Sunday, October 31, 2010

გამო.. კჰმ. სულელი ქვეითები

ავტომობილი ჩვენი ცხოვრების (ჩემისაც კი) საჭირო და ხანდახან უცვლელი ატრიბუტი გახდა. 5 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მობილური ტელეფონი საერთოდ რამეში დამჭირდებოდა. ასევე ვერ წარმოვიდგენდი 15 წლის წინ რომ კომპიუტერი საერთოდ რამე სარგებელს იძლეოდა. ხოლო 20 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ წიგნებისაგან სარგებელი მოდიოდა. ხალხო, მძღოლებო და.. არა, მარტო მძღოლებო. გეხვეწებით მითხარით, რამე სარგებლობა მოაქვს ქვეითს? არა, იქნება მე ვერ ვხვდები და დრო მჭირდება ამ მეცნიერებას რომ ჩავწვდე?

რაზე ვამბობ, გეტყვით ახლა. მოკლედ, პირველი შემთხვევა ხომ არაა, უკვე მეასედ ვხვდები და მეათასედ, რომ მიდის ვიღაც (ან ვიღაცეები) გამოყ.. ანუ, სულელი ქვეითები შუა გზაზე ამის დედა ვატირე! (გორია მაინც და მოწონს ხალხს შუა გზაზე სიარული). უკან მოსდევს მანქანა. მაშ ასე: შესაძლო გაგრძელებები:
1. ქვეითი ხვდება რომ ავტომობილი ეწევა და გზას უნთავისუფლებს. -მალადეც, კაი ადამიანია.
2. მანქანა უსიგნალებს ქვეითებს და
                                            2ა. ქვეითი უკან იყურება და გადადის გზიდან. - კარგია, მარა პირველს ვერ ჯობია.
                                           2ბ. ქვეითი უკან იყურება, მარა არ გადადის გზიდან. ამ შემთხვევაში
                                                           2ბ.ა. ავტომობილი კიდევ ერთხელ უსიგნალებს, გვერდიდან უვლის და უცენზურობებს არ იშურვებს. ქვეითი გაოცებულია, როგორ თუ მას დაუსიგნალეს და შეაწუხეს. - შენი გამოყ.. სულელი დედა ვატირე, გადააჯ.. გადადი რა გზიდან და იარე ტროტუარზე სირ... შტერი ხარ ვიღაცა ხარ რა!
                                                           2.ბ.ბ. ავტომობილი ასე მიყვება უკან, სანამ გზა არ გათავისუფლდება ან ქვეითი თავის ხოდით არ მიხვდება, რომ უნდა გადავიდეს. მძღოლის ფიქრები იხილეთი 2.ბ.ა. პუნქტში.
3. მძღოლი არ ასიგნალებს, პირდაპირ ტარანზე მიდის, გადაუვლის ქვეითს და აგრძელებს გზას - ძალიან ხშირად გუნებაში მოსული სცენარი.
კანონი.. იცი რა, როდესაც არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესები, აუცილებლად უნდა იყოს ქვეითთა მოძრაობის წესებიც. კი, გასაგებია რომ ქვეითი ანგელოზია და ღმერთი პატრულის მერე ეგაა მართალი სულ, მარა თავზე დაჯდომაც არ ვარგა კაცო! თბილისში კიდე არის რაღაც მორიდება და შუქნიშანს მაინც სცემენ პატივს (წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს რეალური საფრთხის ქვეშ ჩაიგდებენ), მარა გორშიი.. ეე.. რაის შუქნიშანი. შუქნიშანი მოიგონეს გამოცდილი მძროლებისათვის. ახალბედებს და ქვეითებს რა ზანგზე კიდიათ შუქნიშანი ან წესები. არა, მერე ბოლოს კი ამბობენ ხოლმე დანანებით, ნწ-ნწ, რა კარგი ბიჭი (გოგო) იყო, რა არის, სულ ამ ავარიებში როგორ კვდება ხალხიო. კაროჩე რა.. წავედი მე.

Saturday, October 30, 2010

Lazy Vault - პარკურის ილეთი

ვაულტი - ბაზური ილეთია პარკურში. ნიშნავს ისეთ დაბრკოლებაზე ხელის დახმარებით გადახტომას, რომელსაც ვერ გადააბიჯებ. გამოყენება მაშინ, როდესაც სიჩქარის დაკარგვა არ უნდათ ხოლმე. დღეს გავაკეთე ჩემი პირველი ვაულტი. მეორე ცდაზე მაჯა ვიღრძე, იმიტომ რომ უკან დავადე ხელი, ვიდრე საჭიროა. თუმცა მერე ნორმალური გამოვიდა. სურათზე რაცაა, ეს მთლად კარგი ვერაა, მარა ზარმაცი ფოტოგრაფი მყავდა და ვერ გადავაღებინე მეტი.
ხელი რაზეც მიდევს, ეგ დაბლა გრძელდება კიდევ, სურათში არ ჩანს. ქვემოთ კი იხილეთ ვიდეო, სადაც შესრულებულია ეს ილეთები უფრო გამოცდილი ხალხის მიერ.

Wednesday, October 27, 2010

ვაშლი 1 წელიწადში

ზოგიერთები არ მიჯერებენ, გორელი ბლოგერი არ ხარო (ანუ გორელი უკვირთ, ბლოგერი კი არა), იმიტომა რომაო ვაშლზე არ გიწერია არაფერიო. მოდით ე.წ. "კოტეჯელი ჯეელობის" თემა სხვა პოსტში განვიხილოთ, ესეც კაი ვრცელი რამეა და ახლა მოგახსენებთ, რომ აი ასე დაბოღმილ-დამწუხრებულს, როგორ თუ გორელობა არა სჯერავთ თქო (ვისაც სჯეროდა, გაიარა უკვე) და ბრახ! მოდის კლიენტი და ვეეებერთელა, უუუზარმაზარი, სოფიე გოლდენს რომ აქვს ავატარზე, მასეთი (აფსუს, სად არა მაქვს ლინკი) და წარმოუდგენელი ნიშან-თვისებების ვაშლი მოიტანა.
ჰო, რა - შეხედავ, ერთი ჩვეულებრივი ფარჩაკი, მწვანე, აშკარად მჟავე და რა მოხდა მერე ვაშლია. მარა კაცო, ეს ოხერი ვაშლი 1 წლის ხემ მოისხა. ამოდენა ვაშლი კაცო! რამსიმძიმე ვაშლია იცით თქვენა კაცო? 200 გრამს მისხალს არ დავაკლებ, აი მაგსიმძიმეა!

აჰა, შეხედეთ, ყვითელი რომაა ეგაა საქაშეთის ვაშლი, გოლდენი ქვია და 8 წელი უნდა ხეს, რომ ესეთი რამე მოიბას. ნუ, მერე უფრო კარგებს მოიბავს, მარა 8 წელი კაცო! ეს ოხერი მწვანე ვაშლი კიდე 1 წელში მოდის. იმ კლიენტს წითელი ვაშლიც ქონდა, სავარაუდოდ ტკბილი იყო ისა, იმიტომა რომა ეს მწვანე მაგარი მჟავე გამოდგა, მარა ყველაზე კარგი ისაა, რომ იჭმევა. ვე ვერ წარმომედგინა, რომ 1 წელში მოსული ამოდენა ვაშლის ჭამა შეიძლებოდა. მაგრამ ხომ იცით, რადიაქტიულობისა და მუტაციისა არ მეშინია მე, განსაკუთრებით თუ მაგარი მშიერი ვარ. ხოოომდა დავურიგე ამ ვაშლის ნაჭრები ბეტა ტესტერებს, სჭამეს.. ჰმ.. ცოცხლები დარჩნენ. ხოდა ვსჭამე მეც. :)

როგორც კლიენტმა მითხრა, სარები უნდა შეუყენო ხეს რომ ტოტები არ მოტყდეს.. აბაა ჩემი.. საწყალი ხე. რაღაცნაირად გული დამეწვა, აი ლიჟბი ნაყოფი კარგი იყოს და ხე თუ გინდა სუსტი დარჩეს და ტოტები დატყდეს, არაა პრობლემა.. აი ახლა ერთი საკაიფო უხეში შედარება მომივიდა თავში - ლიჟბი გათხოვდეს გოგო და ისე ჩაიხატება, მერე რომ მოიშორებს მაკიაჟს, გული გაგისკდება. ხო მაგარი შედარებაა? ბუჰეჰეჰე! ("შუა ქალაქს" ვამუღამებ ახლა და ფრაზებს ვსწავლობ). ჰო, რა ქვია ამ ჯიშს კი თქვეს.. მარა არ მახსოვს.. ერთი ის მახსოვს კარგად, 5 ლარი ღირს ძირიო და ერთი 500 ძირი რომ ვიყიდო, კაი გამართული ბიზნესი მექნებაო.. რატომღაც ინფლაცია გამახსენდა. :(

