ახლა შევაჯამებ შვებულების შედეგებს. დავიწყოთ იქედან რომ სულ 4 ჯერ მქონდა შვებულება რაც ვმუშაობ და აქედან 1-ხელ ომი მოხდა, ხოლო ყველა დანარჩენი იყო უპონტო. კონკრეტულად ამჟამინდელი 9-23 აგვისტოს შვებულების შედეგები ასეთია:
მოვახერხე რომ:
1. წავსულიყავი ქობულეთში.
2. მესწავლა ნორმალური ცურვა (ისე რომ ფეხი არ დამერტყა ფსკერისათვის და არც დავმხრჩვალიყავი)
3. ჩავსულიყავი ველოსიპედით კასპში, უკანვე დავბრუნებულიყავი და გამეკეთებინა ვიდიუ ამაზე.
4. შემეძინა სამხედრო ფორმა და კოლიმატორი "სმიტისათვის"
5. დამეძინა იმდენი, რამდენიც მეძინებოდა
6. დამეკლო 4 კილოგრამი და გავმხდარიყავი 86
ვერ მოვახერხე რომ:
1. დამესვენა ქობულეთში.
2. წავსულიყავი/დამესვენა ბორჯომში
3. ჩავსულიყავი ველოსიპედით ხაშურში
4. გემრიელად გამომეძინა
5. გავსულიყავი და მევარჯიშა ტრეისერებთან
6. არ მომნატრებოდა სამუშაო
7. შემეძინა სპორტული ბრიჯები
8. წავსულიყავი აირსოფტელთა წვრთნაზე
9. მომეშორებინა ნაცრისფერი განწყობა მთელი შვებულების მანძილზე
10. გადამეღო კლიპი "ახალი ტალღა 2"
ეპილოგი:
კარგია რომ ამ შვებულებაზე ომი არ მოხდა. კარგია რომ ველოსიპედის ყიდვა მაინც მოვახერხე, რამეთი გავერთე ქე მაინც. ცუდია რომ ფული თითქმის არ დამრჩა შვებულებისთვის, ცუდია რომ კურორტზე დასვენება საშინებელად მექცა. რეკომნდაციას ვუწევ ჩემს თავს: ჯო, მოაგროვე ფული და ისე გადი შვებულებაში. თან ხომ ხედავ ყოველ წელს, რომ ეს ოხერი ზღვა სიფარჩაკის მწვერვალია, წადი რა ბორჯომში! დაბოლოს: არ იყო აუცილებელი ჩერნობილში წასვლა..
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
1 comment:
One of her most popular products are her organic vegetable seedlings, especially
the tomatoes, which are cool-weather varieties that do well on California's foggy Central Coast. They don't
control every bad bug, but it will help you have better success gardening.
Grab a few bags of organic potting soil and lean them up against the sunny side of your garage or
a brick wall of your home.
Also visit my weblog vulnerable
Post a Comment