4 მეგობარი, რომელთაც ერთმანეთი 30 წელი იყო არ ენახათ, შეხვდნენ ერთმანეთს ფართიზე,რამდენიმე ჭიქაც გადაჰკრეს და შემდეგ ოთახში გავიდნენ სალაპარაკოდ.
ერთმა მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭი მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა დაიწყო ერთ-ერთწარმატებულ კომპანიაში, სწავლობს ბიზნესსა და ადმინისტრირებას, სამუშაოზე ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებზე ინაცვლებდა და ახლა უკვე კომპანიის პრეზიდენტია. ისეთი მდიდარი გახდა, რომ დაბადების დღეზე თავის მეგობარს ბოლო მოდელის მერსედესი აჩუქა. ”
მეორე მეგობარმა თქვა: ,,ძალიან კარგი. ჩემი ბიჭიც მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა ავიაკომპანიაში დაიწყო, შემდეგ პილოტობა მოისურვა და სწავლაც დაიწყო. ამასთანავე კომპანიის პარტნიორიც გახდა და აქტივების უმრავლესობას ფლობს. ისეთი მდიდარია, რომ თავის მეგობარს დაბადების დღეზე რეაქტიული საჰაერო ხომალდი აჩუქა. ”
მესამე მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭიც მამას სიამაყე და სიხარულია. საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარა და ინჟინერი გახდა. შემდეგ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსა და მულტიმილიონერი შეიქნა. ამის წინ თავის მეგობარს 30,000 კვადრატული მეტრის სახლი აჩუქა დაბადების დღეზე. ”
სამი მეგობარი ერთმანეთს გადაეხვია და ულოცავდნენ გახარებულები, რომ ასეთი წარმატებული დაკარგი ბიჭები ჰყავდათ. მეოთხე მეგობარი შემოტრიალდა და ჰკითხა: ,,ვისთვისაა განკუთვნილიახლა ეს მილოცვები?” ერთ-ერთმა უპასუხა: ,,ჩვენ გვიხარია ასეთი კარგი შვილები რომ გვყავს, შენ ბიჭზე რასგვეტყვი?” მეოთხემ უპასუხა: ,,ჩემი ბიჭი გეია და სტრიპტიზ ბარში მუშაობს სტრიპტიზიორად”.
სამი მეგობარი აღშფოთდა და ერთხმად ჩაილაპარაკეს: ,,რა სირცხვილია.. რა იმედგაცრუებაა..” მეოთხემ კი თქვა: არა, მე არ მრცხვენია, ის ჩემი შვილია და მიყვარს. ამასთანავე არც ისე ცუდი ბიჭია, მისი დაბადების დღე 2 კვირის წინ იყო და საჩუქრად 30000 კვადრატული მეტრის სახლი, საჰაერო ხომალდი და ბოლო მოდელის მერსედესი მიიღო, ეს ყველაფერი მისმა სამმა ბოიფრენდმა აჩუქა.

1 comment:
aaaaaaaaaaaaaaaaaaaa avyiravdiiiiiiiiiiiiiiiiiiiii :D :D :D :D :D :D bhhhhhhhahha sagol chemidedasvfiicavar
Post a Comment