Sunday, October 24, 2010

10 სანთელი და გზა ტყვიავისკენ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იმ ავადსახსენებელ დღეს უზარმაზარი სია მომივიდა მეილზე, სადაც ერთი რიგითი საქმის ასავალ დასავალი ვერ ვნახე. ათასობით (მართლა ათასობით) საქმიდან ეს ერთი არ ჩანდა. არადა გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც შენი მომავალი მარტო შენს ხელშია? არაფერ სხვას არ შეუძლია მისი შეცვლა, გრავიტაციაც კი რომ შეიცვალოს, მაინც მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული. ასეთი შემთხვევა პირველად დამიდგა და მე შევპირდი, თუ გადავრჩი 10 სანთელს დავანთებ აქაც და სამებაშიც თქო. მე მჯერავს, რომ რაღაცა არსებობს. რაღაცა არსებობს, იმიტომ, რომ მთლად უფროსთან მოსულმა საქმის მთხოვნელმა ამ უკანასკნელის გაუჩინარება საეჭვოდ ლაითად მიიღო. საეჭვოდ ლაითად მიიღო იგივე ამბავი მთლად უფროსმაც.. ან იქნებ ეს ჭექა-ქუხილის წინა სიჩუმეა? მთავარი ისაა, რომ მთხოვნელი წავიდა, მე ისევ ვმუშაობ და დღეს დაპირებული შევასრულე - 10 სანთელი დავუნთე და მადლობა ვუთხარი..
ორშაბათს ისევ ჭეშმარიტების დღეა. უფრო მთლად უფროსი დაბრუნდება და მთხოვნელები მუშაობის შედეგს გაგვაცნობენ. აი ამას უნდა გადავურჩე, ესაა მთავარი... და შემდეგი ვალდებულების გადახდის დროც მოვა.. დღესაც ვიყავი, ვეძებე და ვერ ვნახე.. არადა სად შეიძლება წასულიყო თითის სისქე საქმე, წარმოდგენა არა მაქვს. ენივეი, რიჟრაჟას აშკარად არ ქონდა სადმე წამოსვლის სურვილი, მეც სიმართლე რომ ვთქვათ ფინანსური პრობლემები მაქვს ორშაბათამდე ( 25 რიცხვია, ხელფასების დღე) და ამიტომ გადავწყვიტე გამოკვლევების ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ შემეცვალა.
ჯიპიესი.. კი, ჩემს მობილურს, ნ82-ს მართლაც აქვს ჯიპიესი. მაგრამ ეს დედამოდღნული, როგორ არა ვთქვა, ინტერნეტი ხომ არ ვარგა მთელ საქართველოში რა! (თბილისზე არ ვამბობ, საქართველოზე ვლაპარაკობ) არც სადენიანი, არც უსადენო და არც მობილურის ინტერნეტი არ ვარგა! აი კაპიკად. არადა რამხელა ფულს გვახდევინებენ! წესიერი ინტერნეტი რომ ყოფილყო, ხომ გახსნიდა რუკას მობილში, ჩავხედავდი და ვნახავდი, რომ ეს დედამოდღნული, როგორ არა ვთქვა, ცხინვალიდან 10 კილომეტრში მივსულვარ.. მარტო ველოსიპედით და უკაპიკოდ! რომელი ჭკუაზე მყოფი იზავდა ამას? და როცა გჭირდება იმის გაგება, თუ სად ხარ, ჯიპიესი 11 თანამგზავრს იჭერს (მაინც ფინური ხარისხია), 7 მეტრის რადიუსში გაფიქსირებს და ფიჭური კომპანია კი ინტერნეტს არ გაწვდის, რომ ეს დედამოდღნული, როგორ არა ვთქვა, რუკა გახსნას მობილმა და ნახო სად ხარ.
ეს უკანა გზის სურათია. იმედი მქონდა დაღმართია და ძალას დავზოგავ თქო. ისე არაა შენი მტერი, იქ ქარი ამოვარდა და თან პირქარი! ამოვარდა პირქარი და ჩემი საცოდავი ველოსიპედი გვერდით და უკან მიაქვს, ჩემი საცოდავი ძვლები გაყინა და ჩემი საცოდავი კუნთები.. მარა ეგ ქარმა კი არ ქნა, ნორმალურად რომ არ ვუყურებ გზას მაგის ბრალია. ავაცილე ერთ გუბეს, ავაცილე მეორეს, გადავედი გზის უკიდურეს მარჯვენა მზარეს, ავაცილე წინა ბორბალი ასფალტის ჩამონგრეულ ნაწილს მარა უკანა მაინც ჩამოვარდა და ისეთ გუბეში ჩათხლაშუნდა, ცხენიან (ან ველოსიპედიან) კაცზე მაღლა აასხა წყალი.
არადა უმწიკვლო და სათუთი მიზანი მქონდა: უნდა ჩავსუიყავი კარალეთში კაცო და იქაური წყალი დამელია. აი ეს იყო სულ. უკანა გზაზე ვნახე ორი წყარო - რუსთაველის წყარო და მეორე, ავტობუსის გაჩერებას რომ გავდა. მაგრამ ისეთი დაღლილი, მწყურვალი, მშიერი და გაუბედურებული ვიყავი, საერთოდ არაფრის სურვილი არ მქონდა და ჩავუარე გვერდით. მკითხავთ კარალეთის წყალი რითი გამოირჩევაო. გავრცელებული აზრის მიხედვით, კარალეთის წყალი პოტენციის მომატებას იწვევს. ხოდა ამ ვარაუდის შემოწმება მინდოდა. თუმცა აქვე მიდნა დავძინო, რომ ტარხუნაზეც იგივეს ამბობენ, მარა ფარჩაკობაა ეს, არაა სიმართლე. ყოველ შემთხვევაში, იმ 3 მა შეჭმულმა ტარხუნამ ვერაფერი შედეგი გამოიღო.

ესეც საერთო გავლილი მანძილი. თითქმის იგივე მანძილია, რაც გორიდან კასპამდეა.. ჰმ.. და 8 კილომეტრი აკლია გორიდან ხაშურამდე მანძილს. ძალიან დაღლილი და კუნთებმტივანი რომ არ ვიყო, დავაკდებოდი ხვალე ცოხე2-ს და წავიდოდი მელანოსთან ხაშურში, სანამ კარგი ამინდებია, მარა.. კაი რა.. ხაშურული ხინკალი რა უნდა იყოს, მაღაზიაში შოკოლადიანი პეჩენია ვერ ვნახეთ ამას წინათ, ხინკალი ექნებათ მაგათ? :)

პ.ს. კარალეთის წყაროების გასინჯვა წმინდა მეცნიერული კუთხით მინდოდა, პოტენციასთან პრობლემები არ მაქვს და არც მექნება უახლოესი 30 წელი. :)

Friday, October 22, 2010

კახურები

არ ვიცი, შეიძლება იცით ესენი, მარა მაგარი ვიცინე რომ წავიკითხე.

მაშ, ასე

კახურები

კახეთში იგრეთი წვიმა მოიდა ჯორი ვალინკებსა მთხოვდაო

თედომ ეზოში იგრეთი ვირი დააბა ნოდარა ცოლს გაშორდაო

ამ ჩვენი საქართველოს თამადობით ლუბოი საქართველოს გაუმარჯოსო : ))

რას ამბობ ჯოოოუ, გურიაში სტუმრათა რო ვიყავ, იგრეთი ნესტი იყო ნასკებს იღლიაში ვარშრობდიო

თედოს ცოლსა იგრეთი კაი ბალღი გაუჩდა, მთელი კვირა მეზობლებს თავისი ცოლები თედოსთან დაყავდათო

ქელეხში იგეთი ხაშლამა მოიტანეს, ხალხი 15 წუთი ტაშს უკრავდაო – მზარეული სამჯერ ბისზე გამაიყვანესო კაცო

ქელეხში იმდენი ხალხი მოვიდა მკვდარი დაამატესო

გუშინ სამძიმარზე ისეთი ყვავილები მოიტანეს მიცვალებული თითონ ადგა გამოსართმევადოო

ბიჯოოო მიცვალებული ისეთი მახინჯი იყო ჭირისუფალი კუხნიდანა ტიროდაო


ნამდვილი ამბავი
იტოგში ჩემი ერთი ძმაკაცის თანამშრომელია კახელი რა.. ხოდა მაგის ძმაკაცს ადრე ხელში აუფეთქდა დინამიტი და ერთ ხელზე სამი თითი მოწყვიტა.. ხოდა მაგის მერე “ფანჯი-დუს” ვეძახითო


ველისციხეში მოხუცი კაცის საფლავის ქვას აწერია:
-არც ახლა გჯერავთ, ცუდად რო ვიყავი, თქვე შობელძაღლებოო?!




(+16) ერთხელ ბათუმის ბაზარში შევდივართ მე და ჩემი ძმაკაცი და საზამთროს ყივა გვინდა რა ჯოკერში წავაგეთ 15 კილოიანი საზამთრო, მივადექით ერთ პაპა კაცს გურჯაანიდან იყო , ღიპი ძმაკაცივით უდგას გვერძე ყოველ დახვრა ახვრაზე ისე ხვნეშის , ვიტანჯები მაგის ცოდვით ვეუბნებით რო სანაძლეო გვაქ წაგებული და უეჭველი 15კილოიანი საზამთრო გვინდაო .დიდი საზამთროები დაბლა ქონდა კოხტად დაწყობილი და სანამ ის პატარები ჩამოალაგა ზემოდან 2ვედრო ოფლი დაღვარა კაროჩე 1 საათი არჩევდა რა საზამთროს და ყველაზე დიდი 14კილონახევარი იყო რა ბოლოს ყელში რო ამოუვიდა ,გვითხრა მოდით შვილებო აი ეს საზამთრო წაიღეთ და იმათმა თუ აგიწონეს კიდეო ეგრე უთხარით გამყიდველმა მოგვატყუა იმის დედა მო***ნო, აბა რაღა უნდა გვეთქვა ავდექით და წამოვიღეთ, მაგარი გემრიელი კი იყო.

(+16) მიხო ჩავა (ნუ, პირობითად) გორში ცოლის წამოსაყვანად. გაიხმობს ცალკე სიმამრს და ეკითხება: სიმამრო, მოდი ალალად მითხარი, რამე ნაკლი თუ აქვს შენს გოგოსო?
სიმამრი უპასუხებს: რას ამბობ, მიხო, ანგელოზივით ქალს გატან, მაგრამ ერთი პატარა ნაკლი აქვს (შეიძლება შენთვის ნაკლი არც იყოს) კევი ვერ გავაგდებინე პირიდანო. სულ ღეჭავს და ღეჭავსო მიხო მხარზე ხელს დაარტყამს და ეუბნება: იი, სულ ეგ არი?? ეგ არაფერი კაცო, ჩემ ვირ რო შავცემ პირიდან ლაგამს ვაგდებინებ და შენ გოგოი კევს ვერ გავაგდებინებო?

