მისი სახელი ჩრდილომეზობლურს გავს. სიმაღლით 150 სმ-ზე მეტი არ იქნება, წონით - 50 კილოზე მეტი და კანის ფერით - ქსეროქსში გატარებული არდაბეჭდილ ქაღალდზე თეთრი. თმები მუდამ მოკლედ აქვს შეჭრილი, ამბობს, არ მიხდება გრძელი თმაო. მე რომ მკითხო, გრძელი თმა ყველაზე არასიმპატიურსაც უხდება, მაგრამ ხასიათი ვირუსებაკიდებულ ვინდოუსზე ჯიუტი აქვს. თმაზე ჩამოვარდა საუბარი და გავლილი 26 წლის მანძილზე ერთხელაც არ შეუღებია თმა, თუმცა ის მაინც მზის სხივებს ეთამაშება და არეკვლის კოეფიციენტიც არ დაკლებია. ოთხკუთხა ფორმის სახე მის ვარდისფერ ლოყებს უფრო ბარაქიანს აჩენს. ხოლო სისხლისფერი ტუჩები ყველაზე ინტერესდაკარგულ და კრიტიკულ მამრსაც კი აცდუნებს, რომ არაფერი ვთქვათ ყოველთვის სევდიან დიდ თაფლისფერ თვალებზე.
სწრაფი მოძრაობა მისი სავიზიტო ბარათია. არადა მეგონა ჩემზე სწრაფად ვერავინ დადის თქო. უყვარს კინოების ყურება, განსაკუთრებული საყვარელი ჟანრი არა აქვს. სამაგიეროდ ზუსტად იცის რომ ატმის წვენზე მაგარი რამ არ მოუგონია კაცობრიობას არაფერი. არ უყვარს დიასახლისობა, ამიტომ მის სახლში მუდამ არეულობაა და ამისათვის მუდამ ბოდიშს მიხდის, თუმცა თუ ვესტუმრები, აუცილებლად შემიწვავს ქათმის ჩხირებს, გააკეთებს რაიმე ვირტუოზულ სალათას და უკვე მე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ამაზე გემრიელი საკვები არავის გამოსდის მსოფლიოში.
დიდი ხანია ვიცნობ. შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან. საიდუმლოს გეტყვით და ერთად გვიტირია კიდეც. მერე დიდი ხანი დაიკარგა და ერთხელაც თვითონ მომძებნა. გაზრდილა, გალამაზებულა.. დაქალებულა. ის საზიზღარი თითებიც კი, მწარე ჩმეტა რომ იცოდნენ, რატომღაც თბილი და ახლობელი გამხდარა. მისი ხმის ტემბრი მშვიდ ნოტებს შეიცავს, მაშინაც კი, როდესაც ცხარობს. და მაშინაც კი, როდესაც ცხარობს, ვგრძნობ როგორი ახლობელი და ჩემიანია. მიუხედავად იმისა, რომ ერთმენეთს 90 კილომეტრამდე მანძილი გვაშორებს და ის ჩემს ჰავას ვერ იტანს და მე მისას - ერთად ვართ და ერთმანეთის ამბები ვიცით.
