Saturday, June 25, 2011

რესტორანი "იმპერიალი"

მაშ ასე, დღეს სულ რამდენიმე საათია რაც გახლდით ახლად გახსნილ რესტორან "იმპერიალში", რომელიც შეიქმნა აწ უკვე ყოფილი ლუდის ბარი "ორბის" ბაზაზე. დავწყოთ ისტორიით. 90-იანი წლებიდან ლუდის ბარი "ორბი" ერთ-ერთ ყველაზე დიდი და ცნობილი ბარი გახლდათ გორში. თავის სახელს 2005 წლამდეც კი ინარჩუნებდა. მაგრამ მერე დაიწყო რესტორნების და მსგავსი კვების ობიექტების ბუმი გორში და "ორბმა"-ც დაკარგა აქტუალობა. პლუს "ორბის" ქებული ხინკალი რაღაცნაირად გაბანძდა და მათ საკუთარ ლუდსაც უცნაური რეზინის გემო მიეცა.


2011 წლის დასაწყისში ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო, დააფურთხა 30 დან 50 ათასამდე ლარს, უარი თქვა ზაფხულის ღია, გრილ ვერანდაზე და საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო: რებრენდინგი! საბოლოო ჯამში ლუდის ბარიდან მივიღეთ გორის სტანდარტებით 4 ვარსკვლავიანი რესტორანი. რესტორანი "იმპერიალი"


მაშ ასე, ექსტერიერი: შუშებიანი გარე ხედი, გრანიტით მოპირკეთებული კიბეები და შუშის კარები. 10 ქულა 10 დან. ძველი ლუდის ბარიდან დარჩა მარტო სახურავი, სადაც ღარებს შორის ნაცვლად "ორბი"-სა წერია "იმპერიალი", რომელიც ასევე ნაცვლად უბრალო წარწერისა, ღამე ანათებს კიდეც. და კიდევ დარჩა ძველი კუპეები, სადაც 8 ადამიანიდან 20 მდე შეიძლება დაეტიოს.


შესასვლელი ფართო და ნათელია, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს გვერდებზე დაკიდებული სარკეები. 10 ქულა 10 დან. ერთად-ერთი მინუსი, რაც სურათზეც ჩანს, კაცისა და ქალის საპირფარეშოები ისეა ერთმანეთთან მიჯრილი, დალეულზე რომ გამოვედი, მეგონა გამიორდა თქო ჩვენება და საერთოდ გადავიფიქრე იქ შესვლა. :)


ინტერიერი: ძნელი წარმოსადგენია როგორ გამოვიდა ამხელა ფართი მაქსიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი ვერანდიდან. პირველი რაც თვალში გეცემა შესვლისას, ეს სწორედ სივრცეა. ახალ რესტორანში თავისუფლად დაეტევა 100 კაცამდე. მინუსი - მაქსიმუმ 30 ადამინი თუ იცეკვებს. 8 ქულა 10 დან - სივრცე არაა ოპტიმალურად გამოყენებული.


დეკორაცია - მოწოდების დონეზეა. დარბაზი ნათდება სამი ხერხით. ესაა შეკიდული ჭერის განათება, რომელიც მეორეხარისხოვან განათების როლს ასრულებს და იძლევა ნაზი სინათლის ჩართვის საშუალებას. მთავარი განათება ხორციელდება დღის განათების მცირე ნათურებით, რომელებიც ისეა დამონტაჟებული, რომ შესაძლებელია 6 სექტორად დაყოფილი დარბაზის მარტო 1 სექტორი იყოს განათებული და დანარჩენები კარგად ჩაბნელდეს. მესამე და არამთავარია "შუქ-მუსიკის" ლაზერული განათებები. დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი ე.წ. "ფლეშ-ლაითი" იქნებოდა, მაგრამ ალბათ სახსრების დანაკლისის გამო მხოლოდ ლამაზი სხივების გამოშუქებით და ფიგურების ხატვით შემოიფარგლნენ. დეკორაციაში აგრეთვე აღსანიშნავია საკმაოდ ლამაზი ფარდები, ჭერს შეხამებული იატაკის ფილები და ბარი. საერთო ანგარიში 9 ქულა 10 დან.


ძველი ლუდის ბარის ერთი ციცქნა ბარიდან არაფერია დარჩენილი ლუდის ჩამოსასხმელი აპარატის გარდა. ახალი ბარი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ერთი ის აკლია, რომ ბართან ვერ ჩამოჯდები, რაც პრინციპში არაა საჭირო - რესტორანია ბოლო-ბოლო და იმხელა მაგიდებია გაშლილი. :)


მომსახურება - ახლად ნაყიდი თეფშები და საერთოდ, მაგიდის ატრიბუტიკა სასიამოვნო სურპრიზად დამხვდა. ქაღალდის ხელსახოცების ნაცვლად არის დიდი ნაჭრის ხელსახოცი. თეფშების გამოცვლა ხდება სტანდარტულად, როცა დაინახავენ. :) საკვების მიტანა წარმოებს სპეციალური ურიკებით, რაც ადრინდელ ხელით მიტანასთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ მისვლიდან კაი 20 წუთი ველოდეთ პურის მოტანას და კიდევ 5 წუთი ლიმონათების შემომატებას. საერთო ჯამში ნახევარ საათში შესაძლებელი იყო დაგეწყო პურის ჭამა და ეს მაშინ, როდესაც ზუსტად გვითხრეს დაწყების დრო. ორი ტყუპი მიმტანის ხათრით მომსახურება იღებს 7 ქულას 10 დან.


ჩემი საერთო შეფასება ასეთია: გარემო 10 ქულა. მიდგომადობა 10 ქულა. პერსონალი 9 ქულა. მომსახურება 8 ქულა. ჯამში 8.5 ქულა. ფასები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სტანდარტული გორის ფასები იქნება წესით. მადლობა მიმოხილვის წაკითხვისათვის. აქვე იხილეთ ჩემი სხვა მიმოხილვებიც ("შადრევანი", ."გუსტო", "ხინკლის სახლი")


2 comments:

dato beshkenashili said...

kargi postia, mainteresebda rogor gaaketes :) srulad da amomwuravad daakmayofile chemi interesi :))

Anonymous said...

When you are not the case of lower-nerve pain, according to the body.
According to the public system or massaging the painful symptoms.
Strong abs may actually not sciatica. Anyone who experiences
a fracture, dislocation, separation or tendonitis can cause changes frequently found in pharmacies without prescription drugs, including tight back muscles from lack of lumbar disk herniation.


my page back pain Specialist massey
Review my web blog : back pain specialist Massey