(+16) ბიჯო ერთი შავი მარო ბაბო გვყავდა რა კახეთში … ბავშვებს დაგვისვავდა და თავის ისტორიებს გვიყვებოდა ხოლმე ხოდა ერთხელაც ვკითხეთ მარო ბაბო რამდენი წლის გათხოვდიო ??
ჰოდა იმანაც მოგვიყვა თავის ამბავი თან დაყოლა
16 წლისა გამათხოვეს შვილო, ჩემი ქმარი კიდე მაშინ ოცისა იყო, ისა ჰქონდა როგორც მუხა-ნესვიო
ღამე ისეთ დღეში ვიყავით ნახევარი ასანური (სოფელია) ტაშს გვიკრავდაო

ლუდის სადღეგრძელო

“იმასა გაუმარჯო ჰერეთი რო შაჰაბასს მიცა და თავისთვინ კიდე შიბლიანი დაიტოაო” ( შიბლიანი სოფელია )

იმ ქართველო გაუმარჯოსო, რომელიც საააკაძის ქუჩაზე თათრის სახლში ცხოვრობს ქირითო

ანეგდოტი

მიხოს ქალის გაუპატიურებაზე ასამართლებენ , და პროკურორი ეკითხება აბა მოყევი როგორ იყოვო და მიხოც დაიწყებს : ბატონო მოსამართლევ ჩემთვინ ვიწექიო და ეგ ქალი ჩემი მეზობელიაო და თვითონ შემოვიდა ჩემ სახში ტატრაღინაო და მამიწვა გვერდითო, ამ დროს მოსამართლე აწყვეტინებს და ეუბნება მერე თქვენ იგნორირება არ გაუკეთეთო და მიხო პასუხობს როგორ არა ბატონო მოსამართლევ გავუკეთე იგნორირება როგორ არ გავუკეთეო და მერე რა მოხდაო კიდე ეკითხება მოსამართლე , მერე გადმოვატრიალე ბატონო მოსამართლევ და კიდევ ერთხელ გავუკეთე იგნორირებაო

Wednesday, October 20, 2010

ეჭვი

ეჭვი - არასაკმარისი ინფორმაციის ფლობისას გამოთქმულ დასკვნებს ეჭვი ეწოდება. ის იყოფა სამ სახედ: სამეცნიეროდ, სამართლის და სამოქალაქო ეჭვებად. როგორც ხედავთ, რელიგიაში ეჭვი არ შეიძლება. სამეცნიერო ეჭვს ჰიპოთეზა ეწოდება და გამოიხატება მოვლენის შესაძლო დაწყების, განვითარების ან დასრულების შესახებ საკუთარი ვარაუდის გამოთქმაში. სამართლის ეჭვს დანაშაული ეწოდება და ადამიანს, ვიზეც აქვთ ეჭვი, ქვია ეჭვმიტანილი. სამართლის ეჭვები განსაკუთრებით კარგად აქვს განხილული ცნობილ მეცნიერს - კონან დოილს - საკუთარ მემუარის სტილში დაწერილ სახელმძღვანელოში "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი".

სამოქალაქო ეჭვი ყველაზე ახლობელი ეჭვის სახეობაა და მისით მანიპულირებს ყველა, ვისაც არ ეზარება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ეჭვი მოთხოვნადი მოვლენაა. ამიტომაც ნახა ამხელა სარბიელი, თორემ ყველას რომ ეკიდოს, არც არავინ იეჭვიანებდა და არც ამ ეჭვებს განიხილავდა. მხოლოდ სამოქალაქო ეჭვი იწვევს ურთიერთობების გაფუჭებას მოქალაქეებს შორის და მხოლოდ ეს ეჭვი იბეჭდება ყვითელ პრესაში. აი ახლა მე ჩავვარდი სამოქალაქო ეჭვის მდგომარეობაში, ღირდა კი ამ დიდ თემაზე ასეთი ფარჩაკი პოსტის გამოცხობა.

პ.ს. სამოქალაქო ეჭვის მაგალითი:
ეჭვის მიზეზი - შენი გოგო სადღაც მიდის ხოლმე ჩქარი ნაბიჯით და თან დიდი პარკით რაღაც მიაქვს.
ეჭვი - სხვა ვინმეს ხვდება? იქნებ რამე უჭირს? იქნებ რამე კანონგარეშეს აკეთებს?
ეჭვის გაფანტვის ხერხი - ჰკითხო რა ხდება.
ეჭვის არ გაფანტვის ხერხი და ამ დაეჭვებულზე შენი თავის თვითონვე შეცოდება - დაკიდება.
რეალური ფაქტი - შენი გოგო თურმე ცურვაზე დადის და იმის გამო რომ მუშობს, იძულებულია სწრაფი ნაბიჯით მივიდეს ხოლმე, რომ არ დაიგვიანოს.
საბოლოო რეაქცია - რა სულელი ვააარ!
დასკვნა - ნუ ეჭვიანობთ რა! ეჭვი არა, ზანგი!

კახური პოლიცია

ინ კახეთ-სპეცდანიშნულების-ვირიან-პოლიც-სთეიშენ ვი თრასთ! :)

დიჯეი ვასილე..

კლიპი



ლირიკა

ჩადეი ბატაი დიჯეი ვასილი?
სულ რომ გაშტერადა ოსეთშია ბლინი.
ჰა დე? ი, რა თხაი, დიჯეი ვასილი!
სუმოს შეშტერდატა ოსეთშია ბინი (მისტერ ბინი ანუ)

სულ რომ ჭამე, რათა მე? ოსეთშია ბლინი
მომე ბატა მე, დიჯეი ვასილი!
შემაშტერდე რათა მე? ოსეთშია ბლინი,
ოსეთშია პლანი, ოსეთშია დიმაა..

ვასილეე!

ამოიღეი ხმაი დიჯეი ვასილი!
სულ რომ გაშტერადა ოსეთშია ბლინი..
ანდეი ბატაი (ანუ ძაან გორული აქცენტია ეს) დიჯეი ვასილი!
სულ არ გაშტერდათა ასატრინას შვილი?

სულ რომ ჭამე, რათა მე? ოსეთშია ბლინი
მომე ბატა მე, დიჯეი ვასილი!
შემაშტერდე რათა მე? ოსეთშია ბლინი,
ოსეთშია პლანი, ოსეთშია დიმაა..

ნა ნაა ნა-ნანანააა...

შემაშტერდე რათა მე? ოსეთშია ბლინი,
ანდეი ბატაი დიჯეი ვასილი!
შემაშტერდე რათა მე? ოსეთშია ბლინი,
ოსეთშია პლანი, ოსეთშია დიმაა..

[ქალები]
წვიმაში ნახაა დიანდის შვილიი
მაშინვე ღრეობს პაპა ვასილი
და მაშინ ნახაა ის ვირიშვილიი
პეპის ნეშტი რათაა პაპა ვასილი?
[ექო: შე ოროსანოო]

პეპის ნეშტი რაღა მეე
ფარსი ყვავილიი..
კასაში მასაა -
ოსეთშია ბლინი!

ოსეთშია ბლინი - მეე,
შოკოლადის ბლინიი.
ოსეთშია პაჭიი,
ასეთია მინი.

Monday, October 18, 2010

მე და ღმერთი

მე არა ვარ რელიგიური.

არარელიგიურში იგულისხმება, რომ არ დავდივარ წირვაზე, არ ვიცავ მარხვას, არ ვიცნობ წმინდანებს (გარდა რამდენიმესი) და საერთოდაც, ბავშვობა გავატარე კომუნიზმის ეპოქაში და ცოტა კომუნისტი ვარ. კომუნიზმი თავისთავად ათეიზმია. მაგრამ მე მწამს მოვლენების. და მწამს ინტუიციის. შეიძლება ეს ყველაფერი ერთად არის კიდეც ღმერთი, ისევე როგორც სიყვარული არაა ცალკე გამოყოფილი გრძნობა და რამდენიმეს ნარევია. ჰო, სიყვარულზე და ღმერთზე იმას ვიტყვი რომ სკოლაში რელიგიას გვასწავლიდნენ მე-10 კლასში, სადაც რელიგიის მასწავლებელმა, რომელიც რუსულად საუბარს გვიკრძალავდა, ასე გვითხრა: "კაროჩე, ღმერთმა ადამიანი შექნა სახედ თავისად და რადგან ღმერთი არის თვითონ სიყვარული, ზნაჩიტ ადამიანმა თავის ცხოვრება სიყვარულში უნდა გაატაროს"-ო (ეს სიტყვები ერთმა კლასელმა დააპრიკოლა და მას შემდეგ დავფიქრდი "მგელი და კრავის" იგავზე)

რაღაცა არსებობს. არა, მე მთელი ტანით ვგრძნობ მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ რაღაცა არსებობს. კი, მიყვარს ამ ფრაზის ჩაკვეხება, როდესაც უაზრო პასუხი აღარ მაქვს უაზრო კითხვაზე ან ამ უაზრო საუბრის დამთავრება მინდა, მაგრამ მართლა არსებობს რაღაცა. ეს რაღაცა მთელი ცხოვრება მეხმარება. ჩემს სასარგებლოდ ლაგდება მოვლენები, ხანდახან მეშინია რამის ძლიერად ნატვრის, იმიტომ რომ დიდი შანსია მისი ახდენის, რაღაც უხილავი წინ მიდის და გზას მიწმენდავს. და მიჭირს იმის დაზუსტება, ეს კეთილი ძალაა, ჩემი გაკეთებული საქმეების ექოა და ბოროტი ძალაა (სამხედრო სწავლებიდან: ..თუ გრძნობ, რომ ბრძოლა მარტივი გახდა და წინ წასულს წინააღმდეგობა არ გხვდება - შენ ალყაში მოქცევის საფრთხე გემუქრება)

ხოო, ვაღიარებ, ცრუმორწმუნე ვარ და მწამს ნიშნების. მწამს იმის, რომ ფოდრათზე წასულს მაღაზია დაკეტილი დამიხვდა, ეს იმის ნიშანი იყო რომ ზედმეტი ფულის შოვნა უნდა ამომეგდო თავიდან. შემეძლო დავლოდებოდი რამდენიმე წუთი და გაიღებოდა, ჰო? მაგრამ მე ნიშნების მწამს. მწამს, რომ როდესაც ცეცხლის გულის დასანთებად მისულს ზუსტად მისი სახლის წინ ვეება გუბე დამხვდა, ეს ნიშანია და ამ გეგმაზე ხელი ავიღე. მწამს, რომ თუ ბოლო ჩაკიდული საქმე არქივში მიმდინარე კრედიტი არაა, ის დღე ცუდად ჩაივლის (4 წლის მანძილზე არც ერთხელ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა). და მე მწამს რომ რაღაცა არსებობს.

