1998 წელს, როდესაც მოტოროლამ პირველი ტელეფონი გამოუშვა, ის მაშინვე ფუფუნების საგნად გადაიქცა. მახსენდება ზვიოს ცნობილი რეკლამა "დღესა ძმაო მარიჟობა თუ გინდა, ცალ ხელში მობილური უნდა გეჭიროს და მეორეში "გაზეთი 6 საათზე"". გაზეთს ნაკლებად გაუმართლა, მაგრამ მობილური მართლა მარიაჟობის საგანი იყო იმ დროს და თუ მობილური გქონდა, ძაან მაგარი როჟა იყავი. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც მანქანაში ჩასასხმელი ბენზინი, დენის გადასახდელი ფული, სახლში ფანჯრების გამოცვლის სურვილი და მსგავსი ჩემი აზრით გაცილებით პრიორიტეტული რაღაცეების სურვილი არ ქონდა და ხელში მოტოროლა ტ-100 ეჭირა (მაშინ ეს ზე ტელეფონი იყო). იყო დრო, როდესაც მარტო მობილურის ქონის ფაქტი საკმარისი იყო რომ გოგოს შეყვარებოდი, if you know what I mean..
2002 წელს ჩავაბარე უნივერსისტეტში და 2006 ში დავამთავრე. 1 კვირის შემდეგ დავიწყე მუშაობა ძალიან გემრიელ ფინანსურ ინსტიტუტში, პოსტებში კანტორად რომ მოვიხსენიებ ხოლმე და დღემდე იქ ვმუშაობ. ის ჩემი მეორე სახლია და ძალიან მიყვარს არა მარტო როგორც მეორე სახლი, არამედ როგორც ბევრი ახალი მეგობრის და თანამოაზრის შემახვედრებელი. ჩვენს ისტორიასთან მას ის კავშირი აქვს, რომ სწორედ კანტორაში მოსვლის შემდეგ გადავწყვიტე მეყიდა მობილური ტელეფონი. მჭირდებოდა და იმიტომ. და ვიყიდე Nokia 6230i - თავის წონაში უძლიერესი მობილური.
"ნოკია - გამძლე და ძვირადღირებული ნაგავი" - ფორუმის ერთ-ერთი მარგალიტი. ნაგვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ტელეფონს, იმდროინდელი მეორე თაობის ტელეფონების ყველა პლუსი ქონდა. არა მარტო ძალიან გამძლეა (ბევრჯერ დამივარდა და არაფერი დაემართა), არამედ აქვს მშვენიერი mp3 პლეერი და 1 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა. თუმცა აი, 2008 წელს, როდესაც ომის დროს სოფელში ვიჯექი უპონტოდ, ფრიად მოწყენილი და არაფერი პერსპექტივა არ ჩანდა მობილში ჩაწერილი 12 თამაშის გამრავლებაზე, გადავწყვიტე შემეცვალა ტელეფონი და იმავე წლის სექტემბერში ვიყიდე Nokia N73 - სრულიად ახალი.
Symbian სისტემაზე გადასვლამ ახალი ჰორიზონტები გახსნა პროგრამირების მხრივ და ჯავა აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობა მომცა. მაგას რომ თავი გავანებოთ, Flash Lite პლეერი ფლეშ აპლიკაციებსაც მშვენივრად უშვებდა.. უბრალოდ სწორი დაპროგრამირება ჭირდებოდა. 2 მეგაპიქსელი ძალიან სერიოზული ფოტოკამერა და ორჯერ დიდი ეკრანი აღფრთოვანებას იწვევდა რომ არა ერთი სერიოზული დეტალი - ჯოისტიკი. დიახ, N73 საზიზღარი ჯოისტიკი აქვს, რომელის შეკეთებში 30 ლარის გადახდის მერე მივხვდი რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და გადავედი N82 -ზე.
Nokia N82 არის იდეალური ტელეფონი. ის 3.5 თაობისაა, არ აქვს ჯოისტიკი და აბსოლუტურად არაფერი უფუჭდება. ვთვლიდი და ზუსტად 8 ჯერ დამივარდა. აქედან 1 ხელ კიბეებზე იმოგზაურა, ხოლო მეორედ გორი-რუისის ავტოსტრადაზე გაადინა ზღართანი. და რა მოხდა? არაფერი! არც კი გათიშულა. ძალიან, ძალიან გამიჭირდება ამ ტელეფონთან განშორება. მაგრამ გადამიყვანეს სათავო ოფისში, მაიძულეს ამეღო მაგთის ნომერი რათა კორპორატიულ ნომრად ექციათ. და მერე აღმოჩნდა, რომ მაგთი გაცილებით ძვირია ბალთან შედარებით. რომ 20 ლარი, რომელიც თვენახევარი მყოფნიდა ხოლმე, ახლა ნახევარი თვეც ვერ მიძლებს. ხოდა დიდი გულისტკივილით გადავწყვიტე 2 სიმიან ტელეფონზე გადასვლა, რომელსაც იგივე წონითი კატეგორია ექნებოდა.
