კაროჩე, ისეთი გულიანი პოსტია, რომ არ დამედო არ შეიძლებოდა. მაშ ასე, ციტატა:
"ხოო, მაგალითად დიიიდიიი დემოკრატისა და ლიბერალის სახელობის ქუჩა რად ღირს თბილისში, რა არ იცით ბუშმა როგორი უმსხვერპლო დემოკრატია დაამყარა ერაყში?! კიდე ხო, ალიევის, კაჩინსკის და ათასი ლეღვის ქუჩა თუ ძეგლი თუ მონუმენტია საქართველოში, ისეთების აი ვაააფშე ფეხზე რო ეკიდათ/კიდიათ/ეკიდებათ აქაურობა, თუ მაგათმა მეტი გააკეთეს საქართველოსთვის? ან იქნებ უფრო წონიანი პოლიტიკური ფიგურები არიან მსოფლიოში?! აააა შეიძლება ქართველები იყვნენ წარმოშობით.... აქ ძეგლის ყოფნა არ ყოფნაზე არ არი რა და ხალხმა კიდე ვერ გაიგო ჯერ ეგ, ეგ ძეგლი ათწლეულებია მანდ დგას და აქამდე რატო არავის უტყდებოდა და რცხვენოდა მაგისი მან დგომა და მაგისი ქართველობა?! ახლა როგორც ჩანს ყველა სხვა პრობლემა უკვე მოგვარებულია და ცოცხალი ”საზოგადოებისათვის მავნებელი ელემენტების” დაჩმორებისა და გაფარჩაკების შემდეგ მკვდრებზე უნდათ გადასვლა.. ომში დაღუპულთა მემორიალი, ომში დაღუპულთა მემორიალი, გამსახურდიას ცოლივით რამდენი წელი უნდა ისპეკულიანტონ ეხლა მკვდრებით და რამდენი წელი უნდა ითბონ ტრაკები ძაან მაინტერესებს?! თუ ის "ერის სირცხვილი ომი" ომი იყო აგვისტოში და მეორე მსოფლიო ომი-უაზრო იდეოლოგიებს და ვიღაც ყლინჯიღეჭიების ამბიციების გულისთვის გამართული ბრძოლა?! საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიაო?! ბაზარი არ არი, მარა ამათმა რა გააკეთეს მაგაზე მეტი საქართველოსთვის რო უფლება აქვთ მაგისი ძეგლი აიღონ?! გაზი შუქი და გზა სტალინის დროსაც იყო wink.gif დესპოტი და ტირანი და კაციჭამია ნაპოლეონიც კი იყო მარა აბა ფრანგებს კითხეთ?! სრცხვენიათ მაგისი?! მარა რა აზრი აქვს, რაც არ უნდა ვწეროთ აქ და ვიკამათოთ იმას ვერ შევცვლით რო ძეგლი მოიპარეს, რო ხალხის აზრი კორექტულად რომ ვთქვათ სუ ფეხებზე კიდიათ, და ვერც იმას შევცვლით რო ერი არის ჩმორი, და ბრბო! საკმარისია ვინმე კარიერისტმა, რბილ სავარძელში მჯდომმა ტელევიზორის ეკრანიდან რაღაც ჩასძახოს, ეს ამაყი, უდრეკი და ვაჟკაცი ერი, დიიიდი ისტორიის მქონე (უფრო სწორად კი საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ისტორიისა) ერი, ისე რო ზემოთხსენებულს სიტყვის გამეორებაც არ დასჭირდება, იგივეს ამოსძახებს მყისიერად, ის კი არადა 2ჯერ ზედიზედ რო გაუმეოროს, პიდარასტი ხარ პიდარასტიო. 90 % იუბკით დაიწყებს სიარულს... მაგაშია საქმე, გამოდიან მერე ქალაქის სახელით ვიღაც დედიკოს ბიჭები და ხატოვნად გამოთქვამენ თავის აზრს, რაოდენ დიდი ტვირთი მოეხსნა მათ სინდისს ამ რკინის ნაჭერის აღებით და რომ ამის მერე უფრო დემოკრატიულად მოაზროვნე თაობა წამოვა ჩვენს ქალაქში!!!! ფუუუ გული მერევა რაა, ეხლა დაარჭობენ რამე ფერად განათებულ სარს და უარეთ გარშემო და ტაში უკარით, მერე რო ყლინჯიღეჭიას ძეგლით შეცვლიან მაგას, სანთლები დავუნთოთ და ვილოცოთ მაგაზე, დაგავიწყდათ? თითქმის უმსხვერპლოდ რო დაგვიხსნა რუსეთის კლანჭებიდან აგვისტოში?! რა არ მითხრათ ეხლა, ერთი ვაჟკაცური ძეგლის ღირსი არ არიო?! კანეშნა ეგ, აბა სტალინი ვინ ჩემი ფეხები იყო ვაფშე?!
ვსიო, მოვრჩი, მეცინება ესეთ უსუსურობებზე..... კიარადა გული მერევა..... "
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
2 comments:
1953-ში სისხლიც კი დაიღვარა ამის გამო, მაგრამ ძეგლი მაშინ არავის ააღებინეს. მაშინ დაიჭირეს მამაჩემიც სხვათა შორის.
ისე, აზრზე ხარ, როგორ უნდა გეშინოდეს 60 წლის წინ გარდაცვლილის, რომ ძეგლს ეომო?
ანდა, რა, დავიჯერო საფრანგეთში რობესპიერის ძეგლი არსად დგას? რაც მაგან სისხლით ღება გილიოტინები!
ეს მარაზმიც არ არის, ამას სხვა რამე ჰქვია და მე მაპატიეთ, მაგრამ ის სიტყვა ყ-ზე იწყება!
ha haaa, me mainc yvelaze sayvareli var :D
Post a Comment