Sunday, September 22, 2013

თბილისში ავტომობილით მოძრაობის წესები

მოძრაობის წესები იდეაში უნივერსალურია და ყველა უნდა ემორჩილებოდეს. მაგრამ არა თბილისში. თბილისს საკუთარი, ენდემური მოძრაობის წესები აქვს, რომელიც შესაძლებელია არსად გვხვდებოდეს მსოფლიოში, ამიტომ უნესკოს ან წითელი წიგნის საკუთრება უნდა გახდეს და მასზე სახელმძღვანელოები დაიწეროს. ახლა გაგაცნობთ ზოგიერთ ბაზურ წესს, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ თბილისში ავტომობილით.


1. ქალი საჭესთან? არაა პრობლემა! - მინდა დავარღვიო საყოველთაოდ მიღებული წესი და გითხრათ, რომ ჯერ მე არ შემხვედრია ქალი საჭესთან, რომელიც ცუდად ატარებდა. ნუ, მაქსიმუმ ერთი შემხვდა, ისიც იმიტომ, რომ "ზებრა"-ზე გადავდიოდი, როდესაც მე მწვანე მენთო და ის ვერ გავითვალისწინე, რომ მასაც მწვანე ენთო და ამხელა ჯიპს მოსახვევში შესასვლელად უფრო მეტი ადგილი ჭირდებოდა. საერთოდ გაცილებით სახიფათოა ორი ან მეტი ქალი საჭესთან. იმიტომ, რომ ვინც ფიზიკურად ზის საჭესთან, ის გონებით იმყოფება დანარჩენ ორ ქალბატონთან ერთად სადმე ბუტიკში, ზღვაზე, კლუბში ან რამე ასეთ ადგილზე. მარტო თუ მოძრაობს, მაშინ ქალი საჭესთან ბევრ კაცს ჯობია ტარებით.


2. სიჩქარის შეზღუდვა მხოლოდ დედიკოს ბიჭებისათვის! - მე რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა "დედიკოს ბიჭია" და ნორმალურად მოძრაობს ხოლმე აღმაშენებლის ხეივანში მაქსიმუმ 80 კმ/სთ სიჩქარით. თუმცა დღე არ გავა, რომ არ შემხვდეს ვინმე BMW-ს ან Mersedes-ის პატრონი, ან მთლად უარესი, რამე ნავაროჩენი ჯიპის, რომელსაც სულ ზანგისფერზე კიდია შეზღუდვა და ისეთი სიჩქარით მოგადგება უკან ფარების ნთებით, ტიპა გამატარეო, რომ შიშის ცივი ქარები გივლის - გვერდით ზოლში ვერ გადახვალ, ეს ზოლი სავსეა მანქანებით. არადა გეჯახება..


3. უსაფრთხო დისტანცია - ეს შესაძლებლობაა გასწრებისათვის! - როდესაც შენთვის მისდევ წინა მანქანას ასე, 2-3 მეტრის მოშორებით, რამეთუ სრულიად შესაძლებელია მან მოულოდნელად დაამუხრუჭოს და თქვენი მანქანების ინტეგრაცია მოხდეს, ასეთი მანძილი სხვა მძღოლისათვის არის შესაძლებლობა, რომ გაგისწროს და თქვენს შორის ჩადგეს. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც არც გასასწრები ადგილი აქვს და არც არავინ ატარებს.