ჯერ კიდევ კომუნიზმი იყო თუ კუპონობის პერიოდი იყო, როდესაც წავიკითხე წიგნი "წმინდა ბუნაგი" - ესაა 600 გვერდზე მეტი სიდიდის წიგნი, სადაც ძალიან მხატვრულადაა აღწერილი რომის პაპთა გახრწნილი ცხოვრება და ხალხის უგნურება. ამას დაემატა "ულენშპიგელის თაგადასავალი" - უზარმაზარი მწვანე წიგნი, სადაც ერთი უბრალო გლეხის თვალით არის დანახული ინკვიზიცია, ინდულიგენციები და მსგავსი რელიგიური მამაძაღლობები. საბედნიეროდ ახლა ასეთი რამეები აღარ ხდება. მადლობა ვუთხრათ სამეცნიერო პროგრესს. თუმცა ჩემი აზრით თუ ისევ ბრმა მორწმუნეები გავხდებით.. თუმცა მახსენდება "..ვერას გიშველიან ის ციხეები, რომელთაც აშენებ ზურაბ სპასალარო, შენ". როგორც გითხარით, მწამს რომ რაღაცა არსებობს.

ბოლოსკენ მინდა რელიგია და მეცნიერების საკითხს შევეხო. ადამიანს ისეთი ფსიქიკა აქვს, რომ სასწაულები სჭირდება. საერთოდ არ უნდა ადამიანს რელიგია და რწმენა, მას უნდა სასწაული, შოუ უნდა. სასწაული არის დასტური იმისა, რომ ესა თუ ის პერსონა მართლაც განსაკუთრებულია. თუმა ზოგისთვის სასწაული შეიძლება ილუზიონისტის ტრიუკიც იყოს. მთავარია კარგად შეიფუთოს ეს ტრიუკი. ხოდა იმას ვამბობდი, რომ მეცნიერების აღორძინებამ არ ჩაახშო სასწაულის მოთხოვნის აუცილებლობა ადამიანში. ახლა სასწაულს მეცნიერულ ახსნას უძებნიან. იცი, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თურმე.. და აქ რაააც გინდათ ის თქვით. მეცნიერებმა დაადგინეს და აბა ვის ეყოფა იმის არასიზარმაცე, რომ წავიდეს და გადაამოწმოს, მართლა დაადგინეს რომ სატურნზე სიცოცხლეა? რომ მთვარეზე წყალია და რომ მარსზე შეიძლება კატამ იცხოვროს? (კატამ იმიტომ, რომ მეცნიერებმა დაადგინეს, მას ისეთი ხერხემალი აქვს და ისეთი ფეხის ბალიშები, რომ ადვილად გაუძლებს მარსის საშინელ გრავიტაციას.. აქვე ვიტყვი, რომ მარსს 3 ჯერ ნაკლები მიზიდულობა აქვს, თითქმის არ აქვს ატმოსფერო და კატა კი არა, ვირუსების კვალს ეძებენ გაფაციცებით, ეგება რამე ცოცხალი ქე მაინც აღმოვაჩინოთო)

პოსტი ეხმაურება ერთ-ერთი დამკომენტარებელის თხოვნას დამეწერა ჩემი მიმართება რელიგიისადმი. თუ გაქვთ ნაყურები "დაღამებიდან გათენებამდე" (ატ ზაკატა და რასსვეტა), იქაა ასეთი ღვდელი, რომელიც აღიარებს, რომ ის ეჭვებში ჩავარდნილი ღვთის მსახურია. აი ასე ვარ მეც. მე ვარ გარდამავალ პერიოდში დაბადებული ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში უნერგავდნენ რომ ღმერთი არ არსებობს, მერე ყმაწვილობაში არკვევდნენ არსებობს თუ არა, ახლა უჩიჩინებენ რომ ღმერთია მთავარი და აბა რამე თქვი საწინააღმდეგო.. სავარაუდოდ ველოდები გურჯისტანულ კომენტარებს, სტრელკების დანიშვნას და მსგავს ხუინობებს. "..მე ჩემი ფიქრები ძირს გაგიფინეთ. და ფრთხილად იარეთ, რამეთუ ძვირფასნია ისინი ჩემთვის"

პ.ს. ელფო, მინდა იცოდე რომ ძალიან გამიხარდა შენი ყურადღება. არ მეგონა საერთოდ რომ ასე დაინტერესდებოდი. მინდა გითხრა, რომ ახლა შენელებული ბომბის რეჟიმში ვმუშაობთ. როდის აფეთქდება, კაცმა არ იცის. ალბათ რაღაცა არსებობს, არა?

Saturday, October 16, 2010

სუფრასთან გაგებული ამბები

ქართული სუფრა აკადემიააო - ეს ფრაზა ზეაღიზიანებს ერთ სულიერს, მალენკი რომ ქვია მეტსახელად და ნინოს რომ ეძახიან სახლში. აკადემიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ იდეაში სუფრა უნდა გართობის წყარო იყოს.. (სწორად ჩამოვაყალიბე აზრი ნეტა?) სუფრის გენდერულობის (ქალები ცალკე, კაცები ცალკე) და ბოლოს გალეშვა-ჩხუბის ისტორიებს თუ გავცხრილავთ, მივიღებთ საინტერესო ისტორიების კრებულს, რომელიც ახლა მინდა მოგიყვეთ. ზოგიერთი ისტორია შესატანია მწარე ტკბილად მოგვაგონდეს სადღეგრძელოში, ზოგი ანეგდოტებში.. აბა, ვკითხულობთ.

  • ამბავი თამადისა და პისტოლეტისა.
გავიხედოთ და ერთ სოფელში ერთი ძალიან განთქმული თამადა ყოფილა. აი კაი 200 კაციან სუფრებს რომ უძღვება და ხმას რომ არავინ იღებს. ეხლა რომ არის, ისე კი არა.. მოკლედ, ტიპი კარგადაც ცეკვავდა, კარგადაც ამბობდა სადღეგრძელოებს, მღეროდა, აცინებდა ხალხს.. და ქონდა პისტოლეტი. როდესაც შეატყობდა რომ რაღაც ძალიან ღეღელაობსო სუფრა, აიღებდა და ჰაერში ისროდა და ასე აჩუმებდა ხალხს. ხოოოტა, ერთხელაც ეს ჩვენი გივი (ასე დავარქვათ) უძღვება კაი დიდ ქორწილს. ერთი მეათე სადღეგრძელოა და კაცო, ეკუება თამადას. ეკუება, ვეღარ იკავებს თურმე. რა ქნას, რა ქნას და ამოიღო პისტოლეტი და ჰაიტ! სმენა იყოს და გაგონებაო და გამოკრა სასხლეტს და გააკუა კიდეც.. მარა ამ ოხერმა პისტოლეტმა ასეჩკა არ მისცა?! (მისფაია, ყალბი სროლა, როდესაც იარაღი იჭედება და არ ისვრის) არადა გააკუააა! დედა მოუვა, სოფლის ბოლოში ისმოდა ხმა თურმე. წამოხტა ეს საცოდავი და გადაიხვეწა საერთოდ წავიდა სადღაც. გავიდა ხუთი წელი, მოენატრა სოფელი, რა მოხდა ახლა, ერთი გავაკუე, იქნება არც ახსოვდეთო და დაბრუნდა უკან. თან ფიქრობს, აბა ხალხს ვკითხო თუ ახსოვთ რამეო. იქვე ბალღები თამაშობდნენ. დაუძახა, მოდი ბიჭი ჩემთანო. აბა რამდენი წლისა ხარო? რამდენი წლისა ვარ ბიძია არ ვიცი, მარა დედაჩემი ასე ამბობს, აი გივი თამადამ რომ გააკუა, კაკრას მაგ ღამით გაჩნდი შენაო.

  • ჩეჩნური ტრადიციები
..ერთხელაც ჩვენი ქარხნის დელეგაცია წავიდა გროზნოში იმათი რაღაც ქარხნის დელეგაციასთან.. ამას გიყვები ტოლი სამოცდაცამეტი, ტოლი სამოცდა თხუთმეტი წლებია რა. ხოდა იმათი ქარხნის დირექტორმა დაპატიჟა ახლა ჩვენი ქარხნის დირექტორი სახლში. გაიშალა სუფრა, წავიდა სმა, ჭამა.. ამ მასპინძლის ცოლი კაცო, ვაფშე არა ჩანს რა. ხოდა ამ ჩვენი დირექტორის შოფერი იყო იქ, გარეთ ხომ არ დავტოვებდით.. რა ერქვა? ცაცო? ა, ცუცა ხო! ხოდა ამ ცუცამ ახლა, აბა ერთი სადღეგრძელო მეც მათქმევინეთო. ნუ, დაუსხეს. ესეც წამოდგა და ამბობს: ამ ჭიქით, ჩემო კეთილო მასპინძელო, ქალები მინდა დავლოცო და შენი ლამაზი მეუღლის თამადობით ყველა ლამაზ ქალს გაუმარჯოსო.. ეე, დაიღუშა ეს ჩეჩენი, რა მითხარიო? ამ ცუცამაც აიღო და კაი რიხიანად გაიმეორა. თურმე იმ ჩემისებთან ცოლის ხსენება კი არა საერთოდ არ უნდა ამოიღო ხმა ქალებზე. გინდა ცოლი გიგინებია თურმე და გინდა სადღეგრძელო გითქვამს. ხოდა წამოხტა ეს ჩეჩენი დირექტორი, გააღო კარადა, გადმოიღო თავის სიგრძე ხმალი და აი მანდ მივხვდით რომ ვერაა საქმე კარგად. მე აქეთა ხელში ვეცი, ჩვენი დირექტორი მეორეში, აბა შენი ჭირიმე და აბა შენ გენაცვალე და.. ეს ცუცა საერთოდ ფანჯრიდან გადახტა. ჩეჩენი არა ჩერდება, მოიყვანეთ უნდა თავი მოვაჭრაო. მერე ნელა, ნელა ავუხსენით, ჩვენთან ქალების დალოცვა ტრადიციაა, ჰაი, ჰუი.. ორი დღე ეგრე ქონდა ხმალი ამოღებული, სადაც ვნახავ, კურდღელი უნდა მოვაჭრაო. ეს კაი მარა ახლა ცუცა დაიკარგა. წასულა ტყეში სადღაც, იმდენი ურბენია, სად იყო თვითონაც ვერ იგებდა. მერე ჩეჩენმა თქვა, კაი არ მოვკლავ, მარა არ დამანახოთ თვალითო.
  • ოჯახის კაცი და საყვარელი
ახლა იქნება ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილებზე მარტო კარგს ამბობენ და ხანდახან პარადოქსულად კარგს.

