Thursday, September 30, 2010

ჩემი შეყვარებულები

პოსტს ტაგი აქვს "გართობა" და არა "აზრები", ასე რომ უფრო მეტად აქეთკენ უნდა იყოს მიმართული წესით და რიგით შინაარსი. მწარეც ტკბილად მოგაგეონდეს პონტში. მოკლედ, დავიწყოთ.
1. პირველი სიყვარული ბაღში მეწვია. დედი, რატომ გიყვარს აქსანა - მეკითხება დედაჩემი. რუსული იცის - ჩემი პასუხი. დიაღ - მრავალი წლის მერე მეუბნება დედაჩემი - შენ ყოველთვის აქცევდი ყურადღებას განათლებასო. მარა რა იცოდა ახლა ბაღის ბალღმა განათლება და მისთანების ყურადღების მიქცევა? ლამაზი სომხის გოგო იყო ეტყობა და ღია ფერის გეტრებს იცვავდა. არ მახსოვს ზუსტად როგორ გამოიყურებოდა, სავარაუდოდ ჩემი ბაღის სურათზე უნდა იყოს (აი, გაყვითლებულ სქელ ქაღალდზე რომაა შავ-თეთრად დაბეჭდილი, შუაში რომ სქელი მასწავლებელი ზის და გარშემო ბავშვები ზოგი ზის, ზოგი დგას და ყველას რომ შეშინებული სახე აქვს, ასეთ სურათზე) რუსული კი მეც ქე ვიცოდი. :)
2. მეორე შეყვარებული უკვე სკოლის დროს მყავდა. ცირა ერქვა და ყველაზე მაღალი გოგო იყო. უფ, დამანებე თავი, სომეხისა და ოსის ნაჯვარი - აგდებით ამბობდა დედა. მე კიდევ არასოდეს ვანიჭებდი ამას დიდ ყურადღებას. მთელმა კლასმა იცოდა რომ ცირა მიყვარდა. მერე რა, რომ დერეფანში დავიჭირე და ძალით ვაკოცე სადღაც მე-4 კლასში? მე-7 კლასამდე შორით ალვა და შორით დაგვამ ვერაფერი სარგებელი ვერ მოიტანა. ძირს რუსთაველი!
3. უნივერსიტეტში არ ყოფილა ისეთი არც ერთი გოგო, ვისაც შეიძლება თვალი დაგედგა და საერთოდაც, მაგარი საბანძეთი იყო უნივერსიტეტი რა! აე, ყანაა! თუმცა ამ დროს მუშაობა დავიწყე შეთავსებით და მაშინ მოხდა გარდატეხა ცხოვრებაში. 2002 წლის 27 ნოემბერი? მემგონი დამავიწყდა თარიღი, როდესაც თამუნა ოფისში შემოვიდა. ასეთი სილამაზე არსად მენახა.. და ასეთი გულცივობაც. 2002 - 2004 წლებში აქტიურად ვცდილობდი მისი გულის დაპყრობას. რა მოგწონს მაგაში, ცარიელი თმებია - არ მოიწონა თმაჩანჩქერა გოგო დედაჩემმა. მაგრამ მე მოვიწონე. ცუდი ისაა, რომ არ მომიწონა თამუნამ. ამიტომ 2004-2008 წლებში არც არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. 2008 წლის 6 აგვისტოს ზღვიდან ჩამოვიდა და ვნახე, 8 ში ომი დაიწყო, ხოლო 25 ში გათხოვდა. რაღაც საოცრად ჩამწყდა სულში და 2 კვირა დამჭირდა ღრმულის ამოსავსებად.
4. თამუნას მერე თითქმის დავკარგე ყველას მიმართ ინტერესი. ერთგვაროვანი და ერთფეროვანი მასა, ჟესტის ბოზები, ფულზე დაფეთებულები და მარტო გართობის მოყვარულები.. ასე გაიარა თამუნა2-მა, ნატომ, თამუნა3-მა, ნინომ, გვანცამ, სოფიომ, თეამ.. შვილიშვილი მინდა - მიჩიჩინებდა დედა. მაპატიე დედა, მაგრამ ნება მომეცი მე გადავწყვიტო ეს საკითხი.
5. არასოდეს მომწონდა ლურჯი თვალები. არადა მე მაქვს. ყოველთვის თამუნას თბილი თაფლისფერი მახსენდებოდა (თაფლის სანთლები ვით იწვიან ტაძრის კედლებზე, მეც ასე ვიწვი თაფლისფერი თვალების ცეცხლით..), როდესაც პრინციპების საწინააღმდეგოდ ცხოვრებაში შემომეჭრა რიჟრაჟისფერთვალება გოგო. ის რას შემოიჭრა, თავის საქმეს აკეთებდა. მაგრამ მაინც შემოიჭრა.. ჩემი შეფასება: "თითქმის იდეალური ჰარდი". ცუდი ისაა რომ ჰარდს იდეალური სოფტი არ აღმოაჩნდა. რას ერჩი, მშვენიერი გოგოა - დედაჩემს შვლიშვილი უნდა. მე კი მინდა ჩემს შვილს აქტიური დედა ყავდეს და მისი დაძინებისას მინიმუმ თვითონ არ დაეძინოს. დეკემბრიდან ვიდრე ივნისამდე.. მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. აგერ, პიკოლინა ამბობს, თუ ხედავ რომ კიდიხარ, დროზე უნდა დაშორდეო. ქალია, შენ რომ უცებ გინდა ყველაფერი, მასე კი არ ხდება - როგორც ხვდებით ეს ისევ დედაჩემია. დედა, შენ რა თქმა უნდა მართალი ხარ, მაგრამ არ შეიძლება ადამიანს ვალენტინობაზე ვარდები აჩუქო და იმან გითხრას რატომო..
6. სრული ფრიგიდულობა. ქალი - ქუხნაში. დიჯეი - ბლოგზე. რამე უფრო სასარგებლოთი ვიფიქრე დავკავდები თქო და დავიწყეთ თარგმნა. ასე ვთარგმნე მეტრო 2033 ის 6 თავი, სტალკერის მთელი ტექსტი, მაქს პეინის რამდენიმე თავი.. დავტესტე რამდენიმე პროგრამა და ვატყობ, რომ სამწუხაროდ ფულისკენ გამიჩნდა მიდრეკილება.
7. რას ვითხოვ? დასვენება მინდა. მინდა გამოვიძინო და ენერგიულად ავდგე. ცუდი ისაა, რომ დასვენება დაღლად მექცევა ხოლმე, ძილით კი ვერ ვისვენებ. წავიდე თავი მოვიკლა რა ვქნა? რომ დამევასოს, მერე?!

2 comments:

diasworld said...

იდეალური ჰარდი სოფთის გარეშე! რამდენი ვიცინე! ჩაგეთვალა! :D

გურამი said...

მიხარია ვინმე მაინც თუ გავამხიარულე. :) ეგ ფრაზა მეც მომწონს. აქტუალურია და იმიტომ. ანუ ფიტულ ადამიანის სხეულ ჰარდში და სოფტ გრძნობა-ბუნება დევს. :)