ჩემს Samsung Galaxy S Duos-ზე ჩემი პირიდან კარგის გამგონი ადამიანი არ მეგულება იმიტომ, რომ არასოდეს მითქვამს კარგი მასზე და სულ ვაძაგებდი და ვერ ვიტანდი სიმართლე თუ გინდათ. ყიდვის დროიდან დაწყებული სულ ველოდებოდი რომ რამე დაემართებოდა, რათა მიზეზი მქონოდა მომეშორებინა და რამე ნორმალურზე მეფიქრა. ერთხელ დამივარდა, დაიშალა - მარტო უკანა პანელი მოძრობია. მერე დამივარდა, კუთხით დაეცა - მარტო გაიფხაჭნა. მარა მესამე და სამართალიო - ვენაცვალე მაღალსა - მივიყვანე ჩემი და ერთგან, გამოვბრუნდი, ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოვიღე, გასაღებს ტელეფონი ამოყვა და ბრაგვანი გაადინა ძირს. ეს მოხდა გუშინწინ, 9 სექტემბერს. გაადინა ბრაგვანი ესე იგი, გაძვრა აკუმლატორი და უკანა პანელი. ჩავდე აკუმლატორი უკან, დავაფარე პანელი, ამოვატრიალე და..
ბლინ, ნუ ნე სმეშნო! როგორც ხედავთ ეკრანის მნიშვნელოვანი დაზიანების მიუხედავად ტელეფონი მუშაობს. მართალია თაჩსქრინობის გამო მისგან ბევრს ვერაფერს გამოიღებ, მარა ირთობა და რეკავს. ასე რომ იძულებული ვარ გავაკეთო და კიდევ უფრო მეტად შემძულდეს. გარანტია წავიკითხე - წერია რომ 50% იანი ფასდაკლებით შევაკეთებთო. წავიღო ზუმერში, ვნახო რა ჯდება შეკეთება. გორში მითხრეს, რომ 60 ლარამდე დაგიჯდებაო. სანამ მანამ კი ისევ ძველი და გამოცდილი Nokia N82 ით ვმოძრაობ.
საგულისხმო ისაა, რომ 9 თებერვალს ვიყიდე და 9 სექტემბერს გატყდა. 5 თვე იმუშავა და მინდა დავწერო ახლა, ისევ ნოკიას რომ დავუბრუნდი რა პლუსებს ვამჩნევ (ყურადღება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემს სამსუნგზე კარგს ვამბობ რამეს)
1. პირველი რაც თვალში მეცა, ჩართვის სიჩქარეა. ნოკიას ჩიპი აქვს ჯერ ერთი ძველი წარმოების, ნელი და გადატვირტული. ამის გამო ჩართვიდან 10 წუთი მინიმუმ მომიწია დაცდა, სანამ სრულად დაიქოქებოდა. სამსუნგი კი სავსე ჩიპის მიუხედავად მთლიან რესტარტს 2 წუთში აკეთებს.
2. ფოტოკამერა. ჩემს ნოკიას გამოვუცვალე კორპუსი, რადგან ძველი ძალიან გაუბედურებული იყო ხშირი დავარდნების გამო. ახალ კორპუსში კი ფოტოკამერა არ მუშაობს. მაგას თავი დაანებე, სამსუნგსაც 5 მეგაპიქსელი კამერა აქვს, მარა უფრო ახალი ტექნოლოგიების გამო გაცილებით უკეთეს სურათს იღებს.
3. ქართული შრიფტი. ვიცი, რომ ნოკიაზეც შეიძლება ქართული შრიფტის დაყენება, მაგრამ მერე სხვა შრიფტები ირევა. აი სამსუგზე კი მესიჯის წერაც შეიძლება ქართულად და ფეისბუქსაც მშვენივრად ხსნის. პრინციპში, სწორედ სამსუნგმა მიბიძგა ფეისბუქის აქტიური გამოყენებისაკენ, თორემ ნოკიაზე მარტო ადნაკლასნიკები მუშაობდა.
4. დიდი ეკრანი. ამას ვერ დავუკარგავთ. სამსუნგს მართლაც დიდი ეკრანი აქვს, რა შედარებაა.
5. მესიჯის წერის სისწრაფე გაცილებით მაღალია თუ დაუმუღამებ ორივე ხელით წერას სამსუგზე, ვიდრე ნოკიაზე. სამაგიეროდ ძალიან სასაცილო სანახავი ხარ, როდესაც ორივე ხელით მესიჯს წერ და თან მიდიხარ. წინ რა ხდება წარმოდგენა არ გაქვს. თუმცა მგონია, რომ შეიძლება ისეც დაიწეროს, რომ არ უყურო. გამოცდილებაა საჭირო.
6. უფრო მეტი სამუშაო დრო. ნოკიას ამ მოდელს აკუმლატორი აქვს ცოტა არ იყოს და ცუდი. რის გამოც მალ-მალე ჭირდება დატენვა. სამსუნგს კი აქვს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რაც საშუალებას იძლება დღენახევარი, ორი დღე გაქაჩოს ტელეფონმა. ერთი ვიცი ზუსტად - ნოკია 2 საათი ძლებდა გადაბმული ადნაკლასნიკობისას, სამსუგნი - 4 საათი ძლებს გადაბმული ფეისბუქობისას.
7. დუოსი. ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდია, ამის გამო ხმა წყდება, იწელება და ზრიალებს, მაგრამ სამსუნგს აქვს ორი სიმის ჩადების საშუალება, რაც თავისთავად პროგრესია.
საბოლოო ჯამში არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, მე მაინც სამსუნგს ავირჩევდი მიუხედავად მისი ნერვებისმომშლელობისა, მესიჯის წერის უაზრობისა, უთამაშობისა, ინტერნეტის დიდი გასავლისა და არც ერთი პროგრამის მოყოლობისა. ალბათ მიჩვევაა, თან ტელეფონის ნომრები სულ ხელით გადმოვწერე და მაგარი მეზარება ახლა უკან გადაწერა. გარანტიაში წერია, რომ 40 დღეში უნდა აღადგინონ. ხოდა აი, წავიღებ და ვნახოთ რას იტყვიან.
UPDATE
ვიყავი ზუმერში, როგორც ზემოთ ავღნიშნე. ხოდა ჯერ ერთი სულ არ მოეწონათ ასეთ დღეში მყოფი ტელეფონის ნახვა. მერე მითხრეს სერვისში, რომ 140 ლარი დაჯდებაო შეკეთებაო. და ბოლოს დამამშვიდეს - შენი გარანტია მაინც დარღვეულია და მიუტანე ისე ხელოსანს, არაა პრობლემაო.
ტოჟე მნე..

No comments:
Post a Comment