ჩემს დიპლომში წერია რომ ეკონომისტი ვარ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი რაღაც ზესასწავლებელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ რამოდენიმე "ფიშკა" მასწავლეს ეკონომიკაში და ახლა პოპულარული ენით შევეცდები ავხსნა რა გვჭირს ასეთი აუშენებელი, 20 წელზე მეტია რომ ვბუქსაობთ ერთ ადგილზე და ცოტა წინ წავედით მარტო.
ნებისმიერი ქვეყნის ეკომონიკა დამოკიდებულია მის რესურსებზე და ამ რესურსების გამოყენების გზებზე. მარტივად ვთქვათ: გაქვთ 10 000 დოლარი. თქვენ შეგიძლიათ ამ ფულით წახვიდეთ და იმოგზაუროთ, ჭამოთ, სვათ, ქალებში იაროთ ან გახსნათ მაღაზია და ფული აქ ჩადოთ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ - რესურსი მიმართოთ ან მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ინვესტიციისათვის.
ნებისმიერი ქვეყნის ეკომონიკა დამოკიდებულია მის რესურსებზე და ამ რესურსების გამოყენების გზებზე. მარტივად ვთქვათ: გაქვთ 10 000 დოლარი. თქვენ შეგიძლიათ ამ ფულით წახვიდეთ და იმოგზაუროთ, ჭამოთ, სვათ, ქალებში იაროთ ან გახსნათ მაღაზია და ფული აქ ჩადოთ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ - რესურსი მიმართოთ ან მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ინვესტიციისათვის.
საშუალოსტატისტიკური ქართველი რა თქმა უნდა იფიქრებს, რომ ჭამის გარეშე არაფერი გამოვაო და მართალიც იქნება. მაგრამ აქ ერთი ფაქტორია - ჭამაც არის და ჭამაც. რამდენიმესართულიანი ღრეობა მაგიდები, სრულიად უმიზნო და აუცილებლად დატოვადი და შეუჭმადი კერძები დამატებით ხარჯს ქმნის და რესურსების არაეფექტურად ხარჯვას უწყობს ხელს. სხვათა შორის ძალიან მომწონს ჯეოსელის რეკლამა (ჯეოსელს ყოველთვის მაგარი რეკლამები აქვს) მეპურეებზე - რესურსების დაზოგვისა და მისი სწორი მიმართვის მშვენიერი მაგალითი ჩანს.
ქართულ ენაზე რას ნიშნავს ახლა ეს: ხელში რა რესურსიც გიჭირავს ადამიანს (შრომა ხელი, ფული, სასარგებლო წიაღისეული) ამ რაღაცეებით შესაძლებელია განვითარების მაქსიმუმის მიღწევა ამ მომენტისათვის (ლურჯი რკალი გრაფიკზე). თუმცა არასაკმარისად ოპტიმალური გადანაწილებიდ დროს ამ რკალის შიგნით დარჩები (წითელი წერტილი). თან ამ მოვლენას ერთი საინტერესო რამე აქვს - რაც უფრო რობოტებისა და მომავლის ტექნიკისთვის შრომობ (თუნდაც ახალი შენობების აგება იყოს), მით უფრო ფართოვდება ეს რკალი და წარმოების მაქსიმუმი პოტენციალი იზრდება. ხოლო რაც უფრო ჭამაზე და ჩაცმაზე და "ნახე, აიფონი მაქვს მარა სალაპარაკო არა" მდგომარეობა იქნება, მით ქვემოთ მიდის განვითარების პოტენციალი და სასურველ მწვანე წერტილს (რომელიც განვითარების შემდეგ დონეს გულისხმობს) ვერასოდეს მიაღწევ. დარჩები რკალის შიგნით აწ და მარადის.
მე რა თქმა უდნა არ ვამბობ რომ ჭამა ვაფშე აიკრძალოს თქო და მთელი რესურსი მომავლისათვის ჩაიდოს. მაგრამ ნება მომეცით მშურდეს და შევნატროდე იაპონელებს, რომლებმაც მიწასთან გასწორებული და დაატომურბომბებული ქვეყნის მიუხედავად შეძლეს და წამყვანი ქვეყანა გახდნენ - პლუს ამას, ტრადიციებიც არ დაუვიწყებიათ.
2 comments:
ჭკვიანი ბიჭი ხარ :)
მადლობა(ი) :)
Post a Comment