Saturday, October 8, 2011

გასეირნება სიონის წყალსაცავზე

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი დამიგროვდა დასაწერი თქო. ასე რომ აპრობირებული მეთოდით ვხსნი სურათებით სავსე საქაღალდეს, მივყვები სურათეს და ვიხსენებ სიონის წყალსაცავზე გატარებული დროს, რომელიც იყო ამა წლის 30 ივლისს.


მაშ ასე: სიონის წყალსაცავი არის არმისული თუშეთში, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში. მისკენ გზა მიდის როგორც სტეფანწმინიდს მხრიდან, ისე თბილისის გავლით გლდანიდან. მაგრამ საბანაო ადგილები არისო გლდანიდაო, ასე რომ.. თუმცა მივყვეთ რიგის მიხედვით.


ეს არის ჩვენი აღჭურვილობა. გარდა ორი კარავისა და სამი საძილე ტომრისა, აქ არის ორი საცურაო კამერა, მზისგან დამცავი ქოლგა, რამდენიმე ქვეშსაგები, პლედი, ქვაბები, თეფშები, ჭიქები, შეშა, შამფური და რაც მთავარია - ანკესი! დიახ, სიონის წყალსაცავზე იმდენი თევზია, შეიძლება შემოეჭამო რომელიმეს.


თუ გლდანის "ბღატისლავა"-ს არ მივიღებთ მხედველობაში  - გზა მოჭარბებულ სიმწვანეში გავიარეთ. ფრაზა "ვაიმე, რა მაგარია!" უძაანესად შემოგვაცვდა - უფრო უკეთესი აღფრთოვანების გამომხატველიც რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ.. არადა გარემო მართლა ლამაზია.



 მიდიხარ, მიდიხარ, ბარის ჩახუთულობას ერიდები და ყოველი შემდეგი მოსახვევის მერე გრძნობ რომ ცოტა აგრილდა. მერე ცოტა კიდე, მერე კიდე.. მერე შეგხვდება ამტვერებული გზა, სადაც მოგიწევს ფანჯრების აწევა, რომ არ დაიხრჩო და ხვდები, რომ არაფერიც არ აგრილდა.. მერე შეიძლება შეგხვდეს ეკო-ფუდის მანქანა, რომლითან გასვენებაში მიდის სასტავი..


ასევე გზაზე გვხვდება საბჭოთა დიდების დინოზავრები. აი ეს დასასვენებელი კომპლექსი მაგალითად..


ასევე აი ეს საბჭოთა კოსმო-ციებ-ცხელების დროინდელი რაღაცეები.. სამწუხაროდ მთავრი რაც იყო, ამის მერე იყო და გადაღება ვერ მოვასწარი..


თვითონ დაბა სიონს რაც შეეხება, წარმოიდგინეთ რომ ურეკში მოხვდით - ძალიან მოულოდნელად გხვდებიან ტიტლიკანა ხალხი გასაბერი ნავებით, პლავკებში, რუჯით, შლოპანცებით.. მერე შენ კომპლექსი გიპყრობს - როგორ თუ ამდენი მაცვიაო - თან სიგრილის მიუხედავად მანქანა გაჩერდება თუ არა, მომენტალურად დაგცხება. მერე დამბაზე გადასვლა მოგინდება, მარა ნურას უკაცრავად - დამბა დაკეტილია და მანქანა ზედ ვერ გავა. მართლაც რომ - მთელი ეს ნარუჯიანი ხალხი ფეხით მოძრაობს. შენ კი გეზარება მინიმუმ 150 კილო ბარგის ხელით თრევა. ჯანდაბას, კარავს კიდე ატარებ, მარა ბიჭი ხარ და კილომეტრნახევარი ატარე შეშა, საჭმელი, აღჭურვილობა და მოწუწუნე გოგოები. :დ

გეგმა ბ მდგომარეობს იმაში, რომ დაბრუნდე ცოტა უკან და გაუყვე გრუნტის გზას. მართალია ეს გზა ტაძრამდე ვერ მიგიყვანს, ის კი არა და შეიძლება საშიშიც აღმოჩნდეს - რაიმე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეფრინდეს მძღოლის მხრიდან ფანჯარაში და წინა მგზავრის ფანჯრიდან დაუტორმუზებლად გაფრინდეს - ან უკანა ფანჯრიდან შემოფრინდეს და სავარძელზე გოგოების გვერდით მოუნდეს დაშვება..


