ორი კვირის შვებულება მეკუთვნის ვითარცა დაწერილ არს ზამთარში. ხოდა აი კაკრაზ დღეს გავიდა ბოლო დღე და მინდა დავწერო შეჯამება.
1. ბანკების ჩამოვლა იპოთეკური კრედიტის პირობების გასაგებად და შეძლებისდაგვარად გამოსატანად - ჩაიშალა. მიზეზი - მეძინა.
2. ველოსიპედით გასვლა და ვარჯიში საღამოობით - ჩაიშალა. მიზეზი - წვიმდა და მეძინა
3. სტომატოლოგთან მისვლა და დაზიანებული კბილების გამოკვლევა - ჩაიშალა. მიზეზი - მეძინა და წვიმდა.
4. ოპერატიული მეხსიერების ყიდვა კომპისთვის და ვინდოუს 7-ის დაყენება - ჩაიშალა. მიზეზი - წვიმდა და დამეზარა
5. გაზაფხულთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები - ჩაიშალა. მიზეზი - დამეზარა.
6. კინოების ყურება - შესრულებულია. მიზეზი - ღამის 3 საათამდე კომპთან ვიჯექი.
7. კარგად ძილი - შესრულებულია. მიზეზი - წინა ღამის 3 საათამდე კომპთან ჯდომა.
8. სამუშაოს მონატრება - შესრულებულია. მიზეზი - 14 დღის აბსოლუტურად უსარგებლოდ გატარება. კაცობრიობისათვის არაფერი შემიმატებია თუ C#-ში დაწერილ კვადრატული განტოლების ამოხსნის პროგრამას არ ჩავთვლით.
აი ამიტომ ვერ ვიტან შვებულებებს. არაფერი სარგებელი მანდედან არაა. ერთად ერთხელ იყო შვებულება სასარგებლო და ისიც 1 კვირა. მეორე კვირას დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება შესრულებულ არ იქნა.
ჩემს დიპლომში წერია რომ ეკონომისტი ვარ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი რაღაც ზესასწავლებელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ რამოდენიმე "ფიშკა" მასწავლეს ეკონომიკაში და ახლა პოპულარული ენით შევეცდები ავხსნა რა გვჭირს ასეთი აუშენებელი, 20 წელზე მეტია რომ ვბუქსაობთ ერთ ადგილზე და ცოტა წინ წავედით მარტო.
ნებისმიერი ქვეყნის ეკომონიკა დამოკიდებულია მის რესურსებზე და ამ რესურსების გამოყენების გზებზე. მარტივად ვთქვათ: გაქვთ 10 000 დოლარი. თქვენ შეგიძლიათ ამ ფულით წახვიდეთ და იმოგზაუროთ, ჭამოთ, სვათ, ქალებში იაროთ ან გახსნათ მაღაზია და ფული აქ ჩადოთ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ - რესურსი მიმართოთ ან მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ინვესტიციისათვის.
საშუალოსტატისტიკური ქართველი რა თქმა უნდა იფიქრებს, რომ ჭამის გარეშე არაფერი გამოვაო და მართალიც იქნება. მაგრამ აქ ერთი ფაქტორია - ჭამაც არის და ჭამაც. რამდენიმესართულიანი ღრეობა მაგიდები, სრულიად უმიზნო და აუცილებლად დატოვადი და შეუჭმადი კერძები დამატებით ხარჯს ქმნის და რესურსების არაეფექტურად ხარჯვას უწყობს ხელს. სხვათა შორის ძალიან მომწონს ჯეოსელის რეკლამა (ჯეოსელს ყოველთვის მაგარი რეკლამები აქვს) მეპურეებზე - რესურსების დაზოგვისა და მისი სწორი მიმართვის მშვენიერი მაგალითი ჩანს.
ქართულ ენაზე რას ნიშნავს ახლა ეს: ხელში რა რესურსიც გიჭირავს ადამიანს (შრომა ხელი, ფული, სასარგებლო წიაღისეული) ამ რაღაცეებით შესაძლებელია განვითარების მაქსიმუმის მიღწევა ამ მომენტისათვის (ლურჯი რკალი გრაფიკზე). თუმცა არასაკმარისად ოპტიმალური გადანაწილებიდ დროს ამ რკალის შიგნით დარჩები (წითელი წერტილი). თან ამ მოვლენას ერთი საინტერესო რამე აქვს - რაც უფრო რობოტებისა და მომავლის ტექნიკისთვის შრომობ (თუნდაც ახალი შენობების აგება იყოს), მით უფრო ფართოვდება ეს რკალი და წარმოების მაქსიმუმი პოტენციალი იზრდება. ხოლო რაც უფრო ჭამაზე და ჩაცმაზე და "ნახე, აიფონი მაქვს მარა სალაპარაკო არა" მდგომარეობა იქნება, მით ქვემოთ მიდის განვითარების პოტენციალი და სასურველ მწვანე წერტილს (რომელიც განვითარების შემდეგ დონეს გულისხმობს) ვერასოდეს მიაღწევ. დარჩები რკალის შიგნით აწ და მარადის.
