Sunday, June 27, 2010

ვაზის გაფურჩქვნა ანუ მოაცილე მუქთამჭამელები

პოსტია აგროკულტურ-ვაზისმოვლ-ჰაიჰუიზე. :) მაქვს სოფელი ატენში, შესაბამისად მაქვს ატენური ყურძენი, რომელსაც უნდა მოვლა. მოვლა იმიტომ უნდა რომ ატენური ღვინო გააკეთო კაცმა. ატენური ღვინო კი იმიტომ გინდა რომ მეგობრებთან დალიო.. პრობლემა იმაშია, რომ მე დალევა არ მიყვარს.. ასე რომ მიყევით ახლა აზრს ბოლოდან. :) მოკლედ, გაფურჩქვნაზე ვაპირებდი და იხილეთ პირველი სურათი.

რა სარგებლობა მოაქვს გაფურჩქვნას? - ეს იძლევა საშუალებას მზე და ჰაერი უკეთესად მივიდეს ნაყოფამდე. ამ საქმის პრინციპი მარტივია "მოაცილე მუქთამჭამელები"@ მამაჩემი - ანუ ტოტიდან პირველ მტევნამდე ყველა ფოთოლი უნდა მოცილდეს. (რავარც არის აღნიშნული წითელი ისრებით). ასევე უნდა მოცილდეს ყველა ტოტი, რომელზეც მტევანი არაა ან მტევანი ძალიან პატარაა. ამ ბოლო წესს აქვს გამონაკლისი - თუ ეს ტოტი ერთადერთია ამ ღერზე, მაშინ ვტოვებთ. ან თუ რამდენიმეა ასეთი, ვტოვებთ რომელიც პირველია ღეროზე.
პრინციპი მარტივია, სამუშაოც არაა ძნელი. პრობელმა იმაშია, რომ თავი და ხელები სულ მაღლა გაქვს და იღლები, ასევე ზოგჯერ ძალიან არის გაბარდული და ფრთხილად უნდა მოაცილო ტოტი, თვარა მტევანს დააზიანებ. ასევე პრინციპის სიმარტივის მიუხედავად, ათს და ორმოცს რომ გააკეთებ და უკან მოიხედავ - არაფერიც არ გაგიკეთებია ჯერ და დასასრულამდე ჯერ კიდევ ძაააალიან შორია. :)
გაფურჩქვნა უნდა მოხდეს ყვავილობამდე (ჯობია) ან ყვავილობის მერე. თორემ თუ ყვავილი დასცვივდა, მერე კარგად მეყოლე, მტევანი არ გაიზრდება, ღვინო არ გამოვა, მეგობრებთან ვერ დალევ და მოკლედ, მიყევით აზრს თავიდან. :)

No comments: