დამიჯერებთ, რომ Mirror's Edge - მდე მე-13 რაიონი არ მქონდა ნანახი? არადა ყოველთვის მიტაცებდა აკრობატიკა, მაგრამ ვერასოდეს შევძელი ჩემ თავზე გამომეცადა. საამისოდ მეტად სუსტი ვარ.
ეს სურათი ფოტოშოპია, აშკარად ეტყობა. თუმცა ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია. გორელი ტრეისერების გამოჩენის მერე ორგვარი გრძნობა მაქვს: გავიდე და ვივიარჯიშო მათთან.. თუ გამიაროს - აღარ ვარ ასაკში.. ა?
აი ეს კი არაა ფოტოშოპი. დღეს ისეთი კედელი ვნახე, რომელზეც ჩემი საცოდავი ძველი ბოტასიც კი არ სრიალებს. ასე რომ მეზობლის სახურავს მივწვდი აივნიდან. ცოტა ვარჯიშიც და ზედაც შეიძლება აცოცება. მეორე კედელზე კი შესანიშნავად ჩამოვეკიდე და ე.წ. Cat Jump-ის ბოლო მდგომარეობა დავამუღამე. დარჩა ნახტომიდან გადასვლა ამ მდგომარეობაში.
გუშინ გავედი რომ რეზინის ძირიანი კეტები მეყიდა. რაც უფრო რბილია ფეხსაცმელის ძირი, მით უკეთესი მოჭიდება აქვს. სამწუხაროდ ისეთი კეტი ვერ ვნახე, როგორიც ტრეისერმა სოსომ მანახა.. მდაა..
No comments:
Post a Comment