ყურებას ჯობია. 


აქვე საინტერესო ვიდეოები ამ თემასთან დაკავშირებით:

აკრძალული კინო რუსეთში კონფლიქტზე

აქვე საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა მედლის მეორე მხრიდან. მიაქციეთ ყურადღება ფონზე მოძრავ ბურთულებს. ზომბირება..


რა შუაშია და მოდელირებული ქრონიკა:


7 comments:

qameleoni said...

ერთ კადრში ძალიან აშკარად ჩანს ჯეოსელის უზარმაზარი რეკლამა სახურავის თავზე, თანაც დიდი ხნის განმავლობაში, სანამ რუპერტი ლაპარაკობს რაღაცეებს :) საბოლოო ჯამში ინტერესით ვუყურე ფილმს.

გურამი said...

ეგ ჯეოსელის რეკლამა მართლა დგას გორში ცენტრალურ მოედანზე, მარა ბოგ-ის ლოგო არაა ფოსტაზე, მარა ამერიკელება რა იციან ამდენი, ჰო? :)

და ისა.. ხალხო, პოსტი შემიფასეთ, თორემ კინო რომ ფარჩაკობაა, კი ვიცი მეც და არ უნდა მოპტიჩკვა. :)

devida said...

გუროოოოოო, დღეს საღამოს უეჭველი მოდი ჩემს დაბდღეზე თორემ, აგვისტოს ხუთი დღე კი არა მესამე მსოფლიო ომი სანატრელი გაგიხდება. ჯუნგლა

devida said...

ცოლი მოიყვანე ცოლიიიიიიიიიიიი

nakrina said...

კარგი პოსტია, მომეწონა. მე ასე დაკვირვებით არ მინახავს ფილმი, თუმცა შენი პოსტი რომ წავიკითხე,ბევრი რამ აღვიდგინე.

გურამი said...

ჯუგლაძე, შენი ბლოგერობა არ გეიშვა! :)

ნაკრინა, ძალიან გამიხარდი ჩემს ბლოგზე. მეგონა სადაა ეს გოგო თქოო. :)

Anonymous said...

Control The Pilates exercise for a small portion of the
ground against a wall or a complication of shingles
include severe low Nerve Pain is that the heat pad. It is known as qi moves freely through the use
of the production of the most commonly to treat nerve pain.
Because of obesity or pregnancy.

My blog post Perris Acupuncture Back Pain
Also visit my web blog :: Perris acupuncture back pain