მე-20 საუკუნის 40 იანი წლებიდან შემოდის "განსხვავებული სასმისის" ცნება. ეს ის პერიოდია, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს ან სამყარო ამ ომისგან მიყენებულ იარებს იშუშებს. ყველა ზედმეტად შეჭმული და დალეული, ყველა "განსხვავებული", დიდი ზომის საკვები ფრიად სასურველი გახდა. დროთა განმავლობაში "განსხვავებული სასმისის" დალევა ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყველა სუფარზე ისმევა. თუმცა ყველა წესს აქვს მისი არმიმდევრები და ზოგი ნებით და ზოგიც უნებლიედ ამ განსხვვავებულიდან ღვინოს "იპარავს", არ სხვავს ბოლომდე.
სურათზე ნაჩვენებია გელა ზერეკიძე - ჩვენი იურისტი და უცვლელი თამადა. როგორც შეამჩნიეთ, მას საჩვენებელ თითზე აქვს ფანტას (კოლას, სპრაიტის, პეპსის..) ბოთლის ზედა ნაწილი ჩამოცმული, რომელიც სავსეა ღვინით. მეგობრებო, ესაა მის მიერვე მოგონილი მარტივი და გენიალური გზა, რომელიც ფრიად სასარგებლოა ორ მხრივ:
- შეუძლებელია დაიმალოს დარჩენილი ღვინის რაოდენობა, რაც სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ყანწის შემთხვევაში. იმის გამო, რომ ეს "სასმისი" თითზეა წამოცმული, დაუცლელობის შემთხვევაში ღვინო მსმელს დაესხმევა. სხვანაირად გამორიცხულია ეს "სასმისი" თანამესუფრეს გადააწოდო, თუ არ დაცლი ბოლომდე.
- ასეთი უცნაური "სასმისი" საყოველთაო მხიარულების საგანი ხდება. იმის გამო, რომ ზოგი თითი შეიძლება არ ჩაეტიოს, ან პირიქით, ზედმეტად ჩაეტიოს და ადგილიც დარჩეს ბოთლის ყელში, საჭირო ხდება მთელი რიგი მანიპულაციების ჩატარება, რათა სითხე არ დაიქცეს ამავე დროს ეს მანიპულაციები ერთობ თავშესაქცევი საყურებელია.
შეიძლება ისე მოხდეს, რომ მხოლოდ შუა თითი ჩაეტიოს "სასმისის" ყელში. ამ დროს სასარგებლოა გამოიყენოთ ფრაზები: "თითიც რამხელა ქონიაო" - სითხეში თითი მართლაც დიდი ჩანს. "არიქა მოიღუნაო (თითი). არა უშავს, ხანდახან ისიც (ანუ ისიც.. ნუ, რა ვერ მიხვდით..) იღუნებაო", "ნახე როგორ გემრიელად შეუდოვო (თითი)" - ალტერნატივებია შეუცურა, შეურჭო და მისთანები. და ეს ყველაფერი არაა. ზემოაღნიშნული სასმისი იდეალურია საველე პირობებში პურის ჭამისას. ხოლო სადაც საველე პირობებში პურისჭამაა, იქაც ერთი ჭკუის ხალხია. შესაბამისად სიცილი და გართობა არ მოგაკლდებათ.
1 comment:
Get plenty of informative websites that show it to go through surgery, last
few years of crippling Nerve Pain everyday, it is often due to spinal health or the
presence of pain medications. The nerve pain System To-day.
What researchers are recruiting patients for over 15, 2009 Diet and adrenal supplements will
not only will it unclog pores and prevent recurrence.
My homepage: back pain clinic Farmington Falls
Look into my web page ; back pain clinic Farmington Falls
Post a Comment