სიმართლე გითხრათ ამომივიდა ყელში უსაქმურობა. წარმოგიდგენიათ, მთელი დღე წევხარ, ტელევიზორი გაქვს ჩართული სადაც სულ ერთი და იგივეს ამბობენ. გარეთ გასვლაც არ გინდა, ცხელა. სახლშიც ცხელა.. მობილურს მიღება არა აქვს, თამაშები არ მიწერია. თვითონ მობილიც ძველი მოდელისაა და მარტო 208 წერტილი გაფართოების ეკრანი აქვს..
ატენში ვიყავით რა. ჩემს სოფელში. როგორ მოვხვდით ქვემოთ დავწერ. ახლა კი მინდა გავიხსენო, როგორ ჩავედით მდინარეზე, ეგება გული გადავაყოლოთ რამესო. მერე იქ მთვრალი სასტავი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ჩვენ რომ ჩვენს საკუთარ სახლში ვიყავით, ისინი ამ სახლს დარაჯობდნენ და ამისათვის პატივისცემას იმსახურებდნენ მაგალითად 5 ლიტრი ღვინოს სახით. ამ მოთხოვნის პასუხი აუცილებლად იქნებოდა ამ თოხზე ნამუშევარი ხალხის შეძლებისდაგვარად გაბერტყვა, მაგრამ გაგანია ომი იყო და კიდევ ერთი კონფლიქტი.. თუმცა რომ ვუფიქრდები.. ახლა ხომ არ.. ჰა?
ესაა ერთადერთი კადრი, რომელიც ომის სიტუაიციას მოგაგონებთ. სადღაც 16-ში თუ 17-ში ამოვიდა მანქანა პურით და დაგვირიგა 3 პური. პური ისედაც არ გვაკლდა, მარა ზედმეტი 3 პური ურიგო არაა. გარესამყაროსთან კონტაქტს ვახერხებდი სახლიდან 3 კილომეტრში შემაღლებულზე მობილურის ინტენა იდგა და იქედან. დარეკვით არაფერი გამოვიდოდა, მარა ესემესები იგზავნებოდა ხოშიანად. ბალის ბარათის საყიდლად გორში ჩამოვედით შაბათს, ანუ 9 ში. დაბნეულმა გამყიდველმა კი 2 ბარათი მისცა მამაჩემს 1 ის ნაცვლად.
ძალიან მინდოდა ცარილე ქალაქში შემოსვლა. საქმე იმაშია, რომ სადგურის ხიდთან, რომელიც ქალაქს ყოფს სამხრეთ გზებისაგან, იდგა რუსის ორი საცოდავი ბეტეერი, რომელზეც იჯდა 6 მდე საცოდავი რუსის პაცანა. შესვლა-გასვლა უპრობლემოდ ხდებოდა, უბრალოდ ფსიქოლოგიური ფაქტორია. სიტუაცია არეული იყო სანამ შრდილო ოსები და მისთანა ნაყარ-ნუყარი ხალხი იყო. ესენი საშოვარზე იყვნენ და სწორედ ესენი აჩმახებდნენ და იპარავდნენ. საწყალი რუსის სალდათი, რომელიც ახალი მისული იყო ჯარში და მაშინვე ესეთ ომში უკრეს თავი, აი ვააფშე ფეხზე ეკიდა რა ომი და უბედურება. ბიძაჩემ-ბიცოლაჩემი ჩამოვიდნენ ჯერ სახლში. ერთ დღესაც გამოიარა ბეტეერმა და ერთი ეკითხება, დეიდა, სად შეიძლება მობილურის ბარათი ვიყიდო, სახლში მინდა დავრეკოვო. პლუს ნუ დავუკარგავთ გენერალ ბორისოვს დამსახურებას: ადამიანი ჯარისკაცია და უნდა გაუგო - მიიღო ბრძანება, შესანიშნავად შეასრულა და როგორც ქალაქში დარჩენილმა ხალხმა მითხრა, ბორისოვი რომ არა, ის ოს-ჩეჩენ-მარადიორები მთელ ქალაქს გაზიდავდნენო.
ჰო, ბორისოვზე კიდევ ის მინდა ვთქვა, რომ მეზობელს სახლში შეუვარდა ვიღაც ყულფანა რუსი ლიოტჩიკის ნასროლი ჭურვის ნატეხი. თუ სროლა არ იცი შვილო, რასა ჯდები სამალიოტზე, ხო? ხოდა ავიდა ეს მეზობელი სამხედრო ნაწილში, სადაც ბორისოვი იყო გამაგრებული და იჯდა და იჯდა. მოვიდა გენერალი - ზის. წავიდა - ზის. კაცო, ვინ ეშმაკია ეს კაცი, რატომ ზის აქაო? საპიორები უნდა და რა ვქნათო? მიეცით ეს ოხერი საპიორები და გაუშვით, რამდენი ხანი უნდა იჯდესო. კიდევ ყური მოვკარი რომ თურმე ბორისოვს მე-6 რუსულ სკოლაში უსწავლია ბალღობაში და რომ ნახა, ცრემლები მოადგაო. რას გაიგებ, რა ჭორია, რა მართალი, ა?