..- ასე იგი, აგერა ქალი რო მიდის, ხედამ შენა ბიჯო?
- ჰო, მერე?
- ეგა ხო იცი ვისი საყვარელი იყო?
- ვისი კაცო?
- აი, ჟესტიანჩიკი რომ იყო, ტრამპურჭაანთ ჟორა (დავარქვათ ასე), იმისა.
- რას ამბობ კაცო? ვიცნობ მე მაგას.
- აბა მააშ! რა ოჯახის კაცი, რა თავშეკავებული..
- აბა, აბა! რასაც შრომობდა სულ სახლში მიქონდა, სულ ოჯახზე იყო გადამკვდარი..
- რა დაემართა მერე ბჯო?
- რა ვიცი, ე ქალი ყავდა მემგონი წაყვანილი საღაცა, მწვადი ჭამა, გადაუცდა ყელში და დაიხრჩო კაცო!
- არადა რათა ჰა? მარა ეგრეა, ღმერთსაც კარგები უნდა..
ამ დროისთვის სულ ეს იყო. შემდეგში შევეცდები ჩავიწერო სათაურები მაინც სუფრაზე მოსმენილი ამბების და დავწერ ხოლმე პერიოდულად. ამავე დროს ვზროსლ ხალხთან ქეიფი გაცილებით სასარგებლო და საინტერესოა ვიდრე პაცან-პუცანებთან. :)

უმუშევარი

სამუშაო - პროცესი ან ადგილი, სადაც ხდება შრომის უნარის გამოვლენა.
მუშაობა - შრომის პროცესი
ანაზღაურება - შრომის შედეგად დახარჯული ენერგიის აღდგენის და სხვა პირადი ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი თანხის მიღება.
დასაქმებული - ადამიანი, რომელიც ახორციელებს შრომის პროცესს სამუშაო ადგილზე და იღებს ანაზღაურებას.
უმუშევარი - ადამიანი, რომელიც აქტიურად ეძებს სამუშაო ადგილს და ამჟამად არ იღებს ანაზღაურებას შრომის ნაცვლად.
დაახლოებით ამ თემაზე უკვე მომიწია პოსტის დაწერა, მაგრამ მაშინ პრობლემა ზოგადი იყო და ვერავინ იტყოდა რომ მე შანსი არაა გამიშვანო. აი ახლა კი პრობლემა კონკრეტულია და მე ვამბობ: დიდი შანსია სირისტიანებიდან გამოვიდე და ფრიმენებს შევუერთდე. ორშაბათი - ჭეშმარიტების დღეა. ორშაბათს გადაწყდება ჩემი ბედი. მანამდე კი კვირა და ტესტირებაა. არა, ჩემი არა, სირისტიანეთის პროგრამის. საწყენად არ მიიღოთ სხვა დანარჩენო სირისტიანებო, უბრალოდ ზვიოს ნიღაბში ასე, ბანკირებს სირისტიანებს ეძახის.. :)
რა გამიხარდება?
მექნება ოხრად თავისუფალი დრო.
შემეძლება ოთხივ კუთხივ ყირაზე დავდგე
თუმცა ზედა ორი არ გამიხარდება, იმიტომ რომ
მეწყინება
უმუშევრის სტატუსი
ფაქტიურად უფულოდ დარჩენა
ყოველდღიური დროის გასატარებელი ადგილი
ჩემი მრავალი ათასი უჩემოდ დარჩენილი საქმის ბედი
მთელი წლით წინ დალაგებული ფინანსური გეგმების ჩაფუშვა
სირცხვილი და თავის მოჭრა
რას ვგეგმავ გეგმა ბ?
სავარაუდო გეგმა ბ ა კიევში ძმაკაცთან ჩასვლა. ვებ დიზაინის სტუდია აქვს და პატარა პროგრამირება მეც მესმის.
თუ ეს არ გამოვა, კი ძალიან არ მინდა, მაგრამ თბილისში იქნებ ვიპოვო რამე საქმე.
თბილისს თუ გადავურჩი, გორშიც მამენტ იქნება დასაქმება, აბა ისე როგორ?
ჯარში არ მიმიღებენ, ჩემიანს არ გავარტყა ტყვია.
ბოლო-ბოლო შეიძლება სადგურის ხიდზე ასვლა, ლამაზი სალტოს გაკეთება და ან მატარებლის რელსეზბე გათხლეშვა ან ზამთრის მტკვარში ჩაყურყუმელავება.
ეს იყო სულ..
ორშაბათი - ჭეშმარიტების მომენტია.

Wednesday, October 13, 2010

როდესაც პურის ჭამის დრო მოდის..

ძალიან ხშირად გამიგონია კითხვა: "რა ვჭმოთ?". კითხვა აქტიურია მოსწავლეებში, სტუდენტებში, მშომელებში და თქვენ წარმოიდგინეთ, დედაჩემისთვისაც კი! დღეს კი, როდესაც მოთმილების ფილაში ბოლო წვეთი ჩამივარდა კითხვითი მზერით და დაფიქრებული ხმით ნათქვამი "ხვალ რაღა გავაკეთო საჭმელი?!" - ავიღე ფურცელი, კალამი და პარტ-დავალება მივეცი დედას: დაწერე საჭმელები, რომლებიც გაგახსენდება თქო. და მართლაც, მივიღეთ სია, 20 საჭმელისგან რომ შედგებოდა და ფრიად გასაფილტრი რომ იყო.
როგორც ხედავთ, ამ "მენიუდან" გამოვყავი მეტ-ნაკლებად ყოველდღიური საკვებები და დავიწყე შესაბამისი პროგრამის წერაც. ასეთი პროექტის განხორციელება დიდი ხანია მიტრიალებდა თავში, მაგრამ განხორციელებისათვის სტიმული იყო საჭირო. ასეთი სტიმული გახლავთ.. ეჭვი. თუმცა ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ. ჩვენს ცხვრებს თუ დავუბრუნდებით, შესანიშნავ პროგრამულ კოდს მივიღებთ, რომელიც დაწერილია ფლეშ სკრიპტის ენაზე და გამოყენებულია მაკრომედია ფლეშ 5.


პროგრამის გამოყენება უმარტივესია: უბრალოდ ზემოთ უნდა აირჩიოთ ბოლოს მირთმეული საჭმელი, რათა არ განმეორდეს ერთი და იგივე საკვები ორჯერ. შემდეგ პროგრამა ავტომატურად არჩევს ჩემს მიერ ამორჩეული 14 კერძიდან ერთ-ერთს. თუ შემოთავაზებული ვარიანტი არ მოგწონთ, არაა პრობლემა, ღილაკზე დაწკაპუნებით პროგრამა სხვა ვარიანტს შემოგთავაზებთ. ასევე ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ბოლოს მირთმეული კერძის სახელი. როგორც გითხარით, პროგრამა 14 ვარიანტიდან ირჩევს ერთს. ასე რომ თუ ვარიანტები არ მოგწონთ, ძალიან გთხოვთ, დამიწეროთ თქვენი "მენიუ" კომენტარებში. თვითონ პროგრამა არის პაწაწა და შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ აქედან.

Thursday, October 7, 2010

კოკაინი

ასე გამოიყურება ტაურინი ფორმულის სახით. საინტერესოა არა? გოგირდი, ორი ჟანგბადის ატომი.. შეიძლებოდა გოგირდის ფუძედაც კი ჩაგვეთვალა და საშიში ყოფილყო სიცოცხლისათვის რომ არა კიდევ ერთი სიცოცხლისთვის საშიში მოლეკულა - აზოტ-წყალბადის სახით. ქიმიაში გაურკვეველ ხალხს ვეტყვი, რომ ეს უკანასკნელი ჰა და ჰა ამიაკია, აი ნიშადურის სპირტს რისი სუნიც აქვს. ერთად კი გვაძლევენ ენერგეტიკული სასმელების ძირითად შემადგენელ ნივთიერება - ტაურინს.
Red Bull-ი ყველას სმენია. არ ვიცი, შეიძლება ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ მისი მიღებით მხოლოდ ერთხელ, სულ პირველად ვიგრძენი რაღაც ენერგიის მაგვარი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სხეული რაღაცას ეჭიდებოდა, აი რობოტის კოსტუმში რომ იჯდე და შენ კი არ ხარჯავდე ენერგიას, არამედ კოსტუმი მოძრაობდეს და შენ მარტო წარმართავდე მის მოქმედებას. ასე გაგრძელდა 15 წუთამდე. მაგრამ აი დღეს გავსინჯე "კოკაინი" და ეფექტმა გამაოცა.
თავიდან დიდი არაფერი, მოტკბო-მომჟავო გემოს, ჩვეულებრივი ენერგეტიკული სასმელი, დაილია 4 ყლუპში და წაიღო 3.5 ლარი. მაგრამ 15 წუთში დაიწყო მოტანა და მოიტანა და მოიტანა.. აი, სურათში როგორცაა, მასეთი გრძნობა გამიჩნდა. რაღაცაზე კი არ ეკიდე, ეს რაღაცა შიგნით გქონდა და შენს მოძრაოებებს მოყვებოდა. მარტო ტაურინის ბრალი არ უნდა იყოს, იქ იყო კოფეინიც და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი, დამახასიათებელი ენერგეტიკული სასმელებისათვის. გამოიწვია ხალისის მომატება, ჩამქრალი თვალების ანთება, ზამბარასავით შეკუმშული ენერგიის გრძნობა კუნთებში.. და ეს გაგრძელდა 1 საათამდე. მერე ნელა-ნელა შემოიპარა კისრის ტკივილი, დაღლილობა და მოთენთილობა.
სახალისოა ბოთლზე წარწერაც: "ყურადღება! ეს წარწერა არის იმ ხალხისათვის, რომელიც მეტად სულელია იმისათვის, რომ გაარჩიოს პროდუქტი ნარკოტიკი კოკაინისაგან. პროდუქტი არ შეიცავს და შანსი არაა შეიცავდეს ქუჩურ ნარკოტიკებს და თუ ვინმე პირიქით ფიქრობს, ნამდვილი იდიოტია". აქვე ნახეთ ვიდეო ენერგეტიკული სასმელების ავ-კარგიანობაზე. ეს ადამიანი დასკვნის სახით გვეუბნება, რომ ახალგაზრდა ორგანიზმისათვის 1 ბოთლი დღეში მამენტ არა უშავსო, მარა მე გეტყვით, რომ ეს სასმელი დოპინგს გავს - ის შეიძლება ერთეულ და მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში წაახმაროთ ორგანიზმის რეალურ შესაძლებლობებს. იმიტომ რომ დიდი რაოდენობით კოფეინი და ტაურინი გამოფიტავს სხეულს და საბოლოო ჯამში მივიღებთ ნარკომანს. :)


