Thursday, June 3, 2010

სამუშაოდან რომ განთავისუფლებენ

კარგი ამბით დავიწყოთ: ბაზილიომ პოსტი დაწერა იმაზე, რაც არ მოწონს. :) ნინო, შენ ყველაზე საყვარელი ხარ, მარა ყოველთვის მაინც არ დამიჯერო ხოლმე. :პ მეორე საკითხი იქნება ტრეისერებზე: შიოს წყაროზე ვნახე. ერთი როჟა 80 სანტიმეტრიან წყაროზე ახტა და ცოტა დააკლდა რომ ზედ დარჩენილიყო. გუშინ კი ჩემი ოთხივე თვალით დავინახე როგორ გაირბინა ჩემგან 1 მეტრში ერთ-ერთმა მადგანმა დაახლოებით 3 მეტრი კედელზე. მდაა.. სანამ დროა ვიყიდო კეტები და შორტი და გავიდე - ვივარჯიშო.
ახლა კი მთავარზე. პირველი შემთხვევაა, როდესაც არ ვიცი როგორ დავიწყო. ჰმ.. აი, წარმოიდგინეთ, 5 წელი რომ მუშაობ, ფაქტიურად სამუშაოზე მეტ დროს ატარებ ვიდრე სახლში, მთელ შენს სულსა და გულს დებ საქმეში, თანამშრომლები ერთი ნათესავები არ არიან, თორემ ისე ზოგ ნათესავზე მეტად რომ გიყვარს.. და ერთ დღეს მიდიხარ და გეუბნებიან რომ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებ და რომ შენთან მუშაობას წყვეტენ..

ენ თარო ადუნ! როდესაც არ მოწონთ შენი თანამშრომლებთან სიახლოვე, როდესაც არ მოწონთ შენი მუშაობის სტილი, როდესაც უჩივიან შენს განუვითარებლობას, როდესაც აქვთ ერთი შაბლონი და იმას იმეორებენ ერთზე, მეორეზე, მესამეზე.. მარტო სახელებს რომ ცვლიან.. არა, შენ ჯერ კიდევ მუშაობ, მაგრამ შენს გარშემო ისეთი ხალხი გეცლება, რომელთაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ შესაძლოა პრობლემები ქონოდათ მოსწრებაში, ურთიერთობაში და განვითარებაში. თავში კი გიტრიალებს კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?

ჩემო სანატრელო, ჩემო თვალნათელო, ჩემო ღვთაებაც და ჩემო ქალ-ანგელო, ჯანდაბას ყველაფერი. ახლა დავფიქრდი და ყველაზე ძალიან შენზე დამწყდება გული, იმაზე რომ ასე ხშირად ვეღარ გნახავ ხოლმე. რა მოხდა მერე, რაც არა გვკლავს - გვაძლიერებს. ყველაფერი ცვლილება კი უკეთესობისკენაა. კიდევ იმაზე დამწყდება გული, მთელი წლის შემოსავალ-გასავლის გადაკეთება რომ მომიწევს. და დამენანება ჩემი მიტოვებული სამუშაოც. ვინ იცის რა დღეში ჩავარდებიან ჩემი შვილობილი საქმეები. თუმცა ყველაფერი გავლადია..


ჰა, რა მოხდა ხალხო, ნუ გეშინიათ, არაფერი ცუდი არ მომხდარა, პროსტა ასეთი აზრები მიტრიალებს თავში რა! აგერ, ყვავამ ხუთი სამუშაო გამოიცვალა უკვე და ერთადერთი ფრაზა რაც თქვა ამასთან დაკავშირებით იყო "უმუშევრობა საქს!" :) ყველამ ვიცით, რომ უმუშევრობა საქს, მირიან!

3 comments:

gijmaj said...

გააჩნია საკითხს საიდან უყურებ :) უმუშევრობა საქს და კიდევ ცოტა უარესიცაა, სამაგიეროდ უამრავი დრო გაქვს საყვარელი საქმის საკეთებლად. შეგიძლია იფიქრო იმაზეც, როგორ მოგიტანოს შემოსავალი ამან... ასე რომ... პოზიტიური მიდგომა, ცოტაოდენი ფანტაზია და.... უმუშევრობას ეტირება დედა :D

piccolina said...

რაოოოო???
გამაგრდი გურამ, ჩვენ შენთან ვართ

nino said...

ხოარ წამოხვედი? :)