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 6 აგვისტოს შვებულება მომირჩა, ჩამოვედი ქობულეთიდან გარუჯული, შესანიშნავ ხასიათზე.. ისე სურამთან კი ძალიან ბევრი პოლიციელი შეგვხვდა და რადიოც რაღაც უცნაურ ინფორმაციებს იძახდა, მარა 7 ში გაწითლებული ცის ყურებას ისევ ძილი ვამჯობინე და 8 ში დილით ისევ სამუშაოზე გამოვცხადდი როგორც ყოველთვის. ნუ, იყო იქ, რომ ცხინვალი ჩვენია, ძმამ დამირეკა და აქ ნამდვილი ომიაო, ყოველ ნახევარ წუთში ტაქსი მიდიოდა ჰოსპიტალისკენ 2 პატრულის ექსკორტით.. ბლა-ბლა-ბლა.. ოღონდ ცხოვრებაში არ დამავიწყდება მეორე დარტყმა. პირველი სკრასთან იყო გორიდან 10 კმ ში და უბრალოდ ხმა მოვიდა. მე ამ დროს არქივში წავედი. საბედნიეროდ არქივის ბოლოში ვიყავი, თორემ ამ სანახაობას ხომ ვერ ვნახავდი?! წარმოიდგინეთ, უეცრად ძაააალიან შენელებულს ხედავ მოძრაობას. ხედავ.. უფრო გრძნობ როგორ შემოიჭრა არქივის კარებიდან რაღაც უჩინარი. და ხედავ როგორ ტალღასავით იწევა ჭერი, ხოლო ჩაკიდული პაპკები ამ უხილავი ძალის გავლენით შენსკენ იხრებიან. სამი, ორი, ერთი მეტრი.. და მერე მკერდში დარტმა.. და კი არ გესმის, მთელი ტანით შეიგრძნობ: ბუბუუუმ!!! განუმეორებელი შეგრძნებაა.
და მერე გამაოგნებლად შეცვლილი ხალხი, პანიკა.. სრულად გაუგებარი ჩემთვის.. ქალები ტირიან, კაცები რეკავენ.. ამაოდ. ხაზები ერთ წამში გადაიტვირთა. და კიდევ უფრო მოულოდნელი იყო, როდესაც სახლში დავრეკე და ჩემმა დამ ნამტირალევი ხმით მითხრა რომ ეშინია. მოულოდნელი იმიტომ, რომ ჩემზე ძლიერი მეგონა ყოველთვის. არ მეშინოდა მე. მართლა არ მეშინოდა. უფრო ნერვები მომეშალა იმიტომ, რომ ჩემს გარშემო უამრავი უსარგებლო ადამიანი აღმოჩნდა, რომლებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს პანიკის დათესვა და გაწონასწორებულ ადამიანსაც აპანიკებდნენ. მერე ყველა გაიკრიფა სახლებში, მე კი დავჯექი ტელეფონთან და თბილისიდან შემოსულ ზარებს ვპასუხობდი: ნუ გეშინიათ, კარგადაა ყველაფერი, ყველა ცოცხალია, ტუდა-სუდა.. მერე წავედით.. თუ 7 ში წავედით.. მოკლედ, წავედით და რამდენიმე თანამშრომელმა სისხლი ჩავაბარეთ.
არადა ჩვეულებრივ მიდოდა ცხოვრება.. ხალხი ჯარში შედიოდა კონტრაქტით, რომ მერე აღებული ფულით მაცივარი ან ტელევიზორი ეყიდა.. მიდოდნენ ორკვირიან რეზერვში, სადაც ავტომატის დაშლა-აწყობის ნაცვლად სამშობლოს მგზნებარე სადღეგრძელოებს სწავლობდნენ.. "თქვენი მოგებული ომის დედა მოვ%$#ნ მე!" - ამბობდა თავის დროზე ერთი წინასწარმეტყველი კაცი. გვყავდა მეთაურები, რომლებსაც ალბათ ცხოვრებაში ერთი სტრატეგიული თამაშიც არ ქონდათ ნათამაშევი, თორემ ხომ არ გამორჩებოდათ ავიაციის როლის გათავისება.. და რა თქმა უნდა ყველა დიდი ოპტიმისტები ვიყავით, რას ქვია რუსეთი შემოვა, მისი კი არააო. ჰა, ის როგორ იყო, კოკოითი რომ ითხოვდა პუტინისგან, არიქა ქართველები მავიწროვებენ და დამიცავით, როგორც რუსეთის მოქალაქეო? როგორ იყო, რომ დავცინოდით, აგეწვა კუდი კოკოითოვო?
უფ, რამდენი მიწერია კაცო. იმის თქმა მინდოდა, რომ ომი რა თქმა უნდა ფარჩაკობაა, მარა მარტო რუსებზე გადაბრალება არ იქნება სწორი. როგორც იტყვიან ხოლმე, თუ გატრაკება არ შეგეძლოთ, რაღას ატრაკებდითო. ვრაგუ ნე სდაიოტსა ნაშ გორდი ვარიააგ, პაშაადი ნექტოო ნე ჟელაააეეტ.. თუ როგორაა ესა?
1 comment:
Djelloul: The Mafia has been portrayed in many ways in books and movies, and I don't have a quarrel with these portrayals, because the Mafia is a work of many facets. Some Local News papers/journals/ tabloids/Magazines focus on regional happenings and target local audiences/ readers. Several news reports, writers, and analysts play a crucial role in the development of global news undoubtedly. However, the English newspapers are much central to urban areas. Thats why Indian Hindi papers are very popular in all corners of India.
my webpage :: click here
Post a Comment