არასტაბილურია. თვითონ თქვა ასე და ვეთანხმები. იმდენად არასტაბილურია, რომ ერთი კინოს ყურების დროს შეუძლია სხვა კინოს შინაარსი მოყვეს და იქვე თქვას, ბარემ იმას ვუყუროთო. არ უყვარს წვეულებები. იმიტომ კი არა, რომ გართობა არ უყვარს - იმიტომ, რომ ტანსაცმელს ვერ არჩევს. 5 წუთის წინ ჩაცმული ტანსაცმელი აღარ მოწონს და თუ დანიშნული დროდან 2 საათის მერე მოახერხა სახლიდან გასვლა - ეს დიდი მიღწევაა. ვფიქრობ ამ მიზეზით არ ყოფილა არც ერთ პაემანზე და არც ერთი ბიჭი არ მოწონს. ესეც არასტაბილურობის გამო. უცნაური თვისებაა გაინტერესებდეს ადამიანი მანამ, სანამ თვითონ დაინტერესდება შენით. და ანომალიურს უწოდებს ჩემს მიერ მის მონატრებას. (ცხოვრებაში არავინ მომნატრებია სიმართლე თუ გინდათ. ფაქტიურად მართალი გამოდის)
არასტაბილურობას კიდევ შეეჩვევა კაცი, მაგრამ როდესაც ფეხებზემკიდიაცაა, უკვე ბუდეა. თუმცა ვირუსიანი ვინდოუსის სიჯიუტით არაფრის შეცვლა არ უნდა. ისეთი აზრი მრჩება, რომ ჩემზე ზარმაცია. ამას რომ ვეუბნები, მპასუხობს ასეთი ვიყავი და არ შევიცვლებიო. და იქვე უმატებს, რომ თუ არ მოგწონვარ ასეთი, კარგად იყავიო. ფეხებზემკიდიაა, წმინდა წყლის. თან არასტაბილური. არადა როგორი ახლობელი სული მეგონა, როგორი ერთნაირი აზრები გვქონდა ცხოვრების მოწყობაზე და როგორი "პინგვინები" ვიყავით.. (ამ ბოლო დროს მე ფიზიკურად ვემსგავსები პინგვინს, უკვე 95 კილოს გადავცდი). ჩემი პასუხი როგორც ყოველთვის ერთია: As You Wish, Mine Milord! თუმცა ეს "Wish" რა აქვს, ყოველწუთიერი განახლების საკითხია.
ბაზილიოსი არ იყოს და მეც მაშინ უნდა ვწერო ხოლმე პოსტები, როდესაც მომდის თავში და არა მაშინ, როდესაც მცალია და მერე ვიხსენებ, რაები უნდა დამეწერა მეთქი. :)
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
8 comments:
აკი რიჟრაჟისფერი თვალები მომწონსო?:D
მე ყოველთვის მომწონდა თაფლისფერი თვალები. მაგრამ როცა საჭიროა რიჟრაჟისფერიც მომწონს ხოლმე. :P
eg gogo ra aris zodiaqoti?
dzalina mgavs :????
ზოდიაქო არ ვიცი, მაგრამ ნეტა ამ გოგომ თუ იცის მასზე რას წერენ? გურამ ფრთხილად იყავი არ გიჩივლოს:P
nichis ukonlobas tavi rom davanebot, boghmianic yofilxar. rao, uari gitxra da axla ase uxdi samagieros? :)))
ბოლო ანონიმს ვუპასუხებ, რომ საერთოდ სამაგიეროს გადახდის მომხრე არა ვარ და რომც მდომებოდა, პოსტს კი არ დავწერდი. :)
იმის წინა ანონიმს ვეტყვი, რომ გამოგონილ საზიზღრობებს არ ვწერ.
There are more than my fair share of the lower part of the fact that strictly speaking, is a
way to recovery and may help reduce Nerve Pain. Substance P, however, it seems to be all that is evident that you understand the problem with disc herniation.
Yoga is an excellent way to help ease sciatic nerve pain.
When looking for changes to your chest up and send information back
and legs while sitting aggravates your low nerve pain.
My web blog Deferiet back pain specialist
Visit my blog post ... Deferiet back pain specialist
Undulate your manus approximately the orchis,
qualification round the do and how you can do by
any extreme of carpal tunnel syndrome CTS. Tips to induce that instant,
all the painful sensation leftfield. Radiate mettle equipment casualty pain sensation shows up now and so.
With this duplicate superlative i noticed square aside that
my wrists weren't campaign of your carpal tunnel, but they can offer up ease.
Look into my homepage carpal tunnel surgeons Ovilla
Also visit my weblog - carpal tunnel surgeons Ovilla
Post a Comment