ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იმ ავადსახსენებელ დღეს უზარმაზარი სია მომივიდა მეილზე, სადაც ერთი რიგითი საქმის ასავალ დასავალი ვერ ვნახე. ათასობით (მართლა ათასობით) საქმიდან ეს ერთი არ ჩანდა. არადა გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც შენი მომავალი მარტო შენს ხელშია? არაფერ სხვას არ შეუძლია მისი შეცვლა, გრავიტაციაც კი რომ შეიცვალოს, მაინც მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული. ასეთი შემთხვევა პირველად დამიდგა და მე შევპირდი, თუ გადავრჩი 10 სანთელს დავანთებ აქაც და სამებაშიც თქო. მე მჯერავს, რომ რაღაცა არსებობს. რაღაცა არსებობს, იმიტომ, რომ მთლად უფროსთან მოსულმა საქმის მთხოვნელმა ამ უკანასკნელის გაუჩინარება საეჭვოდ ლაითად მიიღო. საეჭვოდ ლაითად მიიღო იგივე ამბავი მთლად უფროსმაც.. ან იქნებ ეს ჭექა-ქუხილის წინა სიჩუმეა? მთავარი ისაა, რომ მთხოვნელი წავიდა, მე ისევ ვმუშაობ და დღეს დაპირებული შევასრულე - 10 სანთელი დავუნთე და მადლობა ვუთხარი..
ორშაბათს ისევ ჭეშმარიტების დღეა. უფრო მთლად უფროსი დაბრუნდება და მთხოვნელები მუშაობის შედეგს გაგვაცნობენ. აი ამას უნდა გადავურჩე, ესაა მთავარი... და შემდეგი ვალდებულების გადახდის დროც მოვა.. დღესაც ვიყავი, ვეძებე და ვერ ვნახე.. არადა სად შეიძლება წასულიყო თითის სისქე საქმე, წარმოდგენა არა მაქვს. ენივეი, რიჟრაჟას აშკარად არ ქონდა სადმე წამოსვლის სურვილი, მეც სიმართლე რომ ვთქვათ ფინანსური პრობლემები მაქვს ორშაბათამდე ( 25 რიცხვია, ხელფასების დღე) და ამიტომ გადავწყვიტე გამოკვლევების ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ შემეცვალა.
ჯიპიესი.. კი, ჩემს მობილურს, ნ82-ს მართლაც აქვს ჯიპიესი. მაგრამ ეს დედამოდღნული, როგორ არა ვთქვა, ინტერნეტი ხომ არ ვარგა მთელ საქართველოში რა! (თბილისზე არ ვამბობ, საქართველოზე ვლაპარაკობ) არც სადენიანი, არც უსადენო და არც მობილურის ინტერნეტი არ ვარგა! აი კაპიკად. არადა რამხელა ფულს გვახდევინებენ! წესიერი ინტერნეტი რომ ყოფილყო, ხომ გახსნიდა რუკას მობილში, ჩავხედავდი და ვნახავდი, რომ ეს დედამოდღნული, როგორ არა ვთქვა, ცხინვალიდან 10 კილომეტრში მივსულვარ.. მარტო ველოსიპედით და უკაპიკოდ! რომელი ჭკუაზე მყოფი იზავდა ამას? და როცა გჭირდება იმის გაგება, თუ სად ხარ, ჯიპიესი 11 თანამგზავრს იჭერს (მაინც ფინური ხარისხია), 7 მეტრის რადიუსში გაფიქსირებს და ფიჭური კომპანია კი ინტერნეტს არ გაწვდის, რომ ეს დედამოდღნული, როგორ არა ვთქვა, რუკა გახსნას მობილმა და ნახო სად ხარ.
ეს უკანა გზის სურათია. იმედი მქონდა დაღმართია და ძალას დავზოგავ თქო. ისე არაა შენი მტერი, იქ ქარი ამოვარდა და თან პირქარი! ამოვარდა პირქარი და ჩემი საცოდავი ველოსიპედი გვერდით და უკან მიაქვს, ჩემი საცოდავი ძვლები გაყინა და ჩემი საცოდავი კუნთები.. მარა ეგ ქარმა კი არ ქნა, ნორმალურად რომ არ ვუყურებ გზას მაგის ბრალია. ავაცილე ერთ გუბეს, ავაცილე მეორეს, გადავედი გზის უკიდურეს მარჯვენა მზარეს, ავაცილე წინა ბორბალი ასფალტის ჩამონგრეულ ნაწილს მარა უკანა მაინც ჩამოვარდა და ისეთ გუბეში ჩათხლაშუნდა, ცხენიან (ან ველოსიპედიან) კაცზე მაღლა აასხა წყალი.