მე რა თქმა უდნა არ ვამბობ რომ ჭამა ვაფშე აიკრძალოს თქო და მთელი რესურსი მომავლისათვის ჩაიდოს. მაგრამ ნება მომეცით მშურდეს და შევნატროდე იაპონელებს, რომლებმაც მიწასთან გასწორებული და დაატომურბომბებული ქვეყნის მიუხედავად შეძლეს და წამყვანი ქვეყანა გახდნენ - პლუს ამას, ტრადიციებიც არ დაუვიწყებიათ.
მაააშ ასე: იმის გამო, რომ ჩემი სულელი ტელი ჩემს ბებერ კომპს არ უერთდება. და იმის გამოც, რომ რამდენიმე ახალი ბლოგი მინდა დავამატო რადიომედგრებს, ვატარებ მასობრივ წმენდას და წმენდას ეწირებიან:
1. http://jumporfall.wordpress.com/ - ბლოგი თამაშებზე, რომელსაც ბოლო ჩანაწერი აქვს გაკეთებული 2010 წლის 24 მაისს.
2. http://mecniereba.wordpress.com/ - ბლოგი მეცნიერებაზე, რომელიც თავის დროზე ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ბოლო პოსტი გაკეთებულია 2010 წლის 7 ივლისს
3. http://gamkilavi.blogspot.com/ - გამკილავი. ძალიან პერსპექტიული ბლოგი, რომელმაც უპერსპექტივოდ დაასრულა არსებობა. მისი ბოლო პოსტია "რა არის ტვიტერი" - რომელმაც საბოლოოდ დაასამარა "გამკილავი"-ს, როგორც ფენომენის რაობა.
4. http://khelmocaruli.blogspot.com/ - შურიანი ხელმოცარულის ბლოგი. ვერ ვიხსენებ რატომ დავამატე რადიომედგრებში, მაგრამ ფაქტია, ეს ექსტრემალური ბლოგი 2010 წლის 25 ოქტომბრიდან გასულია მომსახურების ზონიდან. სავარაუდოდ ვასასის მეორე ბლოგია.
5. http://afk.ge/ - საინტერესო ბლოგი თამაშებზე, რომელმაც უინტერესოდ დაასრულა მოღვაწეობა ამ ორიოდე წლის წინ "გრემზე ნომინირებული თამაშის საუნდტრეკი"-ს პოსტით.
6. http://secromania.blogspot.com/ - ძალად ღადო ბლოგი. აი ძალიან, ძალიან მაგრად ვიცინოდი ხოლმე ამათ უაზრობებზე, დაჟე ვიდეოც კი მაქვს ფავორიტებში დამატებული, მარა რას ვიზავთ, სხვიტებმა 2011 წლის 11 იანვრიდან შეწყვიტეს მაუწყებლობა.
7. http://freelandia.wordpress.com/ - თავისუფალი სიტყვის ბლოგი, რომელმაც ძალიან მოულოდნელად და ძალიან უცნაურად დაამთავრა მოღვაწეობა 2011 წლის 28 ივლისს.
8. http://marketeer.ge/ - მარკეტოლოგი, რომელიც საინტერესო მარკეტინგულ პოსტებს წერდა, მარა ეს ჰოსტი ვაფშე აღარ არსებობს დღეისდღეობით.
9. http://kikitoland.ge/ - ინგრიდ კიკიტო. ძალიან სიმპატიური გოგონას ბლოგი, რომელიც როგორც ხედავთ დომენზე გადავიდა და იქვე დაასრულა მოღვაწეობა.
10. http://nakrina.wordpress.com/ - ჩემი მეზობელი ნაკრინას ბლოგი. წერდა ლამაზად, თუმცა 2012 წლის 22 იანვარს "ერთი პატარა ამბით" დაასრულა არსებობა.