Wednesday, October 6, 2010

ორი - ნაწილი 1

მისტიკა რომ მიყვარს გეცოდინებათ. ამ ბოლო ხანებში რამდენიმე ისეთი ნაწარმოები წავიკითხე ზოგიერთ ბლოგერთან, რომ მომინდა მეც დამეწერა რამე. სიმართლე გითხრათ წერის ნიჭი არასოდეს მქონია, მაგრამ აი გამიქსვის, რამდენიმე ნაწარმოებიდან ამოღების და ერთიან კომპოზიციათ ქცევის ნიჭი მგონი რომ მაქვს. (ამ გახსენებაზე, ნახეთ ფროდიჯის "სმიქ მაი ბიჩ აფ" ის გაკეთების პროცესი)
..ტელევიზორი შიშხინებდა. ნიკამ თვალები მოისრისა და შეეცადა გაეხსენებინა რატომ ჩართო ტელევიზორი. ასეე.. ფეხბურთი არ იყო გუშინ, კინოს არ უყურებდა, არც მისი საყვარელი გადაცემა უნდა ყოფილიყო წინა ღამით. ტელევიზორი კი შიშხინს განაგრძნობდა. შშშშშენი დედაც, რა! - ვერ გაიხსენა ვერაფერი ნიკამ, საბნიდან გამოძვრა, ერთი ფლოსტი უცებ იპოვა, მეორეს ფეხით ძებნა დაუწყო და ამასობაში ტანსაცმლის ჩაცმა დააპირა, რომ მაძებარ ფეხზე წითელი ლაქა შენიშნა. ფარდები კარგად გაწია, ახლად ამოსული მზის სხივებს ფეხი მოუმარჯვა და ლაქას დააკვირდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ამ ფეხზე თოკი ება და თანაც ჩანდა რომ ამ თოკისგან განთავისუფლებას ლამობდა. ტელევიზორი შიშხინებდა...
- ბჯოუ, შენა გი ხვა ხა? - გვერდით მისდევდა და როგორც შეეძლო თავის აზრს აგებინებდა გიორგი. საბედნიეროდ ნიკამ კარგად იცოდა გიორგის მეტყველების მანერა და მიხვდა, რომ მას ეს ესაა შეეკითხვნენ "გიჟი ხომ არა ხარო" - სა მიხ, სა სართმევს გამაართვი, შენა მკლა, შენა?
- მე რა ვიცოდი, რომ გაფუჭებული იყო? - საქმე იმაშია, რომ ნიკა მძღოლად მუშაობდა. დაქონდა სხვადასხვა საქონელი ერთი მაღაზიიდან მეორეში, ერთი კლიენტიდან მეორესთან და გიორგი მისი მომსახურების ერთ-ერთი მიმღები იყო. სიმართლე ვთქვათ, მძღოლს მართლაც არ ევალება პროდუქციის ხარისხის გასინჯვა და რატომ ცხარობდა საწყობის გამგე, ვერ გაეგო.
- მა რას ფულ შენ მე, ჰააა? - გიორგის სახე ისეთი ფერის იყო, პირდაპირ შეგეცოდებოდა ასეთი დიდი გული რომ არ ქონოდა - უკ მას მუტ სართმევს, გაიგეე?
- რა ჩემი საქმეა, წავედი მე, შენს გარდა იმდენი ხალხი მყავს კიდე. გაარკვიე შენ თვითონ - ნიკა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. უკან კი ყვირილი დაეწია: შენა მკლა, შენა?!
..კი, ეს მომენტი კარგად ახსოვდა. მერე.. მერე რა მოხდა? მეორე კლიენტთან წავიდა რა თქმა უნდა. მეორე კლიენტთან.. რა ერქვა? ღმერთო გამახსენე..
- ..და აი, ახლა ის ჩვენთანაა - ექსკურსიას უძღვება კობა - მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ის სწორედ ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში იქნა აღმოჩენილი!
"ის" თიხის დოქია. სხვა დოქებისაგან განსხვავებით მას არა ერთი, არამედ ორი ყური აქვს. სხვა დოქებისაგან განსხვავებით მას ორი მუცელი აქვს - ერთი ქვემოთ, მეორე ზემოთ. ყურები მუცლებს აერთიანებს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს წრეს ქმნიან. თავის მხრივ მუცლებს შორის ჩაღრმავებაც თითქოს წრეს ქმნის.
- საინტერესო ექსპონატია - ზედ ყურთან დაუწყო საუბარი კობამ - ჰიპოთეზის დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის გამოიყენებოდა რაიმე რელიგიური რიტუალისათვის ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის აღსანიშნავად. თუმცა ეს ალბათ თქვენთვის საინტერესო არაა. ჩვენ უბრალოდ მისი გადატანა გვინდა მუზეუმში, ასე რომ თქვენი ასე ვთქვათ რბილი მანქანა სწორედ რომ დროულია. ჩვენი თანამშრომელი წამოვა თქვენთან ერთად.. ნუუ, საბარგულში იქნება, რომ ექსპონატს არაფერი დაემართოს. თქვენ მშვიდად და წყნარად მიიტანეთ ადგილამდე და მორჩა, მერე ჩვენ მოვუვლით.
- და სად არის თქვენი თანამშრომელი? - ნიკას არ ეგონა მისი მანქანა პროდუქციის და შუშის ნაწარმის გარდა სამუზეუმო ექსპონატების გადასაზიდადაც თუ გამოდგებოდა.
- თაკო! თაკო მეთქი, კაცო! თუ ქალო.. მოდი აქ, მოვიდა უკვე მანქანა კაცო.. თუ ქალო.. - კობას იუმორის უცნაური გრძნობა ქონდა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - თაკოს მწვანე თვალები აქვს. ნიკა პირველ რიგში ახალგაცნობილების თვალებს იმახსოვრებს ხოლმე. მაშ ასე, მწვანე თვალები, იყენებს გასარუჯ კრემს, არ აქვს საყურე.. არა, ერთი ცალი აქვს რატომღაც.. და თვალებიც რანაირი აქვს, რამხელა გუგებით..
შენობიდან გამოსულმა ნიკამ წამით ისევ უცნაურ თვალებზე შეავლო მზერა თაკოს და.. არა, აშკარად მოეჩვენა თორემ ჰორიზონტალური გუგები ადამიანს შეუძლებელია ქონდეს. ფარულად ისევ შეხედა.. არა, მოეჩვენა აშკარად. ნორმალური, დაახლოებით მისი სიმაღლის, გამხდარი.. ზედმეტად გამხდარიც კი, გოგოა. საინტერესოა, რატომ აყოლებენ მას და არა ვინმე ჯანიან ბიჭს. თუ რამეა და ექსპონატმა რყევა დაიწყო, დაიჭერდა მაინც.
 - მეც საკმაოდ ღონიერი ვარ ამის დასაჭერად - ნიკას გაოცებულ მზერას საკუთარი გაუსწორა გოგონამ. არა, ნორმალური თვალებია.. - თქვენ ისე მიყურებდით, მაშინვე მივხვდი რაზეც ფიქრობდით - თეთრი კბილებიც ქონია. საინტერესოა საკუთარია თუ ხელოვნური.
- არა, როგორ გეკადრებათ - მარტო თვალები ხომ არაა ეს გოგო, საკმაოდ ნორმალური ვინმე ჩანს. აზროვნებს. მუზეუმში მუშაობს. ასეთი ხალხი შეიძლება მოსაწყენადაც ლაპარაკობდეს.. არა, ჯობია არ იფიქროს, ქვეყნის საქმე აქვს.
- არაა პრობლემა, თავიდან ყველა მასე მიყურებს, მაგრამ მერე და მერე, განსაკუთრებით ბოლოს.. სულ ეცვლებათ წარმოდგენა - ღმერთო, ისევ ჰორიზონტალური გუგები! მემგონი ცუდადაა, წავიდეს ცივი წყალი დალიოს ის დროა - ლუდს დალევთ? - თაკო მარტო ცქერის პრობლემაზე არ შეჩერდა.
- მე ხომ მძღოლი ვარ, არ შეიძლება - აფსუს, დალევდა მართლაც.
- სამწუხაროა. მაშინ მოდით მე ლუდი და თქვენ წვენი - არადა უკვე გზაში არიან. ახლა უნდა გააჩეროს, გადავიდეს, იყიდოს წვენი და ლუდი, მერე უკან გამოვიდეს. აბა გოგოს ხომ არ გაუშვებს? - გამიჩერეთ და მე ვიყიდი, არ დამიწყოთ ახლა დაპატიჟებები. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ? - უკვე ფსიქიკაზე მოქმედებს მუზეუმის თანამშრომელი.
- აბა, როგორ გეკადრებათ - ნიკა იძულებით გაჩერებას აკეთებს. ჯობია თვალებზე არ შეხედოს, სწრაფად იყიდის წვენს და გამოფხზლდება და მერე აღარაფერი მოეჩვენება. ასე. ზუსტადაც! კარების გაღებისას თიხის ფერის ნატეხი ვარდება ძირს. დაეჭვებული ნიკა ნატეხს იღებს და თაკოს აჩვენებს - ხომ არ დაგვერხა? გოგონა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს. გინდა თუ არა თვალებში უნდა შეხედო. არა, მოეჩვენა, აშკარად მოეჩვენა. ნატეხს ჯიბეში იდებს და მაღაზიის კარს ძლიერად აწვება..

