Monday, June 21, 2010

..ღმერთო, რა ქალია..

ცამდე ატოტილი, ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია.
შენი სილამაზე, წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული, ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება, წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალია

2 comments:

ზიზი said...

რადიაციული ლექსია :)

გურამი said...

რატომ, მუტაციებს იწვევს? :)