11. http://fizikosi.wordpress.com - ფიზიკოსის ბლოგი. შეიძლება ბევრი ვერ იგებდა ამ ბლოგზე რამეებს, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ წაშლა მიწევს. 2012 წლის 2 აპრილიდან არ განახლებულია და..
12. http://mniamnia.blogspot.com/ - საჭმელების რეცეპტებს დებდა ხოლმე ეს ადამიანი, მაგრამ დახურა ბლოგი და მხოლოდ მიწვეულს ადამიანებს უშვებს. :(
13. http://ni2.ge/ - აშკარად ჰოსტზე გადაუხდელობის გამო გამორთული საიტი. საბედნიეროდ არსებობს "ჩიტი". :)
14. http://story.ge/ - ამ საიტზე ჩემი ნათარგმნი "მეტრო 2033"-ის თავებიც კი დაიდო, მაგრამ ამჟამად გათიშულია და ჩართვის პერსპექტივა არჩანს. არადა რა კაი თარგმანებს დებდა ხოლმე..
15. http://diasworld.wordpress.com/ - დეას ბლოგი. ლამაზი გოგონას ლამაზი ბლოგი. გაუქმდა უცნობი მიზეზების გამო. იქნებ საპირისპირო სქესია ამაში დამნაშავე?
16. http://radiatori.blogspot.com/ - ბატო-ბატო რატომღაც მხოლოდ მიწვეულ ადამიანებს უშვებს საკუთარ ბლოგში. არა მშვენივრად "ჭრიდა და იბარებდა რადიატორებს" :)
17. http://bazzilio.blogspot.com/ - ლეგენდარული გორელი ბლოგერის ბლოგი. ადრეც არ გამოირჩეოდა პოსტთაუხვობით, მაგრამ ა, გათხოვდა და რაღაა დასაწერი, ის ხომ მარტო დეპრესიის დროს წერდა. ანტიდეპრესანტია ოჯახის შექმნა ალბათ..
18. http://piccolina.ge/ - გათიშულია კაი ხანია. კაი ხანი რა, ციხის კადრების მერე ალბათ კომენტარებში დაუწერეს უსიამოვნო რამეები და აჰა, გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.
19. http://docjohnes.wordpress.com/ - ფსიქოლოგიაზე წერს ეს ადამიანი. წერს, რა.. წერდა. ყურადღებით ვეცნობოდი ხოლმე ნაწერს, მარა ა ბატონო, 2012 წლის 1 ნოემბრიდან ნე დუხა ნე სლუხა.
20. http://zur.ge/ - გათიშულია ნახ. ბოლო პოსტის მიხედვით კომისარიატში დაიბარეს და ნეტა ხომ კარგადაა ყველაფერი?
2. http://mokhetiale.wordpress.com/ - მოხეტიალეს ბლოგი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არაფერი დაუწერია, მისი პოსტები საშუალებას მაძლევენ ფიქრში ვიმოგზაურო ხოლმე.
3. http://hi-tech.ge/ - ძალიან კარგი ტექნოლოგიური ბლოგი. გირჩევთ ვისაც გევასებათ ტექნოლოგიები.
7. http://www.vasassi.com/ - მაგარი ჟურნალისტის ბლოგი. ცუდია რომ ისე ხშირად აღარ წერს, როგორც ადრე, მარა თუ წერს - ბომბაა!
8. http://doin.ge/ - ვერ წარმომიდგენია ბლოგი, სადაც ეს ბიჭი არ იქნება. ზეიდეინი ადამიანი და საინტერესო პიროვნება. სიტყვებით თამაშის დიდოსტატი და ალეგორიების მამა. ვოტ ტაკ!
10. http://zorbeg.wordpress.com/ - ზორბეგა ნაღდად გორელია. ეს ერთი პლუსი და მერე კიდე ისეთ ცოფიან პოსტებს წერს, გული გაგინათდება ადამიანს. :)
11. http://aninaland.wordpress.com/ - მე მშურს ამ ადამიანს და საქვეყნოდ ვამბობ, რომ ანინა თავისმამიშვილისა მშურს! აი ეგრე! და მშურს იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე შრომისა და თავდადების მიუხედავად დიდი ვერაფერი მწერალი დადგა ჩემგან და ამ გოგოს რომ ვუყურებ და ვკითხულობ მის შემოქმედებას, იმას ვხედავ, რაც მინდოდა ვყოფილიყავი და მშურს. კაცს რომ ნიჭი გაქვს, ესე იგი გაქვს. თუ არა გაქვს და მიხედე ისევ თარგნას ჩემო თავო რა..
