დიდი ხანია ასე არ ყოფილა.
თუმცა მოდი დავიწყოთ თავიდან. პირველი იმის თქმა მინდა რომ რატომღაც მშობლებს არ ესმით ან არ უნდათ გაიგონ შვილების მისწრაფება-სურვილები ან შვილებს არ გვესმის მშობლების და შესაბამისად იქმნება ხიდჩატეხილობის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში არსებობდა ფორმულით: ეს რა თაობა მოდის. ნუ, ამ საკითხზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, საყვედური ბუმბულად გეჩვენებოდეთ ყველას და გადავიდეთ სიცოცხლის სადღეგრძელოზე.
გაუმარჯოს 1 - იანით აღნიშნულ მე-ს, 1' - ით აღნიშნულ ცოხე2-ს, 2 ით აღნიშნულ ცეცხლოვან შაქ-შაქ-ს, 2'-ით აღნიშნულ შაკოს ველიკს, 3-ით აღნიშნულ ბიძაშვილს (გიტარაზე რომ უკრავს), 3'- ით აღნიშნულ ცოხე-ს, გლორიასაც გაუმარჯოს, 4 ით რომაა აღნიშნული.. უფლისციხეს გაუმარჯოს, ფონს რომ გვიმშვენებს, იმ გავლილ 30 კილომეტრს გაუმარჯოს, დღეს რომ გავიარე და სამხედრო ფორმასაც გაუმარჯოს, აიროფტის წვრთნაზე რომ ჩავიცმევ და აგერ რომ მაქვს, ე. აბა ჰე, ვსვავთ ბოლომდე.
სურათში არა ჩანს ისე, მარა მემგონი პირველად მომეწონა რაღაც თბილისში. ნუუ, თუ აი ამას არ ჩავთვლით.
მარტორქა ვარ, ნუ მიყურებთ, რას ვგავარ.. :) მოკლედ, გვერდით რაც ობიექტებია, მობილის აპარატი წელავს და ამიტომ მაქვს ასეთი უცნაური ფორმის თავი. ისე "რეალში როგორი კარგი ბიჭი ყოფილხარ და ეტყობა არაფოტოგენური ხარ" @ კაიფისტკა. ნინო, მე მაპატიე, მაინც დავდე სურათი. იმიტომ რომ არაა ახლა ცუდი სურათი, რას ერჩი?
ისე ჩემმა შვილმა რომ.. ეე.. საინტერესოა, რა უნდა დაიწყოს ისეთი, რომ ვერ გავუგო. ნუ, ორი რამეა, რაზეც ძალიან სერიოზულად დავუპირისპირდები: სიგარეტი და ნარკოტიკები. მარა იმაზე, რომ ბავშვს უნდოდეს წვრთნა გაიაროს სამშობლოს დასაცავად თუ როგორცაა და ამისათვის საკუთარი ფული გადაიხადოს.. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველას თავისი კაიფის საშუალება აქვს. ვიცი ადამიანი რომელიც კაიფს იღებს ზღვის დონიდან 4000 მეტრზე აკუმლატორის თრევაში და თევზის ჭერაში. ვიცი ადამიანი რომელიც კაიფს იღებს დრიფტში და ჯანმრთელ ექსტრიმში. ბანკში მუშაობამ მასწავლა პატივი ვცე სხვის აზრს რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ის.
(მეტრო სამედიცინო ინსტიტუტი. ვიღაც კაიფს იღებს ბოძზე მაგალითების ამოხსნით)
მე არ ვიცი მივიღებ თუ არა კაიფს აირსოფტით, მაგრამ ნამვილად მივიღებ კაიფს, თუ ჩემს "სმიტ"-ს აი ამ კოლიმატორს დავუყენებ და მაგარ ვიდზე დადგება. დედაჩემი კაიფს იღებს სახლის მორთვა-მოკაზმვიდან და ეს უკვე ჰობიც აღარაა. სამწუხაროდ ის ვერასოდეს გაიგებს რატომ ვიღებ კაიფს ისეთი "უსარგებლო" ნივთების ჩემი ფულით შესყიდვით, როგორებიცაა ველოსიპედი, გლორია და სხვა. მას ურჩევნია ვიყიდო მართლა უსარგებლო ნივთები: ოქროს ჯაჭვი, ოქროს საათი და სხვა. არასოდეს ვიყავი მარიაჟი ტიპი და არც არასოდეს გავხდები. არ მაინტერესებს რას იტყვიან ჩემს პუჭურა ქალაქში.
ვსო, წავედი მე. ერთი სულიერი შემოვა და იტყვის რომ გემოვნება არა გაქვსო. მე კი ვურჩევ საკუთარ გემოვნებას მიხედოს, რომელსაც მე პატივს ვცემ. მეორე სულიერი შემოვა და მოაბოღმავს რაღაცას. ვეტყვი, თეიქ ით იზი, ბრატაან. და მესამე სულიერი, რომელიც შემოვა სავარაუდოდ, ასევე სავარაუდოდ რამე თბილ კომენტარს დატოვებს. ხოდა ვეტყვი, რომ მახსოვს კაცო. ერთი პრობლემა იმაშია, იქით კვირას სავარაუდოდ ქობულეთში ვარ. :)
2 comments:
"არასოდეს ვიყავი მარიაჟი ტიპი და არც არასოდეს გავხდები. არ მაინტერესებს რას იტყვიან ჩემს პუჭურა ქალაქში." <==
დარწმუნებული ხარ? :) არაა, მე მგონია რომ სწორედ მარიაჟი ხარ. შენი ადგილი ვერ გიპოვნია, არ იცი რა გინდა :) არა, იცი და არ იცი როგორ მიაღწიო :) მუხედავად იმისა რომ არ გიცნობ ძალიან ახლოს და შენ მიერ ჩამოთვლილი შენი ბლოგის მკითხველებიდან არცერთი არ ვარ :) ამ კომენტარს რო ნახავ ეცდები რაღაც ორიგინალური პასუხი დამიწერო :D იმიტო რო შენი სტილია :D ან წაშლი საერთოდ :D ან არ წაშლი და სხვებს ანახებ რო სხვისი აზრი ვითომ არ გაინტერესებს :D ალბათ უფრო ეს ბოლო :D :D ჰაჰააა, ძაააააან სასაცილო ტიპიხარ :D
ამხანაგო ბლოგის მკითხველებო, ეს სწორედ ის ბოღმა სულიერია, რომელსაც უკვე გავეცი პასუხი: თეიქ ით იზი, ბრატაან!
Post a Comment