..არ ჯობია ახლა უბრალოდ ადგეს და ეს შიშხინა ტელევიზორი გამორთოს? ჯანდაბას ლაქა ფეხზე და ჯანდაბას რომ არ ახსოვს არაფერი. ახალი დღე იწყება. ადგეს, დაიბანოს, ჭამოს რამე და ჰაიდა სამუშაოდ, არ ჯობია? თან ფეხიც არ სტკივა, მერე რა რომ მოჭერილი თოკის კვალს გავს ეს ლაქა? მეორე ფლოსტიც როგორც იქნა იპოვა. ნიკამ ტელევიზორი გამორთო და სამზარეულოში გავიდა. არა, მემგონი სძინავს ისევ და სიზმარს ხედავს..
- მააგარი ძნელი პროფესია არი შოფრობაი რა! ძაან დამღლელია - ნიკას ისედაც დაღლილ ტვინს დღეისათვის ბოლო კლიენტი ბურღავს, რომელსაც მთელი ტონა ხილი ჩამოუტანია საიდანღაც და ახლა სადღაც მიაქვს - აი მეე მაგალითათა ვაფშე არა მყაავს მანქანაი რა. მაგრამა ვიცი რაც არი ე შოფრობაი. ამას წინათა.. მაიცა გითხრა.. აი, მაშინ გორბაჩოვი იყო ჯერ კიდევა, რა. ხოოდა ბიჯო, მე და ძმაკაცები ჩემები. მაიცა გითხრა.. ესე იგი, მეე, ჟორაი, ტუხოს ბიჭი, ანდროვიჩი და ხურმა ანზორა მოვრიგდით რომაო აი ამ ტავარსა, ეხლა მარტო მე რო დამაქვს, დაუდებდით ტუხოს ბიჭის მაშინაზე და წავიღებდით რუსეთში კაცო. რატომა ამდენი? მაიცა გითხრა.. იმიტომა რომა, სულ რო გვევლო რა. დაიძინებდა ერთი, მეორე ატარებდა და ასე რა. ხოდა მივდივარ, დედა მოუვა, სტოსოროკი მიჭირავს, რუსეთშია. ხოდა ე მამაძაღლი, ღორმა არ გადამირბინა წინა კაცო? რო ვთხარე ტორმუზსა, დედა მოუვა, მთელი ასტრახანის გზები სულ მივხაზ-მოვხაზე..
- აი, მოვედით უკვე - მძღოლობა მართლაც დამღლელი საქმიანობაა და ნიკას ძილი უნდა. მოთმინებით დაელოდა ტვირთის დაცლას და ფულის მისაღებად მოეზადა.
- შენა, ჯიგო, ვისი ბიჭი ხარ? - ბოლო კლიენტი თან ფულს ითვლის და თან ნიკას გენიოლოგიას არკვევს - ერთი ჯარის ძმაკაცი მყავდა, გოჩა ერქვა, იმასა გევხარ შვილო. მაიცა გითხრა.. ლიოჩიკები უნდა გამოვსულიყავით წესითა. სულ შაგაობა და შაგაობა, სირბილი და სირბილი. სტარშინა ვცემეთ ერთხელა, დედა მოუვა, მთელი თვე ვერა დგებოდა ფეხზე..
..მაგიდაზე ორი ჭიქა დევს. ორივეში ჩაი ასხია შუამდე და ორივესთან სკამებია გამოწეული. ვიღაცამ.. ან უფრო ზუსტად, ვიღაცეებმა, ჩაის სმა დაიწყეს და რატომღაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს ეს საქმე. ნიკა ნელა მივიდა მაგიდასთან. იქნებ გაიხსენოს რა მოხდა ღამით. ჩაი.. არა, თვითონ არ დალევდა ჩაის, მშვენიერი კაკაო აქვს. ჩაიც რაღაცნაირი მუქია, თითქოს წითელი. ძალიან მძაფრი სუნი აქვს. ამასობაში მეორე ოთახიდან ფაჩუნის ხმა გაისმა.. არა, უფრო ნაბიჯების. ორი.. თუ ოთხი ფეხის ხმა. ნიკამ სამზარეულოს დანა აიღო და დაკუზული მივიდა კარებთან. მისი თვალები შიშისა და გაოცებისაგან გაფართოვდა. მისაღებ ოთახში ორი შავი სილუეტი მოძრაობდა..

- შვილო, ასე გვიანობამდე რომ მუშობ, გამოდის რამე? - მეზობლის ქალი დალი კიბეებზე შეხვდა ნიკას - ჩემი გულოც სულ ასეა, დღე ხომ მუშაობს და ხანდახან ღამეც ამუშავებს უფროსი. გაწყდა ამ უფროსების სინსილა, ისეთი დაღლილი მოდის ხოლმე ჩემი გულო სახლში, ისეთი, ისეთი.. ქმარი რომ ყავდეს რა კარგი იქნება.. აი შენნაირი კარგი, მშრომელი ბიჭი..
- აბა რა, უნდა გათხოვდეს და ოჯახი შექმნას - ხასიათს არ უფუჭებს დალის ნიკა - ღამე მშვიდობისა დალი დეიდა.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, შვილო.
ახლა თავი რომ მიდოს, ეგრევე დაეძინება. ასე, გაუხდელს. არა, ჯობია წვერი მაინც გაიპარსოს. მოიცა, ეს რა აქვს ჯიბეში? აა, ის თიხის ნატეხია. აბა, მთელი დღე რომ ნაგვის გადასაგდებად ვერ მოიცლი, საქმეა ესა? ნიკა ნატეხს მაგიდაზე დებს და თვითონ აბაზანაში შედის რომ წვერი გაიპარსოს. საძულველი პროცედურაა, მაგრამ რას იზავ, საჭიროა. ისაა დაამთავრა პარსვა, რომ მისაღებიდან რაღაც ფაჩუნი მოესმა.. არა, უფრო ნაბიჯების ხმას გავდა. ორი.. თუ ოთხი ფეხი მოძრაობდა. მეზობლის ბავშვი შემოიპარა ალბათ და ახლა დაიმალება. მერე ნიკა იპოვის და ის კამფეტს მოსთხოვს. ჩუმად და მალვით, ისე რომ ბავშვს არ გაეგო, ბიჭი მისაღებში შეიპარა და სახტად დარჩა: მის წინ ზუსტად მისი ორეული იდგა, ოღონდ შავი, შუაღამისფერი კანით და თითქოს მანათობელი მწვანე თვალებით. ჰორიზონტალური გუგები!

Tuesday, October 5, 2010

ვარეზებს გააუქმებენ?

ათასწლეულებისს მანძილზე (კერძოდ, რაც ქართული ინტერნეტი არსებობს) ყოველთვის არსებობდა ორი გიგანტი საიტი: ავოე.გე და დაუნლოად.გე, რომლებს შემდეგ მესამე შედარებით პატარა გიგანტი: ფაილ.გენონე.გე და ბოლოს ოლმუვიეს.გე შეუერთდა. ზემოჩამოთვლილ საიტებს ეწოდებათ ვარეზ საიტები და დასაწყისში ნათქვამი ათასწლეულების მანძილზე უფასოდ სთავაზობდნენ ქართველ მომხმარებელს აუარება, თითქმის ყველა სახის ფაილს. იქნებოდა ეს კინო, პროგრამა თუ რაც გაგიხარდებათ. პირადად მე ყველა ჩემი თამაში რაც გამაჩნია, ტომბ რაიდერის გარდა, სწორედ ვარეზებიდან მაქვს დაქაჩული. დარწმუნებული ვარ საქართველოს ინტერნეტ მომხმარებელი ერთხელ მაინც შესულა რომელიმე ვარეზ საიტზე მაინც.
ვარეზებს აქვთ როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ უარყოფითი მხარეებიდან:
1. ვარეზი საშუალებას იძლევა შენი წარმოებული ინტელექტუალური პროდუქტი (წიგნი, პროგრამა, ვიდეო) აბსოლუტურად უფასოდ და თითქმის ყველანაირი კონტროლის გარეშე გავრცელდეს. ჩემ პირად მაგალითზე, ასიდლაბმა რომ ვთარგმნეთ მემგონი ლუქსორი, მეორე კვირას გაეძრო სუუულ სხვა ადგილას და ეწერა რომ ეს მათი ნათარგმნია.
2. ვარეზის არსებობა ქვეყანას უშლის საერთაშორისო თანამეგობრობაში გაწევრიანებაში, სადაც ინტელექტუალურ საკუთრებაზე მკაცრი კანონებია. საქართველოში ეს კანონი ათასწლეულების მანძილზე ჰკიდიათ.
3. ვარეზზე შეიძლება აიქაჩოს და შესაბამისად ჩამოიქაჩოს შეუმოწმებელი პროდუქცია, რომელიც თავის თავში შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს, რომელ არს ვირუსი ან მსგავსი ჭირი და დოზანა.
მაააააააააგრამ! ვარეზებს გააჩნიათ დადებითი მხარეებიც:
1. ვარეზი საშუალებას იძლევა შენი, როგორც მომხმარებლის, ფრთების ძალიან გაშლისა. აბა წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს ვარეზები, ვინ ჩამოქაჩავდა ვინდოუსის საინსტალაციო დისკს, ვინ ჩაწერდა თავისივე კომპით და ვინ დააყენებდა მერე ვინდოუსს, ანტივირუსს და მსგავს რამეებს სულ რაღც 20 ლარად? იცით რომ ორიგინალი ვინდოუსის დისკი 200 დოლარს უკაკუნებს? რას ვიზავთ, გაჭირვებაა..
2. ვარეზი იმის გამო რომ ლოკალური სისტემაა, ფლობს მაღალ დაქაჩვის სიჩქარეს. ეს უფრო შესამჩნევია როდესაც შენი ინტერნეტის სიჩქარე დაილ-აფისას 5 ჯერ თუ ჯობია. შედარებისათვის დაუნლოად.კომ-იდან ფაილის დაქაჩვა თუ 5 წუთს ითხოვს, ქართული ვარეზიდან იგივე ფაილი 30 წამში ჩამოიქაჩება.
3. ვარეზიდან ჩამოქაჩული პროგრამები როგორც წესი გატეხილია. ანუ არ ჭირდება არც აქტივაცია არც დიდი ხლაფორთი. ან თუ ჭირდება შესაბამისი კრეკიც მოყვება თან. ასე რომ ვარეზი იდეალური რამეა, რომ მსოფლიოში პირველი ადგილი გეჭიროს მეკობრული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მხრივ.