12. http://studentebi.blogspot.com/ - ორი მშიერი სტუდენტის ბლოგი. სიმართლე გითხრათ იმიტომ დავტოვე, რომ ანახლებენ ხოლმე ბლოგს. თორემ ერთი ამერიკაში გათხოვდა და ვაფშე აღარაფერს იწერება (არადა როგორ საინტერესოდ დაიწყო ამერიკისა და საქართველოს შედარებები), მეორე კიდე მორჩა მემგონია სწავლას და შესაბამისად სტუდენტიც აღარაა. :)
13. http://bigcrow.ge/ - ყვავა - კაცი ლეგენდა და კაცი პიროვნება. ბევრი იტყვის ერთი მაგის ესე და ისეო, მარა ადამიანი ძალიან ნიჭიერი ვინმეა, მიუხედავად მისი გარეგნობისა - რაშიც ზოგი რომ გახვრეტილ კაპიკს არ გადაიხდიდა. (გამოთქმაა ასეთი, მირიან ჩემო). მე ბევრს ვერაფერს დავამატებ - შედით და ნახეთ მისი ბლოგი.
14. http://justbbiswatchingyou.wordpress.com/ - სოფიკო BB ბიბიჭაძის ბლოგი. ადამიანი ნაკითხი და საკუთარ თავში დარწმუნებული. აქვს მონაწილეობა მიღებული მრავალ ინტელექტუალურ შეჯიბრში, მახსოვს ერთი მათგანიდან ფრაზა "თავისუფლება ცოტნეს - პულტი ბიბიჭაძეს" - რამეთუ მოწინააღმდეგე გუნდი ასწრებდა ხოლმე პასუხის პულტზე ხელის დაჭერას. :) ბლოგზე აკეთებს ხელოვნების პროდუქტების მიმოხილვებს.
15. http://www.b2p.ge/ - ფსიქოლოგ გიორგი მინასიანის ბლოგი. ყველაზე ხშირად განახლებადი ბლოგი და ძალიან საინტერესოდ წაკითხვადი. მის პიროვნებაზე ვერაფერს გეტყვით, პირადად არ შევხვედრილვარ, მაგრამ მისი რჩევები და პოსტები რამდენჯერმე დამეხმარა ცხოვრებაში. მადლობა მას.
16. http://bunbunlandia.wordpress.com/ - პერწკლის ბლოგი. კოჭის ტრამვის გამო ეს პატარა გოგო ლაშქრობებში ვეღარ დადის ამ მომენტში, თუმცა როდესაც წერს, ისე წერს, რომ მასთან ერთდ მოგზაურობ.
დაბოლოს, ბლოგს დაემატა ახალი წევრი, თაკა "კონკია" სელეპაშვილი (?) - http://takacinderella.wordpress.com - მხოლოდ დღეს ვნახე მისი ბლოგი და იმედია საინტერესოდ წერს.
******** http://giomjava.wordpress.com/ - გამიხმეს თავი, მამისა ჩვენისა, გიორგი მაღლაკელიძის ბლოგი არ მქონია ჩამატებული. :) ესაა იგივე დოქტორი მჟავა, AcidLabz-ის დამაარსებელი, ჩემი გაქართულებაში შემომყვანი და ვაფშეტა, კაი როჟაა.
ნოემბერში მომიწია მაგთიზე გადასვლა. დაფარვის ზონის სიდიდის მიუხედავად ამ ქსელზე მაინცდამაინც კარგის თქმა არ შემიძლია. არც ცუდის, მარა მე, 2004 წელს რომ "ბალი" გავხდი, მას მერე რომ ერთი თეთრი არ მქონია დავალიანება, სამჯერ გავედი მინუსებში ამ მაგთის გადამკიდე. კრედიტი აიღეო - მირჩიეს ზოგიერთმა რაციონალურმა პიროვნებებმა. მაგრამ მე, რომელსაც ცხოვრებაში ვალი არ ქონია არასოდეს არავისი და არავისთან, კრედიტი ავიღო?
ხოდა დღეს ავწიე ჩემი აწ უკვე შემსუბუქებული ერთი ადგილი (რამეთუ წონაში ვიკლებ გეგმისამებრ), გავერთვი მაგთის ოფისში და ამოდენა ხალხის მიუხედავად საათი და 20 წუთის მერე მომიწია რიგმა. მომიწია, ესე იგი, რიგმა და იგივე ოპერატორმა გოგონამ, რომელმაც ამ რამოდენიმე თვის წინ ხელის გრაციოზული მოძრაობით მაგთიზე გადამაპორტირა, ასეთივე გრაციოზული მოძრაობით მოძებნა ჩემი ნომერი და აღმოჩნდა, რომ ეს ნომერი არ არსებობს.