მაგრამ ეს გზა სავსეა თავგადასავლებით და თუ შემთხვევით მეასე დაღმართის ჩავლის შემდეგ მეხუთასე მოსახვევის გავლისას შეამჩნევთ, რომ მანქანამ ეს-ესაა ჰაერში გაიარა, არ შეგეშინდეთ - ეს უბრალოდ ჩანგრეული გზაა და სხვა არაფერი.. (ბორბალი ჰაერშია)


ჰო მართლა - ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხუთ კილომეტრამდე გაივლი, სულ მწვანეში დადიხარ და თან გზა უახლოვდება წყალსაცავს - კარგი დასაბანაკაბელი ადგილის იმედს რომ აღვივებს - მაგრამ მერე რომ მოულოდნელად საერთოდ სხვაგან მოუხვევს, გზაზე ცხენოსანი ათეული გაგეჩითება, გზა რომ აგერია მიხვდები და ამ ყველაფრის მერე მთლიანად ტალახში ამოითხვრები - დამერწმუნეთ, სასიამოვნოთა კატეგორიიდან არ არის. სიტუაციას უფრო სახალისოს ხდის ამ 1 საათის წინ "აუ, წავიდეთ აქედან, ფეხით როგორ ვივლით ხოლმე, იქით უფრო კარგი ადგილები იქნება" სტილის საუბარი როგორ იცვლება "აუ, დავრჩენლიყავით იქ, გადავიტანდით ფეხით ბარგს და ახლოს მაინც ვიქნებოდით" სტილის წუწუნით.


უკან მობრუნებულები შეამჩნევთ, რომ სადაცაა მზე ჩავა და თქვენ ამ დროს ადგილიც კი არ აგირჩევიათ. სამაგიეროდ მზეა უუუზარმაზარი და თბილი..


ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.. ხოდა ერთ ყურეში, რომლიდანაც დამბა ჩანს და რომელსაც ტყის მაგვარი რაღაც აკრავს გვერდით, მოაწყობთ ბანაკს. ვაშა, ამხანაგებო!


შეიძლება თევზაობაც. თან თევზი არასოდეს დაგწყვეტთ გულს - პაპლავკი მუდამ ითამაშებს და დომკა მუდამ იზარუნებს.. ნუ, ცუდი ისაა, რომ თევზი ეშმაკია და 100 მობმული პურიდან 90 ისე შეჭამა, როგორ გამოიყურებოდა, ვერ ვნახეთ.



დადის კატერიც.. სასეირნოდ თუ მაშველები არიან, არ ვიცი, მარა ერთხელ გაიარა..


ღამდება და საჭირო ხდება თავშესაფარის გაკეთება. გადმოვიღეთ კარვები და ჩვენ ჭკუაში ვაწყობთ. პირადად მე 5 თუ 6 ნაწილი დამრჩა და მაინც გამოვიდა კარვისმაგვარი რაღაც.. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ კარები არ ქონდა ამ რაღაცას. ბოლოს კეთილი დეიდა მერი მოვიდა და თვითონ აგვიწყო კარვები.. ოღონდ მერის არაფერი ნაწილი არ დარჩენია, დაჟე დააკლდა.. :)


საცურაო კამერის გასაბერად გამოდგება "უნივერსალური პოზა" - იმიტომაცაა უნივერსალური, რომ ყველა პონტში გამოდგება.


ასეთივე წარმატებით შეიძლება ითევზაო უნივერსალურ პოზაში.


ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რამხელა გამოყენების არეალი შეიძლება ქონდეს უბრალო 40 ლარიან ფოტოაპარატის შტატივს? ის არა მარტო შტატივია, არამედ ტანსაცმლის საკიდიც!


ამასობაში მზე ჩადის და გართობა კარგია, მაგრამ შეშაა მოსატანი რომ კოცონი აინთოს - ღამით ცივა და პლუს მწვადია შესაწველი.. ხოდა შუა შეშის გროვების პროცესია და აი ასეთ რამეს ვხედავთ მიწაზე.


ნუ, რა თქმა უნდა გინდა თავი დააჯერო, რომ ეს უბრალოდ ძაღლის ნაკვალევია (და ასეც არის დარწმუნებული ვარ), მაგრამ სოფელში გაგებული - დათვები არიან აქ, მგლები - და მისთანა ჭორები ცოტა არ იყოს უსიამოვნო აზრებს ბადებს თავში. სამაგიეროდ სულ 5 წუთიც არ გავიდა და დავიჭირეთ პირველი თევზი.


მზე ჩავიდა..


კოცონი აენთო..


სუფრაც გაიშალა..


და წავიდა ესემესებიიი.. კი არა და, ცეცხლი პური ჭამა.. რა თქმა უნდა მაქვს პრიკოლი სურათიც ამ თემასთან დაკავშირებით. ა, ბატონო:


ესეც მე - კარავში. კარავში პირველად ვიწექი, როდესაც ბორჯომის ხეობაში გახლდით. ხოდა მაშინ დავასკვენი, რომ კომფორტის მოყვარული ადამიანი გახლავართ. ყოველ შემთხვევაში, დილით რომ გაყინული და დანგრეული სხეულით გამოიწელები კარვიდან, მსოფლიოში საუკეთესო შეგრძნება არ გახლავთ. :) ამიტომ სიონის შემთხვევაში ბევრი რბილი ქვეშსაგები წავიღე და ასე ცოტა არა უშავდა..


რა თქმა უნდა მთაჩი მალე ღამდება. იგივე წარმატებით შეიძლება ითქვას, რომ მალე თენდება კიდეც. ასე რომ 6 საათიც არ იყო, როდესაც კარვის კალთა გაიწია და ჯერ ჩემი ფოტოაპარატი გამოვიდა, მერე მე. გამოსულმა ფოტოაპარატმა ასეთი სურათი გადაიღო:


მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, სისხამ დილის მარგალიტები: მეხუთე ადგილზე გავიდა ფოტო, სახელწოდებით "მძინარე მზეთუნახავი"


მეოთხე ადგილი და "ზის ის სპარტააა!!! კი არა და, გურჯისტააან!!!" კატეგორია აიღო ფოტომ, სახელად "ნაცეცხლარი"


ბრინჯაოს მედალი მიიღო ფოტომ, სახელად "აუ, გიუშ, ჩემიდედასვფიცავარ, ხუთ კილოანი თევზი გამიფრინდა ახლა ანკესიდან", რომელმაც ასევე გაიმარჯვა კონკურსში "დაბოლილი და ხმამაღლა ჩაწერილი მეზობლები"


ვერცხლის მედალი მიენიჭა ფოტოს, სახელად "მარტო ვმუშაობ და რა ვიცი როდის იქნება მზად"


დაბოლოს: ოქროს მედალი და პრიზი "ჯერ-ჯერობით ყველაზე საუკეთესო გადაღებული კადრი" მიიღო ფოტომ, სახელად "მზეო, ამოდი"


თებზო, თებზო ლამაზო, ვის უცურავ, ვისა? მოდი ჩემთან. გაგაცნობ ჩემი ტაფის ძირსა..