4. ჩემი გზა - ჩემი წესები - არასოდეს ენდოთ ბრმად ავტომობილს, რომელსაც ციმციმა, ე.წ. პავაროტნიკი აქვს ჩართული. სრულიად შესაძლებელია ის საწინააღმდეგო მხარეს უხვევდეს ან საერთოდ არ ქონდეს მოხვევა განზრახული. ასე რომ დააკვირდით საით წავა სინამდვილეში და ისე იმოქმედეთ. მაგალითად მე კულტურულად დავუთმე გზა ერთ დიდ ჯიპს, რომელიც იდეაში მარცხნივ უხვევდა. ამის გამო აღმართზე სიჩქარე დავკარგე, რაც სულ არ მსიამოვნებს ხოლმე. ჯიპმა კი მშვიდად გააგრძელა იმავე ზოლში მოძრაობა, მოხვევა აზრადაც არ გაუვლია. ასევე მინდა გავიხსენო ერთი ბეემვეს მძღოლი, რომელმაც საოცარი სისწრაფით მოახერხა ჩვენთვის და ორი მანქანისთვის მოსახვევში შესვლა მოესწრო და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ სწორედ მოსახვევში გაეჩერებინა და მობილურზე საუბარი დაეწყო.



5. შუქნიშანი იტყუება! - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით საღამოობით, გზაჯვარედინებზე დგება პატრული და ის აწესრიგებს მოძრაობას. არადა შუქნიშანი მშვენივრად მუშაობს. არ ვიცი ვინ მოიგონა, რომ პატრული უფრო მართალია, ვიდრე შუქნიშანი, მაგრამ ფაქტია - წითელი ენთო მშვენივრად, პატრული ხელს გვიქნევდა გამოიარეთო და აჰა, წითელზე გავიარეთ გადასარევად.



6. ქვეითი - ღმერთია! - ყველაზე მეტად ნერვების მომშლელია ქვეითების მოძრაობის მანერა. გორშიც არ დადიან მანცდამაინც განსწავლული ქვეითები, განსაკუთრებით შუა გზაში მოძრაობა რომ უყვართ, მოახლოვებულ მანქანას რომ ვერ სცნობენ და სიგნალზე უარყოფითად რეაგირებენ. მარა გორში მანქანებიც ცოტაა, ქვეითები უფრო ყურადღებიანები არიან და ხალხიც შედარებით ნაკლები დადის. აი თბილისში კი "ზებრა" დან 10 მეტრში შეუძლიათ გადავიდნენ, ან უფრო სწორი იქნება, გადაირბინონ გაქანებული მანქანების წინ. არ დაელოდონ მწვანის ანთებას, რამეთუ ის 5 წამი მათ ცხოვრებას შეცვლის, რომ მოიცადონ. იარონ თავჩახრილებმა ისე, რომ ვერ ხედავენ გარშემო რა ხდება. უარესია, როდესაც ყურსასმენები აქვთ გარჭობილი - საერთოდ ამ ქვეყნისთვის არ არიან. ყურსასმენები და ჩაფიქრებული სიარული არ იქნებოდა საზიანო, ქვეითებმა რომ ნორმალურად იარონ თავის გზაზე, მაგრამ როდესაც წინ გიხტებიან, ვერ გხედავენ, არ ესმით, ნელა დადიან და ხელს გიშლიან საერთო ჯამში, აფერხებენ მოძრაობას და შესაბამისად - ქვეყნის განვითარებას, აი მანდ უკვე ძალიან, ძალიან გეშლება ნერვები და სადაცაა ტარანზე წახვალ - გადააჯვით გზიდან, თქვენი გამოსირებული დედებს შევეცი, პიტალო ყლეებო თქვენა!


 
მოკლედ, ორი რჩევა მაქვს მათთვის, ვინც თბილისში მოხვდა მანქანით და ვერ ხვდება ეს რა ჯოჯოხეთი ტრიალებს - 1. მოიმარაგეთ მოთმინება და 2. შეეცადეთ დაიკიდოთ. გადარჩენის ერთად-ერთი გზა ესაა. სხვა ვარიანტში ან თქვენც მათნაირი უნდა გახდეთ და ერთ დღეს ცუდად დაამთავროთ ან მთელი ცხოვრება ასეთ გარემოში მოძრაობთ და ისედაც ერთ-ერთი მადგანი ხართ - შესაბამისად სულ გკიდიათ ეს ჩემი პოსტი.

