Saturday, December 15, 2012

ა მნე ნაპლევაც..

2 თუ 3 წლის წინ, როდესაც მწვანეთვალებასთან ბოლოჯერ მქონდა შეხება, მან ქამარი ამარჩევინა. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ძალიან კარგი ქამარი გამოდგა. მარტო ის უტეხავდა, რომ ბალთა ძვრებოდა წარა-მარა. მთელი ამ ხნის მანძილზე არ ვიცი ამას რა დავარქვა, ვერ ვბედავდი თუ არ მინდოდა თუ არ მიმესვლებოდა.. ფაქტია რომ მწვანეთვალებასთან სულ 10 მდე ფრაზა თუ მქონდა გაცვლილი და ისინიც კამათით მთავრდებოდა. ამ 1 თვის წინ თვითონ შემომთავაზა, დამირეკე, რა იცი რა ხდებაო. მე კი ისევ ნეიტრალურში მქონდა სიჩქარე, სანამ წინა კვირას მოულოდნელად არ შევხვდი გაჩერებაზე.

3 წელი გავიდა ბლიად, მშვენიერ სამუშაოზე მუშაობ, მშვენიერ ხელფასს იღებ და მშვენიერ გარემოში ტრიალებ. ხომ შეიძლება ეგ ძველი ტანსაცმელი გადაყარო ნახრენ და ნორმალური რამეები ჩაიცვა? არა რა.. 1 წელი კაი, ჯანდაბას, მთელი წინა ცხოვრების პრობლემები აგვარო, მეორე წელს ახალ სიტუაციას მოერგო მარა მესამე წელი იწურება ამის მამაც პლაკალა.. კაი, რა ჩემი საქმეა. ჩემი საქმე რაცაა, იმას დავწერ: ყოველთვის მეგონა რომ მწვანეთვალება ჩემზე მაგარი როჟა იყო, ყოველ შემთხვევაში თავს ასე აჩვენებდა. ხოდა დღეს იმ ქამარს კიდევ ერთხელ რომ მოძვრა ბალთა, მომეშალა ნერვები, ა მნე ნაპლევაც ნა ვაშუ ნოვა შესწ, წავედი და ახალი ვიყიდე. წინ უნდა იყურო ადამიანმა. არადა კინაღამ ცოლად მოვიყვანე კაცო..

3 comments:

Anonymous said...

შენ ისევ იქ ხარ?

Anonymous said...

ragac gaurkvevlad ecera . dzveli tansacmeli vis ecva....

გურამი said...

Of ქორს, აქ ვარ, აბა სად უნდა წავსულიყავი? :) გაურკვევლად ნაწერზე კი რა გითხრათ: მწვანეთვალებაზეა ამ პოსტში საუბარი როგორც დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევდა. :P