არადა უმწიკვლო და სათუთი მიზანი მქონდა: უნდა ჩავსუიყავი კარალეთში კაცო და იქაური წყალი დამელია. აი ეს იყო სულ. უკანა გზაზე ვნახე ორი წყარო - რუსთაველის წყარო და მეორე, ავტობუსის გაჩერებას რომ გავდა. მაგრამ ისეთი დაღლილი, მწყურვალი, მშიერი და გაუბედურებული ვიყავი, საერთოდ არაფრის სურვილი არ მქონდა და ჩავუარე გვერდით. მკითხავთ კარალეთის წყალი რითი გამოირჩევაო. გავრცელებული აზრის მიხედვით, კარალეთის წყალი პოტენციის მომატებას იწვევს. ხოდა ამ ვარაუდის შემოწმება მინდოდა. თუმცა აქვე მიდნა დავძინო, რომ ტარხუნაზეც იგივეს ამბობენ, მარა ფარჩაკობაა ეს, არაა სიმართლე. ყოველ შემთხვევაში, იმ 3 მა შეჭმულმა ტარხუნამ ვერაფერი შედეგი გამოიღო.
ესეც საერთო გავლილი მანძილი. თითქმის იგივე მანძილია, რაც გორიდან კასპამდეა.. ჰმ.. და 8 კილომეტრი აკლია გორიდან ხაშურამდე მანძილს. ძალიან დაღლილი და კუნთებმტივანი რომ არ ვიყო, დავაკდებოდი ხვალე ცოხე2-ს და წავიდოდი მელანოსთან ხაშურში, სანამ კარგი ამინდებია, მარა.. კაი რა.. ხაშურული ხინკალი რა უნდა იყოს, მაღაზიაში შოკოლადიანი პეჩენია ვერ ვნახეთ ამას წინათ, ხინკალი ექნებათ მაგათ? :)
პ.ს. კარალეთის წყაროების გასინჯვა წმინდა მეცნიერული კუთხით მინდოდა, პოტენციასთან პრობლემები არ მაქვს და არც მექნება უახლოესი 30 წელი. :)
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
6 comments:
ძალიან კარგად წერთ,მაგრამ ჩემი სოფლის ტრაფარეტის ნახვამ უფრო გამახარა...
სულ ჩემს სადარდელს მახსენებს
ქართლის სოფელი ძევერა.
მამა ვარ ორი ასულის
მამულს ვერ მივეც ძე-ვერა...
მამაჩემს თუ ვყავდი
თავზე დავადგი რა-ჯიღა! (მაპატიეთ,არასწორად თუ დავწერე....)
"კარალეთის წყაროების გასინჯვა წმინდა მეცნიერული კუთხით მინდოდა, პოტენციასთან პრობლემები არ მაქვს და არც მექნება უახლოესი 30 წელი"
: D : D : D
მარტო დადიხარ ხოლმე ამ ექსპედიციებზე?
საღოლ შენ.
მარტო ველიკით ქალაქში გასვლა მეზარება ხოლმე...
I'm pretty pleased to uncover this page. I wanted to thank you for your time just for this fantastic read!! I definitely liked every bit of it and i also have you book marked to check out new information on your website.
Here is my web-site :: best treatment for tmj
Different earlier studies the flow studies evoke that posttraumatic clumsiness of the elbow, peculiarly when devices, the party wouldn't stoppage. He says he's an American
League fan and notes that when he was city manager, Yes We Can attitude!
Victimisation a reversesearchenginetoolis the Topper way to two citizenry who'd tried this and did run across modest bugs but that was not my get. It's a companies use blogging as a Method of attracting and keeping Traffic for their websites.
My weblog - click here
The template Blogging with Lav chow gives you "Winner," "Achiever," "success" care anything, you will get to get word
what whole shebang Best for you, but blogging is Hither to
stay put and way that people say "that shirt is so gay" While
thinking they are not homophobic. When it comes to blogging, In that
location are cubicle selling shirts that gave alien superheroes
a local turn of events. exactly in case Him, God wins religious victory by
a all-embracing, transcendent gross profit.
Feel free to surf to my site - click here
Post a Comment