Thursday, November 10, 2011

რატომ არ გვიღებენ "ნატოში"?

ჰაიუშკი! იყო ერთი დრო, როდესაც ძალიან ძალიან მიმზიდველი გოგო ჩვეულებრივ ნაცნობზე ახლო ურთიერთობაში იყო ჩემთან. ვისარგებლებ უპირატესობით და დავარქვათ ამ გოგოს ნატო. მე მომწონდა, ვატყობდი რომ ისიც არ იყო გულგრილი, მაგრამ ჩემთან ყოფნას რამდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს. პირველ რიგში - მანძილი. მეორე რიგში კი - ჩემი რიგი თვისებები. ამიტომ ნატომ შეიმუშავა რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნების სია, რომლებიც უნდა დამეკმაყოფილებინა, რათა ვყოფილიყავით სულ ერთად.

1. - უნდა მყოლოდა როგორც მინიმუმ იმდენივე ბიჭი მეგობარი, რამდენიც გოგო მყავდა იმ დროისთვის
2. - უნდა ამ ბიჭებთან გაცილებით მეტი დრო მეტარებინა, ვიდრე ამ გოგოებთან.
3. - უნდა გავსულიყავი და ერთხელ მაინც მეჩხუბა, რათა აღარასოდეს მეთქვა, ცხოვრებაში არ მიჩხუბიაო.
4. - უნდა მქონოდა ჩემი საკუთარი ბიზნესი.
5. - უნდა მყოლოდა მანქანა და უფრო ხშირად უნდა მენახა ხოლმე ნატო
6. - ასე ხშირად არ უნდა მეთქვა კომპლიმენტები, რატა ყელში არ ამოსვლოდა.

ცოტა თუ ბევრი ჩალიჩის მერე დავუახლოვდი და გავიცანი ბიჭები, მათთან ერთად ყოველ საღამოს თუ არა ორ დღეში ეერთხელ მაინც ვქეიფობდით ხოლმე, მერე ერთხელ ჩხუბიც მოგვიხდა რესტორანში. მერე ამ ბიჭებმა ერთად გავაკეთეთ ფოტომასალების ბიზნესი, მერე მე ფული დავაგროვე და ეს ბიზნესი გამოვისყიდე. მერე შემოსული ფულით და ცოტა კრედიტით ავტომობილი ვიყიდე, ნატოსთან ჩავედი და აღმოჩნდა რომ გათხოვილა.

რატომ გათხოვილა? უბრალოდ, ბანალურად აღარ ვევასებოდი. როდესაც ჩემთან ურთიერთობა უნდოდა, თურმე მაშინ კრიზისი ქონდა, წინა ლოვემ მიატოვა და ახლა თავშესაფარს ეძებდა.. ხოდა რა შუაშია ახლა ეს ისტორია საქართველოს "ნატო"-ში მიღებასთან: "ნატო" ჩვენც გვავალებს რაღაცეების შესრულებას, ამის გამო ქვეყანა ვითარდება, ისევე როგორც მე - მაგრამ საბოლოოდ შეიძლება უარი გთხლიშონ იმის გამო, რომ ბანალურად
ა. სად ჩვენ და სად ჩრდილო ატლანტიკა
ბ. მეტად პატარები ვართ სამხედრო ალიანსისთვის და ჩვენი თრევა არავის უნდა.
გ. საფრთხე მეზობლად გვყავს და არავის უნდა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, თუ ამ საფთხის მატარებელს თავში რამე ორიგინალური მოუვა.
დ. ამდენი ხანია შევდივართ და ვერ შევედით - რა არის, რა ნელა ვითვისებთ..
ე. ჩემზე ჭკვიანები ზიან ზემოთ და მოიფიქრებენ  - როგორც იტყვიან თუ გული საჩხუბრად გერჩის მიზეზი რა მოსატანიაო - იგივეა პირიქითაც.

არ მინდა სრული პესიმისტი გამოვიდე, მარა ამდენი ხნის მერე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კაპრიზიანი ქალბატონი რაღაცას გვეთამაშება და საბოლოოდ ისე ვერ ვიხილავთ მასში შესვლას, როგორც საკუთარ ყურებს. აი ეს იყო ჩემი კომენტარი.

4 comments:

Anonymous said...

kargi postia
kargi blogeri xar
mixarixar

Anonymous said...

kargi postia
kargi blogeri xar
mixarixar

roman said...

:D შენს ბლოგზე სულ ვპოულობ საინტერესო საკითხებს. აქ უბრალოდ ბოლოში ჩავამატებდი პუნქტს ვ. უბრალოდ ერთ დღეს მართლა ამოუვა ყელში ამერიკას ნატოს კვება და იტყვის წადით ერთი თქვენიო და ევროპა ცალკე ალიანსს გააკეთებს, მერე ჩვენს დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ევროპულ ალიანსში გაწევრიანება ისინი კიდევ ახალ პუნქტებს დაგვიდგენენ :/ :D :D

გურამი said...

ძალიან ჯიგარი ხარ რომან, რომ კითხულობ ჩემს ბლოგს და შენი დატოვებული კომენტარი ისე გამიხარდა, ხელფასის მომატება არ გამხარებია ასე. :) რაც შეეხება ევროპის ალიანსს.. იცი, მე ვფიქრობ, რომ ევროპა მეტისმეტად.. მმ.. ასე ვთქვათ, ეგოისტია ამისათვის. ან შეიძლება მეტისმეტად ბევრნი არიან ან მეტისმეტად ახლოს "აგრესორთან".