აი, ზუსტად ასეთი სახე მქონდა. რას ქვია არ არსებობს, საუკუნეების მანძილზე ამ ნომერს ვიყენებ თქო. მერე მოძებნა პირადობით და გაირკვა, რომ ეს ნომერი აქვს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას კორპორატიულ ნომრად რომელიღაც თანამშრომლისთვის. მე კიდევ გამგეობაში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ცხოვრებაში: ერთხელ სკოლაში თვითმმართველობიდან წაგვიყვანეს და მეორედ ქსეროქსის გადასაღებად შევედი.
საბოლოოდ შევთანხმდით, რომ პრობლემურებში გაარკვევდა ეს გოგო ჩემი ნომრის ამბავს, მე წავიდოდი სახლში და დამირეკავდა. ნახევარი საათის მერე ნანატრი ზარიც გაისმა - თქვენი ნომერი დაპორტირებულია ბალზე (უფრო ზუსტი იქნებოდა - დაბრუნებულია ბალზე), გამორთეთ ტელეფონი და ჩართეთ -ო. როგორც სურათიდან ჩანს, დიაღ, ნამდვილად ისევ ბალზე ვარ და მე მიხარია!
კარგად დააკვირდით ამ სურათს: აღარასოდეს ცხოვრებაში ასე აღარ იქნება! კარგია მშობლიურ და თბილ გარემოში დაბრუნება. ბალი სულ სხვაა!
* რადიაცია ესაა გამოსხივება, რომელიც მოდის კოსმოსური და მიწერი წარმოშობის წყაროებიდან. ასევე ხელოვნურად მიღებული რადიონუკლედებისაგან, რომელიც ადამიანის საქმიანობის შედეგად იფანტება გარემოში. * 1895 წელს გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ კორნად რენტგენმა აღმოაჩინა ე.წ. X სხივები, რომელიც გამოიყენება მედიცინაში რენტგენოდიაგნოსკიკასა და სხივურ თერაპიაში. 1934 წელს ცოლ-ქმარმა ირენ და ფრედრიკ ჟოლიო-კიურიმ აღმოაჩინეს ხელოვნური რადიაქტივობა. (დაიღუპნენ ზედმეტი დასხივებისაგან) * რადიაციული ჰიგიება, როგორც მეცნიერება, დაიბადა XX საუკუნის დასაწყისში. მისი ერთ-ერთი ფუძემდებელია ივანე თარხნიშვილი. * წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
მადლობა რომ ჩემს ბლოგს კითხულობთ. თქვენთვის საინტერესოს აუცილებლად იპოვით ჩემს რუბრიკებში. ესენია: მოვლენები - ჩემს და ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები. გართობა - თუ ცხვირი გაქვს ჩამოშვებული, ეს რუბრიკა დაგეხმარება. აზრები - აბსოლუტურად უგზო-უკვლო აზრები. კი არა და.. - პირდაპირი გაგებით უგზო-უკვლო ინფორმაციები. შემოქმედება - ჩემი ბებერი ტვინის ჭყლეტვის შედეგები. გორი - ამბები, რომლებიც უშუალოდ გორს ეხება. პარკური - აქტიური სპორტის მოყვარულთათვის. სიამაყეები - რეალური და არარეალური სიამაყის ობიექტები. ჩხირკედელაობა - ელექტრონული წრედების ანბანი და სახალისო ამოცანები. თუ ჩემი ბლოგი არ მოგეწონათ, ნახეთ ჩანართი "რადიომედგრები" - მანდ ჩემზე მაგარი ხალხია.
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
თბილისის კოშკები – ფოტოკოლაჟი
-
ამასწინათ ექიმმა სუფთა ჰაერზე სეირნობა გამომიწერა. თბილისში სუფთა ჰაერი არც
ისე ადვილი საპოვნელია, თუმცა მის პატარა წილს მაინც მივაგენი, ყოფილი
იპოდრომის ტ...
სიკვდილი საავადმყოფოში
-
(ავტ.: ნია ხაჭაპურიძე) სიკვდილი ისეთია, რეანიმაციაში გარდაცვლილ ბავშვს
ხელზე გუშინ სკოლაში მიღებული ათიანი რო ახატია. ოდესმე დიიიიდი პოსტი უნდა
დავწერო ან ...
