Sunday, September 22, 2013

თბილისში ავტომობილით მოძრაობის წესები

მოძრაობის წესები იდეაში უნივერსალურია და ყველა უნდა ემორჩილებოდეს. მაგრამ არა თბილისში. თბილისს საკუთარი, ენდემური მოძრაობის წესები აქვს, რომელიც შესაძლებელია არსად გვხვდებოდეს მსოფლიოში, ამიტომ უნესკოს ან წითელი წიგნის საკუთრება უნდა გახდეს და მასზე სახელმძღვანელოები დაიწეროს. ახლა გაგაცნობთ ზოგიერთ ბაზურ წესს, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ თბილისში ავტომობილით.


1. ქალი საჭესთან? არაა პრობლემა! - მინდა დავარღვიო საყოველთაოდ მიღებული წესი და გითხრათ, რომ ჯერ მე არ შემხვედრია ქალი საჭესთან, რომელიც ცუდად ატარებდა. ნუ, მაქსიმუმ ერთი შემხვდა, ისიც იმიტომ, რომ "ზებრა"-ზე გადავდიოდი, როდესაც მე მწვანე მენთო და ის ვერ გავითვალისწინე, რომ მასაც მწვანე ენთო და ამხელა ჯიპს მოსახვევში შესასვლელად უფრო მეტი ადგილი ჭირდებოდა. საერთოდ გაცილებით სახიფათოა ორი ან მეტი ქალი საჭესთან. იმიტომ, რომ ვინც ფიზიკურად ზის საჭესთან, ის გონებით იმყოფება დანარჩენ ორ ქალბატონთან ერთად სადმე ბუტიკში, ზღვაზე, კლუბში ან რამე ასეთ ადგილზე. მარტო თუ მოძრაობს, მაშინ ქალი საჭესთან ბევრ კაცს ჯობია ტარებით.


2. სიჩქარის შეზღუდვა მხოლოდ დედიკოს ბიჭებისათვის! - მე რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა "დედიკოს ბიჭია" და ნორმალურად მოძრაობს ხოლმე აღმაშენებლის ხეივანში მაქსიმუმ 80 კმ/სთ სიჩქარით. თუმცა დღე არ გავა, რომ არ შემხვდეს ვინმე BMW-ს ან Mersedes-ის პატრონი, ან მთლად უარესი, რამე ნავაროჩენი ჯიპის, რომელსაც სულ ზანგისფერზე კიდია შეზღუდვა და ისეთი სიჩქარით მოგადგება უკან ფარების ნთებით, ტიპა გამატარეო, რომ შიშის ცივი ქარები გივლის - გვერდით ზოლში ვერ გადახვალ, ეს ზოლი სავსეა მანქანებით. არადა გეჯახება..


3. უსაფრთხო დისტანცია - ეს შესაძლებლობაა გასწრებისათვის! - როდესაც შენთვის მისდევ წინა მანქანას ასე, 2-3 მეტრის მოშორებით, რამეთუ სრულიად შესაძლებელია მან მოულოდნელად დაამუხრუჭოს და თქვენი მანქანების ინტეგრაცია მოხდეს, ასეთი მანძილი სხვა მძღოლისათვის არის შესაძლებლობა, რომ გაგისწროს და თქვენს შორის ჩადგეს. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც არც გასასწრები ადგილი აქვს და არც არავინ ატარებს.



