Friday, June 25, 2010

ფაფუ სოსო..

გუშინ ვნახე იცინოდა, კაცო.. ტრეისერების ახალი ჯგუფი დახტუნაობდა მოაჯირებზე და მეც აღფრთოვანებული ვადევნებდი თვალს. ვიფიქრე სურათი გადავიღო თქო.. მარა მერე გადავიფიქრე: ბარემ ვიდეოს გადავუღებ ძეგლის ფონზე თქო..
დღეს დილით მოვდივარ კაცო სამუშაოზე და.. სადაა აბა ძეგლი? ფაფუ! ღამის ორ საათზე მოუყვანიათ ამწე, მოუბიათ ტროსი და წაუღიათ. იცით რაზე მწყდება გული? იმაზე რომ ვერ მოვასწარი სურათის გადაღება, იმაზე რომ ფაქტიურად მოიპარეს ძეგლი და საკუთარი უსუსურობა ვერ დამალეს, იმაზე რომ მოხსნის პროცესი ვერ გადავიღე და იმაზე, რომ ეს საკმაოდ ძველი ძეგლი შეიძლება გაყიდონ კიდეც.. და რა, არ შეიძლება? სადაც იმაზე დაგვაბოლეს რომ გვერდით მდგარი ვერცხლისფერი ნაძვები, სანტიმეტრი რომ 15 დოლარი ღირს და ისინი კი 30 მეტრზე იყვნენ გაზრდილები, თუმრე ვადა გაუვიდათ და შეიძლება გამგეობას დასცემოდა და ამიტომ მოჭრეს.. რა, მაგას ვჭამთ ჩვენ?
თუმცა რა, ქართველები ვართ. ყველაფერი უცებ გვავიწყდება და ყველაფერი გვკიდია. და რა მერე, მოხსნეს ძეგლი და რა მოხდა მერე? დაინგრა ქვეყანა? ან აშენდა? არაფერიც არ მოხდა. მოხსნეს და ვსო! აი, ეს ცოტა ხალხი, რაც სურათზეა, მოვიდა, იდგა-იდგა, ყველამ მოშნად დაიკიდა, ან რას მოდიოდნენო იფიქრეს. ამათაც იფიქრეს ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და 1 საათში დაიშალნენ. დილით მოსული ჩემი კანტორის ხალხი გულისდაწყვეტას გამოთქვავდა, ყოფილიყო რას ერჩოდნენო. მივუსამძირეთ სოსოსაც, რომელიც ფსევდო სტალინელია. უფრო პრიკოლი იყო, როდესაც ლურჯი ავტობუსით ტურისტები მოვიდნენ და გამოცებული სახეების ფონზე "What a Hell" - ო, ისმოდა.
არა, მე არაფერს ვითხოვ კაცო. რა უნდა მოვითხოვო, მაღლა რასაც იტყვიან კანონია. ხალხის აზრი რომელ ხელისუფალს აინტერესებს, მორჩა არჩევნები უკვე. ვსო! იქით არჩევნებზე შეიძლება გაახსენდეთ და აი, ჩვენ ისენი ვიყავით, ვინაც რომ ძეგლი მოვხსენით და რახან ეს მოვახერხეთ, აფხაზეთს დავიბრუნებთ, ლტოლვილებს დავაბრუნებთ, ჰაი, ჰუი.. [უცენზურო სიტყვა უკანა ტანთან სექსუალური კონტაქტის დამყარებასთან დაკავშირებით]. - აი ეს იყო ჩემი კომენტარი.
"მოაძერით ეგ და დადგით დიდი ყლინჯიღეჭიას ძეგლი, მეტის ღირსები არა ხართ!" კოპირაით - ქე იცით ვინც. დღეს უუუამრავი პოსტი დაიწერება ამ მოვლენის ავ-კარგობაზე, მაგრამ მე, როგორც გორელი, ვამბობ: აქ რამე კვერცხობა არ დადგათ (მაგალითად მოღუნული თოფი, აქაო და ნატოა და თან გაუმარჯოს მშვიდობასო) თორემ ვაი მაგის ბრალი! არა რა.. აშკარად წინა პაპი ჯობდა..

5 comments:

Unknown said...

uimee ra ubedurebaa, nu ubedureba mag dzeglis moxsna ki araa ubralod game rato moxsnes eg ver gavige :D :D

nu nerviulob she kaco, ar dagidgaven rame debilobas :D

tu dagidges kide mand xar da moagrove pawa xalxi da shenc game chamoige :D:D

გურამი said...

ეჰ, რა ვქნა სალომე სან.. არა ვარ მაგათი კაცი. თორემ რომელი ჭკვიანი გორელი ესროდა წითელი საღებავით სავსე ბურთებს ღამით? ვინ დაწერდა კედლებზე "სტალინი - მუზეუმში" ღამით, თუ არა "თავისუფლება ცოტნეს" - ებრი ხალხი? ჩვენ გორელები მარტივი ხალხი ვართ, პოლიტიკა არ გვაინტერესებს. არის ხელისუფალი? დაე იყოს. მაგრამ პატარა თავმოყვარეობა ყველას აქვს.

OTO said...

არ უნდა აეღოთ : (

imho

გურამი said...

აბა ხალხო, ციტატა ფორუმ.გე დან:

https://www.blogger.com/comment.g?blogID=7966657057805655978&postID=3924951239996614163&isPopup=true

Anonymous said...

heu comment on fai pour jouez????
be (skate, tread on or walk) on thin ice this follow
[url=http://mitglied.multimania.de/heseqiwi/map.html]index of bill hayes sleep demons[/url]

by