ხოდა იფიქრა ჩვენმა მთავრობამ და გადაწყვიტა შემოეღო კანონი ვარეზების შეზღუდვასთან დაკავშირებით. იხილეთ ვიდეო აგერ. საქმე იმაშია, ჩემო კეთილო ხალხო, რომ ევროპა და რამეო. ხოდა რაღაცეებზე უარის თქმა მოგვიწევს. გეყოფათ უფასო კაიფიო, ახლა თქვენით იჩალიჩეთო. მე პირადად თან მივესალმები და თან არ მომწონს ეს ფაქტი. ახლავე აგიხსით რატომაც.
* მივესალმები იმიტომ, რომ ქართველ პროგრამისტს იმედი მიეცემა, მისი დაწერილი პროგრამა უაზროდ არ გავრცელდება და რაც ყველაზე გულის დასაწვეტია, სხვა არ მიისაკუთრებს და არ დაწერს, რომ ეს ჩემი გაკეთებულიაო. სამამულო ინტელექტუალურ პროდუქციას ისეთი დაცვა ჭირდება, როგორიც თბილისს 2008 წლის 12 აგვისტოს.
* არ მივესალმები იმიტომ, რომ ქართველების ამბავი ყველამ იცის, ფასები დაედება მერე პროგრამებს ისეთი, დედა რომ არ აიყვანს შვილს ხელში. ამის მაგალითი უკვე ახლა გვაქვს მაივიდეოს კინოთეატრის სახით: ზოგიერთი კინოს ყურება იმის ნახევარი ღირს, რაც კინოთეატრში ნახავ დიდ ეკრანზე. არადა წესით ფასები უნდა ედოს მიზერული, იმიტომ რომ უამრავი ხალხი შემოვა და ნახავს. პრინციპში პროგრამის ჩამოქაჩვის დროს უკვე საკუთარი ფასი უნდა ედოს, მაგრამ ისიც არ უნდა იყოს ისეთი გაბერილი, როგორიც ამას წინათ ვნახე 15 ლარი ღირდა რაღაც უცხოურის ანალოგი ქართული პროგრამა. ამ უცხოურს საერთოდ უფასოდ დავქაჩავდი, მარა ქართულს რომ ქონოდა რეალური ფასი, 5-8 ლარი ჯანდაბას, ვიყიდიდი პატრიოტული მოსაზრებით.


თუმცა ყოველთვის რჩება გეგმა ბ - ტორენტები. ამ დროს კომპიუტერები ტორენტ-კლიენტის საშუალებით უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს და მიდის ფაილების გაცვლა-გამოცვლა. ასე მაგალითად ჯექსონის ფილმი "მულვოლკერი" რომელიც 1.5 გიგაბაიტს იწონიდა დავქაჩე 1 კვირაში ტორენტით. იგივე ზომის ფილმი შემეძლო გადმომექაჩა ვარეზიდან 2 საათში. მაგრამ ვარეზი თუ შეიძლება დახურო, ტორენტს ასე მარტივად ვერ გააუქმებ. სამწუხაროდ ტორენტი ძირითადად უცხოეთიდან ქაჩავს, ასე რომ ისევ ის ინტერნეტის სიჩქარი პრობლემას ვეჩეხებით. მოკლედ, აქ დავასრულოთ აზრთა ფრქვევა. დატოვეთ კომენტარები ქვემოთ და/ან წაიკითხეთ/დაწერეთ თქვენი აზრი თბილისის ფორუმის თემაში.

Monday, October 4, 2010

წვრილი და სქელი დაქალების კომბინაცია

რამდენი ხანია მობილურში მიწერია პოსტის სათაური და ხასიათზე ვერ მოვედი რომ დავწერო. ასე რომ უხასიათოდ ვიწყებ, თვარა სადაა ამდენი დრო, ხავსი მოედო უკვე. :) იმის თქმა მინდა, რომ

ამას წინათ მივდიოდი ქუჩაში მე ჩემთვის, მარტო და გაიჩითა ორი გოგო: წვრილი ია და სქელი ნატო.. ბიჯო და ვუყურებ - თითქოს კარგად აცვია. არადა რაში სჭირდებათ ასეთი კომბინაცია? მერე დავფიქრდი (ფიქრმა შორში გამქანა).. მივდივარ, ვფიქრობ და კინაღამ დამეჯახა მანქანა. ამ ფაქტზე ფიქრი დროებით დავაპაუზე ისევე, როგორც კიკალიშვილი  აკეთებს ხოლმე მოულოდნელ პაუზებს და ისევ გოგოების საკითხს დავუბრუნდი მანქანის მიმართულებით მუშტის ქნევიდან როგორც კი დავბრუნდი. ახლა საკითხი ასე დგას, რომ წვრილი და ტანადი გოგოს გვერდით რატომაა ხოლმე მსუქანი დაქალი, კაი მოჭიდავეს რომ დააგდებს მოგვერდით? მემგონია აქ პრობლემა ფსიქიკაშია, გაგებაშია და კიდევ კაი პური ჭამაშია. იმიტომ რომ სქელ დაქალს, კაცო, აშკარად უყვარს ჭამა. წვრილს არ უყვარს.. ზატო წვრილს ეყოლება ფულიანი მამა.

მამა ფიქრობს ახლა, ჩემი გოგო ასეთი ტანადია, რას მოვა მასთან ან ჟანა და ან ნადია.. აი დაქალი ყავს, ტანი აქვს ბეჰემოტის, ერთად რომ არიან ჩემს გოგოსთან აბეზარი პაკლოვნიკი აღარ მოდის. ჰოოდა ჯერ პატარააო, ფიქრობს მამა, გაიზრდება და მერე სხვა გზით წავა. არადა გოგო ფიქრობს "ჩემი დაქალი ასეთი კეთილია, ერთი ესაა წმინდანი და მეორე კიდევ ილია". ან უფრო ბოროტული აზრები აქვს: "ამ სქელოს გვერდით მე უფრო მაგარი ტანი მაქვს". იქნებ სულაც ასე ფიქრობს: "ჩემი გულის გადაპყრობად ჯერ ჩემი დაქალის გული უნდა მოინადიროსო".. ბლიაა.. არადა კაცს უჩნდება სურვილი როგორმე ის სქელი დაქალი მოაშოროს ტელეფონის ყურმილით.. ან ყურმილით თუ არა ტელეფონის მავთულით მაინც.. ან რამით რა, რას გაიგებ კაცისას: "აინც, ცვაინც.."
ახლა სქელის პოზიციაც გამვიხილოთ მოდი. წვრილს ხომ ფულიანი მამა ყავს, სავსე აქვს კამოდი.. მარა იქნებ სულაც არაა ფულიანის შვილი და უფულო რომაა ამიტომაა წვრილი? ჰოო.. აი სად დამებნა აზრი, ეს ვირიშვილი! მოკლედ, მოდი ჩავთვალოთ რომ საშუალოდ  აქვს ფული, არ დადის ყოველ დღე დისკოტეკებზე და რამე, პლუს სუფთა აქვს გული. განვიხილოთ სქელ დაქალს რად სჭირდება წვრილი: ან მეზობელია მისი ან დედამისის დაქალის შვილი. ხოდა მოუწიათ ერთად სიარული, თორემ იმას სულაც არ მოწონს.. ან იქნებ მოწონს კიდევ.. მომერია რული.. იმას ვამბობდი, რომ სქელი დაქალს დაპატიჟებს ხოლმე წვრილი სადმე და უყვება თავის გულის ნადებს. მსუქანი ხალხი ხომ უმეტესობა არის კეთილი, მოგისმენს, გაგიგებს, დაკიგერებს თუ აგიწყდა ღილი..

ხოდა ასე რა: დავადგინეთ რომ წვრილ დაქალს უნდა სქელი მესაიდუმლედ და მისი გულისკენ გზის რევიზორად ან იმიტომ, რომ მის გვერდით უფრო ლამაზი გამოჩნდეს. ხოლო სქელ დაქალს იმიტომ უნდა, რომ ვიღაცას მიაქციოს ყურადღება, თავი იგრძნოს საჭიროდ, იმიტომ რომ მას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და კიდევ იმიტომ უნდა, რომ მას ენდობიან და ამიტომ დაყავთ პურიჭამებზე და იქ ჭამს პურს. :) წავედი ახლა, მთელი დღეა მშიერი ვარ და რა აზრები მაწუხებს, ღმერთმა იცის. თუ მოგეწონათ რამე ან გაგაჩნიათ თქვენი აზრი, ქთხოვთ ჩასწეროთ კომენტარებში ქვემოთ.

Sunday, October 3, 2010

კომპოტი

თითქოს ხომ ბევრი არაფერი, ჩვეულებრივი ატმის კომპოტია, მაგრამ აი ამ ერთი დეტალით უკვე აზრი შეგეცვლება მასზე. :)