4. ჩემი გზა - ჩემი წესები - არასოდეს ენდოთ ბრმად ავტომობილს, რომელსაც ციმციმა, ე.წ. პავაროტნიკი აქვს ჩართული. სრულიად შესაძლებელია ის საწინააღმდეგო მხარეს უხვევდეს ან საერთოდ არ ქონდეს მოხვევა განზრახული. ასე რომ დააკვირდით საით წავა სინამდვილეში და ისე იმოქმედეთ. მაგალითად მე კულტურულად დავუთმე გზა ერთ დიდ ჯიპს, რომელიც იდეაში მარცხნივ უხვევდა. ამის გამო აღმართზე სიჩქარე დავკარგე, რაც სულ არ მსიამოვნებს ხოლმე. ჯიპმა კი მშვიდად გააგრძელა იმავე ზოლში მოძრაობა, მოხვევა აზრადაც არ გაუვლია. ასევე მინდა გავიხსენო ერთი ბეემვეს მძღოლი, რომელმაც საოცარი სისწრაფით მოახერხა ჩვენთვის და ორი მანქანისთვის მოსახვევში შესვლა მოესწრო და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ სწორედ მოსახვევში გაეჩერებინა და მობილურზე საუბარი დაეწყო.



5. შუქნიშანი იტყუება! - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით საღამოობით, გზაჯვარედინებზე დგება პატრული და ის აწესრიგებს მოძრაობას. არადა შუქნიშანი მშვენივრად მუშაობს. არ ვიცი ვინ მოიგონა, რომ პატრული უფრო მართალია, ვიდრე შუქნიშანი, მაგრამ ფაქტია - წითელი ენთო მშვენივრად, პატრული ხელს გვიქნევდა გამოიარეთო და აჰა, წითელზე გავიარეთ გადასარევად.



6. ქვეითი - ღმერთია! - ყველაზე მეტად ნერვების მომშლელია ქვეითების მოძრაობის მანერა. გორშიც არ დადიან მანცდამაინც განსწავლული ქვეითები, განსაკუთრებით შუა გზაში მოძრაობა რომ უყვართ, მოახლოვებულ მანქანას რომ ვერ სცნობენ და სიგნალზე უარყოფითად რეაგირებენ. მარა გორში მანქანებიც ცოტაა, ქვეითები უფრო ყურადღებიანები არიან და ხალხიც შედარებით ნაკლები დადის. აი თბილისში კი "ზებრა" დან 10 მეტრში შეუძლიათ გადავიდნენ, ან უფრო სწორი იქნება, გადაირბინონ გაქანებული მანქანების წინ. არ დაელოდონ მწვანის ანთებას, რამეთუ ის 5 წამი მათ ცხოვრებას შეცვლის, რომ მოიცადონ. იარონ თავჩახრილებმა ისე, რომ ვერ ხედავენ გარშემო რა ხდება. უარესია, როდესაც ყურსასმენები აქვთ გარჭობილი - საერთოდ ამ ქვეყნისთვის არ არიან. ყურსასმენები და ჩაფიქრებული სიარული არ იქნებოდა საზიანო, ქვეითებმა რომ ნორმალურად იარონ თავის გზაზე, მაგრამ როდესაც წინ გიხტებიან, ვერ გხედავენ, არ ესმით, ნელა დადიან და ხელს გიშლიან საერთო ჯამში, აფერხებენ მოძრაობას და შესაბამისად - ქვეყნის განვითარებას, აი მანდ უკვე ძალიან, ძალიან გეშლება ნერვები და სადაცაა ტარანზე წახვალ - გადააჯვით გზიდან, თქვენი გამოსირებული დედებს შევეცი, პიტალო ყლეებო თქვენა!


 
მოკლედ, ორი რჩევა მაქვს მათთვის, ვინც თბილისში მოხვდა მანქანით და ვერ ხვდება ეს რა ჯოჯოხეთი ტრიალებს - 1. მოიმარაგეთ მოთმინება და 2. შეეცადეთ დაიკიდოთ. გადარჩენის ერთად-ერთი გზა ესაა. სხვა ვარიანტში ან თქვენც მათნაირი უნდა გახდეთ და ერთ დღეს ცუდად დაამთავროთ ან მთელი ცხოვრება ასეთ გარემოში მოძრაობთ და ისედაც ერთ-ერთი მადგანი ხართ - შესაბამისად სულ გკიდიათ ეს ჩემი პოსტი.

No comments: