Friday, August 27, 2010

სექსი მეპატრონესთან

აკრძალულია სექსი პარკის მეპატრონის გარეშე!

Tuesday, August 24, 2010

რას ასწავლიან სკოლაში..

დეიდაშვილიშვილი სწავლობს მეორე კლასში. მაგის სკოლის ჩანთა ჩამივარდა ხელში და მრავალი რვეულის და ორიოდე ზღაპრების წიგნის შემდეგ ვიპოვე პატარა ბროშურა, სახელად "თავგადასავალი ტყეში". მაშ ასე, სუპერ ზღაპარი სკოლურ-აგვისტოსომურ-სამხედროპროპაგანდისტულ სტილში.
კაროჩე, ძაღლს წაიყვანს პატრონი ტყეში. ხოდა ეს ძაღლი ჩამორჩება პატრონს და დაიკარგება. მინიშნება: "ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო". იარა, იარა და გაიჩითა ბაყაყი. სახლის გზას ვერ მიმასწავლიო - ეკითხება ძაღლი (ვერ მიმასწავლი კუდიგორის გზასა?). ბაყაყი ეტყობა ინგლისს განასახიერებს (მინიშნება: BBC-ს გადაღებული ცნობილი ვიდეო Do you speak English?) ან შეშფოთებულ ევროპას ან რამეს.. მოკლედ, ბაყაყმა აღშფოთება ვერ მოასწრო და მორბის კურდღელი: არიქა მგელი მომდევსო. მინიშნება: გაქცეული მოსახლეობა. მერე მოდის მგელიც, რომელსაც თურმე კბილი სტკიებია (მინიშნება: სტომატოლოგიური პრობლემის აქტიურობა ჩვენს ქვეყანაში) და კურდღელი საერთოდ არ აინტერესებდა.

აი აქ კი ჩემს მრავლისმნახველ ოთხ თვალს აღარ დავუჯერე.. მაშ ასე, "ევროპოს საბჭომ" დაბნეულ უსარგებლო ძაღლს შესთავაზეს კატასთან წასვლა, რომელმაც კასეტური ბომბების და აუფეთქებელი ჭურვების შესახებ იცოდა ინფორმაცია. მინიშნება: კატა სიაიეის ან რამე მსგავსი ორგანიზაციის მუდამ ფეხებზე დამხტომი წევრია, რომლის არსებობას რა თქმა უნდა ყველა უარყოფს, მარა ყველამ იცის. მოკლედ, კატამ ისეთივე სარგებლობა მოუტანა "ევროსაბჭოს", როგორც ბუშის ცეკვამ ჩვენ. იქიდან წამოსული მურია გზაში დანაღმულ ველს გადააწყდა, რომელიც თავისთავად ამ კასეტური ბომბებით და აუფეთქებელი მინებით იყო სავსე.. ბლა-ბლა-ბლა..

კასეტური ბომბი ცდილობს თავის წითელი ზონრით გააბრიყვოს ძაღლი, მაგრამ კურდღელი უფრო ჭკვიანია.

ხალხო, მე ძალიან თავს ვიკავებ ხოლმე ნაადრევი დასკვნებისაგან, მით უმეტეს თუ საქმეში ჩაუხედავი ვარ. ამიტომ ახლაც თავს შევიკავებ და უბრალოდ მკითხველს ვკითხავ: მკითხველო, უნდა ისწავლებოდეს თუ არა მსგავსი სახის ლიტერატურა დაწყებით კლასებში და რა აზრის ხართ კალაშნიკოვის ან კოლტ კომანდოს დაშლა-აწყობის სახალისო ხერხების შემოღებაზე?

Sunday, August 22, 2010

შვებულებაც მორჩაო..

ახლა შევაჯამებ შვებულების შედეგებს. დავიწყოთ იქედან რომ სულ 4 ჯერ მქონდა შვებულება რაც ვმუშაობ და აქედან 1-ხელ ომი მოხდა, ხოლო ყველა დანარჩენი იყო  უპონტო. კონკრეტულად ამჟამინდელი 9-23 აგვისტოს შვებულების შედეგები ასეთია:
მოვახერხე რომ:
1. წავსულიყავი ქობულეთში.
2. მესწავლა ნორმალური ცურვა (ისე რომ ფეხი არ დამერტყა ფსკერისათვის და არც დავმხრჩვალიყავი)
3. ჩავსულიყავი ველოსიპედით კასპში, უკანვე დავბრუნებულიყავი და გამეკეთებინა ვიდიუ ამაზე.
4. შემეძინა სამხედრო ფორმა და კოლიმატორი "სმიტისათვის"
5. დამეძინა იმდენი, რამდენიც მეძინებოდა
6. დამეკლო 4 კილოგრამი და გავმხდარიყავი 86
ვერ მოვახერხე რომ:
1. დამესვენა ქობულეთში.
2. წავსულიყავი/დამესვენა ბორჯომში
3. ჩავსულიყავი ველოსიპედით ხაშურში
4. გემრიელად გამომეძინა
5. გავსულიყავი და მევარჯიშა ტრეისერებთან
6. არ მომნატრებოდა სამუშაო
7. შემეძინა სპორტული ბრიჯები
8. წავსულიყავი აირსოფტელთა წვრთნაზე
9. მომეშორებინა ნაცრისფერი განწყობა მთელი შვებულების მანძილზე
10. გადამეღო კლიპი "ახალი ტალღა 2"
ეპილოგი:
კარგია რომ ამ შვებულებაზე ომი არ მოხდა. კარგია რომ ველოსიპედის ყიდვა მაინც მოვახერხე, რამეთი გავერთე ქე მაინც. ცუდია რომ ფული თითქმის არ დამრჩა შვებულებისთვის, ცუდია რომ კურორტზე დასვენება საშინებელად მექცა. რეკომნდაციას ვუწევ ჩემს თავს: ჯო, მოაგროვე ფული და ისე გადი შვებულებაში. თან ხომ ხედავ ყოველ წელს, რომ ეს ოხერი ზღვა სიფარჩაკის მწვერვალია, წადი რა ბორჯომში! დაბოლოს: არ იყო აუცილებელი ჩერნობილში წასვლა..

Friday, August 20, 2010

ბრანწი ანუ საგზაო მოძრაობის წესი

ბრანწი - ესაა საჩვენებელ და შუა თითს შორის ჩაკვეხებული ცერა თითი. როგორც წესი ბრანწის ჩვენება შუა თითის ჩვენებას უტოლდება. თუმცა დღეს გავიგე საინტერესო ამბავი. საქმე იმაშია, რომ როგორც მოგეხსენებათ სატვირთო ავტომობილებს უკანა თვლები წყვილად აქვთ.


ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ თვლებს შორის ქვა გაიჭედება და ამ ფაქტს უკან მომავალი ავტომობილის მძღოლი შეამჩნევს, ამ ამბის შეტყობინება სატვირთოს მძღოლისათვის სწორედ ბრანწის ჩვენებით შეუძლია.

ასე რომ ძვირფასო ახალბედა მძღოლებო, თუ ხედავთ, რომ გადასწრებული მანქანიდან ბრანწს გიჩვენებენ, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თქვენი შეურაცყოფა უნდათ. შესაძლოა მათ თქვენი უკანა საბურავის ბედი აღელვებთ.

შატილის მთეებიდაან - ანუ ხეზე

საქმე რომ არა აქვს კაცს, თორემ ასე მოუმზადებელი რომ არ ეტაკებოდა ადამიანი ამ ხეს არა? მაგრამ მე ვეტაკე..
შატილის მთეებიდაან დუშეთში ჩაგიყვან ხეებზე მფრინავი ჭაღარა ცხენითა..
შაოლინი! პიანი მასტერი! ჰაჯიმეე, ცუკიი!
მოვფრინავ შორტით, გპირდებით ბოტასს..

Wednesday, August 18, 2010

Welcome 2 Kaspi, Soldier!

დიახ! მე ეს შევძელი! და მე ეს დავამონტაჟე და შეგიძლიათ იხილოთ. აბა, წავიდა ვიდიუუ!

Tuesday, August 17, 2010

დიეტა

დიეტა - როგორი ჯადოსნური სიტყვაა არა? საერთოდ ვერასოდეს დავაძალებდი თავს ცინიკური პოსტი დამეწერა, მარა ახლა მომინდასავით. დავიხმარებ საყვარელ გუგლს სურათების მოსაძებნად. ჰოდა ჰაიდაა!
რამდენადაც მე-9 კლასის ანატომიიდან მახსოვს, სიმსუქნე განიმარტება როგორც დაავადება, რომელიც იწვევს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, მდაბიურად ძვალ-რბილის, და გულ-სისხლძარღვთა, მდაბიურად ვენების, დაავადებებს. თავად განსაჯეთ, სად როდესაც თქვენს კუნთებს უწევს 80 კილო მასის ტარება და სად როდესაც 140 კილოსი. თუმცა აქ მარტო წონაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულნი. რამეთუ მამაჩემი ამბობს, რა სიმაღლისაც ხარ, იმას მინუს 100 უნდა იყო წონაო. ნუ, პლუს-მინუს 10 კილო, ჯანდაბას. ამ განმარტებიდან გამომდინარე, დღეს საღამოს ავიწონე და ოქროს წონა მაქვს: 86 კილო!
გვერძე სოფელში ნაზუქებივით გოგოები მეგულება..

თუმცა ზედმეტობა არაფერში ვარგა. ხოდა მე მაქვს ეჭვი, რომ მატერიის (აი რეცხვა რომ აპარავებს, იმის) ფასის ზრდის გამო შემოვდა პატარა ტანსაცმლის ჩაცმის ტენდენცია. შესაბამისაც ადამიანი იძულებულია დაპატარავდეს, რომ ტანსაცმელს მოერგოს. ასევე შესაძლოა ესაა რადიაციის, პოლიტიკური ინტრიგების, ჰაერის მასების გადაადგილების, გლობალური დათბობის ან პუტინის ლურჯი თვალების გამო, რომ ჩვენი, ქართველი გოგოების უმეტესობა დაპატარავდა. აან ჩვენი, ანუ ქართველი ბიჭების უმეტესობა აიწოწა.
საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ კვება, იმის გარდა რომ სიამოვნებაა (სხვათა შორის ყოველი ჭამის შემდეგ ჩნდება კარიესის საშიშროება.. თურმე!), ასევე აუცილებელი პროცესია ორგანიზმისათვის საშენი მასალის მისაწოდებლად. გგონიათ ვაშლი, მსხალი და ატამის ჭამით დივლი-დალალეთი გახვალთ ფონს? ორგანიზმს სჭირდება ცილები, რომელიც მოიპოვება ხორცში. დიაღ! ხორცი გადაარჩენს კაცობრიობას. ხილი კი შეიცავს ვიტამინებს, რომელიც საშენი მასალა კი არა, უფრო შემაერთებელი მასალაა. შემაერთებელი მასალა (ცემენტი მაგალითად) რამდენიც არ უნდა გქონდეს, ისეთ კედელს ვერ ააშენებ, სადაც ნამდვილი საშენი მასალა (ხრეში, ქვიშა, ქვა) გამოიყენება. კი არა და.. მარა მოდი მივყვეთ გეგმაზომიერად.
წესით ასეა: საკვები შედის ორგანიზმში, რომელიც მისგან მიღებულ ენერგიას ხარჯავს და შესაბამისად, შეიძლება შემდეგი დოზის მიღება. და რა ხდება დღეს? ერთ ადგილას, გაუნძრევლად მომუშავე ეპოქამ მოგვიტანა ის, რომ ენერგიის დიდი ნაწილი დაუხარჯავი ხდება და შესაბამისად ინახება. ანუ ხდება გასუქება. გასუქების საწინააღმდეგოდ მიმართავენ დიეტას, არ ჭამენ არაფერს, ან ჭამენ ხილს, ან არ ჭამენ პურს, რომლიც თურმე ასუქებს.. და შესაბამისად აკლებენ ორგანიზმს საშენ მასალას, ხდებიან პატარები, აკლებენ ენერგიის წყაროს, ხდებიან ზანტები და შესაბამისად კიდევ უფრო ნაკლებს მოძრაობენ, ბლა-ბლა-ბლა.. არადა გამოსავალი არის აქტივობა. მოძრაობა. სპორტი ნახ!
სიმართლე გითხრათ მე არ მიყვარს ჩონჩხთან ურთიერთობა და პუტკუნა გოგოები მირჩევნია, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ. გემოვნებაზე ჩხუბობენ, იწყებენ ომებს და ანგრევენ ერთმანეთს თავპირს. ასე რომ ამხანაგო, ვიცი ამას წაიკითავ და იმედი მაქვს მიხვდები რომ შენზე დავწერე. დაანებე თავი გადაკლულ დიეტას და გადი გარეთ. ბოლო-ბოლო დილაობით რომ უბრალოდ ცენტრამდე ფეხით ჩახვიდე და ჩამოხვიდე, მერე შხაპი მიიღო და შენივე ყვავილების სურნელით დატკბე, დიდ საქმეს გააკეთებ.
არა რა.. არ ზის ცინიზმი ჩემში და არ გამომდის ასეთი პოსტები და რა ვქნა? მამათა და შვილთა ომი გინდა მოვაწყოთ? წავედი მე დავიძინო.. იგეთი კარგი ხინკალი მივირთვით დღეს.. იფ, იფ, ფი.. ა, მართლა, ცალკე მარხვაზე მინდოდა რაღაცეების დაწერა, მარა მთლიანი მეზარება და შინაარსი ასეთია: მარხვა მოიგონეს ზედმეტი ცილებისაგან განთავისუფლების მიზნით და არა იმისათვის, რომ დიეტა დაიცვათ აქაოდა მარხვას ვიცავო.

Monday, August 16, 2010

წვიმა

დიახ! უკვე 1 თვე ნალექის გარეშე და გორში წვიმა მოდის. ღამეა. 04:28. წვიმს მეჩხერად, მაგრამ აშკარად წვიმს. ბავშვებს უხარიათ. უხარიათ მეთქი კაცო!

კუნძული "ადნაკლასნიკებზე"

სალაპარაკო არა მაქვს, ასე რომ შენ ილაპარაკეო - ცნობილი შაბათის შოური სიბრძნე. დღეს რაღაცა კონცერტი კი იყო გორში, მაგრამ მე მეძინა და ამ კონცერტის მუსიკების ხმამ გამაღვიძა, ასე რომ კარგს ნამდვილად ვერ ვიტყვი ამ კონცერტზე, მით უმეტეს თუ ძუძუებს ვხედავდი სიზმარში და როგორც უკვე გითხარით, გამაღვიძა მუსიკამ. ენივეი, საქმე არა მქონდეს რა და დავდებ ჩემი კუნძულის სურათებს, რომელიც მაქვს "ადნაკლასნიკებში" (ჰო, ვიცი. მარა მაქვს)
თავიდან იყო ისე, როგორც საერთოდ არის ხოლმე. მასწავლეს აშენება-განვითარება და მივიღეთ ბაზური კომპლექსი.
მერე გადავწყვიტე რომ ენერგეტიკა უნდა იყოს პრიორიტეტი. ამიტომ ქარის გენერატორების შენება-გაძლიერება დავიწყე.

მერე ვიფიქრე, ენერგეტიკა ვჭამო თქო? ხოდა დავიწყე საცხოვრებელი ადგილების შენება და პლუს გასაგრილებელი რაღაცეების, სანაყინეების და წყალში სახტომელების.

აი, როგორც ხედავთ ინფრასტრუქტურაც განვითარდა, გზები დაიგო, სასტუმროები და რესტორნები ფულის შემოტანას უწყობენ ხელს..

ფულს ძალაუფლება მოაქვს. ხოდა მეც სამფლობელოს გაფართოებას მივყევი. მარცხნივ და მარჯვნივ მეზობელს მიწები გამოვსყიდე.

ამასობაში მსოფლიო ჩემპიონატიც მორჩა ფეხბურთში და მთელი ჩემი კუნძული ზეიმობდა ამას დღე და ღამე. შემოსავალმაც 30 000-ს დოლარს მიაღწია დღეში.

ეს კი ახლანდელი მდგომარეობაა. 26 მეგობრით, 40 000 შემოსავლით, 900 მდე გამომუშავებული ენერგიით, აეროპორტით, 4 სასტუმროთი, სიყვარულის ხეივნით, Dj-ს სახელობის სკვერით, Lara-ს საპატივისცემულო პარკით, გოლფის მოედნით, დისკოტეკით.. მოკლედ, ეწვიეთ ჩემს კუნძულს და კმაყოფილები დარჩებით. გვაქვს კოტეჯები 10 დოლარი დღეში. ასევე 5 ვარსკვლავიანი 2 სასტუმრო 150 დოლარი დღეში. კაზინო, კლუბი, ბუნგალოები, სამწვადეები, წყლის თხილამურები..თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს 11 სამაშველო სამსახური, ხოლო ჰიგიენაზე - 4 მეზობელი, მათგან Lara ყველაზე აქტიურად. რაღა მიჭირს, ჰო? :(

Sunday, August 15, 2010

სათევზაოდ სკრასთან

შემომხედეთ ერთი, ვგევარ უცხოელს? უცხოელს თავი დაანებეთ, ამერიკელს ვგევარ?
თქვენ.. თქვენ რა შუაში ხართ, ამათ უნდა მომკლან კაცო? მისდღემჩი არ უნახავთ ველოსიპედიანი კაცი, "მე ვხედავ მზეს" მაიკა რომ ეცვას, გადაჭრილი თათმანები ეკეთოს და ბეჭებზე ჩანთა ქონდეს? ამერიკელიო.. ამერიკელი თავი გაბიათ ბლა! "ნახე, ნახე, ამერიკელი სურათს გვიღებს!"

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მოულოდნელად თანამშრომელი ზვიადი მირეკავს, წამო ველოსიპედი ვიპოვე და სკრაში წავიდეთ, კარგი აღმართებიაო. აღმართები იცოცხლე, სამი შესანიშნავი აღმართია და მერე სულ სწორი გზა მოდის. მაგრამ ის აღმართები.. იშ! გემრიელი აღმართებია.

ხოდა კომბინატის რკინიგზის ხიდის გავლით, რომელიც და რომა არის ცხინვალისკენ მიმავალი მატარებლის ხიდი და გამოიყენებოდა ბამბეულის კომბინატში მასალის შესაზიდად, გავეშურეთ სკრისკენ და დავაფიქსირე სიტუაცია: S.T.A.L.K.E.R.

გზაში შეგვხვდა ტარტალიოტი, რომელიც ტარტალიოტობდა და გაგვისწრო და ამ დროს ზვიკის გაახსენდა მისი მეზობელი, რომელსაც ცუდი სიმთვრალე ქონია, დასალევად ყოფილან აი ახლა რომ ტარტალიოტმა გადაიფრინა იქ და მეზობელს უთქვამს წამო გავიხადოთ და ვიბანავოთო. ამდგარა და სულ გაუხდია ყველაფერი, უბანავია და ამ დროს მატარებელს გამოუვლია და ამას მთლად შიშველს ხელი აუწევია. ნუ, კურიოზია ფაქტიურად.

არა რა.. თევზაობა არაა ჩემი საქმე. დაჯექი და ელოდე რა. მაგრამ აგერ ეს კაცი კაცო, მჯდარა აქ კაი ხანი.. ანუ წარმოიდგნიეთ, ჭიაყელით აღარ თევზაობენ, ახლა ყოფილა მოდაში პური. ხოდა ასე თქვა, ოთხი პური შევაჭამე თევზებს და ვერაფერი დავიჭირეო.
ნუ, ვინც დაინტერესდა, ესაა სკრის ზნაკამდე არმისული, გადასახვევია მარცხნივ, არის 2 ცალი ხელოვნური ტბა, მოსდევსო კობრი, კარასი და გაუგებარი თევზები კიდე რაღაცეები, რაც ვერ დავიმახსოვრე. ერთი ანკესით თევზაობა ღირს 5 ლარი და პლუს თითო კილო დაჭერილ თევზზე 4 ლარი. კარასი არ ითვლება. თევზი მოდისო დილით სისხამზე 6 საათზე და საღამოს მზე რომ ჩადისო. ვინც ვნახეთ ვერავის ვერაფერი ქონდა ჯერ დაჭერილი, ერთს ვუნახეთ მარტო აი ეს ნადავლი.

უკანა გზაზე გავუარე ვასასის, რომელსაც იმდენი ყვავილები ქონდა ეზოში, ველოსიპედი ძლივს შევაყენე. ყოფილა მარხვაზე და ის ბეკონის ჩიფსი სულ მე შემხვდა, რომელიც იყო ერთი ცალი დარჩენილი მაღაზიაში და პატიოსნად მაძლევდა გამყიდველი ხახვის ჩიფსს, რომელიც თავის მხრივ თურმე ეჭმეოდა თამოს. სამაგიეროდ მის ძმასთან ერთად გავინაწილეთ 7 ნომერი ბალტიკა, მივირთვით შესანიშნავი საზამთრო (რომელიც მომეწონდა რატომღაც, მე ხომ საზამთროს დიდი კლიენტი არა ვარ) და ვიჭუკჭუკეთ ალთასა და ბალთაზე. ვსო, წავედი ახლა, დავიძინო უნდა.

Friday, August 13, 2010

დოესი და უცხოელი

დოესი - კასპის რაიონი. მანდ მაცხოვრებელ ხალხს სლენგზე დოელები ქვიათ (ისე დოესელები) იმყოფება ჰა და ჰა იმაზე სიმაღლეზე ზღვის დონიდან, რომელზეც გორი. ხოლო დაშორებულია კი გორიდან 14 კილომენტრით. მთავარი ისაა, რომ ერთი საშუალო სირთულის აღმართის მეტი დოესამდე ჩასვლას არაფერი უდგია წინ.
ხოდა უფლისციხემდე გზა გაკვალული და გათელილი და გადავლილი მქონდა მეც და სხვა ბაიკერებსაც გორიდან. მეც გადაწყვიტე რომ მეტი შეიძლება. ის საშუალო სირთულის აღმართი წინა მესამე და უკანა მე-7.. მე-4.. ცოტაც.. მე-2.. ჯანდაბა, ვეღარ ვქაჩავ.. 1-ლი სიჩქარით ავიარე, მერე ისევ მე-6 ში გადავიტანე და აღარც გადმომიტანია უკან სანამ აი ამ ნიშნამდე არ მივედი შუაგულ სოფელში.
რა ცუდია რომ მანძილი არ წერია მცხეთამდე.. არადა საინტერესო იქნებოდა. აქვე სახალისო ფაქტი. თმა მაქვს საკაიფოდ გადახუზული, თითქმის არაფერია დარჩენილი. ამას პლუს სკოლის ჩანთა ზურგზე, სადაც წყალი და სხვადასხვა რამეები იდო. და დასაგვირგვინებლად არა შავი, არა თეთრი, არა წითელი, არა ყვითელი.. არამედ მწვანე ფერის მაიკა და არა ჯინსის, არა ვილვეტის, არამედ თხელი რაღაცა ნაჭრის ბრიჯი.. შეხედავ - უცხოელია! ჰოდა ერთი 5-გან გამოვიდნენ ბავშვები და ეე.. ჰელოოუუუ! ჰელოუ მაი ფრენდ! ჰაუ არ იუ? ჰა? ჰააააააა? ერთი-ორჯერ ხელი ამიწიეს და დამიყვირეს: ჰაი! მეც ავუწიე ხელი და დავუყვირე: ჰელოუ! ამან ძალიან გაახარა ის ბავშვი და ჰაი! ჰაააი! ჰაიიიიიიიი!!!
აჰა, ესეც უკანა გზაზე. იმ აღმართის მერე სულ დაღმართია. მცირე დახრილობის, მარა მაინც. ხოდა ეს მცირე დახრილობის დაღმართი უკანა გზაზე ხომ მცირე ახრილობის აღმართად გადაიქცა არა? თავს იმით ვაიმედებდი რომ ის პირველ აღმართზე, დაღმართად რომ გადაიქცა, საკაიფო დაუნჰილი გამოვიდოდა (50 კმ/სთ გაქაჩა). ასევე თავს იმით ვაჩქარებდი რომ მზე ჩავიდა ფაქტიურად და სიბნელეში და იმდენ კოღოში მოძრაობა დიდი ვერაფერი სიამოვნებაა. :)

ევრიკა!!!

დიახ! ვიპოვე! აღმოვაჩინე! უფრო ზუსტად დავადგინე! ის ხომ ტიპიური მამიკოს გოგოა!!! დიახ! ის მამიკოს გოგოა, მას გამუდმებული ყურადღება ჰაერივით სჭირდება! გარეგნული ერთგვაროვნების ნიღაბი უბრალოდ თავდაცვის საშუალებაა, ის ჩამოყალიბებული, ასპროცენტიანი მამიკოს გოგოა! თუმცა მამიკოს გოგო მე არ გამომადგება. აი ასეთია მწარე რეალობა. სხეული მისკენ ისწრაფვის, გონება უარს ამბობს. ვფიქრობ გონებას უნდა დავუჯერო. ოდენ კავშირი ესრეთ სულთა შობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით საუკუნოდ მომადლებულსა. მამიკოს გოგოზე სტატია იხილეთ აგერ.

Thursday, August 12, 2010

მარ-ტორ-ქა ვარ..

ნუ მიყურებთ, რას ვგავარ..
საქმე იმაშია, რომ როგორც წინა პოსტებში მოგახსენებდით, ზღვაზე დავიწვი და შესაბამისად კანიც უნდა ამძვრალიყო წესით. დღეს კი ველოსიპედით გავიარე 10 მდე კილომეტრი და სახლში მოსულმა მაიკა რომ გავიხადე საშინელი სანახაობა დავინახე: მთელი მხრები, მკერდი და ზურგიც წვრილ-წვრილი ბუშტუკებით მქონდა დაფარული. საბედნიეროდ მალევე მივხვდი, რომ ეს გამოსული ოფლი იყო, რომელიც ატყავებულ კანს ვერ გაცდა. ვიბანავე, გავიხეხე და ვარ ახლა აი ასეთ საშინელ დღეში. მარტორქა ვარ, ნუ მიყურებთ, რას ვგავარ @ ნადირობის სეზონი 1

Wednesday, August 11, 2010

ჩემი სიფორჩხლე "სმიტი" გასწორებული კოლიმატორით

არა რა.. ლამაზია.


ამ კუთხიდანაც ლამაზია

გასწორებული კოლიმატორიდანაც..

გლოკის ჩასადები, რომელიც არიქ კაბურა და რომელიც კეთდება ბარძაყზე, ღირდა 50 ლარი.. 50 ეს, მთლიანი თათმანები 23 ლარი.. კაროჩე მაგარი ძვირი რამეა ეს აირსოფტი რა! :) ერთი წავიდე, გავისროლო, ეგება და არ დამევასოს და.. :) არადა ვინც მივიდა, ყველამ თქვა "სტრაიკბოლი დამევასა. დაივასე შენც"-ო.

Monday, August 9, 2010

ომი და უსაქმურობა

ტააქს.. ახლა ვასასისთან ვნახე ძალიან მუქი პოსტი იმაზე, რაც მოხდა აგვისტოს სამხედრო კონფლიქტისას. ახლა მოდი ჩემს ბლოგს გავქექავ, იქნება მეც დავწერე რამე.. ა, წერა 2009 ში დამიწყვია, შესაბამისად ვერაფერსაც ვერ დავწერდი. თუმცა მოდი დავიწყოთ ბოლოდან.
სიმართლე გითხრათ ამომივიდა ყელში უსაქმურობა. წარმოგიდგენიათ, მთელი დღე წევხარ, ტელევიზორი გაქვს ჩართული სადაც სულ ერთი და იგივეს ამბობენ. გარეთ გასვლაც არ გინდა, ცხელა. სახლშიც ცხელა.. მობილურს მიღება არა აქვს, თამაშები არ მიწერია. თვითონ მობილიც ძველი მოდელისაა და მარტო 208 წერტილი გაფართოების ეკრანი აქვს..

ატენში ვიყავით რა. ჩემს სოფელში. როგორ მოვხვდით ქვემოთ დავწერ. ახლა კი მინდა გავიხსენო, როგორ ჩავედით მდინარეზე, ეგება გული გადავაყოლოთ რამესო. მერე იქ მთვრალი სასტავი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ჩვენ რომ ჩვენს საკუთარ სახლში ვიყავით, ისინი ამ სახლს დარაჯობდნენ და ამისათვის პატივისცემას იმსახურებდნენ მაგალითად 5 ლიტრი ღვინოს სახით. ამ მოთხოვნის პასუხი აუცილებლად იქნებოდა ამ თოხზე ნამუშევარი ხალხის შეძლებისდაგვარად გაბერტყვა, მაგრამ გაგანია ომი იყო და კიდევ ერთი კონფლიქტი.. თუმცა რომ ვუფიქრდები.. ახლა ხომ არ.. ჰა?
ესაა ერთადერთი კადრი, რომელიც ომის სიტუაიციას მოგაგონებთ. სადღაც 16-ში თუ 17-ში ამოვიდა მანქანა პურით და დაგვირიგა 3 პური. პური ისედაც არ გვაკლდა, მარა ზედმეტი 3 პური ურიგო არაა. გარესამყაროსთან კონტაქტს ვახერხებდი სახლიდან 3 კილომეტრში შემაღლებულზე მობილურის ინტენა იდგა და იქედან. დარეკვით არაფერი გამოვიდოდა, მარა ესემესები იგზავნებოდა ხოშიანად. ბალის ბარათის საყიდლად გორში ჩამოვედით შაბათს, ანუ 9 ში. დაბნეულმა გამყიდველმა კი 2 ბარათი მისცა მამაჩემს 1 ის ნაცვლად.
ძალიან მინდოდა ცარილე ქალაქში შემოსვლა. საქმე იმაშია, რომ სადგურის ხიდთან, რომელიც ქალაქს ყოფს სამხრეთ გზებისაგან, იდგა რუსის ორი საცოდავი ბეტეერი, რომელზეც იჯდა 6 მდე საცოდავი რუსის პაცანა. შესვლა-გასვლა უპრობლემოდ ხდებოდა, უბრალოდ ფსიქოლოგიური ფაქტორია. სიტუაცია არეული იყო სანამ შრდილო ოსები და მისთანა ნაყარ-ნუყარი ხალხი იყო. ესენი საშოვარზე იყვნენ და სწორედ ესენი აჩმახებდნენ და იპარავდნენ. საწყალი რუსის სალდათი, რომელიც ახალი მისული იყო ჯარში და მაშინვე ესეთ ომში უკრეს თავი, აი ვააფშე ფეხზე ეკიდა რა ომი და უბედურება. ბიძაჩემ-ბიცოლაჩემი ჩამოვიდნენ ჯერ სახლში. ერთ დღესაც გამოიარა ბეტეერმა და ერთი ეკითხება, დეიდა, სად შეიძლება მობილურის ბარათი ვიყიდო, სახლში მინდა დავრეკოვო. პლუს ნუ დავუკარგავთ გენერალ ბორისოვს დამსახურებას: ადამიანი ჯარისკაცია და უნდა გაუგო - მიიღო ბრძანება, შესანიშნავად შეასრულა და როგორც ქალაქში დარჩენილმა ხალხმა მითხრა, ბორისოვი რომ არა, ის ოს-ჩეჩენ-მარადიორები მთელ ქალაქს გაზიდავდნენო.
ჰო, ბორისოვზე კიდევ ის მინდა ვთქვა, რომ მეზობელს სახლში შეუვარდა ვიღაც ყულფანა რუსი ლიოტჩიკის ნასროლი ჭურვის ნატეხი. თუ სროლა არ იცი შვილო, რასა ჯდები სამალიოტზე, ხო? ხოდა ავიდა ეს მეზობელი სამხედრო ნაწილში, სადაც ბორისოვი იყო გამაგრებული და იჯდა და იჯდა. მოვიდა გენერალი - ზის. წავიდა - ზის. კაცო, ვინ ეშმაკია ეს კაცი, რატომ ზის აქაო? საპიორები უნდა და რა ვქნათო? მიეცით ეს ოხერი საპიორები და გაუშვით, რამდენი ხანი უნდა იჯდესო. კიდევ ყური მოვკარი რომ თურმე ბორისოვს მე-6 რუსულ სკოლაში უსწავლია ბალღობაში და რომ ნახა, ცრემლები მოადგაო. რას გაიგებ, რა ჭორია, რა მართალი, ა?