ცურვა ზე-წყალითი სიჩქარით. :დ (ზე-ბგერითი სიჩქარის პონტში)


ოო.. მზე ამოდის და სიცხეც მატულობს. ჯერ-ჯერობით ქოლგის ქვეშ ვეტევით. მოვიდა საზამთროს გაჭრის დრო. დაგჭრი, ჩეეემიიი.. :მად:


ადამიანი შემოქმედი არსებაა. საზამთროს მხოლოდ ჭამა ყველას შეუძლია. მაგრამ შექმნა საზამთროსაგან ხელოვნების ნიმუშები, ეს უკვე რამეა. აი, პიროვნება და მის მიხედვით გაკეთებული პორტრეტი, შექმნილი საზამთროსგან. :დ


არააა.. დაცხა! აშკარად დაცხა! მანქანას რაც კი რამე გვქონდა, შემოვაფარეთ, რომ მზის მწველი სხივები არ შემოსულიყო.. ვიღას ეცალა სუფრის ასალაგებლად ან კარვების დასაშლელად - მზესუმზირა აღმოჩნდა საჭმელთა შორის და ადუღებული კოკა-კოლას თანხლებით წავიდა საუბარი ხელოვნებაზე.. :)


ძალიან საინტერესო ყვითელთვალებიანი ფრინველი მოფრინდა უეცრად სადღაც 200 მეტრში. ხოდა პირველად აი აქ გამოვიყენე შტატივი დანიშნულებისამებრ.


ახლა იქნება სურათი, რომელიც ამტკიცებს, რომ როდესაც ადამიანი რაც მოხვდება, ყველაფერს სურათს უღებს, ეს ძალიან ღლის ამ სურთების დამთვალიერებელს.


საინტერესო საუბარში და მზესუმზირის განადგურებაში მზე გადავიდა.. ახლა შეიძლება რუჯიც მიიღოს ადამიანმა.


მაგრამ სამწუხაროდ ამოქროლდა ქარი, რამაც გამოიწვია ტალღები და შესაბამისად - სანაპირო ზოლის ატალახება (სულ მიწაა სიონის წყალსაცავის გარშემო, დამბის გარდა). ამ მღვრიე წყალში კი გარდაიცვალა ბოლო ცოცხლად დარჩენილი თევზი, რომელთა შეწვა წინა ღამით დაგვავიწყდა. ასე რომ წყალში ჩაიყარა, ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით, ჩვენი მთელი თევზაობის შედეგი.


ნუ, როგორც ყველა კულტურული და სამშობლოს მოყვარული ქართველი, ჩვენც ერთ დიდ პარკში ვაგროვებთ ნაგავს შემდგომი გადაყრის მიზნით.


ვიღებთ სამახსოვრო ფოტოს.. ჩიიზ.. ანუ ყვეეელი.. არა, ეს არ გამოდგება.. მაშინ ქარი ქრიიიიიის.. კაროჩე, გაიღიმეთ, ვიღებ!


და წავედით საა ხშიი!.. და ისა, ფანჯარა აუწიე რა, კიდე არ შემოესხას ტალახი..


აი, უკანა გზაზე კარგად გამოჩნდა რა ხდებოდა დამბაზე და როგორ "სილიოტკებივით" იყო ხალხი ჩალაგებული.


ჯასთ ლამაზი სურათი, სახელად "საქართველოს გზები"


ნუ, რა თქმა უნდა შეიძლება მცხეთაში შევლა და თითო ლუდი და ხინკალის ათვისაებაც. მე 5 დავუწერე. პლიუსზე ვერ გაქაჩეს. :)


პრინციპში სულ ეს იყო. აი ეს ბოლო სურათი კი გადაღებულია წყალქვეშა ვიდეოკამერის მიერ ნაპირიდან ნახევარ მეტრში პურის ნამცეცების ჩაყრიდან 3 წუთში. სურათი ამოღებულია ვიდეოდან.




1 comment:

Anonymous said...

წერე რამეები რატომ არ წერ?:( ყოველ დღე ვამოწმებ ახალი ხომ არა ფერი დაწერათქო და შენ კი არაფერი გაქვს ახალი :((((((