Google Pixel 3
-
Twitter-ის მომხარებელმა @curciopau09 Google Pixel სმარტფონის მესამე თაობის
რენდერი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საძიებო გიგანტის ახალი სმარტფონი
მინიმალუ...
გაქართულებული თამაშების ტესტირება
-
მოგესალმებით მეგობრებო, იმის გამო რომ მე და გურამის დრო თითქმის აღარ
გვაქვს, გვჭირდება დაახლოებით 3-4 ტესტერი ვინც გატესტავს Life is Strange-ს
და სტალკერს ...
ცხოვრება ცალი ნაუშნიკით
-
არ ვიცი თქვენთან როგორ ხდება, მაგრამ ჩემი ცხოვრება პერიოდულად ყირავდება და
თავიდან იწყება ხოლმე. პირველად ალბათ დაბადებისას ამოყირავდა, როცა
სამშობიარო ტრა...
იდიო(მა)ტური გამოთქმები – Itchy Feet
-
ბევრს ვერ ვმოგზაურობ, თუმცა ამის დაუოკებელი სურვილი მაქვს. ვკითხულობ,
ვინიშნავ, ვათვალიერებ, ვგეგმავ, მშურს და მაინც იმაზე ბევრად ნაკლები ადგილი,
ქალაქი, ქ...
Et tu, Britain?
-
როდესაც 2009 წელს, აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ ბარაქ ობამას ჰკითხეს სჯეროდა
თუ არა ამერიკული განსაკუთრებულობის, მან ტრადიციული, ანტიამერიკული და
თავისუფალი...
2014-2016
-
უცნაური რამ ყოფილა ფრუსტრირება.
მეგონა, ისტერიკა იქნებოდა, აი, ისეთი, როდესაც კედელს თავს ურტყამ, ფეხებს
აბაკუნებ, თითებს იმტვრევ, ბალიშის პირს სიმწრით ღეჭ...
“გამარჯობა” – თქვა პრემიერმა
-
“უნახავმა რა ნახაო” - რეი ჩარლზი სასაცილო ქართულ ნიუსებსა და ქართულივე
ლუდების უმეტესობას ერთი საერთო თვისება აქვთ – “არცერთი არ დაილევა”. თუმცა,
სასაცილო ...
გილოცავ სალოლ
-
აუ რავიცი იმდენი რაღაც დამიგროვდა სათქმელი არც კი ვიცი რითი უნდა დავიწყო ან
დავამთავრო. ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ არ ვიფიქრო და ისე რაც დაიწერება
დაიწეროს...
აიფონის დაქალები
-
*"ეხლა მოდაში შემოვიდა აზრი რომ ყველაფერი უაზრობაა, *
*მაგრამ უნდა გითხრათ რომ იქ, საიდანაც ეს აზრი შემოვიდა, *
*უკვე სულ სხვა აზრია მოდაში"*
*(с) კოტე ჯა...
ბექა გონაშვილი – ფერმერი
-
5 ივლისი, კვირა დილა ჩვეულებრივად შვიდისთვის დაიწყო: მეყველეთა გილდიის
თავჯდომარე ანა მიქაძე და ქალბატონი მანანა გადავიყვანე ზურას ფერმაში. ანა
საცდელ რეჟი...
წვიმის შემდეგ
-
სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და
ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა
გატენილი. ავეჯი, რ...
istanbul not Constantinople
-
ავტობუსი შეგვეშალა. ჰო, აი ასე, ავედით, დავსხედით, ბარგი დავაწყვეთ,
ნახევარი საათი ვიარეთ და აღმოვაჩინეთ რომ სტამბულში არ მივდიოდით. ჩამოვედით
სადღაც ბენზი...
"დიშელი"
-
ვზივარ და ვიცინი..
ხმამაღლა ვიცინი... ძალიან ხმამაღლა ვიცინი...
მთეელი გულით და გონებით ვიცინი
არა, კი არ ვიცინი... ვხარხარებ...
აჰაჰჰხაჰჰაჰჰა
აი ასე.... ))...
სწავლა გერმანიაში
-
მოკლედ ერთ-ერთ ფორუმზე დავდე პირობა, რომ დავწერდი გერმანიაში სწავლის
შესახებ. უნივერსიტეტის შესახებ ადამიანი უფრო ფიქრობ სკოლის ასაკიდანვე სად
უნდა სწავლა ...