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 6 აგვისტოს შვებულება მომირჩა, ჩამოვედი ქობულეთიდან გარუჯული, შესანიშნავ ხასიათზე.. ისე სურამთან კი ძალიან ბევრი პოლიციელი შეგვხვდა და რადიოც რაღაც უცნაურ ინფორმაციებს იძახდა, მარა 7 ში გაწითლებული ცის ყურებას ისევ ძილი ვამჯობინე და 8 ში დილით ისევ სამუშაოზე გამოვცხადდი როგორც ყოველთვის. ნუ, იყო იქ, რომ ცხინვალი ჩვენია, ძმამ დამირეკა და აქ ნამდვილი ომიაო, ყოველ ნახევარ წუთში ტაქსი მიდიოდა ჰოსპიტალისკენ 2 პატრულის ექსკორტით.. ბლა-ბლა-ბლა.. ოღონდ ცხოვრებაში არ დამავიწყდება მეორე დარტყმა. პირველი სკრასთან იყო გორიდან 10 კმ ში და უბრალოდ ხმა მოვიდა. მე ამ დროს არქივში წავედი. საბედნიეროდ არქივის ბოლოში ვიყავი, თორემ ამ სანახაობას ხომ ვერ ვნახავდი?! წარმოიდგინეთ, უეცრად ძაააალიან შენელებულს ხედავ მოძრაობას. ხედავ.. უფრო გრძნობ როგორ შემოიჭრა არქივის კარებიდან რაღაც უჩინარი. და ხედავ როგორ ტალღასავით იწევა ჭერი, ხოლო ჩაკიდული პაპკები ამ უხილავი ძალის გავლენით შენსკენ იხრებიან. სამი, ორი, ერთი მეტრი.. და მერე მკერდში დარტმა.. და კი არ გესმის, მთელი ტანით შეიგრძნობ: ბუბუუუმ!!! განუმეორებელი შეგრძნებაა.
და მერე გამაოგნებლად შეცვლილი ხალხი, პანიკა.. სრულად გაუგებარი ჩემთვის.. ქალები ტირიან, კაცები რეკავენ.. ამაოდ. ხაზები ერთ წამში გადაიტვირთა. და კიდევ უფრო მოულოდნელი იყო, როდესაც სახლში დავრეკე და ჩემმა დამ ნამტირალევი ხმით მითხრა რომ ეშინია. მოულოდნელი იმიტომ, რომ ჩემზე ძლიერი მეგონა ყოველთვის. არ მეშინოდა მე. მართლა არ მეშინოდა. უფრო ნერვები მომეშალა იმიტომ, რომ ჩემს გარშემო უამრავი უსარგებლო ადამიანი აღმოჩნდა, რომლებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს პანიკის დათესვა და გაწონასწორებულ ადამიანსაც აპანიკებდნენ. მერე ყველა გაიკრიფა სახლებში, მე კი დავჯექი ტელეფონთან და თბილისიდან შემოსულ ზარებს ვპასუხობდი: ნუ გეშინიათ, კარგადაა ყველაფერი, ყველა ცოცხალია, ტუდა-სუდა.. მერე წავედით.. თუ 7 ში წავედით.. მოკლედ, წავედით და რამდენიმე თანამშრომელმა სისხლი ჩავაბარეთ.
არადა ჩვეულებრივ მიდოდა ცხოვრება.. ხალხი ჯარში შედიოდა კონტრაქტით, რომ მერე აღებული ფულით მაცივარი ან ტელევიზორი ეყიდა.. მიდოდნენ ორკვირიან რეზერვში, სადაც ავტომატის დაშლა-აწყობის ნაცვლად სამშობლოს მგზნებარე სადღეგრძელოებს სწავლობდნენ.. "თქვენი მოგებული ომის დედა მოვ%$#ნ მე!" - ამბობდა თავის დროზე ერთი წინასწარმეტყველი კაცი. გვყავდა მეთაურები, რომლებსაც ალბათ ცხოვრებაში ერთი სტრატეგიული თამაშიც არ ქონდათ ნათამაშევი, თორემ ხომ არ გამორჩებოდათ ავიაციის როლის გათავისება.. და რა თქმა უნდა ყველა დიდი ოპტიმისტები ვიყავით, რას ქვია რუსეთი შემოვა, მისი კი არააო. ჰა, ის როგორ იყო, კოკოითი რომ ითხოვდა პუტინისგან, არიქა ქართველები მავიწროვებენ და დამიცავით, როგორც რუსეთის მოქალაქეო? როგორ იყო, რომ დავცინოდით, აგეწვა კუდი კოკოითოვო?

უფ, რამდენი მიწერია კაცო. იმის თქმა მინდოდა, რომ ომი რა თქმა უნდა ფარჩაკობაა, მარა მარტო რუსებზე გადაბრალება არ იქნება სწორი. როგორც იტყვიან ხოლმე, თუ გატრაკება არ შეგეძლოთ, რაღას ატრაკებდითო. ვრაგუ ნე სდაიოტსა ნაშ გორდი ვარიააგ, პაშაადი ნექტოო ნე ჟელაააეეტ.. თუ როგორაა ესა?

მე სპეციალურად არაფერს ვიტყვი აღშფოთებულ და შეშფოთებულ ევროპასა და ამერიკაზე. ერთი იმის თქმა მინდა და დავამთავრებ ამაზე, რომ ამ კონფლიქტმა აჩვენა: აზერბაიჯანის იმედი არ უნდა გვქონდეს, სომხეთის იმედი იმ შემთხვევაში უნდა გვქონდეს, თუ მათ წაადგებათ, თურქეთის იმედი კი არა და შიში უნდა გვქონდეს, რუსეთის მორიდება უნდა გვქონდეს და უკრაინა.. უკრაინას თავის თავი გაჭირვებია ახლა. ჩვენს თავს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ, ხალხო.

გითხარით ვერ ვიტან თქო?

რატომ მოწონს ნეტა ხალხს ზღვა? აი, რა უნდა გააკეთო კაცმა ზღვაზე? წახვალ-წამოხვალ, მზეა, ნესტია, ნახევრად შიშველი უკვე გულისამრევი გოგოები და გაუგებარი ფასები. ჰო, კაი, ჩახვედი ზღვაში, გაცურე-გამოცურე, იყვინთავე, დაიხრჩე და გამოხვედი, დაწექი მზეზე, გაირუჯე (არადა დაიწვი სინამდვილეში). და მერე?
მე გამიგია დასასვენებლად წასვლა შენი ჭკუის ხალხთან ერთად, ბოლო-ბოლო დაჯდებით და მოჯოკრავთ ან ბურთს ითამაშებთ, ან ლუდს დალევთ, ან თავს მოიკლავთ სულ რომ არაფერი. მარა მშობლებთან.. ჰმ.. პენსიონერული დასვენება გამოგივიდა @ ვასასი. ვარ ახლა მე საპენსიო ასაკში? პლუს გავცივდი და სამყაროს ბლანტად ვხედავ. მეწვის კანი და არაფრის ხალისი აღარ მაქვს. სამუშაოზე მინდააა!
ჰო, კაი, ჯანდაბას, ერთ სახალისო ვიდეოსაც მოვაბავ.

Friday, August 6, 2010

კოლიმატორი

ჩეეემი სიფორჩხლეა ესაოოო

ნახეთ როგორ მოუხდა კოლიმატორი. :) შენდეგში იქნება სურათები კოლიმატორიდანაც. ახლა კი გევედი მე ზღვაზე.. ვერ ვიტან რა ზღვას.

Just პოსტი სურათებით

დავიწყოთ ბოლოდან. დღეს ლუდი ვსვით და ხინკალი ვჭამეთ ჭონამ და მე და კიდევ რამოდენიმე არაბლოგერმა. ატენური ვიცი მე ღვინო. მზესუმზირა.. ეე.. არა!

მანამდე იყო ჯეოსტარი და შესაბამისად კონცერტი.

მე და ბიძაშვილი (გიტარაზე რომ უკრავს), დავსეირნობდით სკრის მიმართულებით.

სადღაც ელექტროფიკაციის დასახლებასთან, რომელიც გორად ითვლება, შეგვხვდა მოტოციკლეტი კაშკაშა ფარებით, ბიჭი მძღოლით და დამშოკავი ტანის მქონე გოგოთ ამ ბიჭის უკან. ბიჭმა იკითხა ამ გზას რომ გავყვეთ სად ჩავალთო. იდეაში ამ გზამ ხაშურშიც უნდა ჩაგიყვანოს კაცი. ხაშურის ხსენებაზე გოგოს გაეცინა.


მაქსიმალური განვითარებული სიჩქარე ჩემი სპიდომეტრის მიხედვით იყო 40 კმ/სთ. ხოლო გარეთ ყოფნა დაიწყო გორის ციხის დალაშქვრით. ველოსიპედით ქვიან ბილიკზე ასვლა საოცრად ძნელი გამოდგა.. თუმცა არა შეუძლებელი.
მაგრამ კიდევ უფრო ძნელია უკან ჩამოსვლა. რჩევა: არ ახვიდეთ ასეთ გზაზე ველოსიპედით.

დაბოლოს, აბა რას იტყვით, ხომ ლამაზი საყურეებია?