მე ძალიან არ გამომდის ხოლმე კრიტიკული პოსტები, ბუნებით ვარ ისეთი, რომ ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო. იმედის ეთერში შაბათობით გამავალი ფლეშმობებიც მომწონს ხოლმე - არის მომენტებში ელემენტები, რომლებიც დასაფასებელია და ხანდახან მართლა კარგი და მართლა მაგარი რამეც გამოდით ხოლმე.
მაგრამ! ხუთშაბათს საღამოს, როდესაც ერთი ჩვეულებრივი გადარეული სამუშაო საღამო მქონდა ჩემს სამუშაოზე, ჩემს არსებაში მოულოდნელად შემოიჭრა მუსიკის ჰანგები და მასთან ერთად შიშიც - ვაითუ კიდევ კონცერტია გარეთ თქო. კონცერტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს გარდა იმისა, რომ ბოლომდე აწეული ბასები პირდაპირ ტვინში გიკაკუნებენ და შენ კიდევ როგორმე საქმეზე კონცენტრაცია უნდა მოახდინო. გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე..

ისრით მითითებულ ადგილზე დგანან "ფლეშმობელები", ხოლო ქალაქის გამგეობასთან მიყენებული ამწე თურმე "ფლეშმობის" შემადგენელი ნაწილი ყოფილა. ახლა რაშია საქმე: ფლეშმობი არის ერთხელ და არა ოთხჯერ ჩატარებული მრავალი ადამიანის ერთობლივი ქმედება, რომლის დროსაც მაქსიმალურად არის შენიღბული ვიდეოკამერები და უბრალო გამვლელს "ბუნებრივი" ჰგონია ეს ღონისძიება. აქ კი არა მარტო ორი ამწე დგას (ჯანდაბას, დავხუჭავ თვალს და არ დავინახავ მეორეს), არამედ ცეკვას იმეორებენ ბევრჯერ, "ფლეშმობის" ობიექტი, რომლიც წინა ამწეზე მდგარი ბიჭის შეყვარებული ყოფილა, აბსოლუტურად ინფორმირებული იყო, რომ ეს ხდება (ორი კამერა დადიოდა გამგეობაში შიგნით) და ამ ყველაფერს ასდიოდა საზიზღარი არაბუნებრივობის სუნი.
და კიდევ ერთი დესინქრონიზაცია: გივი ჩაკ-ნორის სიხარულიძე, რომელიც მთელი ორი წინა "ფლეშმობის" დროს იყო გორის უნივერსიტეტთან, ახლა შეიცვალა ნანკა კალატოზიშვილით. მიუხედავად იმისა, რომ ნანკა ძალიან მომწონს, მე მაინც გივი ჩაკ-ნორის სიხარულიძე მერჩივნა რომ დამენახა. ყველაფერმა ამან ისედაც უიმედო გორის უნივერსიტეტის გუნდი (რომელიც შემდეგ ტურებში იმიტომ კი არ გადადიოდა, რომ კარგი წარმოდგენა დადგეს, არამედ იმიტომ, რომ სხვამ გააკეთა მათზე ცუდი) საერთოდ გამოეთიშა ფლეშ-მობ შოუს.
სურათების გადასაღებად გადარბენილს გზაში იმედის ვიღაც შემხვდა და მკითხა როგორ მოგწონს ჩვენი პროექტიო. მე კი ფლეშმობის კონცეფციის ფესვიანად მოშლით გაბრაზებულმა მივუგდე სიტყვა "ფარჩაკია" და სურათების გადაღება დავიწყე. ეს პოსტი იწერებოდა 4 დღე. ჩასწორდა გრამატიკული შეცდომები. ქვემოთ კი იხილეთ რა არის ფლეშმობი სინამდვილეში.
No comments:
Post a Comment