Saturday, September 14, 2013

ჩემი მეორე ნახევარი

მას რძისფერი კანი და ცისფერი თვალები აქვს. ხუჭუჭა თმები ხან ქარს ეთამაშება, ხან ჩემს ცხვირს - მისი თმის სურნელი მიყვარს. პაწია და გაბუტული ტუჩები აქვს - როდესაც იღიმება, ეს ტუჩები ყველაზე ლამაზი სანახაობაა ამ სამყაროში. ცოტას ლაპარაკობს. თუ ლაპარაკობს - ეს ყველაზე სასიამოვნო მუსიკაა. პატარა თეთრი თითებით ჩემს თითებს ჩაეჭიდება და ვგრძნობ, როგორ აკლდება წონა ჩემს სხეულს, როგორ ბათილდება ხახუნის ძალა მიწასთან და როგორ იზრდება მაგნიტიზმი ჩვენს სხეულებს შორის..
 
 
 
აქ ეწერა ლამაზი პოსტი იმაზე, თუ როგორ მიყვარს ეს პატარა ანგელოზი, მაგრამ ანანოს არ უყვარს ასე სახალხოდ რომ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს და მისი თხოვნით აღნიშნული პოსტი მოკლდება, სადამდეც ჯერ არს.


Wednesday, September 11, 2013

ნატელეფონარი

ჩემს Samsung Galaxy S Duos-ზე ჩემი პირიდან კარგის გამგონი ადამიანი არ მეგულება იმიტომ, რომ არასოდეს მითქვამს კარგი მასზე და სულ ვაძაგებდი და ვერ ვიტანდი სიმართლე თუ გინდათ. ყიდვის დროიდან დაწყებული სულ ველოდებოდი რომ რამე დაემართებოდა, რათა მიზეზი მქონოდა მომეშორებინა და რამე ნორმალურზე მეფიქრა. ერთხელ დამივარდა, დაიშალა - მარტო უკანა პანელი მოძრობია. მერე დამივარდა, კუთხით დაეცა - მარტო გაიფხაჭნა. მარა მესამე და სამართალიო - ვენაცვალე მაღალსა - მივიყვანე ჩემი და ერთგან, გამოვბრუნდი, ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოვიღე, გასაღებს ტელეფონი ამოყვა და ბრაგვანი გაადინა ძირს. ეს მოხდა გუშინწინ, 9 სექტემბერს. გაადინა ბრაგვანი ესე იგი, გაძვრა აკუმლატორი და უკანა პანელი. ჩავდე აკუმლატორი უკან, დავაფარე პანელი, ამოვატრიალე და..


ბლინ, ნუ ნე სმეშნო! როგორც ხედავთ ეკრანის მნიშვნელოვანი დაზიანების მიუხედავად ტელეფონი მუშაობს. მართალია თაჩსქრინობის გამო მისგან ბევრს ვერაფერს გამოიღებ, მარა ირთობა და რეკავს. ასე რომ იძულებული ვარ გავაკეთო და კიდევ უფრო მეტად შემძულდეს. გარანტია წავიკითხე - წერია რომ 50% იანი ფასდაკლებით შევაკეთებთო. წავიღო ზუმერში, ვნახო რა ჯდება შეკეთება. გორში მითხრეს, რომ 60 ლარამდე დაგიჯდებაო. სანამ მანამ კი ისევ ძველი და გამოცდილი Nokia N82 ით ვმოძრაობ.


საგულისხმო ისაა, რომ 9 თებერვალს ვიყიდე და 9 სექტემბერს გატყდა. 5 თვე იმუშავა და მინდა დავწერო ახლა, ისევ ნოკიას რომ დავუბრუნდი რა პლუსებს ვამჩნევ (ყურადღება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემს სამსუნგზე კარგს ვამბობ რამეს)

1. პირველი რაც თვალში მეცა, ჩართვის სიჩქარეა. ნოკიას ჩიპი აქვს ჯერ ერთი ძველი წარმოების, ნელი და გადატვირტული. ამის გამო ჩართვიდან 10 წუთი მინიმუმ მომიწია დაცდა, სანამ სრულად დაიქოქებოდა. სამსუნგი კი სავსე ჩიპის მიუხედავად მთლიან რესტარტს 2 წუთში აკეთებს.