Samsung Galaxy S Duos - განსხვავებული სტილი, გასხვავებული სისტემა. თაჩსქრინს ვერასოდეს ვიტანდი - შეჩვევა მომიწევს. სამსუნგი არასოდეს მომწონდა - შეჩვევა მომიწევს. კოჰაბიტაცია.. იცი, N82-ის კლავაც არ დამევასა თავიდან, მეტისმეტად მტკენდა თითებს, მარა ეს თაჩსქრინი თითებს კი არა, ფსიქიკას მტკენს. ანდროიდს სულ სხვა სისტემა აქვს, ვიდრე სიმბიანს. ამის გამო ნახევარი საათი ვიქექე სანამ ინტერნეტს ჩავრთავდი და პირველი, ვისი სურათიც ვნახე, ვლადიმერ პუტინი იყო მაილ.რუ-ს გვერდძე. ცხოვრებაა ესა? მარა 1 თვის მერე იმედი მაქვს ეს საზიზღრად თხელი და ნერვების მომშლელი ტელეფონი ისეთივე ახლობელი გახდება, როგორც კაცური და მუდამ დამჯერი ნოკია. ცოლებს ეჩვევა ხალხი და ეს ხომ უბრალოდ ტელეფონია..
Update
1 კვირის მერე ვწერ ამ ტექსტს: ამ ტელეფონს არ აქვს ვიბრო, როდესაც წერ მესიჯს. ასევე N82 სგან განსხვავებით შეუძლებელია ისე წერო, რომ არ უყურო - შესაბამისად ორივე ხელი დაკავებული გაქვს (ნოკიაზე თან მესიჯს ვკრეფდი ხოლმე, თან სხვა საქმეებსაც ვაკეთებდი. ყოფილა შემთხვევა, ერთი ხელით მესიჯს ვკრეფდი და მეორეთი მეილს ვწერდი). ჯერ-ჯერობით ვერ ვაიძულე, რომ კალენდარში აღნიშნული ივენთის დრო რომ მოვა, მელოდია დაუკრას და გამაგებინოს. ნოკია მუდამ მახსენებდა დაბადების დღეებს. ასევე უკეთესი პროცესორის მიუხედავად ვერ ვიტყვი რომ უფრო სწრაფად მუშაობს. დაბოლოს - მომიხდა ბევრი ისეთი აპლიკაციის ჩამოქაჩვა (მაგალითად ოფისის ფაილები რომ გამეხსნა), რომელიც ნოკიას ისედაც ქონდა და ეს ყველაფერი დიიდ ინტერნეტის და ფულის ხარჯებთანაა დაკავშირებული.
Update
გუშინ, 23 მარტს, დავაყენე რა Windows 7 - როგორც იქნა დაინახა კომპმა ეს ტელეფონი. იქსპის მიზეზი ის იყო, რომ მედია პლეერი იყო გასაახლებელი. და არ ანახლებდა - პირატული ვინოდუსი გაქვსო. ვოტ.

3 comments:
და ეს ტელეფონი არაფრით არ აპირებს დაუკავშირდეს ჩემს კომპიუტერს USB კაბელით! :@
:)))) ვააა, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობის მანძილზე მომხდარი ერთადერთი ჩხუბის დროს, მან აიღო და თავისი საყვარელი N82 შეალეწა გალერიის კედელს, უშედეგოდ ვეძებე 6 თვე რო მეყიდა, ახალი რო აღარ გამოდიოდა ვიცი, ნახმარიც ვერ ვიშოვე, ხოდა სამსუნგ გალაქსი sII ვაჩუქე.... მიეჩვია :) შენცმალემიეჩვევი კიარადა, რო მხსომებოდა ეგ ტელეფონი გქონდა აუცილებლად მოგაყიდინებდი :)
მადლობა ნინო მხარდაჭერისათვის. მარა მე მაინც ნოკიას ველოდები ცალი თვალით. იქნება მესამე თაობა გამოუშვას დიდი ეკრანით და ფიზიკური კლავიატურით, თორემ ფსიქიკა მიმახინჯდება ვატყობ. :)
Post a Comment