2. ფოტოკამერა. ჩემს ნოკიას გამოვუცვალე კორპუსი, რადგან ძველი ძალიან გაუბედურებული იყო ხშირი დავარდნების გამო. ახალ კორპუსში კი ფოტოკამერა არ მუშაობს. მაგას თავი დაანებე, სამსუნგსაც 5 მეგაპიქსელი კამერა აქვს, მარა უფრო ახალი ტექნოლოგიების გამო გაცილებით უკეთეს სურათს იღებს.

3. ქართული შრიფტი. ვიცი, რომ ნოკიაზეც შეიძლება ქართული შრიფტის დაყენება, მაგრამ მერე სხვა შრიფტები ირევა. აი სამსუგზე კი მესიჯის წერაც შეიძლება ქართულად და ფეისბუქსაც მშვენივრად ხსნის. პრინციპში, სწორედ სამსუნგმა მიბიძგა ფეისბუქის აქტიური გამოყენებისაკენ, თორემ ნოკიაზე მარტო ადნაკლასნიკები მუშაობდა.

4. დიდი ეკრანი. ამას ვერ დავუკარგავთ. სამსუნგს მართლაც დიდი ეკრანი აქვს, რა შედარებაა.

5. მესიჯის წერის სისწრაფე გაცილებით მაღალია თუ დაუმუღამებ ორივე ხელით წერას სამსუგზე, ვიდრე ნოკიაზე. სამაგიეროდ ძალიან სასაცილო სანახავი ხარ, როდესაც ორივე ხელით მესიჯს წერ და თან მიდიხარ. წინ რა ხდება წარმოდგენა არ გაქვს. თუმცა მგონია, რომ შეიძლება ისეც დაიწეროს, რომ არ უყურო. გამოცდილებაა საჭირო.

6. უფრო მეტი სამუშაო დრო. ნოკიას ამ მოდელს აკუმლატორი აქვს ცოტა არ იყოს და ცუდი. რის გამოც მალ-მალე ჭირდება დატენვა. სამსუნგს კი აქვს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რაც საშუალებას იძლება დღენახევარი, ორი დღე გაქაჩოს ტელეფონმა. ერთი ვიცი ზუსტად - ნოკია 2 საათი ძლებდა გადაბმული ადნაკლასნიკობისას, სამსუგნი - 4 საათი ძლებს გადაბმული ფეისბუქობისას.

7. დუოსი. ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდია, ამის გამო ხმა წყდება, იწელება და ზრიალებს, მაგრამ სამსუნგს აქვს ორი სიმის ჩადების საშუალება, რაც თავისთავად პროგრესია.



საბოლოო ჯამში არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, მე მაინც სამსუნგს ავირჩევდი მიუხედავად მისი ნერვებისმომშლელობისა, მესიჯის წერის უაზრობისა, უთამაშობისა, ინტერნეტის დიდი გასავლისა და არც ერთი პროგრამის მოყოლობისა. ალბათ მიჩვევაა, თან ტელეფონის ნომრები სულ ხელით გადმოვწერე და მაგარი მეზარება ახლა უკან გადაწერა. გარანტიაში წერია, რომ 40 დღეში უნდა აღადგინონ. ხოდა აი, წავიღებ და ვნახოთ რას იტყვიან.

UPDATE

ვიყავი ზუმერში, როგორც ზემოთ ავღნიშნე. ხოდა ჯერ ერთი სულ არ მოეწონათ ასეთ დღეში მყოფი ტელეფონის ნახვა. მერე მითხრეს სერვისში, რომ 140 ლარი დაჯდებაო შეკეთებაო. და ბოლოს დამამშვიდეს - შენი გარანტია მაინც დარღვეულია და მიუტანე ისე ხელოსანს, არაა პრობლემაო.

ტოჟე მნე..